მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მე­გობ­რე­ბო, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, რაც კი­დევ უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­კის­რებ­და! გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­მელ­თა ყო­ველ­დღი­ურ­მა შრო­მამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას, ვის­თა­ნაც ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და ერ­თობ­ლი­ვად ვცდი­ლობ­დით ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა, ვინ სად და რა პო­ზი­ცი­ა­ზეც არ უნდა ვი­ყოთ, რად­გან იც­ვლე­ბა მხო­ლოდ პო­ზი­ცი­ე­ბი, მიზ­ნე­ბი კი, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბით - არა­სო­დეს!

და ბო­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას - უაღ­რე­სად ღირ­სე­ულ, სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და მა­ღა­ლი პრინ­ცი­პე­ბის ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბის მე­ნე­ჯერ­სა და ნამ­დვილ ლი­დერს, რო­მელ­მაც მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­შიც შევ­ძლებთ სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნას ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში!

წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­მა­ვალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას!" - წერს ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კახა ქე­მოკ­ლი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა 2 დღის წინ და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
30

საკმაოდ კვალიფიციური მოხელეები გვყავს , პიროვნულად არცერთი არაა ბიუროკრატი, აი სისტემა კი აბიუროკრატებს, სისტემა შეცვალეთ , ხალხს რას ერჩით, მათი გაზრდა არაა ადვილი , აქამდე გაწეული შრომა და ხარჯი წყალში რატომ ჩავყაროთ ? შეუცვალეთ სისტემა , იცით როგორც !

ალექსს დიდი პატივისცემით!
21

ალექს., გვაინტერესებს იმ ახალი სისტემის, რომელზედაც თქვენ მიგვანიშნებთ, თქვენეული ხედვა, რათა გავითვალისწინოთ ჩვენეული ხედვის შემუშავების დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა! გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა ყოველდღიურმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ გამოწვევებთან გამკლავება. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა და ერთობლივად ვცდილობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. დარწმუნებული ვარ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ვინ სად და რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, რადგან იცვლება მხოლოდ პოზიციები, მიზნები კი, რომელსაც ვემსახურებით - არასოდეს!

და ბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას - უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში!

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელობას!" - წერს ბერდია სიჭინავა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა 2 დღის წინ დატოვა.

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"