საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს

წე­რი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­აც­ნო.

"მო­გე­სალ­მე­ბით თა­ნა­მებ­რძო­ლებს, მე­გობ­რებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე სრუ­ლი­ად ქარ­თველ ხალ­ხს! მი­ხა­რია, რომ აქ ხართ, ერ­თად ვართ, არ ვნებ­დე­ბით, ერ­თად ვიბ­რძვით და ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ! ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის ერთი ადა­მი­ა­ნის გა­მარ­ჯვე­ბა, ჩვე­ნი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა,სა­დაც თა­ვი­სუ­ფა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ. ხან­და­ხან ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტე­ბი, როცა ადა­მი­ანს დაღ­ლა ან იმედ­გაც­რუ­ე­ბა წა­მო­გე­წე­ვა, მაგ­რამ მე ახლა ამ ოთხ კე­დელ­შიც კი ვგრძნობ, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი სირ­თუ­ლე, ყო­ვე­ლი ახა­ლი წი­ნა­ღო­ბა, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა, მეტ ძა­ლას, მეტ ენერ­გი­ას, მეტ შე­მარ­თე­ბას მმა­ტებს.

ჩვენ გვაქვს მი­ზა­ნი, ნება და მო­ტი­ვა­ცია, მშვი­დო­ბი­ა­ნად დავძლი­ოთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. გვქონ­დეს უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლო, გვქონ­დეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვიცი, რომ ათა­სო­ბით პატ­რი­ო­ტის უწყვე­ტი პრო­ტეს­ტი თბი­ლის­ში ქუ­ჩებ­ში ჩაშ­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ყვე­ლა გეგ­მას. დღეს აქ და ახლა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში დგას მებ­რძო­ლი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მო­ი­პო­ვებს სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც 23 თე­ბერ­ვლის უკა­ნო­ნო ძლა­ის­მი­ე­რი შტურ­მის დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვი­სას გა­მო­ი­ჩი­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბა და სიმ­ტკი­ცე ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ, ვინც იდგა და იცავ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ას, არ ეში­ნო­და არა­ვი­სი და არაფ­რის, ვინც იდგა ჩვენს ჩვენს გვერ­დით, პარ­ლა­მენ­ტის წინ, ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს.

ჩვენ ბრალს გვდე­ბენ 20 ივ­ნისს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში, თუმ­ცა, ჩვე­ნი მხრი­დან 20 ივ­ნი­სის მშვი­დო­ბი­ან­მა პრო­ტეს­ტმა და 23 თე­ბერ­ვლის თავ­დაც­ვის ფორ­მამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ჩვენ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მი­მართ. 20 ივ­ნის­საც და 23 თე­ბერ­ვლა­საც ჩვენ ვი­დე­ქით მშვი­დო­ბი­ა­ნად და ვი­ცავ­დით ჩვენს ღირ­სე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ას, გავ­რი­ლო­ვე­ბი­სა და მათი მორ­ჩი­ლი პი­რე­ბის­გან ერ­თი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იდე­ას...“, - აცხა­დებს მე­ლია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სად­მი გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
N
13

afirist!!!!

გიო
0

მიშას,კეზერას,,ხაზარაძის ფულებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მეტი ხალხი ვერ გამოიყვანეთ ქუჩაში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს

წერილი აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო.

"მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს! მიხარია, რომ აქ ხართ, ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება და განვითარებული საქართველოს გამარჯვებაა,სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება წამოგეწევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ახალი გამოწვევა, მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს.

ჩვენ გვაქვს მიზანი, ნება და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისში ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძლაისმიერი შტურმის დროს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის, ვინც იდგა ჩვენს ჩვენს გვერდით, პარლამენტის წინ, ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა, ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 20 ივნისსაც და 23 თებერვლასაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებასა და თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვებისა და მათი მორჩილი პირებისგან ერთიანი და თავისუფალი სახელმწიფოს იდეას...“, - აცხადებს მელია მხარდამჭერებისადმი გამოგზავნილ წერილში.

"ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა და..." - ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ?

რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"