პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?
რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

1930-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე, აშშ-ში ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო წინ­დე­ბი აბ­რე­შუ­მის­გან მზად­დე­ბო­და. 1939 წელს კი კომ­პა­ნია DuPont-მა ინო­ვა­ცი­უ­რი ქსო­ვი­ლი შექ­მნა - ნე­ი­ლო­ნი, რომ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩულ­ქე­ბი და კოლ­გო­ტე­ბი ამე­რი­კის ბა­ზარ­ზე უკვე 1940 წელს გა­მოჩ­ნდა და ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბის გუ­ლე­ბი (და ფე­ხე­ბი) და­ი­პყრო.

1941 წელს, რო­დე­საც აშშ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ჩა­ე­ბა, DuPont-მა არ­მი­ის მო­მა­რა­გე­ბა და­ი­წყო ქსო­ვი­ლით და ქა­ლე­ბის კოლ­გო­ტე­ბის ნაც­ვლად, ნე­ი­ლო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო სამ­ხედ­რო პა­რა­შუ­ტე­ბი­სა და სალ­ტე­ე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად.

აშშ-ს არ­მი­ას პა­რა­შუ­ტე­ბი კი ჰქონ­და, თუმ­ცა ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბი კოლ­გო­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ და გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა და­ი­წყეს. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, "ფეხ­სა­მო­სის" ახალ­მა ტრენდმა იფეთ­ქა ამე­რი­კა­ში - ეს იყო ე.წ. თხე­ვა­დი ჩულ­ქე­ბი. ქა­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის სი­თხე­ე­ბით, ფუნ­ჯე­ბით და ფან­ქრე­ბით და­ი­წყეს ფე­ხებ­ზე კოლ­გო­ტე­ბის მი­ხატ­ვა.

ბევ­რი, უფრო მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის, უკან, მთელ ფეხ­ზე "ნა­კერს" იხა­ტავ­და.

მო­ხა­ტუ­ლი ფე­ხე­ბი იმ­დე­ნად მო­დუ­რი გახ­და, რომ აშშ-ში "ფე­ხის მა­კი­ა­ჟის" სა­ლო­ნე­ბიც კი გა­იხ­სნა, სა­დაც ქა­ლებს რო­გორც სტი­ლის­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას, ისე მო­ხატ­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუ­ტებს სთა­ვა­ზობ­დნენ, ასე­ვე მო­ხატ­ვის სწორ ტექ­ნი­კა­საც ას­წავ­ლიდ­ნენ.

ჰე­ლე­ნა რუ­ბინშტე­ი­ნი - კოს­მე­ტი­კის დე­დოფ­ლად შე­რა­ცხუ­ლი და ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ქალი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 1942 წელს ნიუ იორკში, მე­ხუ­თე ავე­ნი­უ­ზე გახ­სნა "შიშ­ვე­ლი ფე­ხე­ბის სა­ლო­ნი".

აქ ქა­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ლო­სი­ო­ნე­ბის, კრე­მე­ბის, ფე­ხე­ბის გა­მაგ­რი­ლებ­ლე­ბი­სა და ტალ­კე­ბის შე­ძე­ნა, ასე­ვე ად­გილ­ზე­ვე ფე­ხე­ბის კოლ­გო­ტე­ბით მო­ხატ­ვა შე­ეძ­ლოთ. "კოს­მე­ტი­კუ­რი ჩულ­ქე­ბი" რამ­დე­ნი­მე სა­ხით იყი­დე­ბო­და - ტუ­ბებ­ში, სპრე­ის სა­ხით და ა.შ.

ჰე­ლე­ნა პო­ლო­ნე­ლი ებ­რა­ე­ლი გახ­ლდათ და უზარ­მა­ზარ პარ­ფი­უ­მე­რულ კომ­პა­ნი­ას "ჰე­ლე­ნა რუ­ბინშტე­ინს" ფლობ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "ლო­რე­ა­ლის" ჯგუფ­ში შე­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, კოს­მე­ტი­კის დე­დო­ფალს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ჰყავ­და - 1895 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში აზ­ნა­ურ ჭყო­ნი­ას ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი არ­ჩილ გუ­რი­ე­ლი-ჭყო­ნია.

ჰე­ლე­ნა რუ­ბინშტე­ი­ნი და არ­ჩილ გუ­რი­ე­ლი-ჭყო­ნია

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ნე­ი­ლო­ნის კოლ­გო­ტე­ბი დახ­ლებს და­უბ­რუნ­და. DuPont-მა ომის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში და­ი­წყო მათი წარ­მო­ე­ბა. ამ დაბ­რუ­ნე­ბამ 1945-1946 წლებ­ში აშშ-ს ბა­ზარ­ზე "ნე­ი­ლო­ნის ჯან­ყი" გა­მო­იწ­ვია, რო­გორც ამას მა­შინ­დელ პრე­სა­ში წერ­დნენ.

იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კურ რე­ცე­სი­ას გა­ნიც­დიდ­ნენ, მო­ხა­ტულ­მა კოლ­გო­ტებ­მა კვლავ გა­აგ­რძე­ლა არ­სე­ბო­ბა 1950-იან წლებ­შიც. მათ შო­რის იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რიც. თუმ­ცა, წლე­ბის შემ­დე­გაც, ფე­ხე­ბის მო­ხატ­ვას არ და­უ­კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბა და მას იყე­ნებ­დნენ ფე­ხებ­ზე "გა­რუ­ჯუ­ლის" ეფექ­ტის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
7

ხო დედაჩემიც იხატავდა )

Z
13

1939 წლამდე წინდები ყოფილა და 1939 წლის მერე ჩულქები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

1930-იანი წლების ბოლომდე, აშშ-ში ქალის საუკეთესო წინდები აბრეშუმისგან მზადდებოდა. 1939 წელს კი კომპანია DuPont-მა ინოვაციური ქსოვილი შექმნა - ნეილონი, რომლისგან დამზადებული ჩულქები და კოლგოტები ამერიკის ბაზარზე უკვე 1940 წელს გამოჩნდა და ამერიკელი ქალების გულები (და ფეხები) დაიპყრო.

1941 წელს, როდესაც აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება, DuPont-მა არმიის მომარაგება დაიწყო ქსოვილით და ქალების კოლგოტების ნაცვლად, ნეილონის გამოყენება დაიწყო სამხედრო პარაშუტებისა და სალტეების დასამზადებლად.

აშშ-ს არმიას პარაშუტები კი ჰქონდა, თუმცა ამერიკელი ქალები კოლგოტების გარეშე დარჩნენ და გამოსავლის ძიება დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში, "ფეხსამოსის" ახალმა ტრენდმა იფეთქა ამერიკაში - ეს იყო ე.წ. თხევადი ჩულქები. ქალებმა სპეციალური შეფერილობის სითხეებით, ფუნჯებით და ფანქრებით დაიწყეს ფეხებზე კოლგოტების მიხატვა.

ბევრი, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, უკან, მთელ ფეხზე "ნაკერს" იხატავდა.

მოხატული ფეხები იმდენად მოდური გახდა, რომ აშშ-ში "ფეხის მაკიაჟის" სალონებიც კი გაიხსნა, სადაც ქალებს როგორც სტილისტის მომსახურებას, ისე მოხატვისთვის აუცილებელ ატრიბუტებს სთავაზობდნენ, ასევე მოხატვის სწორ ტექნიკასაც ასწავლიდნენ.

ჰელენა რუბინშტეინი - კოსმეტიკის დედოფლად შერაცხული და ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი პირველი იყო, რომელმაც 1942 წელს ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე გახსნა "შიშველი ფეხების სალონი".

აქ ქალებს სპეციალური ლოსიონების, კრემების, ფეხების გამაგრილებლებისა და ტალკების შეძენა, ასევე ადგილზევე ფეხების კოლგოტებით მოხატვა შეეძლოთ. "კოსმეტიკური ჩულქები" რამდენიმე სახით იყიდებოდა - ტუბებში, სპრეის სახით და ა.შ.

ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას "ჰელენა რუბინშტეინს" ფლობდა, რომელიც ამჟამად "ლორეალის" ჯგუფში შედის. აღსანიშნავია რომ, კოსმეტიკის დედოფალს ქართველი მეუღლე ჰყავდა - 1895 წელს საქართველოში აზნაურ ჭყონიას ოჯახში დაბადებული არჩილ გურიელი-ჭყონია.

ჰელენა რუბინშტეინი და არჩილ გურიელი-ჭყონია

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ნეილონის კოლგოტები დახლებს დაუბრუნდა. DuPont-მა ომის დასრულებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაიწყო მათი წარმოება. ამ დაბრუნებამ 1945-1946 წლებში აშშ-ს ბაზარზე "ნეილონის ჯანყი" გამოიწვია, როგორც ამას მაშინდელ პრესაში წერდნენ.

იმ ქვეყნებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურ რეცესიას განიცდიდნენ, მოხატულმა კოლგოტებმა კვლავ გააგრძელა არსებობა 1950-იან წლებშიც. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირიც. თუმცა, წლების შემდეგაც, ფეხების მოხატვას არ დაუკარგავს აქტუალობა და მას იყენებდნენ ფეხებზე "გარუჯულის" ეფექტისთვის.

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები)