საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელიას მიზანი თუ არის, რომ ციხეში იყოს და იქ მემუარები წეროს, ეს მისი არჩევანია" - დეპუტატი ალუდა ღუდუშაური
"მელიას მიზანი თუ არის, რომ ციხეში იყოს და იქ მემუარები წეროს, ეს მისი არჩევანია" - დეპუტატი ალუდა ღუდუშაური

"პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში მხო­ლოდ სა­ხან­ძროს რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნაა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა - არ მგო­ნია, დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს იმის­გან, როცა ბა­ტო­ნი უგუ­ლა­ვა 15 ადა­მი­ან­თან ერ­თად და­დი­ო­და რუს­თა­ველ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

ღუ­დუ­შა­უ­რი აცხა­დებს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­ბი­ლი­ზე­ბას ად­გი­ლი არ აქვს.

"ეს ბუ­ნებ­რი­ვია, პარ­ლა­მენ­ტი არის ერთ- ერთი მნიშ­ვნე­ლი­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ობი­ექ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, რაც სხვა დროს არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ხოლ­მე. აქ­ცია, რო­მე­ლიც დღეს და­ა­ნონსდა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ვფიქ­რობ, რომ იქ­ნე­ბა კა­ნო­ნის ფაგრლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არ ვფიქ­რობ, რომ ვინ­მეს თავი გა­უ­ცხელ­დე­ბა და რა­ი­მე ისეთ მოქ­მე­დე­ბას გან­ხორ­ცი­ე­ლებს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მიჩ­ვე­უ­ლია მათი მხრი­დან. ჩვენ ვხე­დავთ მათ აქ­ცი­ებს და არ მინ­და ვთქვა, რომ ადა­მი­ა­ნებს ვით­ვლით, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ვერ გა­მო­ირ­ჩე­ვა ოპო­ზი­ცია ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბით,"- გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას, ღუ­დუ­შა­უ­რის თქმით, თუ მისი მი­ზა­ნი ცი­ხე­ში მე­მუ­ა­რე­ბის წერა ან გა­ნათ­ლე­ბის გაღ­რმა­ვე­ბაა, ამა­ში ვე­რა­ვინ შე­ზღუ­დავს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მოთ­ქა­ვამს მზად­ყოფ­ნას, რომ მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, რომ გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში და­ტო­ვოს სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ გვეს­მის იქედ­ნუ­რი სა­უ­ბა­რი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, რო­მე­ლიც არ უწყობს ხელს ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი არი­ან და სურთ დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით რო­გორ­მე არი­ონ ქვე­ყა­ნა და მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ბა­ტო­ნი ნი­კა­ნორ მე­ლია არ აპი­რებს გი­რა­ოს გა­დახ­დას, რა ვქნათ ახლა? - არ აპი­რებს და თუ მდგო­მა­რე­ო­ბა არის, რომ მი­ე­ცეს თვითგვე­მას, მისი მი­ზა­ნი თუ არის, რომ იყოს ცი­ხე­ში და იქ მე­მუ­ა­რე­ბი წე­როს, წიგ­ნე­ბი წა­ი­კი­თხოს თუ გა­ნათ­ლე­ბა გა­იღ­რმა­ვოს, მისი არ­ჩე­ვა­ნია, ჩვენ ამა­ში ვერ შევ­ზღუ­დავთ,"- გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
51

ეს ვის დაეკარგა? საიდან მოვიდა? რისი მოხელე ნაჩალნიკია??? :))))))

????
54

ეხლა მოგისმინე! რას ბოდიალობ, რას იტანჯები, რა გინდა თქვა და ვერ ამბობ??? შენც მოგიხდება საპატიმროში განათლების მიღება))) ღარიბაშვილს მოყევი ფეშქაშად? ვინ ხარ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მელიას მიზანი თუ არის, რომ ციხეში იყოს და იქ მემუარები წეროს, ეს მისი არჩევანია" - დეპუტატი ალუდა ღუდუშაური

"მელიას მიზანი თუ არის, რომ ციხეში იყოს და იქ მემუარები წეროს, ეს მისი არჩევანია" - დეპუტატი ალუდა ღუდუშაური

"პარლამენტის ეზოში მხოლოდ სახანძროს რამდენიმე მანქანაა, განსაკუთრებული არაფერი ხდება - არ მგონია, დღევანდელი აქცია განსხვავებული იყოს იმისგან, როცა ბატონი უგულავა 15 ადამიანთან ერთად დადიოდა რუსთაველზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რაიმე განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს.

"ეს ბუნებრივია, პარლამენტი არის ერთ- ერთი მნიშვნელივანი სახელმწიფო ობიექტი, შესაბამისად, განსაკუთრებული არაფერი ხდება, რაც სხვა დროს არ შეინიშნება ხოლმე. აქცია, რომელიც დღეს დაანონსდა ოპოზიციის მხრიდან ვფიქრობ, რომ იქნება კანონის ფაგრლებში ჩატარებული. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და რაიმე ისეთ მოქმედებას განხორციელებს, რომელსაც საზოგადოებაც მიჩვეულია მათი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მათ აქციებს და არ მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს ვითვლით, მაგრამ ნამდვილად ვერ გამოირჩევა ოპოზიცია ხალხმრავალი აქციებით,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ღუდუშაურის თქმით, თუ მისი მიზანი ციხეში მემუარების წერა ან განათლების გაღრმავებაა, ამაში ვერავინ შეზღუდავს.

"პროკურატურა გამოთქავამს მზადყოფნას, რომ მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ჩვენ გვესმის იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილურ მდგომარეობას. დესტრუქციული ძალები არიან და სურთ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე არიონ ქვეყანა და მოვიდნენ ხელისუფლებაში. რაც შეეხება იმას, რომ ბატონი ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, რა ვქნათ ახლა? - არ აპირებს და თუ მდგომარეობა არის, რომ მიეცეს თვითგვემას, მისი მიზანი თუ არის, რომ იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას

"ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას და ქვეყანა 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ეს არის შემაწუხებელი" - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი "კომენდანტის საათზე" და შემცირდება თუ არა მისი ხანგრძლივობა