მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას  აქვეყნებს
ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას  აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის მეშ­ვე­ო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა 5000-ზე მეტ­მა კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტმა მი­ი­ღო, - აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კი­სა და ტე­ლე­მე­დი­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

სტა­ტი­ა­ში, სა­უ­ბა­რია კა­ხე­თის "ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ბა­ზა­ზე მოქ­მედ ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა­ში და­ნერ­გილ სა­პი­ლო­ტე პრო­ექტსა და მის ავ­ტორ­ზე.

ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თველ­მა ნევ­რო­ლოგ­მა და­ვით მრე­ლაშ­ვილ­მა 2020 წლის ბო­ლოს გურ­ჯა­ა­ნის „ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ ად­გი­ლობ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ნერ­გა. მას შემ­დეგ, ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტებს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„ეს არის 2020-2025 წლე­ბის ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვის ამოქ­მე­დე­ბის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ციფ­რუ­ლი ჯან­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ის გვიჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ შე­უძ­ლია ციფ­რულ ჯან­დაც­ვას და­აჩ­ქა­როს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ხა­რის­ხი და უფრო მე­ტად გა­ხა­დოს ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც სტა­ტი­ა­ში და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2020 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა 5000-ზე მეტ პა­ცი­ენტს დის­ტან­ცი­უ­რად მო­ემ­სა­ხუ­რა.

„ამ სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით ექი­მებს შე­უძ­ლი­ათ, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ოთახ­ში მოხ­ვდნენ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი 30 წამ­ში მი­ი­ღონ. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ უნდა წა­ვი­დეთ ექიმ­თან პერ­სო­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე? იმე­დი მაქვს, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა და ჯან­დაც­ვა­სა და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს“, - გა­ნუ­ცხა­და და­ვით მრე­ლაშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

კა­ხე­თის „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის დეა ცა­ბუ­ტაშ­ვი­ლის თქმით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა და ყუ­რა­დღე­ბა რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის­თვის, ისე ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს მათ პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბის და კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევთ.

„ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა ჩვენ­თვის და ზო­გა­დად, მგო­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის სი­ახ­ლე იყო. მისი სა­ჭი­რო­ე­ბა ინ­ფექ­ცი­ამ დაგ­ვა­ნა­ხა, რად­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის 80% უკვე ბი­ნა­ზე იმარ­თე­ბო­და და მათ­თან ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში კო­მუ­ნი­კა­ცია გარ­თულ­და. ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის მეშ­ვე­ო­ბით კი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და და აუ­დიო და ვი­დეო კონ­სულ­ტა­ცი­ებ­მა პი­რის­პირ კო­მუ­ნი­კა­ცია წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა. შე­სა­ბა­მი­სად, ის, რომ ჯან­დაც­ვიდს მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, შე­ა­ფა­სა და მოგ­ვი­წო­ნა, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი, ვინც ამ­გვა­რი სის­ტე­მა და­ნერ­გა, - გა­ნა­ცხა­და მან.

გურ­ჯა­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ დი­რექ­ტო­რის გელა ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერ­გილ ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

„ის, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩვენ­თან და­ნერ­გილ ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ის სის­ტე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში, გურ­ჯა­ა­ნის კლი­ნი­კა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მო­ემ­სა­ხუ­რა კა­ხე­თის ყვე­ლა კო­ვიდ პა­ცი­ენტს. თი­თო­ე­ულ მათ­გან­თან გვქონ­და ონ­ლა­ინ კონ­ტაქ­ტი, დღე­ში კი და­ახ­ლო­ე­ბით 300 პა­ცი­ენ­ტი გვე­მა­ტე­ბო­და. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ­სა და და­ვით მრე­ლაშ­ვილს შო­რის ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა, მან სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვცა კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, პულ­სოქ­სი­მეტ­რე­ბი, რო­მელ­საც დრო­ე­ბი­თი მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით ბი­ნა­ზე ვაწ­ვდი­დით პა­ცი­ენტს მათი მდგო­მა­რე­ო­ბის და სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სწო­რად და­გეგ­მილ­მა პრო­ცეს­მა და დრო­უ­ლად მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა ცხად­ყო, რომ პა­ცი­ენ­ტის ეფექ­ტუ­რად მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იქ­მნა”, - გა­ნა­ცხა­და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს და ის სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეო
4

ექიმები თუ მუშაობენ ეფექტურად და პროფესიონალურად ესეც დაეწერა ბარემ რამდენად კვალიფიციურია მედპერსონალი

0

ნაცებმა არ გაიგონ,ეწყინებათ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას  აქვეყნებს

ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას  აქვეყნებს

საქართველოში ონლაინ კლინიკის მეშვეობით სამედიცინო მომსახურება 5000-ზე მეტმა კოვიდ პაციენტმა მიიღო, - აღნიშნული სტატისტიკისა და ტელემედიცინის ეფექტურობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფორმაციას თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

სტატიაში, საუბარია კახეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინ კლინიკაში დანერგილ საპილოტე პროექტსა და მის ავტორზე.

ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

„ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და უფრო მეტად გახადოს ადამიანების საჭიროებებზე მორგებული“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც სტატიაში დავით მრელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.

„ამ სისტემის გამოყენებით ექიმებს შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების სხვადასხვა ოთახში მოხვდნენ და გადაწყვეტილებები 30 წამში მიიღონ. შესაბამისად, რატომ უნდა წავიდეთ ექიმთან პერსონალურ შეხვედრაზე? იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებას საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში გააუმჯობესებს“, - განუცხადა დავით მრელაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

კახეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელის დეა ცაბუტაშვილის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება და ყურადღება როგორც სამედიცინო ცენტრისთვის, ისე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ პროექტის გაგრძელების და კიდევ უფრო გაფართოების მოტივაციას აძლევთ.

„ონლაინ კლინიკა ჩვენთვის და ზოგადად, მგონი მსოფლიოსთვის სიახლე იყო. მისი საჭიროება ინფექციამ დაგვანახა, რადგან დაინფიცირებული პაციენტების 80% უკვე ბინაზე იმართებოდა და მათთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია გართულდა. ონლაინ კლინიკის მეშვეობით კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და აუდიო და ვიდეო კონსულტაციებმა პირისპირ კომუნიკაცია წარმატებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ის, რომ ჯანდაცვიდს მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ამბავი შეიტყო, შეაფასა და მოგვიწონა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამგვარი სისტემა დანერგა, - განაცხადა მან.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, საქართველოში დანერგილ ონლაინ კონსულტაციის სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტის წარმატების მანიშნებელია.

„ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენთან დანერგილ ონლაინ კონსულტაციის სისტემას გამოეხმაურა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ ვითარებაში, გურჯაანის კლინიკა ონლაინ რეჟიმში მოემსახურა კახეთის ყველა კოვიდ პაციენტს. თითოეულ მათგანთან გვქონდა ონლაინ კონტაქტი, დღეში კი დაახლოებით 300 პაციენტი გვემატებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენსა და დავით მრელაშვილს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგა, მან საჩუქრად გადმოგვცა კომპიუტერები, პულსოქსიმეტრები, რომელსაც დროებითი მოხმარების მიზნით ბინაზე ვაწვდიდით პაციენტს მათი მდგომარეობის და საჭიროების შესაბამისად. სწორად დაგეგმილმა პროცესმა და დროულად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო, რომ პაციენტის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა შეიქმნა”, - განაცხადა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებას მომავალშიც გააგრძელებს და ის სრული დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს.

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

არაგადამდები დაავადებების პრევენცია, როგორც ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა