საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას" - რა განაცხადა კალაძემ და რას პასუხობს მას უგულავა?
"თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას" - რა განაცხადა კალაძემ და რას პასუხობს მას უგულავა?

სა­უბ­რის და­წყე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია, თუნ­დაც კომ­პრო­მი­სე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კომ­პრო­მი­სი კი ცალ­მხრი­ვი ვერ იქ­ნე­ბა, ეს უნდა იყოს ორ­მხრი­ვი. დი­ა­ლოგს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აზი­ა­ნებს არამ­ხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, არა­მედ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­მა­ვალს.

"ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის მო­წო­დე­ბე­ბი, რა­საც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­მენთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თაც აქვთ სურ­ვი­ლი, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო წლებ­ში იგ­რძნო­ბა, გაგ­რძელ­დეს. არის მხარ­და­ჭე­რა და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ჩვენ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ამ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი, მო­ლა­პა­რა­კე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის და­წყე­ბა მო­ვა­ხერ­ხოთ. სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი აზი­ა­ნებს არამ­ხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, არა­მედ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - აზი­ა­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­მა­ვა­ლას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უბ­რის და­წყე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია, თუნ­დაც კომ­პრო­მი­სე­ბი, არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. კომ­პრო­მი­სი კი ცალ­მხრი­ვი ვერ იქ­ნე­ბა, ეს უნდა იყოს ორ­მხრი­ვი. დი­ა­ლოგს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სჯობს ოპო­ზი­ცია და მმარ­თვე­ლი გუნ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით სა­უბ­რის ნაც­ვლად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დეს.

"თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან მმარ­თვე­ლი გუნ­დი და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ დავ­სხდე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე დის­ტან­ცი­უ­რად და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ვე­სა­უბ­როთ ერ­თმა­ნეთს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­შია პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბი, ამას მერე სჭირ­დე­ბა მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა, სა­უ­ბა­რი. ჩვენ არ ვი­თხოვთ, რომ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს ან ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გვქონ­დეს, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის მა­გა­ლი­თე­ბი უნდა ვი­ყოთ ჩვენ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და ყვე­ლამ, რომ კა­ნო­ნი არის უზე­ნა­ე­სი და დი­ა­ლოგს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დი­ა­ლო­გი, ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა და ყვე­ლა­ფე­რი არის მოგ­ვა­რე­ბა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის და­წყე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

"თუ კა­ლა­ძეს აწუ­ხებს ის, რაც მოხ­და, თქვას. თუ ის ხვდე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა გახ­ლე­ჩი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მიჰ­ყავს ღა­რი­ბაშ­ვილს და ივა­ნიშ­ვილს, გა­მო­ვი­დეს და თქვას, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი, გიგი უგუ­ლა­ვა კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ “პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია, თუნ­დაც კომ­პრო­მი­სე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია”.

უგუ­ლა­ვას თქმით, ახლა პირ­და­პი­რო­ბის დროა.

"ვერ დავ­კავ­დე­ბი კა­ლა­ძის ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზით. თუ მას რამე აწუ­ხებს, გა­მო­ვი­დეს და თქვას ღიად. მი­კიბ-მო­კიბ­ვის დრო არ არის. თუ კა­ლა­ძეს აწუ­ხებს ის, რაც მოხ­და, თქვას. თუ ის ხვდე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა გახ­ლე­ჩი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მიჰ­ყავს ღა­რი­ბაშ­ვილს და ივა­ნიშ­ვილს, გა­მო­ვი­დეს და თქვას. მას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და რო­დე­საც რი­გით პო­ლი­ცი­ე­ლებს ვთხოვთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არ­ჩე­ულ მერს კი­დევ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს. ასე­თი ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი სა­უბ­რე­ბი; რომ­ლე­ბიც იმა­საც ტო­ვებს და ამა­საც, იქი­თაც ვარ და აქე­თაც, ქი­ციც ვარ და ქიც­მა­ცუ­რიც, ესეც მინ­და და ისიც მინ­და, ასე­თი სა­უბ­რე­ბის დრო აღარ არის. ასე­თი სა­უბ­რე­ბის ფონ­ზე ქვე­ყა­ნა მი­დის სულ უკან და უკან. როცა უნდა ხოლ­მე ბა­ტონ კა­ხას, სჩ­ვე­ვია ხოლ­მე პირ­და­პი­რო­ბა და პირ­და­პი­რო­ბის დროა, თქვას, რაც უდევს გულ­ში ან მო­ეშ­ვას ამ მი­კიბ­მო­კი­ბულს”,- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

~

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2+2=4
28

დიახ გიგა ნამდვილად პირდაპირობის დრო დადგა. კარგო და გამგებიანო მიბრძანდი პარლამენტში. საუკეთესო ადგილი დიალოგითვის. გაუფრთხილდით თავს , ქვეყანას. გთხოვთ მიიღეთ ჩემი რჩევა.

zzz
17

რო გამოექანოს აძიდან არა....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას" - რა განაცხადა კალაძემ და რას პასუხობს მას უგულავა?

"თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას" - რა განაცხადა კალაძემ და რას პასუხობს მას უგულავა?

საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობა აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყნის განვითარებასა და მომავალს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. შესაბამისად, მათაც აქვთ სურვილი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც განსაკუთრებით, ბოლო წლებში იგრძნობა, გაგრძელდეს. არის მხარდაჭერა და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება და პოლიტიკური დისკუსიის დაწყება მოვახერხოთ. სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მომავალას. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, არის აუცილებელი. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სჯობს ოპოზიცია და მმართველი გუნდი ტელევიზიებით საუბრის ნაცვლად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

"თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები არ დავსხდებით, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისები, ამას მერე სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს ან ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვქონდეს, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ამ ყველაფრის მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, საზოგადოებამაც უნდა გაითვალისწინოს და ყველამ, რომ კანონი არის უზენაესი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მნიშვნელოვანია, დიალოგი, ერთმანეთის პატივისცემა და ყველაფერი არის მოგვარებადი პოლიტიკური დისკუსიის დაწყებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, აუცილებელია”.

უგულავას თქმით, ახლა პირდაპირობის დროა.

"ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. თუ მას რამე აწუხებს, გამოვიდეს და თქვას ღიად. მიკიბ-მოკიბვის დრო არ არის. თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას. მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმგებლობას, არჩეულ მერს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ასეთი ამბივალენტური საუბრები; რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ქიციც ვარ და ქიცმაცურიც, ესეც მინდა და ისიც მინდა, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ასეთი საუბრების ფონზე ქვეყანა მიდის სულ უკან და უკან. როცა უნდა ხოლმე ბატონ კახას, სჩვევია ხოლმე პირდაპირობა და პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში ან მოეშვას ამ მიკიბმოკიბულს”,- განაცხადა უგულავამ.

~

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე