სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან განაახლებს მუშაობას საქართველოს რკინიგზა
როდიდან განაახლებს მუშაობას საქართველოს რკინიგზა

სამ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნებს გა­ნა­ახ­ლებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზი­დან აც­ნო­ბეს, მა­ტა­რებ­ლე­ბი მა­გის­ტრა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მოძ­რა­ო­ბას 27 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყე­ბენ.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია მოძ­რა­ო­ბას შემ­დეგ რე­ი­სებ­ზე აღად­გენს: თბი­ლი­სი-ბა­თუ­მი-თბი­ლი­სი; თბი­ლი­სი-ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სი; თბი­ლი­სი-ოზურ­გე­თი-თბი­ლი­სი; თბი­ლი­სი-ფოთი-თბი­ლი­სი და თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სი-თბი­ლი­სი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა ონ­ლა­ინ დღე­ი­დან და­ი­წყე­ბა, ხოლო რკი­ნიგ­ზის სა­ლა­რო­ე­ბი ხვა­ლი­დან, კერ­ძოდ 26 თე­ბერ­ვლი­დან გა­იხ­სნე­ბა.

„მა­ტა­რებ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ გან­რიგს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დსა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სებს. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვიდ 19-თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს: გამ­ცი­ლებ­ლე­ბი მგზავ­რებს ვა­გო­ნის შე­სას­ვლე­ლებ­ში ჩა­უ­ტა­რე­ბენ თერ­მოსკრი­ნინგს, მა­ტა­რე­ბელ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე კი მათ უნდა გა­ი­ა­რონ დე­ზო­ბა­რი­ე­რი და ხე­ლე­ბი და­ი­მუ­შა­ონ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით. ხე­ლის დის­პენ­სე­რე­ბი ყვე­ლა ვა­გონ­ში იქ­ნე­ბა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მგზავ­რებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რომ ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ცხად­დნენ გა­სამ­გზავ­რებ­ლად. პირ­ბა­დის გა­რე­შე მგზავ­რე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან და მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში მათ არ აქვთ პირ­ბა­დის მოხ­სნის უფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა მგზავ­რებს ყვე­ლა ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როდიდან განაახლებს მუშაობას საქართველოს რკინიგზა

როდიდან განაახლებს მუშაობას საქართველოს რკინიგზა

სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ.

მათი ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება.

„მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

თბილისის მერია ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე