მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა
ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა

Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ ბილ გე­ითსთან და­კავ­ში­რე­ბით ალ­ბათ, არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია მო­გის­მე­ნი­ათ. ვაქ­ცი­ნე­ბის, ჩი­პე­ბი­სა, თუ მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ თე­ო­რი­ებს კი­დევ ერთი ახა­ლი თე­ო­რია შე­ე­მა­ტა - ტე­ხა­სე­ლებს სჯე­რათ, რომ დიდ­თოვ­ლო­ბა და ძლი­ე­რი ყინ­ვა სწო­რედ რომ ბილ გე­ითსთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მტკი­ცე­ბით, დიდ­თოვ­ლო­ბა და ყინ­ვა ტე­ხას­ში, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, არა­ფერ კავ­შირ­შია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და რომ ყვე­ლა­ფე­რი ბილ გე­ითსს უკავ­შირ­დე­ბა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმის შე­სა­ხებ, რომ ბილ მი­ლი­არ­დერ­მა "ყალ­ბი თოვ­ლი მო­იყ­ვა­ნა.“ ეს თე­ო­რია გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია Tik tok-ზე, სა­დაც ზო­გი­ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ თოვ­ლის გუნ­დის­თვის ცე­ცხლის მო­კი­დე­ბას ცდი­ლო­ბენ.

“სი­ნამ­დვი­ლე­ში ყო­ვე­ლი­ვე მი­ლი­არ­დე­რის მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცით ეს რაში სჭირ­დე­ბა...“ - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ზო­გი­ერ­თი ამ­ტკი­ცებს, რომ თოვ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მე­ტა­ლია და ამი­ტო­მაც, ის არ დნე­ბა.

თოვ­ლის გუნ­დის დად­ნო­ბის მცდე­ლო­ბა თმის საშ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით:

"მად­ლო­ბა ბილ გე­ითსს, რომ თოვ­ლი გვაჩ­ვე­ნა, მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლი თოვ­ლი არ არის. ნა­ხეთ არ დნე­ბა, მყა­რი ხდე­ბა, თით­ქოს იწ­ვის, შავ­დე­ბა და ეს რომ ნამ­დვი­ლი თოვ­ლი იყოს, და­იწ­ვე­ბო­და?“ - წერს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ მე­დი­ას ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა მო­უ­წია. რო­გორც სა­ა­გენ­ტო Reuters-ი წერს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ თოვლს ბილ გე­ით­სი, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებს და რომ ის ნამ­დვი­ლი არ არის, მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ეს მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. სა­ა­გენ­ტო წერს, რომ ის, რა­საც ვი­დე­ო­ებ­ზე ვხე­დავთ, არის ალი­სა და თოვ­ლის მო­ლე­კუ­ლუ­რი ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შე­დე­გი და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქი­მი­უ­რი მოვ­ლე­ნაა. ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას თოვ­ლის დად­ნო­ბას სან­თე­ბე­ლის ალის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ მო­ინ­დო­მებთ, იგი­ვე შე­დეგს მი­ი­ღებთ და ეს არ ნიშ­ნავს, რომ თოვ­ლი იწ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზერა თვალიანი
15

ღმერთი კი არ არის ,იდიოტებო...დდდ

რობერტი
11

ამერიკის მთავრობებმა წლების განმავლობაში იმდენი იმუშავეს საკუთარი ხალხი ადვილი სამართავები გაეხადათ რომ ისევ თვითონ მიუბრუნდათ ეს პრობლემა, ეხლა ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი სისულელე დააჯეროს ამ გაუნათლებელ ხალხს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა

ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა

Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსთან დაკავშირებით ალბათ, არაერთი შეთქმულების თეორია მოგისმენიათ. ვაქცინების, ჩიპებისა, თუ მეორედ მოსვლის შესახებ არსებულ თეორიებს კიდევ ერთი ახალი თეორია შეემატა - ტეხასელებს სჯერათ, რომ დიდთოვლობა და ძლიერი ყინვა სწორედ რომ ბილ გეითსთანაა დაკავშირებული.

ადგილობრივების მტკიცებით, დიდთოვლობა და ყინვა ტეხასში, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, არაფერ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან და რომ ყველაფერი ბილ გეითსს უკავშირდება.

სოციალური ქსელები მოიცვა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბილ მილიარდერმა "ყალბი თოვლი მოიყვანა.“ ეს თეორია განსაკუთრებით აქტუალურია Tik tok-ზე, სადაც ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თოვლის გუნდისთვის ცეცხლის მოკიდებას ცდილობენ.

I weep for the education system in the state of Texas. pic.twitter.com/lq45woWGrx
— chris evans (@notcapnamerica) February 21, 2021

“სინამდვილეში ყოველივე მილიარდერის მიერ მოფიქრებული სისულელეა, მაგრამ ჯერ არ ვიცით ეს რაში სჭირდება...“ - წერენ სოციალურ ქსელში. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ თოვლის შემადგენლობაში მეტალია და ამიტომაც, ის არ დნება.

თოვლის გუნდის დადნობის მცდელობა თმის საშრობის საშუალებით:

Holding a piece of ice over an electrical device may be just slightly dumber than voting for Ted Cruz.

Slightly.pic.twitter.com/v9ChBWOQLL
— chris evans (@notcapnamerica) February 21, 2021

"მადლობა ბილ გეითსს, რომ თოვლი გვაჩვენა, მაგრამ ეს ნამდვილი თოვლი არ არის. ნახეთ არ დნება, მყარი ხდება, თითქოს იწვის, შავდება და ეს რომ ნამდვილი თოვლი იყოს, დაიწვებოდა?“ - წერს კიდევ ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მედიას ფაქტების გადამოწმება მოუწია. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სოციალურ ქსელებში ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თოვლს ბილ გეითსი, ან ხელისუფლება აკონტროლებს და რომ ის ნამდვილი არ არის, მცდარი ინფორმაციაა და ეს მეცნიერულადაა დასაბუთებული. სააგენტო წერს, რომ ის, რასაც ვიდეოებზე ვხედავთ, არის ალისა და თოვლის მოლეკულური ურთიერთქმედების შედეგი და ეს ჩვეულებრივი ქიმიური მოვლენაა. ნებისმიერ ადგილას თოვლის დადნობას სანთებელის ალის საშუალებით თუ მოინდომებთ, იგივე შედეგს მიიღებთ და ეს არ ნიშნავს, რომ თოვლი იწვის.

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

"დათვი, რომელიც შემოეჩვია ოჯახს და ყოველ დღე აკითხავს საკვებისთვის" - ვიდეო, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ