მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"
ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

საფ­რან­გე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცნო­ბილ ფრანგ მსა­ხი­ობს, ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს 20 წლის მსა­ხი­ო­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და მას­ზე ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წელს დე­პარ­დიე მსა­ხი­ობ ქალს კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და. ის პა­რიზ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­ი­ბა­რა და მას­ზე იძა­ლა­და.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 2019 წელს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­ცი­რის გამო შე­ჩერ­და, 2020 წელს კი მსა­ხი­ობ­მა ქალ­მა გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. 73 წლის ჟერ­არ დე­პარ­დიე ძა­ლა­დო­ბის ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი აქვთ, რომ საქ­მე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი france24.com წერს, რომ მსა­ხი­ო­ბის ეკ­რანს მიღ­მა ცხოვ­რე­ბამ დაჩ­რდი­ლა ყვე­ლა ის წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც მან კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აღ­წია. გა­მო­ცე­მა მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დე­ტალს იხ­სე­ნებს.

ის ფრან­გულ კი­ნო­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ღა­რი­ბი­დან მი­ვი­და. მამა ალ­კოჰოლ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ოჯახ­ში ექ­ვსი ბავ­შვი­დან, მე­სა­მე იყო. დე­პარ­დი­ემ ერთხელ გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ უამ­ბო დე­დამ, რომ მისი გა­ჩე­ნა არ სურ­და და აბორ­ტის გა­კე­თე­ბა სცა­და, თუმ­ცა მუ­ცე­ლი არ მო­ე­შა­ლა. 16 წლის იყო, რო­დე­საც მან­ქა­ნის მო­პარ­ვის გამო, ცი­ხე­ში მოხ­ვდა. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რამ ის ერ­თგვა­რად იხ­სნა ცუდი გა­რე­მოც­ვის­გან, სი­ღა­რი­ბის­გან. ამ­ბობს, რომ როცა მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა, მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი ფუ­ლის შოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. "ეს შე­იძ­ლე­ბა ცოტა ვულ­გა­რუ­ლად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ასე იყო", - თქვა დე­პარ­დი­ემ 2015 წელს.

მსა­ხი­ო­ბის ჰო­ლი­ვუ­დუ­რი კა­რი­ე­რა ჩიხ­ში მას შემ­დეგ შე­ვი­და, რაც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ბავ­შვო­ბა­ში ის ბევ­რი სი­ბინ­ძუ­რი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომსწრე იყო. თუმ­ცა შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე ილა­პა­რა­კა.

დეპ­რა­დი­ეს ცხოვ­რე­ბა­ში სკან­დალს სკან­და­ლი მოჰ­ყვე­ბო­და და ასეა დღემ­დე, თით­ქოს ეს უწყვე­ტი ჯაჭ­ვია. ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და შვილ­თან და იმ­დე­ნად ცუდი, რომ 2003 წელს მისი ვაჟი და­ა­კა­ვეს. ბრა­ლად მა­მის დაჭ­რა ედე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის ვაჟს ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ო­ბად თვლიდ­ნენ, თუმ­ცა ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბა ვერ შეძ­ლო. 2008 წელს კი მო­ტო­ციკ­ლით ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და გარ­და­იც­ვა­ლა.

ჟერ­არ დე­პარ­დიე არა­ერ­თხელ უნა­ხავთ მთვრა­ლი პრე­მი­ე­რებ­ზე, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და ამის გამო გა­მუდ­მე­ბით ხდე­ბო­და პრე­სის გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა. "მე მონ­სტრი არ ვარ, ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მელ­საც ხან­და­ხან სურს, რომ გა­ი­თი­შოს", - უთხრა დე­პარ­დი­ემ ერთხელ CNN-ს

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
546
5

დეპარდიუ არაა ანგელოზი, უფრო პირიქით, ეგ გოგო ახლო მეგობრის შვილია, მაგრამ ….როგორც ამბობს ორჯერ გააუპატიურა, 7 და 13 აგვისტოს . 7 აგვისტოს თუ ეგონა რომ რეპეტიციაზე მიდიოდა, 13 აგვისტოს ხომ დარწმუნებული იყო, რომ რეპეტიციის პროგრამაში სექსიც შედიოდა,სადღა მიდიოდა.

გიორგი
37

მაგრად არ მევასება, იმის მერე რაც რუსეთის საპატიო მოქალაქე გახდა და პუტინის (კაცობრიობის მტერის) პიარ აქციებში მონაწილეობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

საფრანგეთის პროკურატურამ ცნობილ ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის საქმეზე ბრალი წაუყენა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 2018 წელს დეპარდიე მსახიობ ქალს კარიერის აწყობაში დახმარებას დაჰპირდა. ის პარიზში, საკუთარ სახლში რეპეტიციაზე დაიბარა და მასზე იძალადა.

საქმეზე გამოძიება 2019 წელს მტკიცებულებების სიმცირის გამო შეჩერდა, 2020 წელს კი მსახიობმა ქალმა გამოძიების განახლება გადაწყვიტა. 73 წლის ჟერარ დეპარდიე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ საქმე თვეების განმავლობაში გაგრძელდება. მანამდე კი france24.com წერს, რომ მსახიობის ეკრანს მიღმა ცხოვრებამ დაჩრდილა ყველა ის წარმატება, რომელსაც მან კარიერის განმავლობაში მიაღწია. გამოცემა მსახიობის ცხოვრებიდან რამდენიმე დეტალს იხსენებს.

ის ფრანგულ კინოში წარმოუდგენელი სიღარიბიდან მივიდა. მამა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ოჯახში ექვსი ბავშვიდან, მესამე იყო. დეპარდიემ ერთხელ გაიხსენა, თუ როგორ უამბო დედამ, რომ მისი გაჩენა არ სურდა და აბორტის გაკეთება სცადა, თუმცა მუცელი არ მოეშალა. 16 წლის იყო, როდესაც მანქანის მოპარვის გამო, ციხეში მოხვდა. სამსახიობო კარიერამ ის ერთგვარად იხსნა ცუდი გარემოცვისგან, სიღარიბისგან. ამბობს, რომ როცა მსახიობობა გადაწყვიტა, მთავარი მოტივატორი ფულის შოვნის შესაძლებლობა იყო. "ეს შეიძლება ცოტა ვულგარულად ჟღერდეს, მაგრამ ასე იყო", - თქვა დეპარდიემ 2015 წელს.

მსახიობის ჰოლივუდური კარიერა ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვობაში ის ბევრი სიბინძურისა და გაუპატიურების მომსწრე იყო. თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ინტერვიუში ბევრი სისულელე ილაპარაკა.

დეპრადიეს ცხოვრებაში სკანდალს სკანდალი მოჰყვებოდა და ასეა დღემდე, თითქოს ეს უწყვეტი ჯაჭვია. ცუდი ურთიერთობა ჰქონდა შვილთან და იმდენად ცუდი, რომ 2003 წელს მისი ვაჟი დააკავეს. ბრალად მამის დაჭრა ედებოდა. აღსანიშნავია, რომ მის ვაჟს ნიჭიერ მსახიობად თვლიდნენ, თუმცა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო ნიჭის რეალიზება ვერ შეძლო. 2008 წელს კი მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.

ჟერარ დეპარდიე არაერთხელ უნახავთ მთვრალი პრემიერებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე და ამის გამო გამუდმებით ხდებოდა პრესის განხილვის მთავარი თემა. "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ, რომელსაც ხანდახან სურს, რომ გაითიშოს", - უთხრა დეპარდიემ ერთხელ CNN-ს