პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით - მან თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი!" - კობახიძე
"მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით - მან თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი!" - კობახიძე

ნი­კა­ნორ მე­ლია, სის­ხლის სა­მარ­თლის ენა­ზე რომ ვთქვათ, გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბით და მზად იყო ეკად­რა ყვე­ლა­ფე­რი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ "სა­კუ­თა­რი თავი და­ი­ჭი­რა".

"ეს არის სა­ხელ­მწი­ფო. ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს სა­კუ­თარ ღირ­სე­ბას, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბას, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სის­ხლის სა­მარ­თლის ენა­ზე რომ ვთქვათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბით და მზად იყო ეკად­რა ყვე­ლა­ფე­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბა, თა­ვის­თა­ვად, არის მტკივ­ნე­უ­ლი. თუმ­ცა, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­გახ­სე­ნებთ შემ­დეგს (მხო­ლოდ ფაქ­ტებს):

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, 2012 წელს ის აკოტ­რებ­და კერ­ძო ბანკს (ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის იგი უკვე ცნო­ბილ იქნა სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვედ);

2019 წელს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბას;

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, 2020 წელს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბას;

იყო პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტა­ჟის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი; - სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ველ­დღი­უ­რად ემუქ­რე­ბო­და იმით, რისი მცდე­ლო­ბის­თვი­საც წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ბრა­ლი , კერ­ძოდ ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­ით; - დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­და­აგ­დო ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი, რი­თაც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა სა­ხელ­მწი­ფოს; - შე­ე­ფარ­და გი­რაო, რო­მე­ლიც არ გა­და­ი­ხა­და ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რი­თაც კი­დევ ერთხელ მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ხელ­მწი­ფოს;

მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, და­უ­ფას­და ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი და რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბა და და­ი­ნიშ­ნა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ფორ­მა­ლურ თავ­მჯდო­მა­რედ;

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ბო­ლოო ვა­დის გან­სა­ზღვრის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ხელ­მწი­ფოს და გა­ნა­ცხა­და - „არ გა­და­ვიხ­დი, ვერ და­მი­ჭერთ“. არ გა­და­ი­ხა­და, და­ი­ჭი­რეს, უფრო სწო­რად თვი­თონ და­ი­ჭი­რა სა­კუ­თა­რი თავი. სამ­წუ­ხა­როა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან 30 წლის თავ­ზე, ჩვენ კი­დევ ერთხელ დაგ­ვჭირ­და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ძა­ლებ­თან იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ეს არის სა­ხელ­მწი­ფო, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფომ დღეს ეს და­ამ­ტკი­ცა. დღეს, 23 თე­ბერ­ვალს, წი­თე­ლი არ­მი­ის დღეს, წი­თე­ლი პარ­ტი­ის ბოლ­შე­ვი­კე­ბი კი­დევ ერთხელ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, თუმ­ცა და­დას­ტურ­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბოლ­შე­ვი­კე­ბი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი, ნიკა გვა­რა­მი­ე­ბი, გიგა ბო­კე­რი­ე­ბი, ნი­კა­ნორ მე­ლი­ე­ბი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­ე­ბი, ნატო ჩხე­ი­ძე­ე­ბი და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლე­ბი - ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს ვე­რა­ფერს და­აკ­ლე­ბენ.

მად­ლო­ბას ვუხ­დით ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს და თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო საკ­მა­ოდ რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის სა­ნი­მუ­შოდ, ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბის დაც­ვა და კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა. რა­დი­კა­ლე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის დაც­ვა არის ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
6

ხ ა რ ა კ ი რ ი - ოღონდ უღირსი არსების!!!

აქ
3

აუ ესებუამ ქვეყანას გაუჩალიჩა ვერაფერი უქნეს და ამასთან კუნთები ათამაშეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით - მან თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი!" - კობახიძე

"მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით - მან თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი!" - კობახიძე

ნიკანორ მელია, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნიკანორ მელიამ "საკუთარი თავი დაიჭირა".

"ეს არის სახელმწიფო. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკანორ მელიას - მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული. თუმცა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს (მხოლოდ ფაქტებს):

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს (ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ);

2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წელს ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი; - სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი , კერძოდ ძალადობრივი რევოლუციით; - დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს; - შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს;

მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ;

პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა - „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“. არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა. დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

"17 თებერვლის 17 საათის შემდეგ მელიას საკითხე გახარიას პოზიცია შეიცვალა... დაკავების 2 დღით გადადებას ითხოვდა" - ირაკლი კობახიძე

"ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას" - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"