მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა - როგორ გამოიყურება მინისტრთა კაბინეტი
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა - როგორ გამოიყურება მინისტრთა კაბინეტი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ წარ­დგე­ნილ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­სა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას ნდო­ბა 89 ხმით გა­მო­უ­ცხა­დეს. 2 - მა დე­პუ­ტატ­მა ხმა მის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა.

კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი შეს­რულ­და.

  • მთავ­რო­ბა შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და:

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი;

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი - ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე;

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი - ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე;

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი;

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი - მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი;

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი - ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე;

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი - თეა ახვლე­დი­ა­ნი;

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი - ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი;

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი;

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი - გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე;

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი - ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი;

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი - ნა­თია თურ­ნა­ვა.

მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მამ გა­მო­იწ­ვია, რაც პარ­ტია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ა­სათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოჰ­ყვა. რო­გორც გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხზე მას­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა - როგორ გამოიყურება მინისტრთა კაბინეტი

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა - როგორ გამოიყურება მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 - მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, სხდომათა დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

  • მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:

პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომამ გამოიწვია, რაც პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას მოჰყვა. როგორც გახარიამ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე მასსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

"ჩვენ დაგამარცხებთ!" - ნიკა მელიას მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

"დღეს თუ ხვალ, მოვლენ მონები, ნიღბებით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით - მინდა გთხოვოთ, ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია" - ნიკა მელია

"რამდენიმე ადამიანი გამოვავლინეთ, რომლებიც ხელოვნურად ძაბავდნენ სიტუაციას" - გიორგი ბარამიძის თქმით, ოფისის შტურმის საფრთხე რეალურია