სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოლეგებს ძალიან უკვირთ, ჩემს წარმომავლობას რომ იგებენ..." - ულამაზესი ქართველი გოგონას გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე
"კოლეგებს ძალიან უკვირთ, ჩემს წარმომავლობას რომ იგებენ..." - ულამაზესი ქართველი გოგონას გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე

ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია. 22 წლის მა­რი­ამ ცუ­კი­ლაშ­ვი­ლი დღეს ემი­რა­ტე­ბის ავი­ა­ხა­ზე­ბის ერთ-ერთი ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლია. გზა მო­დე­ლო­ბი­დან ბორტგამ­ცი­ლებ­ლო­ბამ­დე იმა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნა. გა­მოც­დე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი და ემი­რა­ტე­ბის მკაც­რი მო­თხოვ­ნე­ბი - მა­რი­ამ­მა ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა შეძ­ლო და ბავ­შვო­ბის ერთ-ერთი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცია. ახალ­გაზ­რდა ბორტგამ­ცი­ლე­ბელს მისი ამ­ბის მო­სას­მე­ნად და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მა­რი­ამ, გვი­ამ­ბე შენს ბავ­შვო­ბა­ზე - რო­გო­რი იყა­ვი, რა გიყ­ვარ­და და რაზე ოც­ნე­ბობ­დი?

- რო­გორც ვიცი, სა­ოც­რად ცელ­ქი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ვოც­ნე­ბობ­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. წარ­მო­სახ­ვი­თი სამ­ყა­რო მქონ­და, სა­დაც ხან მი­წის­ქვე­შა სა­მა­ლავს, ხან კი დიდ სას­ტუმ­როს ვფლობ­დი. სკო­ლის წლე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­თან ასო­ცირ­დე­ბა. დე­დას სურ­ვი­ლი იყო, ბევრ სფე­რო­ში მე­ცა­და ბედი, მი­მე­ო­რებ­და არას­დროს არ იცი, რა გა­მო­გად­გე­ბა მო­მა­ვალ­შიო და 5 წლის ასაკ­ში შე­მიყ­ვა­ნა ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, შემ­დგომ თა­ვი­სი ოც­ნე­ბა ჩე­მით აიხ­დი­ნა და ვი­ო­ლი­ნოს გან­ხრით შვიდ­წლე­დი და­მამ­თავ­რე­ბი­ნა, ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სიმ­ღე­რა­საც მი­ვუ­ძღვე­ნი. ჩემი ოჯა­ხი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს იყე­ნებ­და, რომ ბავ­შვო­ბის სა­ო­ცა­რი წლე­ბი ახალ აღ­მო­ჩე­ნებ­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. იყო პე­რი­ო­დი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა წრე­ზე სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ, დაღ­ლი­ლი, სა­ღა­მოს, სახ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი, გზად ვჩერ­დე­ბო­დი და აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით თავს ვე­კი­თხე­ბო­დი, რა­ტომ "მტან­ჯავ­დნენ" ასე? ახლა კი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გა­სუ­ლი წლე­ბი ასე სა­ინ­ტე­რე­სოდ და პრო­დუქ­ტი­უ­ლად განვვლე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი სა­მო­დე­ლო სფე­რომ ჩა­ა­ნაც­ვლა. მჭირ­დე­ბო­და რა­ღაც ახა­ლი, რა­შიც მთელ გულს ჩავ­დებ­დი და ბო­ლომ­დე ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­დი. ამ სი­ახ­ლეს მოჰ­ყვა ბევ­რი სირ­თუ­ლე, თუმ­ცა ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოც­დი­ლე­ბე­ბად ვაქ­ციე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქას­თინ­გებ­სა და გა­და­ღე­ბებ­ზე კა­ხე­თი­დან მი­წევ­და სი­ა­რუ­ლი, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის წინა, მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­შიც, ორი­ვე წელს, აზი­ა­ში ვი­ყა­ვი და უკან დაბ­რუ­ნე­ბულს, ბევრ სა­გან­ში მო­მიხ­და გა­დამ­ზა­დე­ბა. მახ­სენ­დე­ბა გზა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი არა ერთი დღე და მგზავ­რო­ბი­სას ნას­წავ­ლი მა­სა­ლა, თუმ­ცა იმ წლებ­ში ეს გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი ჩემი პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და­სა­ბა­მად იქცა, ამი­ტომ ყვე­ლა სირ­თუ­ლე ამად ღირ­და. მშობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მამ, მუხტმა და დიდ­მა ნდო­ბამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში შე­მი­წყო ხელი. შემ­დეგ სკო­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, დავ­საქმდი კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მელ­თა­ნაც გა­სუ­ლი სამი წელი ვი­თა­ნამ­შრომ­ლე. პა­რა­ლე­ლუ­რად, მოკ­ლე ვა­დით გა­ვემ­გზავ­რე ინ­დო­ეთ­ში, კა­ნა­დის სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პა­ნი­ა­ში გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად და სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა ჩემი ავი­ა­ცი­ი­სად­მი უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლიც.

- ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის წარ­მა­ტე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ მოხ­ვდი ემი­რა­ტებ­ში?

- ბევ­რი სა­ა­მა­ყო ახალ­გაზ­რდის მიღ­წე­ვე­ბის ფონ­ზე, ჩემი წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა. რო­დე­საც ინ­დო­ე­თი­დან დავ­ბრუნ­დი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ რა­ღაც დრო­ით ამ სფე­რო­ში მინ­დო­და საქ­მი­ა­ნო­ბა, ვი­ცო­დი, რომ კომ­პა­ნია უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე წამ­ყვა­ნი, უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის. ასე შევ­ჯერ­დი ემი­რა­ტებ­ზე და მი­ხა­რია, რომ ჩემი მო­ლო­დი­ნი ასი პრო­ცენ­ტით გა­მარ­თლდა. რომ არ და­გი­მა­ლოთ, ასე­თი მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, იმე­დი არ მქონ­და, რომ პირ­ვე­ლი­ვე ცდა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბო­და. და­საქ­მე­ბულ­თა მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი ოც­და­ერ­თი წე­ლია, რამ­დე­ნი­მე თვე მაკ­ლდა ამ ასა­კამ­დე და მო­სამ­ზა­დებ­ლად ენერ­გია არ და­ვი­შუ­რე. ღია კა­რის დღე, პირ­ველ დღეს გა­და­ლა­ხუ­ლი ოთხი ეტა­პი, რამ­დე­ნი­მე ონ­ლა­ინ ტური და ფი­ნა­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ - ჩემი სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნით და რვაკ­ვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბის შემ­დეგ ფრე­ნის ლი­ცენ­ზი­ე­ბის მო­პო­ვე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და.

ავი­ა­ცია სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუმ­ცა სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს სფე­რო ამ­დენ სირ­თუ­ლეს მო­ი­ცავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა დე­ტა­ლე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ასე­ვე ვი­ყა­ვი მეც - ტრე­ნინ­გე­ბის პრო­ცეს­შიც კი ძნე­ლად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ასე­თი შრო­მა­ტე­ვა­დი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იქ­ნე­ბო­და. რომ იცო­დეთ, თქვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნი რა­მის სწავ­ლა და რამ­დენ ასო­ბით სა­კი­თხზე გვი­წევს ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს მეტი და­ფა­სე­ბა ექ­ნე­ბო­დათ.

- შო­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად ჩანს, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შენი საქ­მი­ა­ნო­ბა მარ­თლაც უამ­რავ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა...

- პრო­ფე­სია საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ გზრდის და ჩემ­თვის სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი. ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ჩემი საქ­მის­თვის წარ­მა­ტე­ბით თა­ვის გარ­თმე­ვის მთა­ვა­რი ია­რა­ღია. ერთი ფრე­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა იმ­დენ თავ­სა­ტეხს გა­და­ა­წყდე და იმ­დე­ნი ემო­ცია და­გე­უფ­ლოს, თავი თავ­გა­და­სავ­ლის გმი­რი გე­გო­ნოს, მაგ­რამ დღის ბო­ლოს მად­ლი­ე­რი და ამა­ყი ხარ ცხოვ­რე­ბის ამ ახა­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თვის. ვი­სურ­ვებ­დი, ოდეს­მე თავი მო­ვუ­ყა­რო ზღვა სათ­ქმელს და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნო სფე­რო, რო­მე­ლიც უამ­რავ ნი­უ­ანსს აერ­თი­ა­ნებს, სფე­რო, რო­მე­ლიც, ერთი შე­ხედ­ვით, ასე­თი მარ­ტი­ვი ჩანს. ერ­თი­ცაა, რო­დე­საც გიყ­ვარს და მარ­თლა გა­ხა­რებს ის, რა­საც აკე­თებ - ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შეგ­რძნე­ბე­ბი ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა­ში გეხ­მა­რე­ბა.

ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში რთუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში, სას­წავ­ლო მა­სა­ლაა, მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ებ­თან გვი­წევს ადაპ­ტი­რე­ბა. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხა­დია, პრაქ­ტი­კა­ში თა­ვის გარ­თმე­ვას რამ­დე­ნად შეძ­ლებ, ესაა მთა­ვა­რი, ამი­ტომ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დებ­ზე გვე­ვა­ლე­ბა ათო­ბით სხვა­დას­ხვა, ხე­ლოვ­ნუ­რად დად­გმულ სცე­ნარ­ზე სწო­რი რე­ა­გი­რე­ბა, თა­ვის გარ­თმე­ვა. რთუ­ლია, მუდ­მი­ვად ფხიზ­ლად ყოფ­ნა, არა­ნა­ი­რი ნი­უ­ან­სი არ უნდა გა­მო­გე­პა­როს, რად­გან შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ბო­ლომ­დე აღე­ბა თა­ვად გი­წევს. მგზავ­რე­ბის­თვის მხო­ლოდ შენ ხარ იმე­დი და საყ­რდე­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით - სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბის დროს. ამ სა­კი­თხე­ბის ფონ­ზე, რთუ­ლია ისიც, რომ თით­ქმის ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს აკ­ლდე­ბი და სულ შორს ხარ ოჯა­ხის­გან. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კოლეგებს ძალიან უკვირთ, ჩემს წარმომავლობას რომ იგებენ..." - ულამაზესი ქართველი გოგონას გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე

"კოლეგებს ძალიან უკვირთ, ჩემს წარმომავლობას რომ იგებენ..." - ულამაზესი ქართველი გოგონას გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე

ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნებისმიერი ქართველის წარმატება აღსანიშნავია. 22 წლის მარიამ ცუკილაშვილი დღეს ემირატების ავიახაზების ერთ-ერთი ბორტგამცილებელია. გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. გამოცდები, ტრენინგები და ემირატების მკაცრი მოთხოვნები - მარიამმა ყველაფრის გადალახვა შეძლო და ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება რეალობად აქცია. ახალგაზრდა ბორტგამცილებელს მისი ამბის მოსასმენად დავუკავშირდით.

- მარიამ, გვიამბე შენს ბავშვობაზე - როგორი იყავი, რა გიყვარდა და რაზე ოცნებობდი?

- როგორც ვიცი, საოცრად ცელქი და დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. ვოცნებობდი მსახიობობაზე. წარმოსახვითი სამყარო მქონდა, სადაც ხან მიწისქვეშა სამალავს, ხან კი დიდ სასტუმროს ვფლობდი. სკოლის წლები ცხოვრების ყველაზე აქტიურ პერიოდთან ასოცირდება. დედას სურვილი იყო, ბევრ სფეროში მეცადა ბედი, მიმეორებდა არასდროს არ იცი, რა გამოგადგება მომავალშიო და 5 წლის ასაკში შემიყვანა ქართულ ცეკვაზე, შემდგომ თავისი ოცნება ჩემით აიხდინა და ვიოლინოს განხრით შვიდწლედი დამამთავრებინა, ასევე, გარკვეული პერიოდი სიმღერასაც მივუძღვენი. ჩემი ოჯახი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებდა, რომ ბავშვობის საოცარი წლები ახალ აღმოჩენებში გამეტარებინა. იყო პერიოდი, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა წრეზე სიარულის შემდეგ, დაღლილი, საღამოს, სახლისკენ მიმავალი, გზად ვჩერდებოდი და აცრემლებული თვალებით თავს ვეკითხებოდი, რატომ "მტანჯავდნენ" ასე? ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ გასული წლები ასე საინტერესოდ და პროდუქტიულად განვვლე.

მოგვიანებით ჩემი ინტერესები სამოდელო სფერომ ჩაანაცვლა. მჭირდებოდა რაღაც ახალი, რაშიც მთელ გულს ჩავდებდი და ბოლომდე ვკონცენტრირდებოდი. ამ სიახლეს მოჰყვა ბევრი სირთულე, თუმცა ეს სირთულეები საბოლოოდ ცხოვრების ყველაზე დიდ გამოცდილებებად ვაქციე. წლების განმავლობაში ქასთინგებსა და გადაღებებზე კახეთიდან მიწევდა სიარული, საატესტატო გამოცდების წინა, მოსამზადებელ პერიოდშიც, ორივე წელს, აზიაში ვიყავი და უკან დაბრუნებულს, ბევრ საგანში მომიხდა გადამზადება. მახსენდება გზაში გატარებული არა ერთი დღე და მგზავრობისას ნასწავლი მასალა, თუმცა იმ წლებში ეს გამოცდილებები ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების დასაბამად იქცა, ამიტომ ყველა სირთულე ამად ღირდა. მშობლების თანადგომამ, მუხტმა და დიდმა ნდობამ წარმატების მიღწევაში შემიწყო ხელი. შემდეგ სკოლა უნივერსიტეტმა ჩაანაცვლა, სწავლის პარალელურად, დავსაქმდი კომპანიაში, რომელთანაც გასული სამი წელი ვითანამშრომლე. პარალელურად, მოკლე ვადით გავემგზავრე ინდოეთში, კანადის საავიაციო კომპანიაში გამოცდილების შესაძენად და სწორედ აქედან იწყება ჩემი ავიაციისადმი უზომო სიყვარულიც.

- ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველა მოქალაქის წარმატება უმნიშვნელოვანესია, მოგვიყევი, როგორ მოხვდი ემირატებში?

- ბევრი საამაყო ახალგაზრდის მიღწევების ფონზე, ჩემი წარმატება ძალიან მცირეა. როდესაც ინდოეთიდან დავბრუნდი და გადაწყვეტილება მივიღე, რომ რაღაც დროით ამ სფეროში მინდოდა საქმიანობა, ვიცოდი, რომ კომპანია უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი, უმაღლესი სტანდარტის. ასე შევჯერდი ემირატებზე და მიხარია, რომ ჩემი მოლოდინი ასი პროცენტით გამართლდა. რომ არ დაგიმალოთ, ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში, იმედი არ მქონდა, რომ პირველივე ცდა წარმატებით დასრულდებოდა. დასაქმებულთა მინიმალური ასაკი ოცდაერთი წელია, რამდენიმე თვე მაკლდა ამ ასაკამდე და მოსამზადებლად ენერგია არ დავიშურე. ღია კარის დღე, პირველ დღეს გადალახული ოთხი ეტაპი, რამდენიმე ონლაინ ტური და ფინალური ინტერვიუ - ჩემი სამსახურში აყვანით და რვაკვირიანი ტრენინგების შემდეგ ფრენის ლიცენზიების მოპოვებით დაგვირგვინდა.

ავიაცია სულ მაინტერესებდა, თუმცა საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სფერო ამდენ სირთულეს მოიცავდა. სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებადაა დეტალებით ინფორმირებული და ასევე ვიყავი მეც - ტრენინგების პროცესშიც კი ძნელად წარმოვიდგენდი, რომ სამუშაო პროცესი ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო იქნებოდა. რომ იცოდეთ, თქვენი უსაფრთხოებისთვის რამდენი რამის სწავლა და რამდენ ასობით საკითხზე გვიწევს ყურადღების გამახვილება, ამ პროფესიის ადამიანებს მეტი დაფასება ექნებოდათ.

- შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შენი საქმიანობა მართლაც უამრავ სირთულეს უკავშირდება...

- პროფესია საკმაოდ რთულია, მაგრამ გზრდის და ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი. ემოციების მართვა და პროფესიონალიზმი ჩემი საქმისთვის წარმატებით თავის გართმევის მთავარი იარაღია. ერთი ფრენის განმავლობაში შესაძლოა იმდენ თავსატეხს გადააწყდე და იმდენი ემოცია დაგეუფლოს, თავი თავგადასავლის გმირი გეგონოს, მაგრამ დღის ბოლოს მადლიერი და ამაყი ხარ ცხოვრების ამ ახალი გაკვეთილისთვის. ვისურვებდი, ოდესმე თავი მოვუყარო ზღვა სათქმელს და ჩვენს საზოგადოებას წარვუდგინო სფერო, რომელიც უამრავ ნიუანსს აერთიანებს, სფერო, რომელიც, ერთი შეხედვით, ასეთი მარტივი ჩანს. ერთიცაა, როდესაც გიყვარს და მართლა გახარებს ის, რასაც აკეთებ - ეს დამოკიდებულება და შეგრძნებები ყველაფრის გადალახვაში გეხმარება.

ჩემს პროფესიაში რთული, პირველ რიგში, სასწავლო მასალაა, მუდმივად სიახლეებთან გვიწევს ადაპტირება. თეორიული ცოდნის პარალელურად, ცხადია, პრაქტიკაში თავის გართმევას რამდენად შეძლებ, ესაა მთავარი, ამიტომ პრაქტიკულ გამოცდებზე გვევალება ათობით სხვადასხვა, ხელოვნურად დადგმულ სცენარზე სწორი რეაგირება, თავის გართმევა. რთულია, მუდმივად ფხიზლად ყოფნა, არანაირი ნიუანსი არ უნდა გამოგეპაროს, რადგან შედეგებზე პასუხისმგებლობის ბოლომდე აღება თავად გიწევს. მგზავრებისთვის მხოლოდ შენ ხარ იმედი და საყრდენი, განსაკუთრებით - სამედიცინო შემთხვევების დროს. ამ საკითხების ფონზე, რთულია ისიც, რომ თითქმის ყველა დღესასწაულს აკლდები და სულ შორს ხარ ოჯახისგან. წაიკითხეთ სრულად

ერთ კვირაში გერმანიაში დასაქმებისთვის სააპლიკაციო ფორმა 87 000-მდე ადამიანმა შეავსო

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?