მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იხდის საქართველოში ქონების გადასახადს და რა მოხდება, თუ დეკლარაციას არასწორად შეავსებთ - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი
ვინ იხდის საქართველოში ქონების გადასახადს და რა მოხდება, თუ დეკლარაციას არასწორად შეავსებთ - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს იხ­დი­ან რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი. გა­და­სა­ხა­დი არ­სე­ბობს რო­გორც უძ­რავ, ისე მოძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკა­ნას­კნე­ლი სი­ახ­ლე ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბა იყო, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა. რო­გორც იუ­რის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი უძ­რავ და მოძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი და კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს დო­ნის ქვეყ­ნის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბის ცალ­სა­ხად პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა რთუ­ლია.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, თუ ვის აქვს ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და რა მოხ­დე­ბა თუ გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას ეც­დე­ბა, სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა ტი­პის ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის?

ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში იხ­დი­ან გა­და­სა­ხადს, თუ ოჯა­ხის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 000 ლარს აჭარ­ბებს. გა­და­სა­ხა­დი წეს­დე­ბა სამი სა­ხის ქო­ნე­ბა­ზე. ესაა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­სოფ­ლო -სა­მე­ურ­ნეო და არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი და ავ­ტო­მან­ქა­ნა.

სა­სოფ­ლო–სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და არა­სა­სოფ­ლო–სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე გა­და­სა­ხა­დი სხვა­დას­ხვა წე­სით დგინ­დე­ბა. არა­სა­სოფ­ლო–სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის გა­და­სა­ხა­დი 1 კვ.მ.–ზე არის 24 თეთ­რი. თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­სა­ხა­დის რა­ო­დე­ნო­ბის შეც­ვლა შე­უძ­ლია. სა­სოფ­ლო–სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე კი 1 ჰექ­ტარ­ზე გა­და­სა­ხა­დი 16 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. გა­და­სა­ხა­დის ზუს­ტი ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი უკვე ავ­ტო­მო­ბილ­ზეც იხ­დი­ან გა­და­სა­ხადს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ავ­ტო­მო­ბილ­ზე გა­და­სა­ხა­დი არის მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 0,2%. ასე­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის 0,2% არის გა­და­სა­ხა­დი სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებ­ზეც, რო­გორც კერ­ძო სახ­ლის, ისე კორ­პუ­სის ბი­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტა­რი­ფე­ბი მოქ­მე­დებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოჯა­ხის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 000 ლა­რი­დან 100 000 ლა­რამ­დეა. რო­დე­საც შე­მო­სა­ვა­ლი 100 000 ლარს აჭარ­ბებს, 0,2%–ის ნაც­ვლად გა­და­სა­ხა­დი მერ­ყე­ობს 0,8%–დან 1%–მდე. მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე კი გა­და­სა­ხა­დი ამ შემ­თხვე­ვა­შიც იგი­ვე რჩე­ბა.

- ძვირ­ფას მე­ტა­ლებ­ზე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი თუ არ­სე­ბობს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვირ­ფას მე­ტა­ლებ­ზე ან სხვა სა­ხის ფა­სე­ულ ნივ­თებ­ზე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს. ავ­ტო­მო­ბი­ლის გარ­და, სხვა მოძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ჩვენ­თან ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი არ მოქ­მე­დებს. ავ­ტო­მო­ბილ­ზე გა­და­სა­ხა­დიც 2 წლის წინ და­წეს­და.

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი რა სა­ხის ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს იხ­დი­ან და რო­გორ ხდე­ბა გა­და­სა­ხა­დის და­ან­გა­რი­შე­ბა?

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს მისი შე­ძე­ნის­თა­ნა­ვე იხ­დი­ან. ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვევ­ში იხ­დი­ან ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს და შე­მო­სავ­ლის წლი­ურ ნიშ­ნულს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს იხ­დი­ან, მათ შო­რის: ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის, ტექ­ნი­კის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის, ავე­ჯის, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის და სხვა.

სხვა­დას­ხვა სა­ხის მოძ­რავ და უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დი მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 1%–ია. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ქო­ნე­ბის „ცვე­თის პრინ­ცი­პი“ მოქ­მე­დებს. ეს ნიშ­ნავს რომ ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იკ­ლებს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­სა­ხა­დიც მცირ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სის­ტე­ბი წა­რად­გე­ნენ ცვე­თის და შეც­ვლი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს. მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რომ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­კუთ­რე­ბა­ში მყო­ფი ქო­ნე­ბა გათ­ვლი­ლია 50 წლი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბის­თვის და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის კლე­ბა დრო­ის ამ დი­ა­პა­ზო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მო­ვახ­დი­ნოთ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხურ­მა უნდა გათ­ვა­ლოს ყო­ველ­წლი­უ­რად რამ­დე­ნით და­იკ­ლებს ამა თუ იმ ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

- რო­გორ ხდე­ბა ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა?

- ფი­ზი­კუ­რი პირი, რომ­ლის ოჯა­ხის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც მი­აღ­წევს 40 000 ლარს, ვალ­დე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ, ნო­ემ­ბერ­ში შე­ავ­სოს დეკ­ლა­რა­ცია და ჩა­წე­როს ოჯა­ხის ქო­ნე­ბა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ვადა, თუ რო­დის უნდა მოხ­დეს გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და. ფი­ზი­კურ პი­რებს ამ სა­კი­თხის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ის პე­რი­ო­დი არ გა­მო­ე­პა­როთ. თუ სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი აღ­მო­ა­ჩენს, რომ ფი­ზი­კუ­რი პირს, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი უწევს და დეკ­ლა­რა­ცია შევ­სე­ბუ­ლი არ აქვს, მას ჯა­რი­მას და­აკ­სი­რებს.

- რო­გორ ხდე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა?

- იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ქო­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა თა­ვად მო­ახ­დი­ნონ. თუ სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­მა სა­ეჭ­ვოდ ჩათ­ვა­ლა მი­თი­თე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, შე­ა­მოწ­მა და შე­უ­სა­ბა­მო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა, ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირს ჯა­რი­მას და­ა­კის­რებს.

- რა ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა ეკის­რე­ბათ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებს, თუ ქო­ნე­ბას არ და­ა­დეკ­ლა­რი­რე­ბენ?

ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის 50% არის. მათ ასე­ვე მო­უ­წევთ გა­და­ი­ხა­დონ თან­ხა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო დეკ­ლა­რი­რე­ბის პე­რი­ო­დი­დან შე­მოწ­მე­ბამ­დე უნდა გა­და­ე­ხა­დათ და სა­ჯა­რი­მო სან­ქცია ყო­ველ ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ დღე­ზე გა­და­სა­ხა­დის 0,05%.

- ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბი რამ­დე­ნად მორ­გე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ კა­ნონ­ზე?

ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი მე­ტად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ფორ­მა­ტია ევ­რო­პი­სა თუ სხვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის. ის სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის წე­სებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში ნამ­დვი­ლად არ მო­დის. თუმ­ცა თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ დუ­ხ­ჭირ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა არაა, ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის და­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თი და წნე­ხი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

როდესაც დაწესდა ქონების გადასახადი 40000 ლარი 22000 დოლარი იყო, ეხლა 12000 დოლარია, თანაც ეს თანხა დაბეგრილი შემოსაცლიდან ითვლება, ასე რომ სახელმწიფო ორმაგდ გვბეგრავს, რომელ ევროპაზეა საუბარი???

ნოდარი
0

ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე ერთი ჯაგლაგი მანქანის შესაძენად და ქონების გადასახადი გადამახდევინეს. რომ გადავიხადე იგივე შეტყობინება 3-ჯერ გამომიგზავნეს ეტყობა მაგარი ჩაბჟირებულები იყვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვინ იხდის საქართველოში ქონების გადასახადს და რა მოხდება, თუ დეკლარაციას არასწორად შეავსებთ - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი

ვინ იხდის საქართველოში ქონების გადასახადს და რა მოხდება, თუ დეკლარაციას არასწორად შეავსებთ - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი

საქართველოში ქონების გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. გადასახადი არსებობს როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებაზე. ამ მიმართულებით უკანასკნელი სიახლე ავტომობილებზე ქონების გადასახადის დაწესება იყო, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურებაც მოჰყვა. როგორც იურისტები განმარტავენ, ქონების გადასახადი უძრავ და მოძრავ ქონებაზე მიღებული და კარგად აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა საქართველოს დონის ქვეყნისთვის ავტომობილებზე გადასახადის დაწესების ცალსახად პოზიტიურ ჭრილში განხილვა რთულია.

უფრო დეტალურად, თუ ვის აქვს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება და რა მოხდება თუ გადასახადებისგან თავის არიდებას ეცდება, საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი გვესაუბრება.

- რა ტიპის ქონების გადასახადი არსებობს საქართველოში ფიზიკური პირებისთვის?

ფიზიკური პირები იმ შემთხვევაში იხდიან გადასახადს, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს. გადასახადი წესდება სამი სახის ქონებაზე. ესაა საცხოვრებელი სახლი, სასოფლო -სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ავტომანქანა.

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გადასახადი სხვადასხვა წესით დგინდება. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1 კვ.მ.–ზე არის 24 თეთრი. თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აღნიშნული გადასახადის რაოდენობის შეცვლა შეუძლია. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე კი 1 ჰექტარზე გადასახადი 16 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. გადასახადის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა. როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკური პირები უკვე ავტომობილზეც იხდიან გადასახადს საქართველოში. ავტომობილზე გადასახადი არის მისი ღირებულების 0,2%. ასევე ღირებულების 0,2% არის გადასახადი საცხოვრებელ ფართებზეც, როგორც კერძო სახლის, ისე კორპუსის ბინის შემთხვევაში.

აღნიშნული ტარიფები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდეა. როდესაც შემოსავალი 100 000 ლარს აჭარბებს, 0,2%–ის ნაცვლად გადასახადი მერყეობს 0,8%–დან 1%–მდე. მიწის ნაკვეთებზე კი გადასახადი ამ შემთხვევაშიც იგივე რჩება.

- ძვირფას მეტალებზე ქონების გადასახადი თუ არსებობს?

- საქართველოში ძვირფას მეტალებზე ან სხვა სახის ფასეულ ნივთებზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისათვის არ არსებობს. ავტომობილის გარდა, სხვა მოძრავ ქონებაზე ჩვენთან ფიზიკური პირებისათვის ქონების გადასახადი არ მოქმედებს. ავტომობილზე გადასახადიც 2 წლის წინ დაწესდა.

იურიდიული პირები რა სახის ქონების გადასახადს იხდიან და როგორ ხდება გადასახადის დაანგარიშება?

იურიდიული პირები ქონების გადასახადს მისი შეძენისთანავე იხდიან. ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, ისინი ნებისმიერ შემთხვევში იხდიან ქონების გადასახადს და შემოსავლის წლიურ ნიშნულს მნიშვნელობა არ აქვს.

იურიდიული პირები ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების გადასახადს იხდიან, მათ შორის: ავტომანქანების, ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის, მიწის ნაკვეთების და სხვა.

სხვადასხვა სახის მოძრავ და უძრავ ქონებაზე გადასახადი მისი ღირებულების 1%–ია. თუმცა ამ შემთხვევაში ქონების „ცვეთის პრინციპი“ მოქმედებს. ეს ნიშნავს რომ ქონების ღირებულება იკლებს და შესაბამისად, გადასახადიც მცირდება. კომპანიის ფინანსისტები წარადგენენ ცვეთის და შეცვლილი ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტს. მიღებული პრაქტიკაა, რომ იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფი ქონება გათვლილია 50 წლიანი სარგებლობისთვის და მისი ღირებულების კლება დროის ამ დიაპაზონის გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ. შესაბამისად, საფინანსო სამსახურმა უნდა გათვალოს ყოველწლიურად რამდენით დაიკლებს ამა თუ იმ ქონების ღირებულება.

- როგორ ხდება ქონების გადასახადის ადმინისტრირება?

- ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალიც მიაღწევს 40 000 ლარს, ვალდებულია წელიწადში ერთხელ, ნოემბერში შეავსოს დეკლარაცია და ჩაწეროს ოჯახის ქონება და მისი ღირებულება. აღნიშნულ დეკლარაციაში მითითებულია ვადა, თუ როდის უნდა მოხდეს გადასახადის გადახდა. ფიზიკურ პირებს ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რომ დეკლარაციის პერიოდი არ გამოეპაროთ. თუ საგადასახადო სამსახური აღმოაჩენს, რომ ფიზიკური პირს, ქონების გადასახადი უწევს და დეკლარაცია შევსებული არ აქვს, მას ჯარიმას დააკსირებს.

- როგორ ხდება უძრავი ქონების ღირებულების შეფასება?

- იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან, ქონების შეფასება თავად მოახდინონ. თუ საგადასახადო სამსახურმა საეჭვოდ ჩათვალა მითითებული ღირებულება, შეამოწმა და შეუსაბამობა აღმოაჩინა, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ჯარიმას დააკისრებს.

- რა ოდენობის ჯარიმა ეკისრებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ ქონებას არ დაადეკლარირებენ?

ამ შემთხვევაში ჯარიმა არადეკლარირებული ქონების გადასახადის 50% არის. მათ ასევე მოუწევთ გადაიხადონ თანხა, რომელიც სავალდებულო დეკლარირების პერიოდიდან შემოწმებამდე უნდა გადაეხადათ და საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადის 0,05%.

- ზოგადად, საქართველოში ქონების გადასახადის მიმართულებით არსებული წესები რამდენად მორგებულია განვითარებულ ქვეყნებში არსებულ კანონზე?

ქონების გადასახადი მეტად აპრობირებული ფორმატია ევროპისა თუ სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის. ის საბაზრო ეკონომიკის წესებთან წინააღმდეგობაში ნამდვილად არ მოდის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო საკმაოდ დუხჭირ მდგომარეობაშია და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არაა, ავტომობილებზე ქონების გადასახადის დამატება შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამატებითი ტვირთი და წნეხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

“მსოფლიო თამბაქოს გარეშე”: 2021 - თამბაქოსთვის თავის დანებების წელი

რა ვიცით ნიკოტინის შესახებ? (R)

პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან