საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ დავხვდე შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს?" - როგორ ემშვიდობება ზურა ხაჩიძე ზურა დოიჯაშვილს, რომელსაც დღეს ჩამოასვენებენ
"გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ დავხვდე შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს?" - როგორ ემშვიდობება ზურა ხაჩიძე ზურა დოიჯაშვილს, რომელსაც დღეს ჩამოასვენებენ

მომ­ღე­რალ ზურა დო­ი­ჯაშ­ვილს ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს და კო­ლე­გას მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა:

"დღეს თბი­ლის­ში და­ეშ­ვე­ბა თვითმფრი­ნა­ვი თე­ლა­ვი­ვი­დან და გული მაქვს გაგ­ლე­ჯი­ლი, რო­გორ უნდა დავ­ხვდე ჩემო ზურა შენს გა­ცი­ე­ბულ სხე­ულს, მაგ­რამ უკ­ვდავ სულს? მე­გო­ნა ვი­ცო­დი, მაგ­რამ შენ მას­წავ­ლე რა არის ნამ­დვი­ლი ძმა­კა­ცო­ბა, შენ მას­წავ­ლე რა არის მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი, შენ მას­წავ­ლე რო­გორ უნდა გიყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო, რო­გორ უნდა აფა­სებ­დე შენს ქა­ლაქს და რა არის გერ­ქვას თბი­ლი­სე­ლი, რო­გორ უნდა მი­უ­ძღვნა შენი თა­ვის სხვას როცა მას ჭირ­დე­ბი, რო­გორ უნდა გიყ­ვარ­დეს შენი ოჯა­ხი და კი­დევ ბევ­რი სხვა ბევ­რი რამე.

მე ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ შენ­გან ძა­ლი­ან ბევ­რი რამე ვის­წავ­ლე ჩემო დოიჯ... ბედ­ნი­ე­რი ვარ ყვე­ლა წუ­თის­თვის, ყვე­ლა წა­მის­თვის რო­მე­ლიც შენ­თან გა­ვა­ტა­რე, მად­ლო­ბა ძმაო ყვე­ლაფ­რის­თვის. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბი ჩემს გულ­ში, ხში­რად მო­ვალ როცა გა­მი­ჭირ­დე­ბა შენს საფ­ლავ­თან და ხში­რად ვი­ლა­პა­რა­კებთ ყვე­ლა­ფერ­ზე.

მა­პა­ტიე რომ უკა­ნას­კნე­ლი თხოვ­ნა ვერ აგის­რუ­ლე, რა მი­ზე­ზით არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა... შენ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სი­კე­თე და­ტო­ვე და ბევ­რი იბ­რძო­ლე სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ამ ქვეყ­ნის­თვის. გუ­ლუხ­ვად გა­ე­ცი სი­კე­თე ადა­მი­ა­ნებ­ში და კი­დევ დიდი ხანი არ და­ვი­წყდე­ბა ამ ქვე­ყა­ნას შენი უან­გა­რო თა­ნად­გო­მა. მიყ­ვა­რა­ხარ ზურა ძმაო!" - წერს ზურა ხა­ჩი­ძე.

მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, 14 თე­ბერ­ვალს, 58 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. მომ­ღე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. დი­აგ­ნო­ზი გახ­ლდათ ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზი. რო­გორც მე­უღ­ლე წერ­და, ორი კვი­რის წინ, იან­ვრის ბო­ლოს მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და.

ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ორი წლის წინ ოჯახ­თან ერ­თად წა­ვი­და და ერთ წე­ლი­წად­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

Თეა
0

Ღმერთმა აცხონოს ეს კარგი კაცი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ დავხვდე შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს?" - როგორ ემშვიდობება ზურა ხაჩიძე ზურა დოიჯაშვილს, რომელსაც დღეს ჩამოასვენებენ

"გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ დავხვდე შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს?" - როგორ ემშვიდობება ზურა ხაჩიძე ზურა დოიჯაშვილს, რომელსაც დღეს ჩამოასვენებენ

მომღერალ ზურა დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. გარდაცვლილ მეგობარს და კოლეგას მომღერალი ზურა ხაჩიძე "ფეისბუქზე" ემოციური პოსტით ემშვიდობება:

"დღეს თბილისში დაეშვება თვითმფრინავი თელავივიდან და გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ უნდა დავხვდე ჩემო ზურა შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს? მეგონა ვიცოდი, მაგრამ შენ მასწავლე რა არის ნამდვილი ძმაკაცობა, შენ მასწავლე რა არის მოყვასის სიყვარული, შენ მასწავლე როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა აფასებდე შენს ქალაქს და რა არის გერქვას თბილისელი, როგორ უნდა მიუძღვნა შენი თავის სხვას როცა მას ჭირდები, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი და კიდევ ბევრი სხვა ბევრი რამე.

მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შენგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემო დოიჯ... ბედნიერი ვარ ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის რომელიც შენთან გავატარე, მადლობა ძმაო ყველაფრისთვის. მთელი ცხოვრება ცოცხალი იქნები ჩემს გულში, ხშირად მოვალ როცა გამიჭირდება შენს საფლავთან და ხშირად ვილაპარაკებთ ყველაფერზე.

მაპატიე რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ აგისრულე, რა მიზეზით არ აქვს მნიშვნელობა... შენ ამ ქვეყანაში ბევრი სიკეთე დატოვე და ბევრი იბრძოლე სხვადასხვა ეტაპზე ამ ქვეყნისთვის. გულუხვად გაეცი სიკეთე ადამიანებში და კიდევ დიდი ხანი არ დავიწყდება ამ ქვეყანას შენი უანგარო თანადგომა. მიყვარახარ ზურა ძმაო!" - წერს ზურა ხაჩიძე.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 14 თებერვალს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. როგორც მეუღლე წერდა, ორი კვირის წინ, იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"დღეს უარესად ვარ, ვიდრე გუშინ... ძალიან მიჭირს საუბარი" - რას წერს კოვიდით ინფიცირებული თინა ხიდაშელი

"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! - ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება სირხვილია" - რას წერს მიხეილ ჯანელიძე "ფეისბუქზე"