კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო
რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

1970-იან წლებ­ში ბულ­გა­რეთ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ძვ.წ. V ათას­წლე­უ­ლის სა­მარხს მი­აკ­ვლი­ეს, რო­მე­ლიც სპი­ლენ­ძის ხა­ნას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და. საფ­ლავ­ში მკვლე­ვა­რებ­მა ათო­ბით ოქ­როს სამ­კა­უ­ლი იპო­ვეს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ოქ­როს ყვე­ლა­ზე ძველ ნა­კე­თო­ბე­ბად ით­ვლე­ბა. მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ერთ სა­მარხში იმ­დე­ნი ოქრო იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, რაც იმა­ვე პე­რი­ო­დის ყვე­ლა და­ნარ­ჩენ სა­მარხში ერ­თად აღე­ბუ­ლი.

კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­მარ­ხე­ბი ძვ.წ. მე-5 ათას­წლე­ულს გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და, რა დრო­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ბულ­გა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­ნას უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

  • ვარ­ნას ცი­ვი­ლი­ზა­ცია

ვარ­ნა ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია იყო, რო­მელ­მაც გან­ვი­თა­რე­ბის მწვერ­ვალს ძვ.წ. 4 400-4 100 წლებ­ში მი­აღ­წია და შემ­დეგ ძა­ლი­ან მალე გაქ­რა, თით­ქოს არა­სო­დეს უარ­სე­ბია.

ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რის აზ­რით, ვარ­ნას ცი­ვი­ლი­ზა­ცია კი­დევ უფრო ძვე­ლია ვიდ­რე მე­სო­პო­ტა­მია და ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე. ისი­ნი ით­ვლე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ძველ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ად, რო­მელ­მაც ოქ­როს და­მუ­შა­ვე­ბა და სამ­კა­უ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა ის­წავ­ლა.

1972 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ბულ­გა­რეთ­ში წარ­მო­ე­ბულ­მა გა­თხრებ­მა ვარ­ნას ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. მკვლე­ვა­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი სა­მარ­ხი, რო­მე­ლიც დღემ­დე ბულ­გა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბელ აღ­მო­ჩე­ნად ით­ვლე­ბა. გა­თხრებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცნო­ბი­ლი არ­ქე­ო­ლო­გე­ბი მი­ხა­ილ ლა­ზა­რო­ვი და ივან ივა­ნო­ვი უდ­გნენ სა­თა­ვე­ში. მათ ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე 300-ზე მეტი სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც 22 000-ზე მეტი არ­ტე­ფაქ­ტი იყო. ნივ­თებს შო­რის 3 000-ზე მეტი ოქ­როს ნა­კე­თო­ბა იყო, რაც ჯამ­ში 6 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ცვიფ­რე­ბა სა­მარ­ხმა N43-მა გა­მოწ­ვია, სა­დაც ოქ­როს უამ­რა­ვი ნა­კე­თო­ბა იპო­ვეს... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GVF
25

უეჭველი გია სურამელაშვილის გვამია

eka
7

აი, ოხრად რჩებათ ყველაფერი,მოდით რა ხალხო აზრზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

1970-იან წლებში ბულგარეთში არქეოლოგებმა ძვ.წ. V ათასწლეულის სამარხს მიაკვლიეს, რომელიც სპილენძის ხანას განეკუთვნებოდა. საფლავში მკვლევარებმა ათობით ოქროს სამკაული იპოვეს, რომლებიც დღემდე აღმოჩენილი ოქროს ყველაზე ძველ ნაკეთობებად ითვლება. მკვლევარების თქმით, ერთ სამარხში იმდენი ოქრო იყო განთავსებული, რაც იმავე პერიოდის ყველა დანარჩენ სამარხში ერთად აღებული.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სამარხები ძვ.წ. მე-5 ათასწლეულს განეკუთვნებოდა, რა დროსაც თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე ვარნას უძველესი კულტურა იყო გავრცელებული.

  • ვარნას ცივილიზაცია

ვარნა ერთ-ერთი უძველესი და მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს ძვ.წ. 4 400-4 100 წლებში მიაღწია და შემდეგ ძალიან მალე გაქრა, თითქოს არასოდეს უარსებია.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვარნას ცივილიზაცია კიდევ უფრო ძველია ვიდრე მესოპოტამია და ძველი ეგვიპტე. ისინი ითვლებიან ყველაზე ძველ ცივილიზაციად, რომელმაც ოქროს დამუშავება და სამკაულების დამზადება ისწავლა.

1972 წლის ოქტომბერში ბულგარეთში წარმოებულმა გათხრებმა ვარნას ისტორიის შესახებ არსებული ცნობები თავდაყირა დააყენა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს უძველესი სამარხი, რომელიც დღემდე ბულგარეთის ტერიტორიაზე ყველაზე განსაცვიფრებელ აღმოჩენად ითვლება. გათხრებს წლების განმავლობაში ცნობილი არქეოლოგები მიხაილ ლაზაროვი და ივან ივანოვი უდგნენ სათავეში. მათ ათწლეულების მანძილზე 300-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 22 000-ზე მეტი არტეფაქტი იყო. ნივთებს შორის 3 000-ზე მეტი ოქროს ნაკეთობა იყო, რაც ჯამში 6 კილოგრამს იწონიდა.

არქეოლოგების განსაკუთრებული განცვიფრება სამარხმა N43-მა გამოწვია, სადაც ოქროს უამრავი ნაკეთობა იპოვეს... წაიკითხეთ ვრცლად

რატომ "ეძებს" ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართვა

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?