საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოცირებული ღარიბაშვილი ხისტი იქნება" -  ექსპერტი
"ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოცირებული ღარიბაშვილი ხისტი იქნება" -  ექსპერტი

გა­და­იდ­გა პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი შე­იც­ვლე­ბა - შე­იც­ვლე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტია და შე­იც­ვლე­ბა ოპო­ზი­ცია. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მკვეთრ ხაზს გა­ავ­ლებს ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის და მო­ი­მად­ლი­ე­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იმ ელექ­ტო­რატს, რო­მე­ლიც ასე­თი ზღვრის წაშ­ლის გამო დღემ­დე უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. მარ­თლაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ზოგ­ჯერ ლო­ი­ა­ლუ­რო­ბას იჩენ­და უსა­მარ­თლო­ბა­ში შემ­ჩნე­ულ პი­რებ­თან. ვფიქ­რობ, ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას, ვნა­ხოთ, სად წავა ის, და­ტო­ვებს პო­ლი­ტი­კას, გა­მოჩ­ნდე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ა­ში თუ თა­ვად შექ­მნის ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი და პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რას" ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­ზე ესა­უბ­რა. კერ­ძოდ, სად შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს გა­ხა­რია, რო­გორ მი­ი­ღებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გავ­ლე­ბულ მკვეთრ ხა­ზებს და რო­გო­რი იქ­ნე­ბა შეც­ვლი­ლი ოპო­ზი­ცია:

- მე არ მჯე­რა, რომ გა­ხა­რი­ამ გუნდთან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო, ემო­ცი­უ­რად მი­ი­ღო გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

არც იმის მჯე­რა, რომ ნიკა მე­ლი­ას აღ­მკვეთ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ გა­და­ად­გმე­ვი­ნა ეს ნა­ბი­ჯი. გა­ხა­რია არ ჰგავს იმ ტი­პის პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ასე მარ­ტი­ვად, სხვი­სი მარ­თუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. შე­გახ­სე­ნებთ, რა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი პრე­მი­ე­რის პოსტზე პირ­ველ გა­მოწ­ვე­ვას, როცა ახალ­გაზ­რდებ­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თეს აქ­ცია - საპ­რო­ტეს­ტო შე­ძა­ხი­ლე­ბით მი­ვი­და მო­მი­ტინ­გე­ებ­თან და ტა­შით გა­ა­ცი­ლეს. პან­კის­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გახ­ვი­ეს პრო­ვო­კა­ცი­ა­ში, მაგ­რამ გა­მოწ­ვე­ვას იმ­ჯე­რა­დაც გა­არ­თვა თავი. შემ­დეგ იყო 20 ივ­ნი­სი...

მისი ბრძა­ნე­ბით ის­რო­ლეს თუ არა, სის­ხლი და­იღ­ვა­რა. თუმ­ცა არ გა­დად­გა და და­ვი­ჯე­რო ახლა, როცა ჯერ არა­ფე­რი იყო მომ­ხდა­რი, ვა­ი­თუ რამე უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­სო და ამის გამო გა­დად­გა?! არ ჰგავს ეს მის ხელ­წე­რას. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ იყო გუნდში კონ­ფლიქ­ტი, უნ­დო­და და გა­დად­გა, ნიკა მე­ლია კი სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნა. თუ მან ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია შექ­მნა, მა­შინ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ახალ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს მი­ვი­ღებთ... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))
52

მკვეხარა მამალია ეგ, ბაქია და ბრექია! ხისტი იქნება და ხისტს მიიღებს!

ბეო
11

უკვე იმდენმა ექსპერტმა თუ ვაი ექსპერტმა თქვა ღარიბაშვილი ხისტი და დაუნდობელი იქნება ნაციონალებთან მიმართებაშიო რომ პირიქით მოხდება:) არც ხისტი იქნება, დიპლომატიას და მოლაპარაკების გზას აირჩევს ღარიბაშვილი და ყველა ,,ექსპერტი" გაოცებული დარჩება, აგერ ნახავთ:)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოცირებული ღარიბაშვილი ხისტი იქნება" -  ექსპერტი

"ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოცირებული ღარიბაშვილი ხისტი იქნება" -  ექსპერტი

გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯები, რის შედეგადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შეიცვლება - შეიცვლება მმართველი პარტია და შეიცვლება ოპოზიცია. ირაკლი ღარიბაშვილი მკვეთრ ხაზს გაავლებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და მოიმადლიერებს "ქართული ოცნების" იმ ელექტორატს, რომელიც ასეთი ზღვრის წაშლის გამო დღემდე უკმაყოფილო იყო. მართლაც, "ქართული ოცნება" ზოგჯერ ლოიალურობას იჩენდა უსამართლობაში შემჩნეულ პირებთან. ვფიქრობ, ეს მიდგომა შეიცვლება. რაც შეეხება გახარიას, ვნახოთ, სად წავა ის, დატოვებს პოლიტიკას, გამოჩნდება რომელიმე პარტიაში თუ თავად შექმნის ახალ პოლიტიკურ ძალას", - ამბობს ფსიქოლოგი და პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელიც "კვირის პალიტრას" ბოლოდროინდელ მოვლენებზე ესაუბრა. კერძოდ, სად შეიძლება გამოჩნდეს გახარია, როგორ მიიღებს საზოგადოება ღარიბაშვილის მიერ გავლებულ მკვეთრ ხაზებს და როგორი იქნება შეცვლილი ოპოზიცია:

- მე არ მჯერა, რომ გახარიამ გუნდთან შეუთანხმებლობის გამო, ემოციურად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

არც იმის მჯერა, რომ ნიკა მელიას აღმკვეთმა ღონისძიებამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. გახარია არ ჰგავს იმ ტიპის პოლიტიკოსს, რომელიც ასე მარტივად, სხვისი მართული პროცესების გამო იღებს გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რა წარმატებით გაართვა თავი პრემიერის პოსტზე პირველ გამოწვევას, როცა ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ გამართეს აქცია - საპროტესტო შეძახილებით მივიდა მომიტინგეებთან და ტაშით გააცილეს. პანკისში მიზანმიმართულად გახვიეს პროვოკაციაში, მაგრამ გამოწვევას იმჯერადაც გაართვა თავი. შემდეგ იყო 20 ივნისი...

მისი ბრძანებით ისროლეს თუ არა, სისხლი დაიღვარა. თუმცა არ გადადგა და დავიჯერო ახლა, როცა ჯერ არაფერი იყო მომხდარი, ვაითუ რამე უბედურება მოხდესო და ამის გამო გადადგა?! არ ჰგავს ეს მის ხელწერას. ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება სულაც არ იყო გუნდში კონფლიქტი, უნდოდა და გადადგა, ნიკა მელია კი საბაბად გამოიყენა. თუ მან ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, მაშინ ქართულ რეალობაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს მივიღებთ... გააგრძელეთ კითხვა

გია გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება

"IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული იყო" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"