საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა
"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა

გიგა აბუ­ლა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს. ახალ­გაზ­რდას სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია ექ­ვსი თვის ასაკ­ში და­უდ­გი­ნეს და მას შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ის არ გაზ­რდი­ლა, რო­გორც სხვა ბავ­შვე­ბი, მუდ­მი­ვად უწევ­და დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა და დღის დიდ ნა­წილს პა­ტა­რა ოთახ­ში, საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან ერ­თად ატა­რებ­და...

გიგა აქ­ტი­ვის­ტია და მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც მის მსგავ­სად ეს და­ა­ვა­დე­ბა აქვთ, მათი რი­ცხვი კი საკ­მა­ოდ მცი­რეა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ამ­სუ­ბუ­ქებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყი­დე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ძვი­რია, რომ მის შე­სა­ძე­ნად ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­დი­ან, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი ფი­ნან­სუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო ნაკ­ლე­ბად ახერ­ხე­ბენ ყიდ­ვას.

- გიგა, ვი­სა­უბ­როთ თქვე­ნი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, რას წარ­მო­ად­გენს სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია, რა სირ­თუ­ლე­ებს გიქ­მნით ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია, თან­და­ყო­ლი­ლი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი, იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მე პი­რა­დად ექ­ვსი თვის ასაკ­ში გა­მო­მივ­ლინ­და. იმ დრო­ის­თვის ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ მის შე­სა­ხებ და სა­კუ­თარ თავ­ზე უამ­რა­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტის გა­და­ტა­ნა მო­მიხ­და. კონ­კრე­ტუ­ლად ეს და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს ზურ­გის ტვინ­ში ნე­ი­რო­ნე­ბის და­კარ­გვას, შე­დე­გად ხდე­ბა კუნ­თის გან­ლე­ვა/ატრო­ფია, რაც პირ­ველ რიგ­ში ვლინ­დე­ბა მო­ტო­რი­კის შე­ზღუდ­ვით, ამას ემა­ტე­ბა ფილ­ტვის ვენ­ტი­ლა­ცი­ის ფუნ­ქცი­ის შე­ზღუდ­ვა, სა­ბო­ლო­ოდ კი, ნა­ად­რე­ვად წყდე­ბა სი­ცო­ცხლეც... მი­უ­ხე­და­ვად და­ა­ვა­დე­ბის სი­ვე­რა­გი­სა, ის გავ­ლე­ნას არ ახ­დენს გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც ით­ქვას, ფი­ზი­კუ­რი სა­ზღვრე­ბი ჩვენს გო­ნე­ბას ჩა­მა­ლულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც კი უღ­ვი­ძებს...

- მოგ­ვი­ყე­ვით იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ბავ­შვო­ბი­დან აწყდე­ბო­დით...

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა სახ­ლში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 კვად­რა­ტულ ოთახ­ში, რო­მელ­საც ერთი ფან­ჯა­რა ჰქონ­და, სა­ი­და­ნაც ხალ­ხის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­მეძ­ლო, ჩემი ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი იყო თეთ­რი ლაბ­რა­დო­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და. შემ­დეგ შე­მო­ვი­და ინ­ტერ­ნე­ტი და ფო­რუ­მებ­ზე გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ჩა­ვე­ბი უამ­რავ პრო­ექ­ტში, მას შემ­დეგ და­ვი­წყე სწავ­ლა და გან­ვი­თა­რე­ბა, ყვე­ლაფ­რის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა, არა­ა­დაპ­ტი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქით და­წყე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მა­დაც კორ­პუ­სის ბი­ნა­ში მი­წევს ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვს ადაპ­ტი­რე­ბის­თვის - სამ­ყა­როს ათი, უზარ­მა­ზა­რი, ნა­ხევ­რად ჩა­მონ­გრე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რი მა­შო­რებს. სწო­რედ ამ სა­კი­თხებ­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ით გა­ვი­ცა­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვის­თან ერ­თა­დაც დღეს ვიბ­რძვი, ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ერ­თმა­ნეთს ვჭირ­დე­ბით და ცალ-ცალ­კე ჩვე­ნი ხმა და­კარ­გუ­ლია.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი თე­მის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იზი­ა­რებს მსგავს პრობ­ლე­მას?

- წო­დე­ბა თემი არ მომ­წონს, თით­ქოს გა­მოგ­ვყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ჩვენ არ გვინ­და ვი­ყოთ ცალ­კე გა­მო­ყო­ფი­ლე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გამო. ამ­ჟა­მად მე წარ­მო­ვად­გენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "სკა ფა­უნ­დე­ი­შენ სა­ქარ­თვე­ლო", ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ფუძნ­და სა­ნუკ­ვა­რი მიზ­ნით, მი­ვაღ­წი­ოთ სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის სის­ტე­მურ და­ფი­ნან­სე­ბას, ყვე­ლას­თვის, ასა­კის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­უ­ხე­და­ვად.

სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ატა­რებს ხსე­ნე­ბულ და­ა­ვა­დე­ბას უც­ნო­ბია, სამ­წუ­ხა­როდ, ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს პა­ცი­ენ­ტე­ბის ბაზა, თუმ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ ნევ­რო­ლო­გებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ვვა­რა­უ­დობთ, რომ "სკა"-ს მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მცი­რეა და არ აღე­მა­ტე­ბა ორ­ნიშ­ნა ციფრს.და რაც მთა­ვა­რია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და­ი­წყოს სკრი­ნინ­გის პროგ­რა­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან აა­რი­დებს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს და­ა­ვა­დე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბებს.

სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიღ­მა, ჩვე­ნი მი­ზა­ნია თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს შე­ვუქ­მნათ სრულ­ფა­სოვ­ნად ცხოვ­რე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი, უზ­რუნ­ველ­ვყოთ სრუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა სერ­ვი­სებ­ზე, და­ვაკ­ვირ­დეთ სკა-ს მქო­ნე შშმ პი­რე­ბის/ბავ­შვე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რი­ლი პროგ­რა­მე­ბით ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით არ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კას, სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზცი­ა­თა საქ­მი­ა­ნო­ბებს და სხვა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი, ჩემ­თან ერ­თად არი­ან, სი­მონ პეტ­რი­დი­სი, ანა გო­გუ­ა­ძე, გი­ორ­გი ლომ­თა­ძე, შოთა ჩინ­ჩა­ლა­ძე, ზურგს ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი გვი­მაგ­რე­ბენ ამ საქ­მე­ში და ზო­გა­დად მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა და ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძო­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ის უზარ­მა­ზარ ნა­კადს, ჩა­ერ­თვე­ბა უამ­რავ აქ­ტი­ვო­ბა­ში და შეხ­ვედ­რებ­ში, რო­მელ­საც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მარ­თავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თან.

- არ­სე­ბობს თუ არა რამე სა­შუ­ა­ლე­ბა - მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც თქვე­ნი და თქვე­ნი თე­მის სხვა წევ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ამ­სუ­ბუ­ქებს?

- და­ა­ვა­დე­ბის ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა 2016 წლამ­დე არ არ­სე­ბობ­და მსოფ­ლი­ო­ში, ხდე­ბო­და მხო­ლოდ მისი პროგ­რე­სის შე­ნე­ლე­ბა სხვა­დას­ხვა თე­რა­პი­ე­ბით, სიმპტო­მუ­რად. თუმ­ცა 2016 წლის შემ­დეგ, მრა­ვალ­წლი­ა­ნი კვლე­ვე­ბის წყა­ლო­ბით, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 3 სხვა­დას­ხვა ტი­პის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა: Spinraza - მწარ­მო­ე­ბე­ლი: Biogen Inc. აშშ,· Zolgensma - მწარ­მო­ე­ბე­ლი: Novartis International AG, შვე­ი­ცა­რია· Evrysdi - მწარ­მო­ე­ბე­ლი: Roche Holding AG, შვე­ი­ცა­რია.

ჩა­მოთ­ვლი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში პა­ცი­ენ­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სის შე­ჩე­რე­ბა და მე­ტიც, შე­ი­ძი­ნეს უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლი ან სუ­ლაც ახა­ლი უნა­რე­ბი, რაც მათი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს წარ­მო­უდ­გენ­ლად აუმ­ჯო­ბე­სებს და რაც მთა­ვა­რია, ეს და­ა­ვა­დე­ბა მათი სი­ცო­ცხლის­თვის უკვე აღარ წარ­მო­ად­გენს გა­ნა­ჩენს.

ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან უკა­ნას­კნე­ლი (Evrysdi) არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და მას მა­სი­უ­რად მო­იხ­მა­რენ, რაც ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რია, ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­რე­გის­ტრირ­და და იყი­დე­ბა კი­დეც.

ეს არის სუს­პენ­ზია, სტან­დარ­ტულ კონ­დი­ცი­ებ­ში, ინიშ­ნე­ბა 5.0 მგ დღე­ში (ყო­ველ­დღე). ფლა­კონ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სულ 60 მგ. ანუ 365 დღის­თვის თი­თო­ე­ულს დაგ­ვჭირ­დე­ბა 30-31 ფლა­კო­ნი. ერთი ფლა­კო­ნის სა­აფ­თი­ა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის 4000 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში.მე­დი­კა­მენ­ტი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა კონ­კრე­ტულ თე­რა­პი­ას­თან ერ­თად, რაც გუ­ლის­ხმობს სუნ­თქვით ვარ­ჯი­შებს, შემ­დეგ ცურ­ვას, ჯი­რითს და ა.შ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

ფაქ­ტი, რომ მე­დი­კა­მენ­ტი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია, მოს­ვე­ნე­ბას გვი­კარ­გავს ჩვენ და ჩვენს ოჯა­ხებს, თუმ­ცა მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმ­დე­ნად დი­დია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, პა­ცი­ენ­ტე­ბი ვე­რა­სო­დეს ვერ გავ­წვდე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის ობი­ექ­ტუ­რად მა­ღალ ფასს.

- ხომ არ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე, რომ მსგავ­სი მე­დი­კა­მენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ფი­ნანსდე­ბა იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის და ამ მო­დე­ლის და­ნერგვა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­საც და­დე­ბი­თად წა­ად­გე­ბო­და?

- ამე­რი­კა­ში მე­დი­კა­მენტს კერ­ძო და­ზღვე­ვა ანა­ზღა­უ­რებს, არის ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ჩარ­თუ­ლია მის და­ფი­ნან­სე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად შვე­ი­ცა­რია სა­დაც 2020 წლი­დან იღე­ბენ ამ მე­დი­კა­მენტს და ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბიც აქვთ, სა­ო­ცა­რი ფაქ­ტია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და­ი­წყეს ჩა­მოს­ვლა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლის შე­სა­ძე­ნად.

- სამ­წუ­ხა­როდ, მო­ცე­მუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი იმ სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვის მხო­ლოდ ერთი ნაწ­ლია, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბით?

- გე­თან­ხმე­ბით, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, უპირ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნაა, რაც ყო­ველ­დღე უფრო და უფრო დიდი რის­კის ქვეშ დგე­ბა. ვი­აზ­რებთ, რომ სხვა მრა­ვალ პრობ­ლე­მას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო ახლა პან­დე­მი­ას და მის შე­დე­გებს ებ­რძვის, მაგ­რამ დრო აღარ ით­მენს და ის ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს. ხსე­ნე­ბულ სა­კი­თხშიც და ამის შემ­დეგ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა, რაც გუ­ლის­ხმობს თი­თო­ე­უ­ლი შშმ პი­რის სა­ჭი­რო­ე­ბის შეს­წავ­ლას, იქ­ნე­ბა ეს ასის­ტი­რე­ბა, ადაპ­ტი­რე­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა, თუ სას­მე­ნი აპა­რა­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ჩვენ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვეც­დე­ბით მი­ვაღ­წი­ოთ სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის და­ნერგვას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
1

სამწუხაროა რომ ამხელა თანხებზეა საუბარი. განა რამდენი უნდა შეძლოს საზოგადოებამ დახმარების შემთხვევაში. სახელმწიფოსთვისაც კი რთული უნდა იყოს, ეს ხომ 400 ლარი არაა((

gia
3

როცა ამბობთ, რომ სახელმწიფო დააფინანსებს რაღაცას უნდა იცოდეთ რომ მის უკან გადასახადების გადამხდელების გადახდილი ფულია და მთავრობის არაა ეს ფული, არც მთავრობა აჩენს არსაიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა

"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა

გიგა აბულაძეს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი იცნობს. ახალგაზრდას სპინალურ-კუნთოვანი ატროფია ექვსი თვის ასაკში დაუდგინეს და მას შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. ის არ გაზრდილა, როგორც სხვა ბავშვები, მუდმივად უწევდა დაბრკოლებების გადალახვა და დღის დიდ ნაწილს პატარა ოთახში, საყვარელ ძაღლთან ერთად ატარებდა...

გიგა აქტივისტია და მუდმივად ზრუნავს იმ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომლებსაც მის მსგავსად ეს დაავადება აქვთ, მათი რიცხვი კი საკმაოდ მცირეა.

საბედნიეროდ, პრეპარატი, რომელიც მდგომარეობას შეამსუბუქებს საქართველოშიც იყიდება, მაგრამ იმდენად ძვირია, რომ მის შესაძენად ადამიანები მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კი ფინანსური სიდუხჭირის გამო ნაკლებად ახერხებენ ყიდვას.

- გიგა, ვისაუბროთ თქვენი დაავადების შესახებ, რას წარმოადგენს სპინალურ-კუნთოვანი ატროფია, რა სირთულეებს გიქმნით ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- სპინალურ-კუნთოვანი ატროფია, თანდაყოლილი, პროგრესირებადი, იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც მე პირადად ექვსი თვის ასაკში გამომივლინდა. იმ დროისთვის ქართველმა ექიმებმა არაფერი იცოდნენ მის შესახებ და საკუთარ თავზე უამრავი ექსპერიმენტის გადატანა მომიხდა. კონკრეტულად ეს დაავადება იწვევს ზურგის ტვინში ნეირონების დაკარგვას, შედეგად ხდება კუნთის განლევა/ატროფია, რაც პირველ რიგში ვლინდება მოტორიკის შეზღუდვით, ამას ემატება ფილტვის ვენტილაციის ფუნქციის შეზღუდვა, საბოლოოდ კი, ნაადრევად წყდება სიცოცხლეც... მიუხედავად დაავადების სივერაგისა, ის გავლენას არ ახდენს გონებრივ განვითარებაზე, შეიძლება პირიქითაც ითქვას, ფიზიკური საზღვრები ჩვენს გონებას ჩამალულ შესაძლებლობებსაც კი უღვიძებს...

- მოგვიყევით იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ბავშვობიდან აწყდებოდით...

- მთელი ბავშვობა სახლში მაქვს გატარებული, დაახლოებით, 8 კვადრატულ ოთახში, რომელსაც ერთი ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც ხალხის დათვალიერება შემეძლო, ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო თეთრი ლაბრადორი, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა. შემდეგ შემოვიდა ინტერნეტი და ფორუმებზე გავიცანი უამრავი ადამიანი, ჩავები უამრავ პროექტში, მას შემდეგ დავიწყე სწავლა და განვითარება, ყველაფრის გაპროტესტება, არაადაპტირებული ქალაქით დაწყებული. ამჟამადაც კორპუსის ბინაში მიწევს ცხოვრება, რომელსაც არანაირი რესურსი არ აქვს ადაპტირებისთვის - სამყაროს ათი, უზარმაზარი, ნახევრად ჩამონგრეული საფეხური მაშორებს. სწორედ ამ საკითხებზე კომუნიკაციით გავიცანი ის ადამიანები ვისთან ერთადაც დღეს ვიბრძვი, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ერთმანეთს ვჭირდებით და ცალ-ცალკე ჩვენი ხმა დაკარგულია.

- მოგვიყევით თქვენი თემის შესახებ, რამდენი ადამიანი იზიარებს მსგავს პრობლემას?

- წოდება თემი არ მომწონს, თითქოს გამოგვყოფს საზოგადოებისგან, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ცალკე გამოყოფილები განსხვავებული საჭიროებების გამო. ამჟამად მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას "სკა ფაუნდეიშენ საქართველო", ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა სანუკვარი მიზნით, მივაღწიოთ სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტური მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსის სისტემურ დაფინანსებას, ყველასთვის, ასაკის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

სულ საქართველოში რამდენი ადამიანი ატარებს ხსენებულ დაავადებას უცნობია, სამწუხაროდ, ამ დროისთვის არ არსებობს პაციენტების ბაზა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ცნობილ ნევროლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ "სკა"-ს მატარებელი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და არ აღემატება ორნიშნა ციფრს.და რაც მთავარია, აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს სკრინინგის პროგრამის უზრუნველყოფა, რომელიც თავიდან აარიდებს მომავალ თაობებს დაავადებისგან გამოწვეულ გართულებებს.

საჭირო მედიკამენტოზური მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიღმა, ჩვენი მიზანია თითოეულ პაციენტს შევუქმნათ სრულფასოვნად ცხოვრების, განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძვლები, უზრუნველვყოთ სრული ხელმისაწვდომობა სერვისებზე, დავაკვირდეთ სკა-ს მქონე შშმ პირების/ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერილი პროგრამებით ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზციათა საქმიანობებს და სხვა.

ორგანიზაციის დამფუძნებლები, ჩემთან ერთად არიან, სიმონ პეტრიდისი, ანა გოგუაძე, გიორგი ლომთაძე, შოთა ჩინჩალაძე, ზურგს ჩვენი მშობლები გვიმაგრებენ ამ საქმეში და ზოგადად მთელი ცხოვრების მანძილზე.ყველა ის ადამიანი, ვინც შემოგვიერთდება და ჩვენთან ერთად იბრძოლებს, პირველ რიგში, მიიღებს ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს, ჩაერთვება უამრავ აქტივობაში და შეხვედრებში, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია მართავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

- არსებობს თუ არა რამე საშუალება - მედიკამენტი, რომელიც თქვენი და თქვენი თემის სხვა წევრების მდგომარეობას შეამსუბუქებს?

- დაავადების ეფექტური მკურნალობა 2016 წლამდე არ არსებობდა მსოფლიოში, ხდებოდა მხოლოდ მისი პროგრესის შენელება სხვადასხვა თერაპიებით, სიმპტომურად. თუმცა 2016 წლის შემდეგ, მრავალწლიანი კვლევების წყალობით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე გამოიყენება 3 სხვადასხვა ტიპის მედიკამენტოზური მკურნალობა: Spinraza - მწარმოებელი: Biogen Inc. აშშ,· Zolgensma - მწარმოებელი: Novartis International AG, შვეიცარია· Evrysdi - მწარმოებელი: Roche Holding AG, შვეიცარია.

ჩამოთვლილი მედიკამენტების წყალობით, ევროპასა და ამერიკაში პაციენტებმა მოახერხეს დაავადების პროგრესის შეჩერება და მეტიც, შეიძინეს უკვე დავიწყებული ან სულაც ახალი უნარები, რაც მათი ცხოვრების ხარისხს წარმოუდგენლად აუმჯობესებს და რაც მთავარია, ეს დაავადება მათი სიცოცხლისთვის უკვე აღარ წარმოადგენს განაჩენს.

ჩამოთვლილთაგან უკანასკნელი (Evrysdi) არის ყველაზე ეფექტიანი და მას მასიურად მოიხმარენ, რაც ყველაზე საოცარია, ის უკვე საქართველოშიც დარეგისტრირდა და იყიდება კიდეც.

ეს არის სუსპენზია, სტანდარტულ კონდიციებში, ინიშნება 5.0 მგ დღეში (ყოველდღე). ფლაკონში მოთავსებულია სულ 60 მგ. ანუ 365 დღისთვის თითოეულს დაგვჭირდება 30-31 ფლაკონი. ერთი ფლაკონის სააფთიაქო ღირებულება არის 4000 დოლარის ექვივალენტი ლარში.მედიკამენტი გვესაჭიროება კონკრეტულ თერაპიასთან ერთად, რაც გულისხმობს სუნთქვით ვარჯიშებს, შემდეგ ცურვას, ჯირითს და ა.შ. ინდივიდუალურად.

ფაქტი, რომ მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომი და ლიცენზირებულია, მოსვენებას გვიკარგავს ჩვენ და ჩვენს ოჯახებს, თუმცა მისი ღირებულება იმდენად დიდია, რომ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, პაციენტები ვერასოდეს ვერ გავწვდებით მკურნალობის ობიექტურად მაღალ ფასს.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რომელიმე ქვეყნის მაგალითზე, რომ მსგავსი მედიკამენტი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება იქაური მოქალაქეებისათვის და ამ მოდელის დანერგვა ჩვენს რეალობასაც დადებითად წაადგებოდა?

- ამერიკაში მედიკამენტს კერძო დაზღვევა ანაზღაურებს, არის ევროპული ქვეყნები, სადაც სახელმწიფო ჩართულია მის დაფინანსებაში, მაგალითად შვეიცარია სადაც 2020 წლიდან იღებენ ამ მედიკამენტს და ძალიან კარგი შედეგებიც აქვთ, საოცარი ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყეს ჩამოსვლა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებმა აღნიშნული წამლის შესაძენად.

- სამწუხაროდ, მოცემული მედიკამენტი იმ სირთულის გადალახვის მხოლოდ ერთი ნაწლია, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებით?

- გეთანხმებით, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, უპირველესი და უმნიშვნელოვანესი სიცოცხლის გადარჩენაა, რაც ყოველდღე უფრო და უფრო დიდი რისკის ქვეშ დგება. ვიაზრებთ, რომ სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად საქართველო ახლა პანდემიას და მის შედეგებს ებრძვის, მაგრამ დრო აღარ ითმენს და ის ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ხსენებულ საკითხშიც და ამის შემდეგ, აუცილებელია სისტემური მიდგომების დანერგვა, რაც გულისხმობს თითოეული შშმ პირის საჭიროების შესწავლას, იქნება ეს ასისტირება, ადაპტირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუ სასმენი აპარატით უზრუნველყოფა, ჩვენ ყველა მიმართულებით ვეცდებით მივაღწიოთ სისტემური მიდგომის დანერგვას.

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები