მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, დღეს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, 8 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, გა­აგ­რძე­ლეს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მოხ­და მათი და­კა­ვე­ბა. შსს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი.

"სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ად­გი­ლი კარ­ვის გა­საშ­ლე­ლად.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ კა­რა­ვი გაშ­ლი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რედ, რა­შიც პო­ლი­ცი­ას მათ­თვის ხელი არ შე­უშ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ კარ­ვის გან­თავ­სე­ბას, "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის, მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ეზღუ­დე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ გა­ნა­თავ­სონ კა­რა­ვი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, და­იც­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი, თავი შე­ი­კა­ვონ მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის­გან და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს.

სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის მიერ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი",-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

,,AMPREDUZZO,,
0

,,ЧЕМ БОЛЬШЕ, ТЕМ ЛУЧШЕ,,

ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს, 8 პირი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

"საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად.

მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსებას, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოს წინ განათავსონ კარავი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე

"პირზე ხელი ამაფარა, მირტყამდა...სულ ნაცემი ვარ" - ყვარელში 73 წლის ქალი შეიარაღებულმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა

კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და 10 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"