სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი
"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი თვლის, რომ ქვე­ყა­ნამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ის შან­სი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მამ გა­ა­ჩი­ნა. ექ­სპრე­მი­ე­რის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე პოსტს ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს.

"ორზე ცოტა მეტი სი­ტყვა გა­ხა­რი­ას ლა­ი­ქებ­სა და დის­ლა­ი­ქებ­ზე. პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ ჩვენ­ში მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა კი არა, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი და რა­დი­კა­ლი­ზე­ბუ­ლი.

შუა აქაც გაკ­რე­ფი­ლია - ან ან­გე­ლო­ზი ხარ, ან უკა­ნას­კნე­ლი ნა­ძი­რა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ ვწუ­წუ­ნებთ და ცვლი­ლე­ბებს ვი­თხოვთ, რე­ა­ლუ­რად არაფ­რის შეც­ვლა არ გვინ­და.

სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ხა­რია არც ან­გე­ლო­ზია და არც ნა­ძი­რა­ლა, უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­ულ­მა პრო­ცეს­მა ის დატ­ვირ­თა რო­გორც ცოდ­ვე­ბით, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბე­ბით. ჩვენც მას, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ასე უნდა შევ­ხე­დოთ, მთე­ლი თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბით და არა ზე­და­პი­რუ­ლად, პლა­კა­ტუ­რად ვა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ან პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ფაქ­ტი ერ­თია - მის­მა დღე­ვან­დელ­მა ნა­ბი­ჯ­მა გა­ა­ჩი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის კო­რექ­ტი­რე­ბის შან­სი უკე­თე­სო­ბის­კენ. ანუ, კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის­თვის მან გა­ა­კე­თა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე მთელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ან, ოპო­ზი­ცი­ა­ნად.

ჩვენ კი ნაც­ვლად იმი­სა, რომ ეს შან­სი და­ვი­ნა­ხოთ და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მისი ძვე­ლი ცოდ­ვე­ბის გან­ხილ­ვით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, ან მისი პერ­სო­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი.

მე­გობ­რე­ბო, მისი დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯის და­ფა­სე­ბა არ ნიშ­ნავს ძვე­ლი ცოდ­ვე­ბის გა­ნუ­ლე­ბას. მისი პლი­უ­სე­ბის და მი­ნუ­სე­ბის სალ­დო შედ­გე­ბა და და­ვი­ნა­ხავთ რა გა­და­წო­ნის. ახლა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ შან­სი, რო­მე­ლიც მის­მა გა­დად­გო­მამ გა­ა­ჩი­ნა. ეს არის მთა­ვა­რი" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო@
62

რას ბრძანებ ბატონო ექსპერტო, ყველაფერს ბატონი განაგებს. როგორ ფიქრობთ კობახიძემ, კალაძემ, მდინარაძემ... დანიშნეს ღარიბაშვილი? ასევე შეკვეთით გადადგა გახარია და ალბათ ისევე დაბრუნდება მშრომელთა მოთხოვნით

ირმა
35
რა გველაძუაა ეს კაცი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის შანსი, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომამ გააჩინა. ექსპრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პოსტს ხუხაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ორზე ცოტა მეტი სიტყვა გახარიას ლაიქებსა და დისლაიქებზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენში მხოლოდ პოლიტიკური ელიტა კი არა, მთელი საზოგადოებაა პოლარიზებული და რადიკალიზებული.

შუა აქაც გაკრეფილია - ან ანგელოზი ხარ, ან უკანასკნელი ნაძირალა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწუწუნებთ და ცვლილებებს ვითხოვთ, რეალურად არაფრის შეცვლა არ გვინდა.

სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ ისტორიულმა პროცესმა ის დატვირთა როგორც ცოდვებით, ასევე წარმატებებით. ჩვენც მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ასე უნდა შევხედოთ, მთელი თავისი სირთულეებით და არა ზედაპირულად, პლაკატურად ვაფასოთ საკუთარი შეხედულებების, ან პოზიციების შესაბამისად.

ფაქტი ერთია - მისმა დღევანდელმა ნაბიჯმა გააჩინა პოლიტიკური პროცესის კორექტირების შანსი უკეთესობისკენ. ანუ, კრიზისიდან გამოსვლისთვის მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან, ოპოზიციანად.

ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ეს შანსი დავინახოთ და გამოვიყენოთ, მისი ძველი ცოდვების განხილვით ვართ დაკავებული, ან მისი პერსონით აღფრთოვანებული.

მეგობრებო, მისი დღევანდელი ნაბიჯის დაფასება არ ნიშნავს ძველი ცოდვების განულებას. მისი პლიუსების და მინუსების სალდო შედგება და დავინახავთ რა გადაწონის. ახლა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც მისმა გადადგომამ გააჩინა. ეს არის მთავარი" - წერს ხუხაშვილი.

"კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით..." - რას წერს ბაია პატარაია ბასილაშვილის ფედერერზე გამარჯვების შემდეგ

"გუშინ რომ ჩააბეტონეს და დღეს ზენიტამდე აიყვანეს..." - როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ გამარჯვებას "ფეისბუქზე"?

"ჯერ კიდევ შეგიძლია მითხრა - "მე გავდივარ პოლიტიკიდან, ერთად დავამთავროთ", ახლაც გამოგყვები" - ხუხაშვილი ივანიშვილს მიმართავს