მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებაა სოფლისა და საწარმოს კვერცხს შორის, რომელი უფრო სასარგებლოა და როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა პროდუქტი - რჩევები სპეციალისტისგან
რა განსხვავებაა სოფლისა და საწარმოს კვერცხს შორის, რომელი უფრო სასარგებლოა და როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა პროდუქტი - რჩევები სპეციალისტისგან

ხში­რად ის­მის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, არის თუ არა კვერ­ცხი სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი, სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ თით­ქოს ის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ხელს უწყობს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დაგ­რო­ვე­ბას, ამი­ტომ, ზო­გი­ერ­თი მის მი­ღე­ბას თავს არი­დებს... მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა, ორ­გა­ნიზ­მის­თვის ეს პრო­დუქ­ტი, რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ და რა უნდა ვი­ცო­დეთ კვერ­ცხის შე­ძე­ნი­სას. ამ თე­მა­ზე სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- კვერ­ცხი სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც მდი­და­რია D,H,K ვი­ტა­მი­ნე­ბით, მი­ნე­რა­ლე­ბი­დან - კალ­ცი­უ­მით, თუ­თი­ით, რკი­ნით. მას­ში არის შე­უც­ვლე­ლი ამი­ნიმ­ჟა­ვა B4, რო­მე­ლიც ღვიძლს ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მისი დიდი რა­ო­დე­ნი­ბით მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, მას­ში ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის გამო. სა­ურ­ვე­ლია, კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ის დო­ზი­რე­ბუ­ლად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- კი, მაგ­რამ რო­მე­ლი კვერ­ცხი უნდა მი­ვი­ღოთ? ეს პრო­დუქ­ტი მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზე ხა­რის­ხე­ბის მი­ხედ­ვით აწყვია. რა გან­სა­ზღვრავს მის ხა­რის­ხებს და რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი კვერ­ცხი?

- მა­ღა­ზი­ებ­ში დახ­ლებ­ზე გხვდე­ბა, სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის, გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლი ზო­მის და ფე­რის კვერ­ცხი, მაგ­რამ ხში­რად მო­თხოვ­ნა­დი უმე­ტე­სად ქათ­მის თეთ­რი ფე­რის კვერ­ცხია, რო­მე­ლიც ზო­მის მი­ხედ­ვით იყო­ფა 3 კა­ტე­გო­რი­ად - ეს არის - II კა­ტე­გო­რია, l კა­ტე­გო­რია და 0 კა­ტე­გო­რია. 0 კა­ტე­გო­რი­ის კვერ­ცხი ზო­მა­ში შე­და­რე­ბით დი­დია და ფა­სიც ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვებ­თან შე­და­რე­ბით.

ხა­რის­ხი­ა­ნი კვერ­ცხის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კვერ­ცხის და­დე­ბის თა­რი­ღი, რო­მე­ლიც და­ტა­ნი­ლია თი­თო­ე­ულ კვერ­ცხზე. პრო­დუქ­ტი და­დე­ბი­დან 1-7 დღემ­დე ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლოა. რაც უფრო დიდი ხნის არის ის, მას­ში უფრო ნაკ­ლე­ბა­დაა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი... შე­ნახ­ვის ვა­დე­ბია: +2დან +10 გრა­დუ­სამ­დე 30 დღე, ხოლო +10-იდან 20 გრა­დუ­სამ­დე კი - 21 დღე.

- რა საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს კვერ­ცხთან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა იცო­დეს?

- კვერ­ცხის საფრ­თხე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ბაქ­ტე­რია სალ­მო­ნე­ლა, რო­მე­ლიც ქა­თამს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ემარ­თე­ბა, ხოლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­თა­მი­დან კვერ­ცხს. სალ­მო­ნე­ლა­თი დინ­ფი­ცი­რე­ე­ბის შემ­დეგ, სალ­მო­ნე­ლო­ზი ვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­აა.

იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ კვერ­ცხის­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე­ე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მწარ­მო­ბელ­მა და­იც­ვას ყვე­ლა სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მა კვერ­ცხის წარ­მო­ე­ბის დროს, ასე­ვე ხში­რად გა­ა­კე­თოს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზი. ეს იმის­თვის, რომ სურ­სა­თის და­ბინ­ძუ­რე­ბის რის­კი მი­ნუ­მუმ­დე იყოს და­სუ­ლი. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დის­ტრი­ბუ­ცი­ის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს და­ცუ­ლი იყოს უვ­ნე­ბე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი, რათა არ მოხ­დეს კვერ­ცხის გა­ფუ­ჭე­ბა.

- სოფ­ლის კვერ­ცხის უვ­ნებ­ლო­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა მი­თია, თუ რე­ა­ლო­ბა? ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რა სხვა­ო­ბაა სოფ­ლის კვერ­ცხსა და სა­წარ­მოს კვერ­ცხს შო­რის?

- ზო­გა­დად კვერ­ცხის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქა­თამ­ზე და იმ საკ­ვებ­ზე, რა­საც იღებს, ამი­ტომ არ აქვს გან­სხვა­ვე­ბა სოფ­ლის იქ­ნე­ბა, თუ სა­წარ­მო­სი, მთა­ვა­რია, იყოს ჯან­სა­ღის საკ­ვე­ბით გა­მოზ­რდი­ლი ქა­თა­მი, რომ უვ­ნე­ბე­ლი კვერ­ცხი მოგ­ვცეს. პი­რა­დად მე რე­კო­მენ­და­ცი­ას არ ვუ­წევ სოფ­ლის კვერ­ცხს, რად­გან იქ თით­ქმის არ ხდე­ბა პრო­დუქ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა, არ კონ­ტროლ­დე­ბა კვერ­ცხის და­დე­ბის დრო და ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი. ასე­ვე დიდი რის­კია, სალ­მო­ნე­ლას ბაქ­ტე­რი­ის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის. თუ მა­ინ­და­მა­ინც სოფ­ლის კვერ­ცხი გსურთ, რომ მი­ირ­თვათ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ხარ­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ი­ღეთ, რად­გან ბაქ­ტე­რია სალ­მო­ნე­ლა 100 გრა­დუს­ზე გა­ცხე­ლე­ბი­სას იღუ­პე­ბა.

- ნა­ხე­ვარდ უმი კვერ­ცხი რა­ტო­მაა სა­ში­ში და კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მის­მა მი­ღე­ბამ?

- ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლუ­რი სურ­სა­თის მი­ღე­ბა უმად ან ნა­ხევ­რად უმ მდგი­მა­რე­ო­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­თვის გას­ცე­მენ რე­კომნდა­ცი­ებს, რომ ცხო­ვე­ლუ­რი სურ­სა­თი აუ­ცილბ­ლად უნდა და­მუ­შავ­დეს მი­ნი­მუმ 70 გრა­დუს­ზე! გა­გი­ზი­ა­რებთ რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ წესს იმის­თვის, რომ გა­ი­გოთ, კვერ­ცხი ახა­ლია თუ არა, გარ­და კვერ­ცხზე და­ტა­ნი­ლი დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი­სა (და­დე­ბი­დან 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო), ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ხელ­ში აი­ღოთ და „შე­ან­ჯღ­რი­ოთ“ თუ მას­ში არ­სე­ბუ­ლი მასა მოძ­რა­ობს ე.ი. დიდი ხნი­საა, თუ არა, ახა­ლია. ასე­ვე, მო­ხარ­შვის შემ­დგომ შუ­ა­ზე გა­ჭე­რით, შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი გული შუ­ა­ში უნდა იყოს გა­ჩე­რე­ბუ­ლი, თუ კვერ­ცხის კი­დის რო­მე­ლი­მე მხა­რე­საა, მა­შინ ძვე­ლია. ახალ­და­დე­ბუ­ლი კვერ­ცხი წყლი­ან ჭი­ქა­ში ჩაგ­დე­ბი­სას ძირ­ზე წავა, ხოლო ძვე­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი - ზე­და­პირ­ზე ამო­ტივ­ტი­ტივ­დე­ბა.

- მწყე­რის კვერ­ცხი სა­სარ­გებ­ლოა?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი ქათ­მის კვერ­ცხთან შე­და­რე­ბით უფრო სა­სარ­გებ­ლოა, მას­ში 5-ჯერ მე­ტია იმ ვი­ტა­მი­ნე­ბის და მი­ნე­რა­ლე­ბის რი­ცხვი, რაც ქათ­მის კვერ­ცხშია. მწყე­რი არ ავად­დე­ბა სალ­მო­ნე­ლა­თი. მისი კვერ­ცხის სალ­მო­ნე­ლა­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კიც არ არ­სე­ბობს. ეს პრო­დუქ­ტი სა­სარ­გებ­ლო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, მათ 1 წლი­დან უნიშ­ნა­ვენ. მი­ღე­ბის დღი­უ­რი ნორ­მა - 1-2 წლმდე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის არის დრე­ში 1 ცალი. იმის­თვის, რომ ვი­ყოთ ჯან­მრთე­ლე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი მცი­რე და­ფიქ­რე­ბას, ყუ­რა­დღე­ბას და რა თქმა უნდა, ცოდ­ნა­საც მო­ი­თხოვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვი–რუსი
44

რამდენი გადაგიხდეს ქათამებმა შე მართლა კვერცხო,სოფლის კვერცხი თუ გიჭამია ერთხელ მაინც? 

Dsh
3

მართლა კვერცხია! სოფლის ნატურალური კვერცხი არ ვარგა და პრემიქსიანი კარგია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა განსხვავებაა სოფლისა და საწარმოს კვერცხს შორის, რომელი უფრო სასარგებლოა და როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა პროდუქტი - რჩევები სპეციალისტისგან

რა განსხვავებაა სოფლისა და საწარმოს კვერცხს შორის, რომელი უფრო სასარგებლოა და როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა პროდუქტი - რჩევები სპეციალისტისგან

ხშირად ისმის საუბარი იმაზე, არის თუ არა კვერცხი სასარგებლო პროდუქტი, საუბრობენ იმაზეც, რომ თითქოს ის ადამიანის ორგანიზმში ხელს უწყობს ქოლესტერინის დაგროვებას, ამიტომ, ზოგიერთი მის მიღებას თავს არიდებს... მართლაც აუცილებელია თუ არა, ორგანიზმისთვის ეს პროდუქტი, რა რაოდენობით უნდა მივიღოთ და რა უნდა ვიცოდეთ კვერცხის შეძენისას. ამ თემაზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვესაუბრება:

- კვერცხი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც მდიდარია D,H,K ვიტამინებით, მინერალებიდან - კალციუმით, თუთიით, რკინით. მასში არის შეუცვლელი ამინიმჟავა B4, რომელიც ღვიძლს ნორმალურ ფუნქციონირებაში ეხმარება, მაგრამ მისი დიდი რაოდენიბით მიღება რეკომენდებული არ არის, მასში ქოლესტერინის შემცველობის გამო. საურველია, კვების რაციონში ის დოზირებულად იქნას გამოყენებული.

- კი, მაგრამ რომელი კვერცხი უნდა მივიღოთ? ეს პროდუქტი მაღაზიის თაროებზე ხარისხების მიხედვით აწყვია. რა განსაზღვრავს მის ხარისხებს და როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვერცხი?

- მაღაზიებში დახლებზე გხვდება, სხვადასხვა მწარმოებლის, განსახვავებული ზომის და ფერის კვერცხი, მაგრამ ხშირად მოთხოვნადი უმეტესად ქათმის თეთრი ფერის კვერცხია, რომელიც ზომის მიხედვით იყოფა 3 კატეგორიად - ეს არის - II კატეგორია, l კატეგორია და 0 კატეგორია. 0 კატეგორიის კვერცხი ზომაში შედარებით დიდია და ფასიც ოდნავ განსხვავებულია სხვებთან შედარებით.

ხარისხიანი კვერცხის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კვერცხის დადების თარიღი, რომელიც დატანილია თითოეულ კვერცხზე. პროდუქტი დადებიდან 1-7 დღემდე ყველაზე სასარგებლოა. რაც უფრო დიდი ხნის არის ის, მასში უფრო ნაკლებადაა სასარგებლო თვისებები... შენახვის ვადებია: +2დან +10 გრადუსამდე 30 დღე, ხოლო +10-იდან 20 გრადუსამდე კი - 21 დღე.

- რა საფრთხეები არსებობს კვერცხთან დაკავშირებით, რაც მომხმარებელმა უნდა იცოდეს?

- კვერცხის საფრთხეებიდან ყველაზე საყურადღებოა, ბაქტერია სალმონელა, რომელიც ქათამს დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ ემართება, ხოლო დაინფიცირებული ქათამიდან კვერცხს. სალმონელათი დინფიცირეების შემდეგ, სალმონელოზი ვითარდება, რომელიც ძალიან საშიში ინფექციაა.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კვერცხისგან მომავალი საფრთხეები, აუცილებელია, მწარმობელმა დაიცვას ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა კვერცხის წარმოების დროს, ასევე ხშირად გააკეთოს საკუთარი პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი. ეს იმისთვის, რომ სურსათის დაბინძურების რისკი მინუმუმდე იყოს დასული. ასევე აუცილებელია, დისტრიბუციის და რეალიზაციის დროს დაცული იყოს უვნებელი ტემპერატურული რეჟიმები, რათა არ მოხდეს კვერცხის გაფუჭება.

- სოფლის კვერცხის უვნებლობაზე არსებული მოსაზრება მითია, თუ რეალობა? ასევე საინტერესოა, რა სხვაობაა სოფლის კვერცხსა და საწარმოს კვერცხს შორის?

- ზოგადად კვერცხის ხარისხი დამოკიდებულია ქათამზე და იმ საკვებზე, რასაც იღებს, ამიტომ არ აქვს განსხვავება სოფლის იქნება, თუ საწარმოსი, მთავარია, იყოს ჯანსაღის საკვებით გამოზრდილი ქათამი, რომ უვნებელი კვერცხი მოგვცეს. პირადად მე რეკომენდაციას არ ვუწევ სოფლის კვერცხს, რადგან იქ თითქმის არ ხდება პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა, არ კონტროლდება კვერცხის დადების დრო და ტემპერატურული რეჟიმი. ასევე დიდი რისკია, სალმონელას ბაქტერიის დაინფიცირების. თუ მაინდამაინც სოფლის კვერცხი გსურთ, რომ მიირთვათ, აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში მიიღეთ, რადგან ბაქტერია სალმონელა 100 გრადუსზე გაცხელებისას იღუპება.

- ნახევარდ უმი კვერცხი რატომაა საშიში და კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა მიღებამ?

- ნებისმიერი ცხოველური სურსათის მიღება უმად ან ნახევრად უმ მდგიმარეობაში არ შეიძლება, სურსათის უვნებლობის წამყვანი სპეციალისტები ყოველთვის გასცემენ რეკომნდაციებს, რომ ცხოველური სურსათი აუცილბლად უნდა დამუშავდეს მინიმუმ 70 გრადუსზე! გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ წესს იმისთვის, რომ გაიგოთ, კვერცხი ახალია თუ არა, გარდა კვერცხზე დატანილი დამზადების თარიღისა (დადებიდან 7 დღის განმავლობაში არის ყველაზე სასარგებლო), ასევე შეგიძლიათ ხელში აიღოთ და „შეანჯღრიოთ“ თუ მასში არსებული მასა მოძრაობს ე.ი. დიდი ხნისაა, თუ არა, ახალია. ასევე, მოხარშვის შემდგომ შუაზე გაჭერით, შიგნით არსებული გული შუაში უნდა იყოს გაჩერებული, თუ კვერცხის კიდის რომელიმე მხარესაა, მაშინ ძველია. ახალდადებული კვერცხი წყლიან ჭიქაში ჩაგდებისას ძირზე წავა, ხოლო ძველი, გაფუჭებული - ზედაპირზე ამოტივტიტივდება.

- მწყერის კვერცხი სასარგებლოა?

- აღნიშნული პროდუქტი ქათმის კვერცხთან შედარებით უფრო სასარგებლოა, მასში 5-ჯერ მეტია იმ ვიტამინების და მინერალების რიცხვი, რაც ქათმის კვერცხშია. მწყერი არ ავადდება სალმონელათი. მისი კვერცხის სალმონელათი დაინფიცირების რისკიც არ არსებობს. ეს პროდუქტი სასარგებლო და აუცილებელია ბავშვებისათვის, მათ 1 წლიდან უნიშნავენ. მიღების დღიური ნორმა - 1-2 წლმდე ასაკის ბავშვებისთვის არის დრეში 1 ცალი. იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ყველაფერი მცირე დაფიქრებას, ყურადღებას და რა თქმა უნდა, ცოდნასაც მოითხოვს.