მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიანისტი მეუღლე, 8 შვილი და ოჯახის ამერიკული ცხოვრება - ვინ არის და რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე
პიანისტი მეუღლე, 8 შვილი და ოჯახის ამერიკული ცხოვრება - ვინ არის და რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

ერთი თვის წინ, მას შემ­დეგ რაც გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­დად­გა და ქვე­ყა­ნას ახა­ლი მთავ­რო­ბა ჰყავს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო.

43 წლის მი­ნისტრს მე­უღ­ლე და 8 შვი­ლი ჰყავს. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო ფა­კულ­ტე­ტი, ასე­ვე გავ­ლი­ლი აქვს ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბი ქა­ლაქ ოქსფორ­დის (Swan) სკო­ლა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას:

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე ფლობს ბი­ნას, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 000 ლა­რია. 3 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ნინო მხე­ი­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 3 სახ­ლი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ბა­გე­ბის სა­ტყეო უბან­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­მი­ვეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯამ­ში 465 000 ლა­რია.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰი­უნ­დაი ტუქ­სო­ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 25000 ლა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­სავ­ლებს, მი­ნისტრს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში უფიქ­სირ­დე­ბა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე 2019 წელს 54 000 ლარი მი­ი­ღო, ხოლო შემ­დეგ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტზე ყოფ­ნი­სას 22 500 ლარი.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მე­უღ­ლე ნინო მხე­ი­ძე პრო­ფე­სი­ით პი­ა­ნის­ტია. ის 15 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და. რო­გორც ამ­ბობს, შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში დედა ეხ­მა­რე­ბო­და. ნინო მხე­ი­ძე მა­შინ სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და.

ოჯა­ხი­სა და პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ ნი­ნომ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ოთხი წლის წინ ისა­უბ­რა. მა­შინ გა­და­ცე­მა­ში შვი­ლებ­თან ერ­თად მი­ვი­და. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ცოლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის ფონდ "ქარ­თულ გენ­შია" გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და დე­დე­ბი სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

"ჩემი გა­თხო­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან დე­დამ იყო­ჩა­ღა, რომ ჩემი საქ­მის­თვის თავი არ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. 15 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, 16 წლი­სას შვი­ლი მყავ­და. დე­კემ­ბერ­ში შვი­ლი შე­მე­ძი­ნა და მა­ის­ში ჯან­სუღ კა­ხი­ძის კონ­ცერ­ტზე და­ვუ­კა­რი.“ - ჰყვე­ბა ნინო მხე­ი­ძე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

ოჯა­ხი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და. მამა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე მუ­შა­ობ­და, დედა კი შვი­ლებ­თან ერ­თად მარ­ტო იყო, მა­შინ ოთხი შვი­ლი ჰყავ­და ნი­ნოს.

რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ო­რე შვი­ლი დათო ჰყვე­ბა, მა­შინ 11 წლის იყო და დე­დას შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და. შემ­დეგ ნი­ნო­მაც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ამე­რი­კა­ში, ქარ­თულ სკო­ლა­ში მუ­სი­კა­ში გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­და. შვი­ლე­ბი ამ დროს ბა­ღებ­სა და სკო­ლებ­ში ჰყავ­და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბურ­ჭუ­ლა­ძეს 2013-2014 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის აშშ-ში ვი­ზი­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბის შე­ძე­ნის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან მი­ღე­ბუ­ლი აქვს ორი პი­რა­დი მად­ლო­ბა;

მი­ღე­ბუ­ლი აქვს სხვა­დას­ხვა ჯილ­დო­ე­ბი და სი­გე­ლე­ბი;მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სე­მი­ნარ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში;

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

ბიჯოოოუუ იმდენად დებილი როგორ ხარ რომ პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულს აღიარებ, პირდაპირ სსკ 140-ე მუხლი შეგეასაბამება 9წლიანი პპატიმრობით! 

zaza
3

ბატონო ჯუანშერ ჯარში თუ ხართ ნამსახურები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პიანისტი მეუღლე, 8 შვილი და ოჯახის ამერიკული ცხოვრება - ვინ არის და რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

პიანისტი მეუღლე, 8 შვილი და ოჯახის ამერიკული ცხოვრება - ვინ არის და რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

ერთი თვის წინ, მას შემდეგ რაც გიორგი გახარია გადადგა და ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს, თავდაცვის მინისტრად ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა. მანამდე ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე იყო.

43 წლის მინისტრს მეუღლე და 8 შვილი ჰყავს. დამთავრებული აქვს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი, ასევე გავლილი აქვს ინგლისური ენის კურსები ქალაქ ოქსფორდის (Swan) სკოლაში.

რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას:

ჯუანშერ ბურჭულაძე თბილისში, ნუცუბიძეზე ფლობს ბინას, რომლის ღირებულება 300 000 ლარია. 3 საცხოვრებელი სახლი, რომელიც მინისტრის დეკლარაციაშია მითითებული მეუღლის სახელზეა გაფორმებული. კერძოდ, ნინო მხეიძის მფლობელობაშია 3 სახლი, რომლებიც თბილისში ბაგების სატყეო უბანში მდებარეობს. სამივეს ღირებულება ჯამში 465 000 ლარია.

ჯუანშერ ბურჭულაძის მფლობელობაშია ავტომობილი ჰიუნდაი ტუქსოში, რომლის ღირებულება 25000 ლარია. რაც შეეხება შემოსავლებს, მინისტრს დეკლარაციაში უფიქსირდება, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტზე 2019 წელს 54 000 ლარი მიიღო, ხოლო შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას 22 500 ლარი.

ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლე ნინო მხეიძე პროფესიით პიანისტია. ის 15 წლის ასაკში გათხოვდა. როგორც ამბობს, შვილების გაზრდაში დედა ეხმარებოდა. ნინო მხეიძე მაშინ სკოლაში მუშაობდა.

ოჯახისა და პროფესიის შესახებ ნინომ "რუსთავი 2"-ის ეთერში ოთხი წლის წინ ისაუბრა. მაშინ გადაცემაში შვილებთან ერთად მივიდა. მაღალჩინოსნის ცოლი მრავალშვილიანი დედების ფონდ "ქართულ გენშია" გაწევრიანებული და დედები სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები.

"ჩემი გათხოვების პირველივე დღიდან დედამ იყოჩაღა, რომ ჩემი საქმისთვის თავი არ დამენებებინა. 15 წლის ასაკში გავთხოვდი, 16 წლისას შვილი მყავდა. დეკემბერში შვილი შემეძინა და მაისში ჯანსუღ კახიძის კონცერტზე დავუკარი.“ - ჰყვება ნინო მხეიძე პირად ცხოვრებაზე.

ოჯახი გარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდა. მამა ჯუანშერ ბურჭულაძე მუშაობდა, დედა კი შვილებთან ერთად მარტო იყო, მაშინ ოთხი შვილი ჰყავდა ნინოს.

როგორც ინტერვიუში მეორე შვილი დათო ჰყვება, მაშინ 11 წლის იყო და დედას შვილების გაზრდაში ძალიან ეხმარებოდა. შემდეგ ნინომაც დაიწყო მუშაობა და ამერიკაში, ქართულ სკოლაში მუსიკაში გაკვეთილებს ატარებდა. შვილები ამ დროს ბაღებსა და სკოლებში ჰყავდა გადანაწილებული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბურჭულაძეს 2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა;

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები;მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში;