დღეიდან REDMED-ი საქართველოს ფარგლებს სცდება და ახალი, ინოვაციური პროექტის ფარგლებში გთავაზობთ ვიდეო კონსულტაციის შესაძლებლობას საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან. პროგრამაში ჩართულნი არიან სხვადასხვა მიმართულების გამოცდილი პროფესიონალები მედიცინის დარგში ისეთი წამყვანი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია და ამერიკა:
● გინეკოლოგი - პაატა სარია | გერმანია
● რადიოლოგი - ლევან ღლონტი | გერმანია
● უროლოგი - ოთო ბუხრაშვილი | გერმანია
● ნევროლოგი - ნატო გუგუშვილი | გერმანია
● გინეკოლოგი - სოფო იზორია | გერმანია
● ინფექციონისტი - გიორგი კურდღელაშვილი | ამერიკა
● პედიატრი - ანა დათუნაშვილი | ამერიკა
● ბავშვთა ონკოჰემატოლოგი - ნატა ნეფარიძე | ამერიკა
● ნევროლოგი - დავით ტყეშელაშვილი | ამერიკა
ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის დროს სრული ინფორმირება დიაგნოზისა და პროგნოზის შესახებ ადამიანის უფლებაცაა და საუკეთესო გამოსავლის საწინდარიც. საზღვარგარეთ მეორეული აზრის მოძიების პროცესი შეიძლება საკმაოდ დამღლელი, დიდ დროსა და ხარჯებთან დაკავშირებული იყოს. REDMED-თან ერთად კი ამ ყველაფერზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ - დისტანციურ კონსულტაციას ექიმებთან საზღვარგარეთ მარტივად გაივლით.
ვიდეო კონსულტაციაზე ჩაწერა სასურველ სპეციალისტთან, როგორც REDMED-ის აპლიკაციით, ისე ვებ-გვერდითაა შესაძლებელი.
კონსულტაციის დაჯავშნამდე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თითოეული სპეციალისტის პროფილს გაეცნოთ, მათ შორის, სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებსაც.
REDMED საქართველოში პირველი ციფრული სამედიცინო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე სერვისს სწრაფად და მარტივად აწვდის. REDMED-ით შეგიძლია:
● ექიმთან ვიდეო და სატელეფონო კონსულტაცია
● ექიმის სახლში გამოძახება
● აფთიაქის სახლში გამოძახება
● ლაბორატორიული კვლევები
ჩვენ ვზრუნავთ, რომ ნებისმიერმა მომხმარებლემა სასურველი სამედიცინო მომსახურება რაც შეიძლება კომფორტულად და დროულად მიიღოს.
R
...ლევან ღლონტი არის მაღალი დონის პროფესიონალი!!! უაღრესად განათლებული, ადამიანმა მედიცინაში ყველაფერი იცის!!! ლევანმა დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ მუშაობდა ონკოლოგიის ინსტიტუტში და იქ შემთხვევით , 90- იან წლებში, ერთ-ერთმა გერმანელი პროფესორი , რომელიც ქართველ ცნობილ ონკოლოგთან ერთად ხსნიდა ერთობლივ კლინიკას, აღფრთოვანდა ლევანის ნიჭიერებით და უთხრა, რომ მისი ადგილი იქ არ იყო და წაიყვანა გერმანიაში, იქ კი როგორც შვილს ისე უპატრონა!!!მედიცინა მისთვის არის უპირველესი , სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია!!! ნამდვილი ქართველი, თავისი ქვეყნის მოყვარული, გულისხმიერი, თუ რამე კარგი ეპითეტი არსებობს, ლევანი ყველას იმსახურებს!!! ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ასეთი პროფესიონალი და უმაგრესი ადამიანი, მე სხვა არ შემხვედრია!!! ამ ადამიანში თავმოყრილია ყველაფერი კარგი!!! ნამდვილი ქრისტიანი, ჰყავს ძალინ კარგი მეუღლე, სამი კარგი შვილი!!! ყველას დამხმარე ოჯახია,სულ იმის ფიქრში არიან თუ ვის როგორ დაეხმარონ!!! მოკლედ ასეთი პროფესიონალი და პლუს მაგარი ადამიანი მეორე არ არსებობს!!! შემიძლია ლევანი შესახებ ვწერო და ვწერო...!!!
იქნებ გამოქვეყნოთ კომენტარი, ორჯერ გამოვაგზავნე... მადლობა