მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია
რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია

მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის სა­ბა­დოა,ორ­გა­ნიზ­მი­დან დევ­ნის ცუდ ქო­ლეს­ტე­რინს, აქ­ვე­ი­თებს ტრიგ­ლი­ცე­რი­დი­სა და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბელს, ებ­რძვის დეპ­რე­სი­ას, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გი ეფექ­ტი გა­აჩ­ნია– ეს თევ­ზია, პრო­დუქ­ტი, რომ­ლის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზეც ყვე­ლა თან­ხმდე­ბა. თევ­ზი მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და წყლის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ის ორ­გა­ნიზ­მის­თვის შე­უც­ვლე­ლი პრო­დუქ­ტია და მისი მი­ნე­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­ურ, გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ მუ­შა­ო­ბას.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში თევ­ზის კულ­ტუ­რა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და მას კვე­ბის რა­ცი­ო­ნის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად არ მი­იჩ­ნე­ვენ. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში თევ­ზის მირ­თმე­ვის ტრა­დი­ცია უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და ეს მე­ტად სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი ისე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც ხორ­ცი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში თევ­ზის კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბას ხელს უწყობს „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“, რო­მე­ლიც თევ­ზის წარ­მო­ე­ბის ერთ–ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­წარ­მოა ქვე­ყა­ნა­ში და 2003 წლი­დან მომ­ხმა­რე­ბელს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის თევზს სთა­ვა­ზობს. დღეს, „ოკე­ა­ნეს“ ტექ­ნო­ლო­გი ვლა­დი­მერ ლოგ­ვი­ლენ­კო თევ­ზის იმ სა­ხე­ო­ბე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მომ­ხმა­რე­ბელ­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ორა­გუ­ლი (სი­ომ­გა) – ორა­გუ­ლი მრავ­ლად შე­ი­ცავს უჯერ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მზე პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ეს თევ­ზი მდი­და­რია ფოს­ფო­რი­თა და კა­ლი­უ­მით. მას­ში ბევ­რია მაგ­ნი­უ­მი, ქლო­რი, კალ­ცი­უ­მი, რკი­ნა, თუ­თია, ნი­კე­ლი, მო­ლიბ­დე­ნი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვი­ტა­მი­ნე­ბი. ორა­გუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბის­თვის. თუმ­ცა თევ­ზის სის­ტე­მა­ტი­უ­რი მირ­თმე­ვა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კვი­რა­ში 1–2ჯერ ორა­გუ­ლის ჭა­მის შე­დე­გად გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის მოქ­მე­დე­ბა. იგი ხელს უწყობს ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ანე­ლებს და­ბე­რე­ბის პრო­ცესს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს გუ­ნე­ბა–გან­წყო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ორა­გუ­ლის შე­ძე­ნი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვი­ოთ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა და ხა­რის­ხი. მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა თუ გსურთ, უნდა მი­ირ­თვათ ორა­გუ­ლი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი საკ­ვე­ბით არის გაზ­რდი­ლი და ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა თუ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს სა­ჭი­რო სტან­დარ­ტე­ბი კარ­გად არის და­ცუ­ლი. სწო­რედ ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს ვი­ტა­მი­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.ბა­ზარ­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ორა­გუ­ლია ხელ­მი­საწ­ვდო­მი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლია.

ქა­შა­ყი – თევ­ზის ეს სა­ხე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია B12 ვი­ტა­მი­ნით, ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს D ვი­ტა­მინ­სა და ფოს­ფორს. სხვა ცხი­მი­ა­ნი თევ­ზე­ბის მსგავ­სად, ქა­შა­ყი ომე­გა 3–ის სა­უ­კე­თე­სო წყა­როა. ქა­შა­ყის მომ­ზა­დე­ბა ბევ­რნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქა­შა­ყი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ ქა­შა­ყის ფილე პი­კან­ტუ­რად, სხვა­დას­ხვა მწვა­ნი­ლი­თა და სუ­ნე­ლით.

ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ქა­შა­ყი პრე­სერ­ვებ­ში. „ოკე­ა­ნის“ ქა­შა­ყის პრე­სერ­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და პას­ტე­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხდე­ბა, რაც პრო­დუქ­ტში უზ­რუნ­ველ­ყოფს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

კალ­მა­ხი – კალ­მა­ხი ტბე­ბის მო­ბი­ნად­რე თევ­ზია. ის და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია და ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მდი­და­რია პრო­ტე­ი­ნე­ბით, რაც მას ორ­მა­გად სა­სარ­გებ­ლოს ხდის. კალ­მა­ხი მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ფორ­მი­რე­ბა­სა და ნორ­მა­ლურ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას.B და D ვი­ტა­მი­ნე­ბის მა­ღალ შემ­ცვე­ლო­ბას­თან ერ­თად, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იოდსაც შე­ი­ცავს. მეტი სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად, უმ­ჯო­ბე­სია გა­უ­ყი­ნა­ვი კალ­მა­ხი მი­ირ­თვათ მო­ხარ­შულ ბოსტნე­ულ­თან ერ­თად.

ქარ­სა­ლა (კილ­კა) - ქარ­სა­ლას­სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცის. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა მი­ნე­რა­ლი, ვი­ტა­მი­ნი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტი შე­დის.

ქარ­სა­ლა შე­ი­ცავს: ნატ­რი­უმს, კა­ლი­უმს, ფოს­ფორს, მაგ­ნი­უმს, კალცს, რკი­ნას, ვი­ტა­მი­ნებს B1 და B2, ასე­ვე Dვი­ტა­მი­ნებს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ქარ­სა­ლას მთლი­ა­ნად ჭამა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს, რო­გორც თა­ვად თევ­ზის ხორ­ცი, ისე ხერ­ხე­მა­ლი, კუდი და კანი.ქარ­სა­ლას ხში­რად შე­ბო­ლილს მი­ირ­თმე­ვენ, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია მი­ი­ღოთ და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ან ცო­ცხა­ლი სა­ხით. თევ­ზის ამ სა­ხე­ო­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა და შე­გიძ­ლი­ათ ის ყო­ველ­დღი­უ­რა­დაც კი მი­ირ­თვათ.

თევზთან ერ­თად სა­სურ­ვე­ლია, რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ირ­თვათ ხი­ზი­ლა­ლაც, რო­მე­ლიც D ვი­ტა­მი­ნის ნამ­დვი­ლი სა­ბა­დოა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თევ­ზი მი­ირ­თვათ კვი­რა­ში ორ­ჯერ, მი­ნი­მუმ ერთხელ მა­ინც. თევ­ზის მომ­ზა­დე­ბის მე­თო­დე­ბი იმ­დე­ნი­ვეა, რამ­დე­ნიც თევ­ზის სა­ხე­ო­ბა.უმ­ჯო­ბე­სია, თევ­ზი მო­ხარ­შოთ, გრილ­ზე შეწ­ვათ ან ღუ­მელ­ში მო­ამ­ზა­დოთ. ეს მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ხერ­ხია და ამ შემ­თხვე­ვა­ში მას­ში სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც ნარ­ჩუნ­დე­ბა. შემ­წვა­რი თევ­ზი, კარ­გია, თუმ­ცა მას ნაკ­ლე­ბი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია

რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია

მინერალებისა და ვიტამინების საბადოა,ორგანიზმიდან დევნის ცუდ ქოლესტერინს, აქვეითებს ტრიგლიცერიდისა და არტერიული წნევის მაჩვენებელს, ებრძვის დეპრესიას, ანთების საწინააღმდეგი ეფექტი გააჩნია– ეს თევზია, პროდუქტი, რომლის სარგებლიანობაზეც ყველა თანხმდება. თევზი მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ ის ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია და მისი მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას.

ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოში თევზის კულტურა სათანადო დონეზე არ არის დამკვიდრებული და მას კვების რაციონის განუყოფელ ნაწილად არ მიიჩნევენ. განვითარებულ ქვეყნებში თევზის მირთმევის ტრადიცია უფრო გავრცელებულია და ეს მეტად სასარგებლო პროდუქტი ისევე აუცილებელია, როგორც ხორცი.

საქართველოში თევზის კულტურის დამკვიდრებას ხელს უწყობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომელიც თევზის წარმოების ერთ–ერთი ორგანიზებული საწარმოა ქვეყანაში და 2003 წლიდან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის თევზს სთავაზობს. დღეს, „ოკეანეს“ ტექნოლოგი ვლადიმერ ლოგვილენკო თევზის იმ სახეობების სარგებლიანობაზე გვესაუბრება, რომელიც გავრცელებულია საქართველოში და მომხმარებელშიც პოპულარობით სარგებლობს.

ორაგული (სიომგა) – ორაგული მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვიტამინები. ორაგული განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. თუმცა თევზის სისტემატიური მირთმევა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. კვირაში 1–2ჯერ ორაგულის ჭამის შედეგად გაგიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა და კუჭ-ნაწლავის მოქმედება. იგი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას. ანელებს დაბერების პროცესს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გუნება–განწყობის გაუმჯობესებას.

ორაგულის შეძენისას აუცილებელია გარკვიოთ მისი წარმომავლობა და ხარისხი. მაქსიმალური სარგებლის მიღება თუ გსურთ, უნდა მიირთვათ ორაგული, რომელიც ბუნებრივი საკვებით არის გაზრდილი და ტრანსპორტირებისა თუ რეალიზაციის დროს საჭირო სტანდარტები კარგად არის დაცული. სწორედ ეს უზრუნველყოფს ვიტამინების შენარჩუნებას.ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ორაგულია ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაზე სასარგებლო ნორვეგიული ორაგულია.

ქაშაყი – თევზის ეს სახეობა განსაკუთრებით მდიდარია B12 ვიტამინით, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინსა და ფოსფორს. სხვა ცხიმიანი თევზების მსგავსად, ქაშაყი ომეგა 3–ის საუკეთესო წყაროა. ქაშაყის მომზადება ბევრნაირად შეიძლება. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია ქაშაყი სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, შეიძლება შეიძინოთ ქაშაყის ფილე პიკანტურად, სხვადასხვა მწვანილითა და სუნელით.

ძალიან პოპულარულია ქაშაყი პრესერვებში. „ოკეანის“ ქაშაყის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

კალმახი – კალმახი ტბების მობინადრე თევზია. ის დაბალკალორიულია და ამავდროულად ძალიან მდიდარია პროტეინებით, რაც მას ორმაგად სასარგებლოს ხდის. კალმახი მაღალი კვებითი ღირებულებებით ხელს უწყობს ადამიანის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა და ნორმალურ ზრდა-განვითარებას.B და D ვიტამინების მაღალ შემცველობასთან ერთად, დიდი რაოდენობით იოდსაც შეიცავს. მეტი სარგებლის მისაღებად, უმჯობესია გაუყინავი კალმახი მიირთვათ მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად.

ქარსალა (კილკა) - ქარსალასსასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. მის შემადგენლობაში ორგანიზმის სწორად განვითარებისთვის საჭირო ყველა მინერალი, ვიტამინი და მიკროელემენტი შედის.

ქარსალა შეიცავს: ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალცს, რკინას, ვიტამინებს B1 და B2, ასევე Dვიტამინებს. რეკომენდებულია ქარსალას მთლიანად ჭამა, რადგან თითოეული ჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, როგორც თავად თევზის ხორცი, ისე ხერხემალი, კუდი და კანი.ქარსალას ხშირად შებოლილს მიირთმევენ, თუმცა უმჯობესია მიიღოთ დამარილებული ან ცოცხალი სახით. თევზის ამ სახეობით მრავალფეროვანი კერძები მზადდება და შეგიძლიათ ის ყოველდღიურადაც კი მიირთვათ.

თევზთან ერთად სასურველია, რეგულარულად მიირთვათ ხიზილალაც, რომელიც D ვიტამინის ნამდვილი საბადოა. მნიშვნელოვანია, თევზი მიირთვათ კვირაში ორჯერ, მინიმუმ ერთხელ მაინც. თევზის მომზადების მეთოდები იმდენივეა, რამდენიც თევზის სახეობა.უმჯობესია, თევზი მოხარშოთ, გრილზე შეწვათ ან ღუმელში მოამზადოთ. ეს მომზადების ყველაზე მარტივი ხერხია და ამ შემთხვევაში მასში სასარგებლო ნივთიერებებიც ნარჩუნდება. შემწვარი თევზი, კარგია, თუმცა მას ნაკლები სარგებელი მოაქვს.

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს

ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა

“ერთი კვირა ვარჩევდი კაფელს, სახლის საერთო ფერებს შევუხამე და მოვიდა რა?“ - როგორია რემონტი პანდემიის პირობებში