პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე
რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე

რუ­სუ­ლი მე­დია და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხრებ­ლე­ბი დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. მათი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, ქვე­ყა­ნა, ახა­ლი დიდი ნა­ბი­ჯის­თვის ემ­ზა­დე­ბა, სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბა ჯერ კი­დევ უჭირს".

"სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერს, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­დად­გა. უფრო ადრე, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ოფის­თან 200-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რომ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა არ და­ეშ­ვათ...

სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გამ­წვავ­და. ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. გა­ხა­რი­ამ პრე­მი­ე­რის პოს­ტი და­ნიშ­ვნი­დან ორი თვე­ში და­ტო­ვა და მან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის გამო მი­ი­ღო... მი­სი­ვე თქმით, მე­ლია უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ მა­შინ, რო­დე­საც სხვა რის­კე­ბი გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბო­და" - წერს Deutsche Welle-ს რუ­სუ­ლი ბი­უ­რო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყოს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მა­ზე წერს კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა Взгляд.ру - "გა­ხა­რი­ამ თა­ვი­სი გა­დად­გო­მით ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქა­ო­სი აი­რი­და... თა­ვის დრო­ზე, ორი წლის წინ, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ თბი­ლის­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი აქ­ცი­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა შეძ­ლო. მან უკვე ისა­უბ­რა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ თე­მა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­სა­უბ­როდ, ოპო­ზი­ცია მზად არის".

"პრე­მი­ე­რის უარი - რა­ტომ გა­დად­გა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას Известия. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა არა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის­თვის, არა­მედ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვი­საც. მან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზად გუნდში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოჰ­ყვა.

Известия წერს, რომ "გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში მი­ვი­და ლი­ე­ტუ­ვას ელჩი ან­დრი­უსს კა­ლინ­დრა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­მი­ერ­მა იმი­ტომ მი­ი­ღო, მის­თვის "ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია".

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის თე­მაა რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში.

"მთა­ვა­რია, ახლა სა­ქარ­თვე­ლო უკან არ დაბ­რუნ­დეს და შექ­მნი­ლი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლით და­ამ­ტკი­ცოს, რომ ნამ­დვი­ლად ად­გას დე­მოკ­რა­ტი­ის შე­უქ­ცე­ვად გზას და ცი­ვი­ლუ­რი გზით შე­უძ­ლია პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა... ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ თუნ­დაც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გამო, სა­ჭი­როა სიმ­შვი­დე­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა. ამ ქვე­ყა­ნას გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ აკ­ლია და იმე­დია, შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლის უნა­რიც შეს­წევს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნა­დეჟ­და კა­რი­უ­გი­ნა.

"ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ისე, რომ ჯერ არც აღ­სრუ­ლე­ბუ­ლა, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გა­დად­გო­მა მოჰ­ყვა. ძნე­ლია, პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სებს შო­რის - რუ­სეთ­ში, ნა­ვალ­ნი მო­წამ­ლეს, ეს ბერ­ლინ­მა და­ამ­ტკი­ცა, ის რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რა­საც დღემ­დე თან ახ­ლავს მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი და ამ აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვე­ბი, ამას კი ახ­ლავს და­სავ­ლე­თის გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი და მწვა­ვე კრი­ტი­კა, თუმ­ცა, პუ­ტი­ნის მთავ­რო­ბა გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას, ვი­თომ არა­ფე­რი. სა­ქარ­თვე­ლო, ახა­ლი ნა­ბი­ჯის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ჩვენ სად ვართ, ვხვდე­ბით ალ­ბათ. "მიყ­ვარს" ჩემი ქვე­ყა­ნა, ჩვენ რამ უნდა შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნოს კურ­სი..." - მი­აჩ­ნია კი­დევ ერთ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს ალექ­სეი რე­ბკინს.

"წე­ლი­წად­ში იმ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ მგო­ნია ეს დე­მოკ­რა­ტი­ის ნიშ­ნე­ბი იყოს... სა­ქარ­თვე­ლო სულ უფრო ამ­ტკი­ცებს, რომ მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მყი­ფეა და ეს ეტყო­ბა მის ეკო­ნო­მი­კა­საც და სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით "ფრე­დე­რიკ რო­მა­ნოვ უმნი".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
24

რაში გვაინტერესებს რას წერს რუსული მედია რომლის 99% საქართველოსადმო ცინიკური ზიზღით გამოირჩევა?

rasa-s!
26

სთქვი გულახდილად, არ ვიმსახურებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე

რუსული მედია და ინტერნეტმომხრებლები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. მათი ნაწილის მოსაზრებით, ქვეყანა, ახალი დიდი ნაბიჯისთვის ემზადება, სხვები მიიჩნევენ, რომ "საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა ჯერ კიდევ უჭირს".

"სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ოპოზიციის ლიდერს, ნიკანორ მელიას პატიმრობა შეუფარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. უფრო ადრე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომ მელიას დაკავება არ დაეშვათ...

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არჩევნების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. გახარიამ პრემიერის პოსტი დანიშვნიდან ორი თვეში დატოვა და მან ეს გადაწყვეტილება მელიას დაკავებასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული მოსაზრების გამო მიიღო... მისივე თქმით, მელია უნდა დაეკავებინათ მაშინ, როდესაც სხვა რისკები გამორიცხული იქნებოდა" - წერს Deutsche Welle-ს რუსული ბიურო. გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ახალი არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.

საქართველოს პრემიერის გადადგომაზე წერს კიდევ ერთი რუსული გამოცემა Взгляд.ру - "გახარიამ თავისი გადადგომით ქვეყანაში მოსალოდნელი ქაოსი აირიდა... თავის დროზე, ორი წლის წინ, ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში ანტირუსული აქციების მობილიზება შეძლო. მან უკვე ისაუბრა ახალი არჩევნების დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ხელისუფლებასთან სასაუბროდ, ოპოზიცია მზად არის".

"პრემიერის უარი - რატომ გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Известия. გამოცემის ცნობით, გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. მან გადაწყვეტილების მიზეზად გუნდში არსებული უთანხმოება დაასახელა, რომელიც მმართველ პარტიაში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

Известия წერს, რომ "გახარიას გადადგომის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა ლიეტუვას ელჩი ანდრიუსს კალინდრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერმა იმიტომ მიიღო, მისთვის "ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია".

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები აქტიური განხილვის თემაა რუსულ ინტერნეტსივრცეში.

"მთავარია, ახლა საქართველო უკან არ დაბრუნდეს და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლით დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ადგას დემოკრატიის შეუქცევად გზას და ცივილური გზით შეუძლია პრობლემის მოგვარება... ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური სპექტრი აცნობიერებს, რომ თუნდაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის გამო, საჭიროა სიმშვიდესა და სტაბილურობაზე კონცენტრირება. ამ ქვეყანას გამოწვევები არ აკლია და იმედია, შეცდომებზე სწავლის უნარიც შესწევს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ნადეჟდა კარიუგინა.

"ოპოზიციის ლიდერის დაკავების გადაწყვეტილებას, ისე, რომ ჯერ არც აღსრულებულა, ქვეყნის პირველი პირის გადადგომა მოჰყვა. ძნელია, პარალელი გაავლო, რუსეთსა და საქართველოს შორის განვითარებულ პოლიტიკური პროცესებს შორის - რუსეთში, ნავალნი მოწამლეს, ეს ბერლინმა დაამტკიცა, ის რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, რასაც დღემდე თან ახლავს მასშტაბური აქციები და ამ აქციების დარბევები, ამას კი ახლავს დასავლეთის გაფრთხილებები და მწვავე კრიტიკა, თუმცა, პუტინის მთავრობა განაგრძობს მუშაობას, ვითომ არაფერი. საქართველო, ახალი ნაბიჯისთვის ემზადება, ჩვენ სად ვართ, ვხვდებით ალბათ. "მიყვარს" ჩემი ქვეყანა, ჩვენ რამ უნდა შეგვაცვლევინოს კურსი..." - მიაჩნია კიდევ ერთ ინტერნეტმომხმარებელს ალექსეი რებკინს.

"წელიწადში იმდენი პოლიტიკური ცვლილება აქვთ საქართველოში, არ მგონია ეს დემოკრატიის ნიშნები იყოს... საქართველო სულ უფრო ამტკიცებს, რომ მისი დამოუკიდებლობა მყიფეა და ეს ეტყობა მის ეკონომიკასაც და საგარეო მიმართულებასაც" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "ფრედერიკ რომანოვ უმნი".

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი დახურულია!" - ღარიბაშვილი

ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს: "რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, "ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში" თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?"