საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელიას ან მის სასარგებლოდ სხვა პირს ჯერ კიდეც შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს" - პროკურორი
"ნიკა მელიას ან მის სასარგებლოდ სხვა პირს ჯერ კიდეც შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს" - პროკურორი

პარ­ლა­მენ­ტი, პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ფორ­მატ­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, დე­პუ­ტატ ნიკა მე­ლი­ას სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს იხი­ლავს.

"ნიკა მე­ლია ჯერ ისევ გი­რა­ოს რე­ჟიმ­ში რჩე­ბა და მას ან მის სა­სარ­გებ­ლოდ სხვა პირს შე­უძ­ლია გი­რა­ოს თან­ხა შე­ი­ტა­ნოს ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო ნიკა მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას არ შეც­ვლის, ის გი­რა­ოს რე­ჟიმ­ში რჩე­ბა - შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მას, ან მისი სა­ხე­ლით მის სა­სარ­გებ­ლოდ სხვა პირს, შე­უძ­ლია გი­რა­ოს თან­ხა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს შე­სა­ბა­მისს ან­გა­რიშ­ზე შე­ი­ტა­ნოს", - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ გი­რა­ოს მო­ცე­მუ­ლო­ბა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ანუ­ლირ­დე­ბა და გა­დახ­და აზრს და­კარ­გავს.

"ვა­დის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი მხრი­დან ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბით ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა შე­ე­თა­ვა­ზა იმის­თვის, რომ მან სა­სა­მარ­თლოს მიერ და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს. ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარს აცხა­დებს. გა­ა­კე­თა სა­ხა­სი­ა­თო გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში არ გა­მო­ცხად­დე­ბა, რაც მი­უ­თი­თებს, რომ გა­რაო, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნებს ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. მას არც გი­რა­ოს გა­დახ­და უნდა და არც სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტებს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თვა გა­აც­ნო, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა პარ­ლა­მენტს მე­ლი­ა­სათ­ვის დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ohh
34

ჰო ჰო რას იხვეწებიან ვინმემ რომ ფული გადაუხადოს. ვაი თქვენს პატრონს! თუ გაქვთ რაიმეს ______ დააკავეთ თუ არადა თავს მაინც ნუ იმასხარავებთ. 

ვახო
55

ყველაფრეს შეგაზიზღებენ ეს ქოცები.ნაცებს გაასწარით დიდი ხანია ნაძირლობაში, ყოფილებს ვგულისხმობ.ნიკას არ ეხება ნიკას მაი რესპექტ .ხიხო რომ აფინანსებდა იმ ნაცებს ვგულისხმობ და მერე გვერდში რომ მოისვა .ყველა ნაძირალა ნაცი. მურუსიძე გამოსწორდაო. აი კუზიანს რომ სამარე გასწორებს ისეო. ყველა ხისთავიანი როგორ შემოიკრიბა მაინც გაკვირვებული ვარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნიკა მელიას ან მის სასარგებლოდ სხვა პირს ჯერ კიდეც შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს" - პროკურორი

"ნიკა მელიას ან მის სასარგებლოდ სხვა პირს ჯერ კიდეც შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს" - პროკურორი

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, გენერალური პროკურორის მომართვის საფუძველზე, დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს იხილავს.

"ნიკა მელია ჯერ ისევ გირაოს რეჟიმში რჩება და მას ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს ვიდრე სასამართლო ნიკა მელიას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას არ შეცვლის, ის გირაოს რეჟიმში რჩება - შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მას, ან მისი სახელით მის სასარგებლოდ სხვა პირს, შეუძლია გირაოს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისს ანგარიშზე შეიტანოს", - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამირან გულუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ გირაოს მოცემულობა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ანულირდება და გადახდა აზრს დაკარგავს.

"ვადის გასვლის მიუხედავად, ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას დამატებით ერთკვირიანი ვადა შეეთავაზა იმისთვის, რომ მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს. ის ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს. გააკეთა სახასიათო განცხადება, რომ სასამართლოში არ გამოცხადდება, რაც მიუთითებს, რომ გარაო, რომელიც ამ ეტაპზე არის გამოყენებული, აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ვერ უზრუნველყოფს. მას არც გირაოს გადახდა უნდა და არც სასამართლოში გამოცხადება“, - განაცხადა პროკურორმა.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილი დეპუტატებს გენერალური პროკურორის შესაბამისი მიმართვა გააცნო, სადაც წარმოდგენილია ის სამართლებრივი გარემოებები, რის საფუძველზეც გენერალური პროკურატურა პარლამენტს მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას ბრალი წარედგინა - სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება