სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"
კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"

ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ვიც­ნობთ ჩვენს დე­და­ქა­ლაქს, მაგ­რამ ამას ვერ ვი­ტყვით იმ წიგ­ნის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­საც "თბი­ლი­სუ­რი ჰერ­ბა­რი­უ­მი" ჰქვია. ავ­ტორ­მა ნო­დარ სუმ­ბა­ძემ წიგნ­ში 25 ფო­ტო­კო­ლა­ჟი შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­თა ხილ­ვის შემ­დეგ სულ სხვა თბი­ლის­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით...

ხი­დე­ბი, სახ­ლე­ბი, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, აივ­ნე­ბი, სვე­ტე­ბი, მო­ა­ჯი­რე­ბი - წიგნ­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი. ფო­ტო­მა­სა­ლას ავ­ტო­რის მცი­რე ესე­ე­ბიც ერ­თვის და ხვდე­ბი, რომ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მარ­თლაც უამ­რა­ვი ულა­მა­ზე­სი ორ­ნა­მენ­ტი, ხის დე­ტა­ლი თუ სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლი­კის მქო­ნე ფრაგ­მენ­ტია გაბ­ნე­უ­ლი. ბა­ტო­ნი ნო­და­რი კი ამ ყვე­ლა­ფერს წლე­ბია, გულ­და­გულ აგ­რო­ვებს.

"თბი­ლი­სი ჰერ­ბა­რი­უ­მია, რომ­ლის გაც­რე­ცი­ლი ფურ­ცლე­ბი, შე­ნო­ბე­ბი და ეზო­ე­ბი ჯერ კი­დევ ინარ­ჩუ­ნებს იქ მცხოვ­რე­ბი მრა­ვა­ლი თა­ო­ბის დარდს, სი­ხა­რულ­სა და აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბებს. ოთა­ხებ­სა და სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში ჯერ კი­დევ ტრი­ა­ლებს დრო­ის სურ­ნე­ლი... ამ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას, გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ "თბი­ლი­სურ სტილს" აღ­მო­სავ­ლურ-და­სავ­ლურ-ევ­რო­პულ-აზი­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მიქ­სი და ლო­კა­ლუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ულ-კლი­მა­ტუ­რი სპე­ცი­ფი­კა ქმნის" - ამ­ბობს ნო­დარ სუმ­ბა­ძე.

პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტორს, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, სა­დაც ახლა გრა­ფი­კულ დი­ზა­ინს ას­წავ­ლის. იმის­თვის, რომ ეს უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი შე­ექ­მნა, ვინ იცის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ აქვს თბი­ლი­სის ძვე­ლი უბ­ნე­ბი ფე­ხით შე­მოვ­ლი­ლი.

ახლა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვა, ნო­დარ სუმ­ბა­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს:

- ამ თე­მე­ბით ბავ­შვო­ბი­დან და­ვინ­ტე­რეს­დი, ჯერ ერთი, და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, ვცხოვ­რობ­დი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ უბან­ში, სო­ლო­ლაკ­ში. გარ­და ამი­სა, ჩემი ბე­ბი­ე­ბი ცხოვ­რობ­დნენ მთაწ­მინ­და­ზე და ჩუ­ღუ­რეთ­ში ("პლე­ხა­ნოვ­ზე"). ყვე­ლა­ზე ძვე­ლი რა­ი­ო­ნე­ბი სულ ჩემს ირ­გვლივ იყო, ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ არ­ქი­ტექ­ტო­რი ვარ და პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც მა­ინ­ტერ­სებს ძვე­ლი თბი­ლი­სი.

ბავ­შვო­ბი­დან ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და კო­ლექ­ცი­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, ფოთ­ლებს, ყვა­ვი­ლებს წიგ­ნებ­ში ვდებ­დი და ვახ­მობ­დი. გამ­ხმარ მცე­ნა­რე­ებს მარ­თლია, სუნი აღარ ჰქონ­და, მაგ­რამ რჩე­ბო­და მშვე­ნი­ე­რი ჰერ­ბა­რი­უ­მი... მოკ­ლედ, მერე ასე ჰერ­ბა­რი­უ­მი­ვით ვაგ­რო­ვებ­დი ძველ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ უნი­კა­ლურ სიძ­ვე­ლე­ებს.

ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი, ვა­მონ­ტა­ჟებ­დი და ნელ-ნელა გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, თბი­ლი­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სიძ­ვე­ლე­სა და უნი­კა­ლურ ხა­სი­ათ­ზე კო­ლექ­ცი­ე­ბი შე­მექ­მნა. ასე მომ­ზად­და ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი - "თბი­ლი­სუ­რი ჰერ­ბა­რი­უ­მი" - აღ­ნიშ­ნავს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში არ­ქი­ტექ­ტო­რი, რო­მელ­მაც თბი­ლი­სის 500-მდე ძველ შე­ნო­ბას ვი­ზუ­ა­ლუ­რი პას­პორ­ტი გა­უ­კე­თა, ყვე­ლა მხრი­დან გა­და­ი­ღო თა­ვი­სი დე­ტა­ლე­ბით.

"კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ჩემი 2 წიგ­ნი გა­მოს­ცა: ერთს "მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის თბი­ლი­სის სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი" ჰქვია, მე­ო­რე - ამა­ვე პე­რი­ო­დის თბი­ლი­სის ფან­ჯრებს ეძღვნე­ბა. ცოტა ხან­ში ერთ-ერთი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "თბი­ლი­სუ­რი კა­ტა­ლო­გის" წიგნს გა­მოს­ცემს. შეკ­რე­ბი­ლი და წიგ­ნად გა­მო­სა­ცე­მად გამ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს ძვე­ლი თბი­ლი­სის შე­ნო­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბის დიდი კო­ლექ­ცია, 4-5 წიგ­ნი მა­ინც გა­მო­ვა, მაგ­რამ ჯერ ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე.

არც ჰო­ნო­რა­რი მინ­და, არც არა­ფე­რი, ოღონდ, გა­მო­ი­ცეს, რომ ეს მა­სა­ლა არ და­ი­კარ­გოს. ყვე­ლა­ფე­რი სის­ტე­მა­ტი­ზე­ბუ­ლია, ყვე­ლას აწე­რია მი­სა­მარ­თი

- თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში უშუ­ა­ლოდ რო­მე­ლი პე­რი­ო­დის შე­ნო­ბე­ბია?

- მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლი­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის. მხო­ლოდ ეს პე­რი­ო­დი მა­ინ­ტე­რე­სებს და ამ შე­ნო­ბებს აღ­ვნუს­ხავ. ეს ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი თბი­ლი­სია, პე­რი­ო­დი, რო­დე­საც რუ­სე­თის მე­ფის­ნაც­ვა­ლი ვო­რონ­ცო­ვი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა თბი­ლი­სურ­მა ბურ­ჟუ­ა­ზი­ამ. ამ დროს აიგო არა­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის მქო­ნე შე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ეზოს მხრი­დან ქარ­თულ-ტრა­დი­ცი­უ­ლია.

ესე­ნი დიდი, კა­პი­ტა­ლუ­რი 3-4-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ძველ უბ­ნებ­შია (სო­ლო­ლა­კი, მთაწ­მინ­და, ჩუ­ღუ­რე­თი, ნა­წი­ლობ­რივ ავ­ლა­ბა­რი და ვერა) აგე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ეს კი ევ­რო­პი­სა და აზი­ის სა­ზღვარ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ კო­ლო­რიტს ქმნის.

- ეს საქ­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ ანა­ზღა­ურ­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი, გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის ჰო­ნო­რა­რი აი­ღოთ... დამ­ღლე­ლი არ არის?

- ჯერ ერთი, ეს საქ­მე მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნია და მერე უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ტა­ცე­ბაც არის, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს... სწო­რად გა­მი­გეთ, ამ გა­და­ღე­ბე­ბი­სას თბი­ლი­სი ფე­ხით მაქვს უთ­ვა­ლავ­ჯერ შე­მოვ­ლი­ლი. ყვე­ლა დე­ტა­ლის­თვის ცალ-ცალ­კე დავ­დი­ო­დი, ვა­ფიქ­სი­რებ­დი და ასე ვი­ღებ­დი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ბევ­რი რამ რაც გა­და­ვი­ღე, უკვე აღარ არ­სე­ბობს - სა­დარ­ბა­ზო­ებს კე­ტა­ვენ, შე­ნო­ბე­ბის გა­და­კე­თე­ბა ხდე­ბა, ბევ­რი მათ­გა­ნი და­ან­გრი­ეს კი­დეც და მათ ნაც­ვლად ახა­ლი აშენ­და. უნი­კა­ლუ­რი სიძ­ვე­ლე­ე­ბი ასე იკარ­გე­ბა...

ზო­გი­ერ­თი შე­ნო­ბის დე­ტალს იპა­რა­ვენ და მშრალ ხიდ­ზეც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყი­დოს, მა­გა­ლი­თად, ალა­ყა­ფის კა­რის ნა­წი­ლი, სა­კე­ტის, სა­ხე­ლუ­რის, მო­ა­ჯი­რის დე­ტა­ლი, სა­ფოს­ტო ყუ­თე­ბი და ა.შ. ასე თვალ­სა და ხელსშუა ქრე­ბა ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის წარ­სუ­ლი...

შე­იძ­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვაბ­რა­ლოთ კო­რუფ­ცი­ას, უთავ­ბო­ლო­ბას, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა ვართ და ყვე­ლა­ფე­რი ამის ბრა­ლია... ბევრ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ და ეს სა­კი­თხე­ბი შეს­წავ­ლი­ლი მაქვს. ხა­რის­ხი­ა­ნად რომ აღად­გი­ნო ძვე­ლი შე­ნო­ბა, მო­უ­ა­რო, უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლო იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა...

კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ ისე­თი სახ­ლე­ბი და­ან­გრი­ეს, რომ გული მტკი­ვა, ში­შით იქა­უ­რო­ბას ვერ ვუ­ყუ­რებ და სა­ერ­თოდ, ასე­თი მა­სობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან მაფრ­თხობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nami
0

როგორ მიხარია ეს წიგნები რომ მაქვს!

დიდი მადლობა ნოდარ ამ საჩუქრისთვის❤️

ლალუკა
0

ბათუმზეც გააკეთეთ ვინმემ მადლიანმა, თორემ აღგავეს მიწისაგან პირისა ხარბმა ადამიანებმა ძველი შენობებეი, რა უქნეს ძველი ფოსტის შენობას, ტირილი მოგინდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"

ერთი შეხედვით, თითქოს ვიცნობთ ჩვენს დედაქალაქს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით იმ წიგნის გაცნობის შემდეგ, რომელსაც "თბილისური ჰერბარიუმი" ჰქვია. ავტორმა ნოდარ სუმბაძემ წიგნში 25 ფოტოკოლაჟი შეიტანა, რომელთა ხილვის შემდეგ სულ სხვა თბილისში აღმოჩნდებით...

ხიდები, სახლები, სადარბაზოები, აივნები, სვეტები, მოაჯირები - წიგნში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. ფოტომასალას ავტორის მცირე ესეებიც ერთვის და ხვდები, რომ თბილისის ქუჩებში მართლაც უამრავი ულამაზესი ორნამენტი, ხის დეტალი თუ სხვადასხვა სიმბოლიკის მქონე ფრაგმენტია გაბნეული. ბატონი ნოდარი კი ამ ყველაფერს წლებია, გულდაგულ აგროვებს.

"თბილისი ჰერბარიუმია, რომლის გაცრეცილი ფურცლები, შენობები და ეზოები ჯერ კიდევ ინარჩუნებს იქ მცხოვრები მრავალი თაობის დარდს, სიხარულსა და აუხდენელ ოცნებებს. ოთახებსა და სადარბაზოებში ჯერ კიდევ ტრიალებს დროის სურნელი... ამ ქალაქის იერსახის განსაკუთრებულობას, განუმეორებელ "თბილისურ სტილს" აღმოსავლურ-დასავლურ-ევროპულ-აზიური არქიტექტურული მიქსი და ლოკალური გეოგრაფიულ-კლიმატური სპეციფიკა ქმნის" - ამბობს ნოდარ სუმბაძე.

პროფესიით არქიტექტორს, დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, სადაც ახლა გრაფიკულ დიზაინს ასწავლის. იმისთვის, რომ ეს უნიკალური კოლექციები შეექმნა, ვინ იცის, წლების განმავლობაში რამდენჯერ აქვს თბილისის ძველი უბნები ფეხით შემოვლილი.

ახლა ამ ყველაფერზე, რაც წლების განმავლობაში აგროვა, ნოდარ სუმბაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

- ამ თემებით ბავშვობიდან დავინტერესდი, ჯერ ერთი, დავიბადე თბილისში, ვცხოვრობდი ქალაქის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში. გარდა ამისა, ჩემი ბებიები ცხოვრობდნენ მთაწმინდაზე და ჩუღურეთში ("პლეხანოვზე"). ყველაზე ძველი რაიონები სულ ჩემს ირგვლივ იყო, ამიტომ თავიდანვე მიყვარდა. ამას ისიც დაემატა, რომ არქიტექტორი ვარ და პროფესიულადაც მაინტერსებს ძველი თბილისი.

ბავშვობიდან ასევე ძალიან მიყვარდა კოლექციების შეგროვება, ფოთლებს, ყვავილებს წიგნებში ვდებდი და ვახმობდი. გამხმარ მცენარეებს მართლია, სუნი აღარ ჰქონდა, მაგრამ რჩებოდა მშვენიერი ჰერბარიუმი... მოკლედ, მერე ასე ჰერბარიუმივით ვაგროვებდი ძველ თბილისში არსებულ უნიკალურ სიძველეებს.

ფოტოებს ვიღებდი, ვამონტაჟებდი და ნელ-ნელა გამიჩნდა სურვილი, თბილისის დამახასიათებელ სიძველესა და უნიკალურ ხასიათზე კოლექციები შემექმნა. ასე მომზადდა ჩემი პირველი წიგნი - "თბილისური ჰერბარიუმი" - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში არქიტექტორი, რომელმაც თბილისის 500-მდე ძველ შენობას ვიზუალური პასპორტი გაუკეთა, ყველა მხრიდან გადაიღო თავისი დეტალებით.

"კულტურის სამინისტრომ ჩემი 2 წიგნი გამოსცა: ერთს "მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის სადარბაზოები" ჰქვია, მეორე - ამავე პერიოდის თბილისის ფანჯრებს ეძღვნება. ცოტა ხანში ერთ-ერთი გამომცემლობა "თბილისური კატალოგის" წიგნს გამოსცემს. შეკრებილი და წიგნად გამოსაცემად გამზადებული მაქვს ძველი თბილისის შენობების დეტალების დიდი კოლექცია, 4-5 წიგნი მაინც გამოვა, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვუხერხე.

არც ჰონორარი მინდა, არც არაფერი, ოღონდ, გამოიცეს, რომ ეს მასალა არ დაიკარგოს. ყველაფერი სისტემატიზებულია, ყველას აწერია მისამართი

- თქვენი ინტერესის სფეროში უშუალოდ რომელი პერიოდის შენობებია?

- მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის. მხოლოდ ეს პერიოდი მაინტერესებს და ამ შენობებს აღვნუსხავ. ეს ბურჟუაზიული თბილისია, პერიოდი, როდესაც რუსეთის მეფისნაცვალი ვორონცოვი თბილისში ჩამოვიდა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩამოყალიბება თბილისურმა ბურჟუაზიამ. ამ დროს აიგო არაერთი ევროპული არქიტექტურის მქონე შენობა, რომლებიც ეზოს მხრიდან ქართულ-ტრადიციულია.

ესენი დიდი, კაპიტალური 3-4-სართულიანი სახლებია, რომლებიც ძველ უბნებშია (სოლოლაკი, მთაწმინდა, ჩუღურეთი, ნაწილობრივ ავლაბარი და ვერა) აგებული. ყველაფერი ეს კი ევროპისა და აზიის საზღვარზე განლაგებული ქალაქის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის.

- ეს საქმე მატერიალურად არ ანაზღაურდება, ერთადერთი, გამოცემული წიგნის ჰონორარი აიღოთ... დამღლელი არ არის?

- ჯერ ერთი, ეს საქმე მოვალეობად მიმაჩნია და მერე უკვე სერიოზული გატაცებაც არის, დიდ სიამოვნებას მანიჭებს... სწორად გამიგეთ, ამ გადაღებებისას თბილისი ფეხით მაქვს უთვალავჯერ შემოვლილი. ყველა დეტალისთვის ცალ-ცალკე დავდიოდი, ვაფიქსირებდი და ასე ვიღებდი წლების განმავლობაში.

სამწუხაროა, რომ ბევრი რამ რაც გადავიღე, უკვე აღარ არსებობს - სადარბაზოებს კეტავენ, შენობების გადაკეთება ხდება, ბევრი მათგანი დაანგრიეს კიდეც და მათ ნაცვლად ახალი აშენდა. უნიკალური სიძველეები ასე იკარგება...

ზოგიერთი შენობის დეტალს იპარავენ და მშრალ ხიდზეც კი შეიძლება გაიყიდოს, მაგალითად, ალაყაფის კარის ნაწილი, საკეტის, სახელურის, მოაჯირის დეტალი, საფოსტო ყუთები და ა.შ. ასე თვალსა და ხელსშუა ქრება ჩვენი დედაქალაქის წარსული...

შეიძლება, ეს ყველაფერი დავაბრალოთ კორუფციას, უთავბოლობას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და ყველაფერი ამის ბრალია... ბევრ უცხო ქვეყანაში ვყოფილვარ და ეს საკითხები შესწავლილი მაქვს. ხარისხიანად რომ აღადგინო ძველი შენობა, მოუარო, უნდა დააკმაყოფილო იქ მცხოვრები ადამიანები, შესაბამისი პირობები შეუქმნა...

კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ ისეთი სახლები დაანგრიეს, რომ გული მტკივა, შიშით იქაურობას ვერ ვუყურებ და საერთოდ, ასეთი მასობრივი ღონისძიებები ძალიან მაფრთხობს.