კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე
ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბით, პრობ­ლე­მე­ბით, სტრე­სით, თუმ­ცა დღემ­დე არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც უბ­რა­ლოდ, არ იცი­ან, რა არის სტრე­სი და რო­მელ­თათ­ვი­საც ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­რო სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რა­ჰას ტო­მის წევ­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც მა­ვა­ნი დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ, ზო­გიც ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უწო­დებს.

პი­რა­ჰას ტომი ბრა­ზი­ლი­ის ჯუნ­გლებ­ში ცხოვ­რობს. მათ არ იცი­ან რა არის წარ­სუ­ლი და რას ნიშ­ნავს მო­მა­ვა­ლი. წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, რა არის სტრე­სი. ეს და მსგავ­სი ნი­უ­ან­სე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ან­სა და მათ შო­რის გა­გე­ბას არ­თუ­ლებს. მი­სი­ო­ნერ­მა, რო­მე­ლიც პი­რა­ჰა­ში ამ ტო­მის ცხოვ­რე­ბის შე­სას­წავ­ლად ჩა­ვი­და, და­ას­კვნა, რომ ისი­ნი დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ზო­გი­ერ­თი ფაქ­ტი პი­რა­ჰას ტო­მის შე­სა­ხებ შე­საძ­ლოა შო­კის­მომ­გვრე­ლიც კი იყოს. ისი­ნი სამ­ყა­როს და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვა­მენ ცხოვ­რე­ბას.

პი­რა­ჰას კულ­ტუ­რის არსი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­მარ­ტოს - “იცხოვ­რე აქ და ახლა." მათ ენა­ში მხო­ლოდ აწ­მყო დროა, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რით, ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის ის, თუ რა ხდე­ბა მიმ­დი­ნა­რე მო­მენ­ტში.

პი­რა­ჰას ტო­მის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ძილი სა­ზი­ა­ნოა. ისი­ნი გაკ­ვირ­ვე­ბულ­ნი დარ­ჩნენ, რო­დე­საც შე­ი­ტყვეს, რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს დღე-ღა­მე­ში 8 სა­ა­თი სძი­ნავს. ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ თუ დიდ­ხანს და­ი­ძი­ნე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რე­ბი გახ­დნენ. ასე­ვე არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ უძი­ლო­ბის რე­ჟი­მი პი­რა­ჰა­ში იმის გამო ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ ტე­რი­ტო­რია გვე­ლე­ბი­თაა სავ­სე და მუ­დამ ფხიზ­ლად ყოფ­ნა უწევთ. მათ დღე-ღა­მე­ში 2 სა­ათ­ზე მეტ­ხანს არ სძი­ნავთ.

პი­რა­ჰას ტომი მხო­ლოდ 800-მდე ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს.

ჩვე­უ­ლებ­რივ, სხვა­დას­ხვა ტო­მებ­ში ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, რომ დათ­მონ სი­ცო­ცხლე, ვიდ­რე ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ პი­რა­ჰას ხალ­ხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მათ, უბ­რა­ლოდ, არ იცი­ან რა არის სიბ­რა­ზე, რის­ხვა, რა­ი­მის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა "სა­უ­კუ­ნე", "დრო" და "ის­ტო­რია" - პი­რა­ჰას ტო­მის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უცხოა. არ ერ­თმა მათ­გან­მა არ იცის, ვინ არის ბე­ბია და ბა­ბუა.. რო­დე­საც ეკი­თხე­ბი­ან, რა ხდე­ბო­და ტომ­ში ადრე, რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა იყო, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი და ლა­კო­ნუ­რია: "ყვე­ლა­ფე­რი არის იგი­ვე, ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის არის ერ­თნა­ი­რი.“

აქა­უ­რი დე­დე­ბი თა­ვი­ანთ შვი­ლებს ზღაპ­რებს არ უყ­ვე­ბი­ან. უფრო მე­ტიც, აქ არა­ვინ ყვე­ბა ის­ტო­რი­ებს, ამ­ბებს. ამ­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოთ ტო­მის უხუ­ცე­სი წევ­რის­გან და ის მხო­ლოდ უხუ­ცე­სის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას ემ­ყა­რე­ბა.

ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან რა არის სირ­ცხვი­ლი, ან და­ნა­შა­უ­ლი. ქმარს შე­უძ­ლია ცოლ­ზე უარი თქვას იმის გამო, რომ ის აღარ არის ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი და ქა­ლებს ეს ფაქ­ტი არ აწუ­ხებთ, არ ღე­ლა­ვენ, არ ბრაზ­დე­ბი­ან, არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ - "დროა, სხვა კაცი ვი­პო­ვო.“

მათ ენა­ში არ არ­სე­ბობს მარ­ჯვე­ნა-მარ­ცხე­ნას აღმნიშ­ვნე­ლი სი­ტყვე­ბი. უფრო მე­ტიც, ისი­ნი სა­ერ­თოდ ვერ იგე­ბენ ეს სი­ტყვე­ბი რა სა­ჭი­როა.

აქა­ურ­მა დე­დებ­მა არ იცი­ან რამ­დე­ნი შვი­ლი ჰყავთ, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლის მი­ხედ­ვით შე­უძ­ლი­ათ მიხ­ვდნენ, რო­მე­ლია მათი შვი­ლი. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ აქა­ურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან თვლა. უბ­რა­ლოდ, არ იცი­ან რას ნიშ­ნავს თუნ­დაც "ერთი". თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, აქვთ ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა "რამ­დე­ნი­მე“, "ბევ­რი". ისი­ნი გე­ტყვი­ან, რომ რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავთ, თუმ­ცა ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას ვერ და­ა­სა­ხე­ლე­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ პი­რა­ჰას ტომ­ში მცხოვ­რებ­ნი არ გა­მო­ხა­ტა­ვენ ინ­ტე­რესს თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მიღ­წე­ვე­ბის მი­მართ. მათ სრუ­ლი­ად არ ეს­მით თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წე­სის. "რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­დენ ხანს ძილი?“ - ეს არის კი­თხვა, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც აინ­ტე­რე­სებთ და ზო­გა­დად, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეთ, რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ზე. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ და­ი­წყეს ტან­საც­მლის ტა­რე­ბა, იყე­ნე­ბენ ალუ­მი­ნის ჭურ­ჭელს, ძა­ფებს, ასანთს და ასე­ვე სა­თევ­ზა­ოდ შე­და­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე ხელ­სა­წყო­ებს,

მათ კულ­ტუ­რა­ში არ არ­სე­ბობს რე­ლი­გია და ღმერ­თის გა­გე­ბა.

დრო­ის თა­ვი­სე­ბუ­ლი გა­აზ­რე­ბის გამო ეს უჩ­ვე­უ­ლო ხალ­ხი ვერ ხე­დავს საკ­ვე­ბის მა­რა­გის შე­ნახ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას მო­მავ­ლის­თვის. ისი­ნი საკ­ვებს სა­ერ­თოდ არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვანს.

პი­რა­ჰას ტომ­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნას­წო­რია და არ არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი იერ­არ­ქია. მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ამ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ცხოვ­რე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ, არ არ­სე­ბობს მათ შო­რის შური, ქურ­დო­ბა, ინ­ტრი­გე­ბი, რის­ხვა, ღა­ლა­ტი.

ისი­ნი არ ამ­ბო­ბენ სი­ტყვებს "მად­ლო­ბა“, "მობ­რძან­დი" და ა.შ. მათ ლექ­სი­კონ­ში არ არის თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ტერ­მი­ნე­ბი, ასე­ვე არც ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა იცი­ან. პი­რა­ჰას ხალ­ხს არ ეს­მის თუ რა სა­ჭი­როა ფორ­მა­ლუ­რი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს თბი­ლად ექ­ცე­ვი­ან ყო­ველ­გვა­რი ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გა­რე­შე.

ისი­ნი არი­ან მუდ­მი­ვად ღი­მი­ლი­ა­ნე­ბი, ინარ­ჩუ­ნე­ბენ კარგ გან­წყო­ბას, არ­სად იჩ­ქა­რი­ან, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სი­ლა­ღით. არ იცი­ან რა არის ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, ან დეპ­რე­სია. მკვლე­ვარ­თა შე­ფა­სე­ბით, მათ აქვთ ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ხა­რის­ხი ყო­ველ­გვა­რი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის გა­რე­შე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
2

კაკრას მანდ ვიცხოვრებდი ეხლა ისე დავიღალე და მომბეზრდა ყველაფერი......

გიორგი
2

საინტერესოა სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ავტორი:

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრება სავსეა ყოველდღიური გამოწვევებით, პრობლემებით, სტრესით, თუმცა დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ, არ იციან, რა არის სტრესი და რომელთათვისაც ცივილური სამყარო საინტერესო არ არის. ეს ადამიანები პირაჰას ტომის წევრები არიან, რომლებსაც მავანი დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ, ზოგიც ყველაზე უცნაურ საზოგადოებას უწოდებს.

პირაჰას ტომი ბრაზილიის ჯუნგლებში ცხოვრობს. მათ არ იციან რა არის წარსული და რას ნიშნავს მომავალი. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სტრესი. ეს და მსგავსი ნიუანსები თანამედროვე ადამიანსა და მათ შორის გაგებას ართულებს. მისიონერმა, რომელიც პირაჰაში ამ ტომის ცხოვრების შესასწავლად ჩავიდა, დაასკვნა, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან.

ზოგიერთი ფაქტი პირაჰას ტომის შესახებ შესაძლოა შოკისმომგვრელიც კი იყოს. ისინი სამყაროს დანარჩენი ადამიანებისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ ცხოვრებას.

პირაჰას კულტურის არსი ძალიან მარტივად შეიძლება განიმარტოს - “იცხოვრე აქ და ახლა." მათ ენაში მხოლოდ აწმყო დროა, რადგან ამ ადამიანების აზრით, ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ არის ის, თუ რა ხდება მიმდინარე მომენტში.

პირაჰას ტომის ადამიანები მიიჩნევენ, რომ ძილი საზიანოა. ისინი გაკვირვებულნი დარჩნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ზოგიერთ ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი სძინავს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ დიდხანს დაიძინებენ, შეიძლება სულ სხვანაირები გახდნენ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ უძილობის რეჟიმი პირაჰაში იმის გამო ჩამოყალიბდა, რომ ტერიტორია გველებითაა სავსე და მუდამ ფხიზლად ყოფნა უწევთ. მათ დღე-ღამეში 2 საათზე მეტხანს არ სძინავთ.

პირაჰას ტომი მხოლოდ 800-მდე ადამიანს აერთიანებს.

ჩვეულებრივ, სხვადასხვა ტომებში ამჯობინებენ, რომ დათმონ სიცოცხლე, ვიდრე ღირსება და პატივისცემა, მაგრამ პირაჰას ხალხი განსხვავებულია. მათ, უბრალოდ, არ იციან რა არის სიბრაზე, რისხვა, რაიმის მიმართ უკმაყოფილება.

ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "საუკუნე", "დრო" და "ისტორია" - პირაჰას ტომის ადამიანებისთვის უცხოა. არ ერთმა მათგანმა არ იცის, ვინ არის ბებია და ბაბუა.. როდესაც ეკითხებიან, რა ხდებოდა ტომში ადრე, როგორი ცხოვრება იყო, პასუხი მარტივი და ლაკონურია: "ყველაფერი არის იგივე, ყველაფერი ყოველთვის არის ერთნაირი.“

აქაური დედები თავიანთ შვილებს ზღაპრებს არ უყვებიან. უფრო მეტიც, აქ არავინ ყვება ისტორიებს, ამბებს. ამბები შეიძლება მოისმინოთ ტომის უხუცესი წევრისგან და ის მხოლოდ უხუცესის პირად გამოცდილებას ემყარება.

ამ ადამიანებმა არ იციან რა არის სირცხვილი, ან დანაშაული. ქმარს შეუძლია ცოლზე უარი თქვას იმის გამო, რომ ის აღარ არის ახალგაზრდა და ლამაზი და ქალებს ეს ფაქტი არ აწუხებთ, არ ღელავენ, არ ბრაზდებიან, არ აპროტესტებენ. ისინი ამბობენ - "დროა, სხვა კაცი ვიპოვო.“

მათ ენაში არ არსებობს მარჯვენა-მარცხენას აღმნიშვნელი სიტყვები. უფრო მეტიც, ისინი საერთოდ ვერ იგებენ ეს სიტყვები რა საჭიროა.

აქაურმა დედებმა არ იციან რამდენი შვილი ჰყავთ, მაგრამ ვიზუალის მიხედვით შეუძლიათ მიხვდნენ, რომელია მათი შვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ აქაურმა ადამიანებმა არ იციან თვლა. უბრალოდ, არ იციან რას ნიშნავს თუნდაც "ერთი". თუმცა ამის მიუხედავად, აქვთ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "რამდენიმე“, "ბევრი". ისინი გეტყვიან, რომ რამდენიმე შვილი ჰყავთ, თუმცა ზუსტ რაოდენობას ვერ დაასახელებენ.

საინტერესოა ისიც, რომ პირაჰას ტომში მცხოვრებნი არ გამოხატავენ ინტერესს თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევების მიმართ. მათ სრულიად არ ესმით თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესის. "როგორ შეიძლება ამდენ ხანს ძილი?“ - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც აინტერესებთ და ზოგადად, რომლითაც შეიძლება მიხვდეთ, რას ფიქრობენ ისინი დანარჩენ მსოფლიოზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ დაიწყეს ტანსაცმლის ტარება, იყენებენ ალუმინის ჭურჭელს, ძაფებს, ასანთს და ასევე სათევზაოდ შედარებით თანამედროვე ხელსაწყოებს,

მათ კულტურაში არ არსებობს რელიგია და ღმერთის გაგება.

დროის თავისებული გააზრების გამო ეს უჩვეულო ხალხი ვერ ხედავს საკვების მარაგის შენახვის საჭიროებას მომავლისთვის. ისინი საკვებს საერთოდ არ განიხილავენ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს.

პირაჰას ტომში ყველა ადამიანი თანასწორია და არ არსებობს სოციალური იერარქია. მკვლევართა აზრით, ამ ადამიანებს ძალიან უყვართ ცხოვრება და სწორედ ამიტომ, არ არსებობს მათ შორის შური, ქურდობა, ინტრიგები, რისხვა, ღალატი.

ისინი არ ამბობენ სიტყვებს "მადლობა“, "მობრძანდი" და ა.შ. მათ ლექსიკონში არ არის თავაზიანობის გამომხატველი ტერმინები, ასევე არც ბილწსიტყვაობა იციან. პირაჰას ხალხს არ ესმის თუ რა საჭიროა ფორმალური თავაზიანობა, ეს ადამიანები ერთმანეთს თბილად ექცევიან ყოველგვარი ზრდილობიანი ტერმინოლოგიის გარეშე.

ისინი არიან მუდმივად ღიმილიანები, ინარჩუნებენ კარგ განწყობას, არსად იჩქარიან, გამოირჩევიან სილაღით. არ იციან რა არის ფსიქიკური აშლილობა, ან დეპრესია. მკვლევართა შეფასებით, მათ აქვთ ცხოვრებით კმაყოფილების ფენომენალური ხარისხი ყოველგვარი ანტიდეპრესანტების გარეშე.