საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო" - ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანზე
"ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო" - ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანზე

ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მო­რალ­ზე მი­მი­თი­თებს და მთხოვს, რომ მე­ლია სა­ხელ­მწი­ფო­ზე და კა­ნო­ნებ­ზე მაღ­ლა და­ვა­ყე­ნო, მან ხომ მშვე­ნივ­რად იცის, რომ მე­ლია შეგ­ნე­ბუ­ლად აქე­ზებს და უკა­ნო­ნო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რი­თაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ქა­ო­სის­კენ მი­მარ­თულ ლო­გი­კას ამ­კვიდ­რებს, - ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტა­ტი ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც პარ­ტი­ის „კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“ ლი­დერს, თაკო ჩარ­კვი­ანს პა­სუ­ხობს.

ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე ჩარ­კვი­ანს მი­მარ­თავს: „სულ სხვა ადა­მი­ა­ნი, სხვა „მხა­რეა“ და­სარ­წმუ­ნე­ბე­ლი, რომ კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სია!“

“ჩემო მე­გო­ბა­რო თაკო! გი­დას­ტუ­რებ სიყ­ვა­რულ­საც, მე­გობ­რო­ბა­საც, პა­ტი­ვის­ცე­მას შენი და შენი ოჯა­ხის, ჩვე­ნი მა­მე­ბის მე­გობ­რო­ბის მი­მართ. მე არ მო­მი­მარ­თავს შენ­თვის მო­წო­დე­ბით, როცა შო­კის­მომ­გვრე­ლი კად­რე­ბი ვი­ხი­ლე - როცა პარ­ტია „კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფან­ჩა­ტურ­ში კა­ნონ­დამ­რღვე­ვებ­თან და უსა­მარ­თლო­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რებ­თან ერ­თად იჯე­ქი. არ მოგ­მარ­თე, რად­გან ჩავ­თვა­ლე, რომ ეს შენი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ­ჩე­ვა­ნია.

ჩემ­თვის ას­მა­გად სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რია შენი დგო­მა იმ მხა­რეს, რო­მე­ლიც არ არის სი­მარ­თლე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წარ­სუ­ლის მძი­მე ცოდ­ვე­ბი­თაა დამ­ძი­მე­ბუ­ლი; სა­დაც მი­ზა­ნი ქა­ო­სი, სა­ხელ­მწი­ფოს ნგრე­ვა, უთა­ნას­წო­რო­ბა და კა­ნო­ნე­ბის ფეხ­ზე და­კი­დე­ბაა; ჩემ­თვის ას­მა­გად სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რია შენი იმ მხა­რეს დგო­მა, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და პან­დე­მი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სი კრი­ზი­სის დროს სა­ხელ­მწი­ფოს კი­დევ უფრო და­სუს­ტე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად; სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რია შენ­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბუ­ლინ­გის მცდე­ლო­ბა ჩემ­ზე მა­შინ, რო­დე­საც ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა უმარ­ტი­ვე­სად შე­იძ­ლე­ბა - ნიკა მე­ლი­ას ვე­რა­ვინ ჩას­ვამს ცი­ხე­ში თუ კა­ნო­ნის ელე­მენ­ტა­რულ მო­თხოვ­ნას და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა და გი­რა­ოს გა­და­იხ­დის. ეს მხო­ლოდ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სხვა­ზე არა­ვი­ზე.

ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის და მო­მავ­ლის წი­ნა­შე ოდ­ნა­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­აჩ­ნდეს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სის, ბრალ­დე­ბუ­ლის სი­ჯი­უ­ტი­სა და ახი­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იღებ­დეს და არა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბი­დან.

თაკო, სულ სხვა ადა­მი­ა­ნი, სხვა „მხა­რეა“ და­სარ­წმუ­ნე­ბე­ლი, რომ კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სია !

მო­რა­ლი არ შე­იძ­ლე­ბა უკა­ნო­ნო­ბის მხა­რეს იყოს.

და რა გა­მო­დის - ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მო­რალ­ზე მი­მი­თი­თებს და მთხოვს, რომ მე­ლია სა­ხელ­მწი­ფო­ზე და კა­ნო­ნებ­ზე მაღ­ლა და­ვა­ყე­ნო. ნუთუ ვერ ხვდე­ბა რის­კენ მი­ბიძ­გებს, მან ხომ მშვე­ნივ­რად იცის, რომ მე­ლია შეგ­ნე­ბუ­ლად აქე­ზებს და უკა­ნო­ნო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რი­თაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ქა­ო­სის­კენ მი­მარ­თულ ლო­გი­კას ამ­კვიდ­რებს.

შენი პა­სუ­ხი მა­ინ­ტე­რე­სებს, თაკო, რა პა­სუ­ხი აქვს მე­ლი­ას მათ­თვის, ვინც სა­მარ­თლებ­ლივ დევ­ნა­შია და ჯა­რი­მებს იხ­დის? ვი­საც სა­მა­ჯუ­რე­ბი უკე­თი­ათ? ვინც დღე­საც სა­პა­ტიმ­რო­შია?

რა ვქნათ, შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი ვი­ქა­და­გოთ?!

და მთა­ვა­რი - ნუ­რა­ვინ მას­წავ­ლის ნურც თა­ნად­გო­მას, ნურც შემ­წყნა­რებ­ლო­ბას, ნურც გვერ­დში დგო­მას და მი­თუ­მე­ტეს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­სა და პატ­რი­ო­ტიზმს, რო­მე­ლიც ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფოს, კონ­სტუ­ტი­ცი­ი­სა და კა­ნო­ნე­ბის დაც­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა!”,- წერს დუმ­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში თაკო ჩარ­კვი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, დუმ­ბა­ძემ ნიკა მე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ღი­ლაკს თითი ისე და­ა­ჭი­როს, ვერ გა­ა­ნა­ლი­ზოს, ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის გამო ის­ჯე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
179

ქეთი, თაკოსგან ნუღარაფერი გიკვირთ. მაგან კარგა ხანია სინდისზე ხელი აიღო.

beso
161

ცალსახად ვიზიარებ, მაგრამ შევნიშნავ, რომ თაკოსათვის ამის წაკითხვა უკვე დაგვიანებულია, მან უკვე ბევრ რამეს გადააბიჯა, თუ არა ამაზე კონსულტაცია შეეძლო მიეღო დროულად. ამის რესურსი ჩარკვიანებს, ამ დიდებულ გვარს გააჩნია. სამწუხაროა, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც გვიან მიხვდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო" - ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანზე

"ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო" - ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანზე

ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს, - ამის შესახებ დეპუტატი ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს პასუხობს.

ქეთევან დუმბაძე ჩარკვიანს მიმართავს: „სულ სხვა ადამიანი, სხვა „მხარეა“ დასარწმუნებელი, რომ კანონი უზენაესია!“

“ჩემო მეგობარო თაკო! გიდასტურებ სიყვარულსაც, მეგობრობასაც, პატივისცემას შენი და შენი ოჯახის, ჩვენი მამების მეგობრობის მიმართ. მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა შოკისმომგვრელი კადრები ვიხილე - როცა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯექი. არ მოგმართე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს შენი გადაწყვეტილება და არჩევანია.

ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა იმ მხარეს, რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც წარსულის მძიმე ცოდვებითაა დამძიმებული; სადაც მიზანი ქაოსი, სახელმწიფოს ნგრევა, უთანასწორობა და კანონების ფეხზე დაკიდებაა; ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი იმ მხარეს დგომა, რომელიც ოკუპაციის პირობებში და პანდემიისგან მიყენებული უკიდურესი კრიზისის დროს სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებას ისახავს მიზნად; სამწუხარო და გასაკვირია შენგან ფსიქოლოგიური ბულინგის მცდელობა ჩემზე მაშინ, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება - ნიკა მელიას ვერავინ ჩასვამს ციხეში თუ კანონის ელემენტარულ მოთხოვნას დაემორჩილება და გირაოს გადაიხდის. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და სხვაზე არავიზე.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და მომავლის წინაშე ოდნავი პასუხისმგებლობა გააჩნდეს, გადაწყვეტილებას რომელიმე პოლიტიკოსის, ბრალდებულის სიჯიუტისა და ახირებიდან გამომდინარე იღებდეს და არა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან.

თაკო, სულ სხვა ადამიანი, სხვა „მხარეა“ დასარწმუნებელი, რომ კანონი უზენაესია !

მორალი არ შეიძლება უკანონობის მხარეს იყოს.

და რა გამოდის - ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს.

შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია?

რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?!

და მთავარი - ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მითუმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტუტიციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება!”,- წერს დუმბაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ეთერში თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ვერ წარმოუდგენია, დუმბაძემ ნიკა მელიას წინააღმდეგ ღილაკს თითი ისე დააჭიროს, ვერ გაანალიზოს, ის სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის გაპროტესტების გამო ისჯება.