საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცდიან მელიას დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ - ვაი მაგათ" - მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ოცნებაზე"
"ცდიან მელიას დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ - ვაი მაგათ" - მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ოცნებაზე"

ცდი­ან და­ჭე­რას, ვუი მა­გათ პატ­რონს და თუ ვერ და­ი­ჭე­რენ, ვაი მა­გათ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, მე­ლი­ას საქ­მე არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა.

„ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბა უსა­მარ­თლო­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნიკა მე­ლია არის სიმ­ბო­ლო იმი­სა, რაც ხდე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლის პოვ­ნა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი გა­დაქ­ცე­უ­ლია ჩვე­უ­ლებ­რივ „კლა­ნად“ “, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. მისი თქმით, ნიკა მე­ლი­ას „სი­სუ­ლე­ლე­ზე, იდი­ო­ტიზ­მზე იჭე­რენ“.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ სურთ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე. „ქარ­თველ­მა ხალ­ხმა არ უნდა და­უშ­ვას ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა. რო­გორც არ უშ­ვებ­დნენ ამას უკ­რა­ი­ნა­ში, არ უშ­ვებ­დნენ ყირ­გი­ზეთ­ში, თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც არ უშ­ვე­ბენ ყვე­ლა თავ­მოყ­ვა­რე ერსა და ქვე­ყა­ნა­ში. ჩარ­თეთ ტე­ლე­ვი­ზო­რი, "იუ­თუ­ბი" და გაჩ­ვე­ნებთ, რო­დე­საც ძალ­მომ­რე­ო­ბას და ძა­ლა­დო­ბას იჩენ­და მთავ­რო­ბა, რო­გორც იცავ­და სა­კუ­თარ თავს ხალ­ხი. თუ ძალ­მომ­რე­ო­ბას და ძალ­მომ­რე­ო­ბას იჩენს მთავ­რო­ბა, ამას სა­მარ­თალ­თან არა­ფე­რი კავ­ში­რი არ აქვს, მე ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მო­ნა­ხავს გზას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, მშვი­დო­ბი­ა­ნად, ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ მტკი­ცედ არ და­უშ­ვას ძა­ლა­დო­ბის და ძალ­მომ­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დგო­მი გაგ­რძე­ლე­ბა. ეს მე­ლი­ა­თი ხომ არ დას­რულ­დე­ბა, ასე „უპ­რა­გო­ნოდ“, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბით, უშ­ვე­ბენ ცი­ხე­ში, ხვალ ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღა­ზი­ის, სას­ტუმ­როს, მცი­რე ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვალ­ში არ მოხ­ვდე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გახ­დეს ძა­ლა­დო­ბის და ძალ­მომ­რე­ო­ბის მსხვერ­პლი და ხდე­ბა კი­დე­ვაც“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის ღირ­სე­ბით აღ­სავ­სე და „ყვე­ლას ყელ­ში ამო­უ­ვი­და, რაც ხდე­ბა“.

„ნიკა მე­ლია არის ძაან მა­გა­რი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია გმი­რუ­ლად იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ახლა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი უნდა გახ­დეს ლი­დე­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი იყოს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მე­ლი­ას და­ი­ჭე­რენ თუ არა, „ასეც და ისეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე წა­სუ­ლია“. „ცდი­ან და­ჭე­რას, ვუი მა­გათ პატ­რონს და თუ არ და­ი­ჭე­რენ, ვაი მა­გათ. აი , ასეთ დღე­ში ჩა­ი­ყე­ნეს თავი. ეგე­ნი თვი­თონ რომ არი­ან მხდა­ლე­ბი, გა­და­წყვი­ტეს, რომ აქე­და­ნაც არი­ან მხდა­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ამ ბრძო­ლა­ში გა­ი­მარ­ჯვებს, ეს არის სი­ნათ­ლის და სიბ­ნე­ლის ბრძო­ლა, სა­დაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სი­ნათ­ლე გა­ი­მარ­ჯვებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუ
68

ვაი–უი მიხო?

 

დამკვირვებელი
151

მელიას როგორც მარიონეტს ისე ათამაშებს შიშიკო . ამ უგუნურს არ ჰყოფნის ჭკუ და თავი მართლა ლიდერი ჰგონია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ცდიან მელიას დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ - ვაი მაგათ" - მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ოცნებაზე"

"ცდიან მელიას დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ - ვაი მაგათ" - მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ოცნებაზე"

ცდიან დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, მელიას საქმე არის პოლიტიკური დევნა.

„ეს არის ჩვეულებრივი გამოვლინება უსამართლობის და პოლიტიკური დევნის. ამ შემთხვევაში ნიკა მელია არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. საქართველოში სამართლის პოვნა არის შეუძლებელი და მოსამართლეების მთელი ჯგუფი გადაქცეულია ჩვეულებრივ „კლანად“ “, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ნიკა მელიას „სისულელეზე, იდიოტიზმზე იჭერენ“.

სააკაშვილის განცხადებით, მათ სურთ სტაბილურობა და სიმშვიდე. „ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება. როგორც არ უშვებდნენ ამას უკრაინაში, არ უშვებდნენ ყირგიზეთში, თავის დროზე საქართველოში, როგორც არ უშვებენ ყველა თავმოყვარე ერსა და ქვეყანაში. ჩართეთ ტელევიზორი, "იუთუბი" და გაჩვენებთ, როდესაც ძალმომრეობას და ძალადობას იჩენდა მთავრობა, როგორც იცავდა საკუთარ თავს ხალხი. თუ ძალმომრეობას და ძალმომრეობას იჩენს მთავრობა, ამას სამართალთან არაფერი კავშირი არ აქვს, მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს გზას ორგანიზებულად, მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე, მაგრამ მტკიცედ არ დაუშვას ძალადობის და ძალმომრეობის შემთხვევების შემდგომი გაგრძელება. ეს მელიათი ხომ არ დასრულდება, ასე „უპრაგონოდ“, სრულიად გაუგებარი მიზეზებით, უშვებენ ციხეში, ხვალ ნებისმიერი მაღაზიის, სასტუმროს, მცირე ბიზნესის მფლობელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თვალში არ მოხვდებათ, შეიძლება ჩვეულებრივ გახდეს ძალადობის და ძალმომრეობის მსხვერპლი და ხდება კიდევაც“, - აღნიშნა მან.

ამასთან მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება არის ღირსებით აღსავსე და „ყველას ყელში ამოუვიდა, რაც ხდება“.

„ნიკა მელია არის ძაან მაგარი ლიდერი, ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი, განსაკუთრებით ახალგაზრდა და თითოეული ჩვენგანი იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მელიას დაიჭერენ თუ არა, „ასეც და ისეც ხელისუფლების საქმე წასულია“. „ცდიან დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ არ დაიჭერენ, ვაი მაგათ. აი , ასეთ დღეში ჩაიყენეს თავი. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, გადაწყვიტეს, რომ აქედანაც არიან მხდალები“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს.

"თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ" - ზაალ უდუმაშვილი

მელია ელისაშვილს პასუხობს: "არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან"

"მზად ვარ, ნიკა მელიას ჩემი ხელფასი გადავურიცხო..ადამიანურად მზად ვარ" - ალეკო ელისაშვილი