კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გარ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის­თვის კი­დევ 2 ფი­ზი­კუ­რი პირი და­ა­ჯა­რი­მა, და­ჯა­რიმ­და ასე­ვე ერთი იუ­რი­დი­უ­ლი პირი.

რო­გორც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მაია მი­ქა­ი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, 2 ობი­ექ­ტზე, სა­დაც აღი­ნიშ­ნე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე, გა­მოვ­ლინ­და ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და ორი­ვე მათ­გა­ნი 2000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რი­დი­ულ პირს, ამ შემ­თხვე­ვა­ში რეს­ტო­რა­ნი არა­დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში, ად­გილ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას, რის გა­მოც მფლო­ბე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­და.

„შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ გუ­შინ, გეგ­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში, მო­ახ­დი­ნა 4 ობი­ექ­ტზე და­ჯა­რი­მე­ბა არა­ნე­ბა­დარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ერთი იყო იუ­რი­დი­უ­ლი პირი - რეს­ტო­რა­ნი, რო­მე­ლიც არა­დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ობი­ექ­ტი და­ჯა­რიმ­და 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სამი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით. რაც შე­ე­ხე­ბა „ჯა­ფა­რას­თან“, იცით არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მოხ­და ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­და ფი­ზი­კუ­რი პირი 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ბა­რის „ჯა­ფა­რას­თან“, ასე­ვე მოხ­და 2 სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. ორი­ვე მათ­გა­ნი ახორ­ცი­ე­ლებ­და აკ­რძა­ლულ საქ­მი­ა­ნო­ბას, აქ იყო 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი თავ­შეყ­რი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის გა­რე­შე და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ორი­ვეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მათ მი­მარ­თაც შე­სა­ბა­მი­სად, იქნა სან­ქცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ჯამ­ში და­ჯა­რიმ­და 1 იუ­რი­დი­უ­ლი პირი 10 000 ლა­რით და სამი ფი­ზი­კუ­რი პირი 2000 ლა­რით. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ ერთ ობი­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან გვქონ­და საქ­მე,“ -გა­ნა­ცხა­და მაია მი­ქა­ი­ამ.

Mimoza
52

ორი ათასი ცოტაა, უფრო დიდი თანხით უნდა დააჯარიმონ. მაგათ რა უნდათ პარლამენტში, მასხარები, კომედიანტები, ქვეყნის მტრები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, სოციალური ღონისძიების გამართვისთვის კიდევ 2 ფიზიკური პირი დააჯარიმა, დაჯარიმდა ასევე ერთი იურიდიული პირი.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 2 ობიექტზე, სადაც აღინიშნებოდა დაბადების დღე, გამოვლინდა ღონისძიების ორგანიზატორი და ორივე მათგანი 2000 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება იურიდიულ პირს, ამ შემთხვევაში რესტორანი არადისტანციურ რეჟიმში, ადგილზე ახორციელებდა საქმიანობას, რის გამოც მფლობელი იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

„შრომის ინსპექციამ გუშინ, გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, მოახდინა 4 ობიექტზე დაჯარიმება არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. ერთი იყო იურიდიული პირი - რესტორანი, რომელიც არადისტანციურ რეჟიმში ახორციელებდა საქმიანობას. შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

სამი იყო სოციალური ღონისძიების განხორციელების მიზნით. რაც შეეხება „ჯაფარასთან“, იცით არ არის ნებადართული საქმიანობა, მოხდა ღონისძიების ორგანიზატორის იდენტიფიცირება და ამ შემთხვევაში დაჯარიმდა ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით.

გარდა ბარის „ჯაფარასთან“, ასევე მოხდა 2 სოციალური ღონისძიების გამოვლენა საღამოს საათებში. ორივე მათგანი ახორციელებდა აკრძალულ საქმიანობას, აქ იყო 10-ზე მეტი ადამიანი თავშეყრილი ყველანაირი რეგულაციების დაცვის გარეშე და მიმდინარეობდა სოციალური ღონისძიება. ორივეს ორგანიზატორი იყო იდენტიფიცირებული და მათ მიმართაც შესაბამისად, იქნა სანქცია გამოყენებული 2000 ლარის ოდენობით. ჯამში დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი 10 000 ლარით და სამი ფიზიკური პირი 2000 ლარით. ასევე მიმდინარეობს კიდევ ერთ ობიექტთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების გარკვევა, ამ შემთხვევაშიც სოციალურ ღონისძიებასთან გვქონდა საქმე,“ -განაცხადა მაია მიქაიამ.

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს

"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის

"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეიტანოს საჩივარი" - შს მინისტრი 14 წლის გოგოს სუიციდის საქმეზე