საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?
"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

"ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" არ­სე­ბუ­ლი შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მით­ქმა - მოთ­ქმის შემ­დეგ, დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პარ­ტი­ის ლი­დე­რებს შო­რის მარ­თლაც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა.

პარ­ტი­ა­ში გა­ნახ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რის წი­ნა­პი­რო­ბაც და­ვით ბა­ქა­რა­ძეს და გიგი უგუ­ლა­ვას ლი­დე­რე­ბის პარ­ტი­ის მარ­თვი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა მი­აჩ­ნი­ათ, ამ აზრს არ იზი­ა­რებს გიგა ბო­კე­რია.

რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა-თათ­ბი­რის შემ­დეგ, და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ მა­ი­სამ­დე დარ­ჩე­ბა, შემ­დეგ კი პარ­ტი­ას და­ტო­ვებს. ბაქ­რა­ძის მსგავ­სად, გიგი უგუ­ლა­ვა­მაც გვერ­დზე გად­გო­მა გა­და­წყვი­ტა და თქვა, რომ ისიც გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტს და­ტო­ვებს, თუმ­ცა აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ბა და მთელ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს “მავ­ნე­ბე­ლი რე­ჟი­მის” გას­ტუმ­რე­ბას მო­ახ­მარს.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ტი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა წა­ვიდ­ნენ ზურა ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლიც. პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღე­ბულ შე­დეგს ასა­ხე­ლე­ბენ, რაც რე­ა­ლუ­რად არის კი­დეც არ­სე­ბუ­ლი არე­უ­ლო­ბის მი­ზე­ზი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შე­დე­გით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა პარ­ტი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­ზღუ­და. ამის თა­ო­ბა­ზე Ambebi.ge ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში წერ­და.

სად შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ და­ვით ბაქ­რა­ძე და გიგი უგუ­ლა­ვა, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ პარ­ტი­ულ აქ­ტი­უ­რო­ბას წყვე­ტენ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში რჩე­ბი­ან.

რო­გორც გახ­და ცნო­ბი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვა ახ­ლა­ხან კი­ე­ვი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც ის ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა. უგუ­ლა­ვას ბრი­ფინგზე და­უს­ვეს შე­კი­თხვა, რა მიზ­ნით ჩაფ­რინ­და კი­ევ­ში და რაზე ისა­უბ­რეს მან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"დიახ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ვნა­ხე, დიდი სა­უ­ბა­რი ჩვენ არ გვქო­ნია, უბ­რა­ლოდ, გა­და­ვიკ­ვე­თეთ. ჩვენ ძი­რი­თა­დად ვი­სა­უბ­რეთ უკ­რა­ი­ნა­ზე, მას­თან პარ­ტი­ულ სა­კი­თხებ­ზე არ მი­სა­უბ­რია, იმი­ტომ, რომ პარ­ტი­ას ჰყავს არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე და თუ "ნაც­მოს­თვის" რამე მაქვს სათ­ქმე­ლი, მი­ვალ ბა­ტონ ნი­კას­თან”, - გა­ნა­ცხა­და მან.

რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვამ შე­საძ­ლოა "აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კა” მარ­თლაც "დედა პარ­ტი­ას" - “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” და­უ­კავ­ში­როს. რო­გორც სან­დო წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, "უგუ­ლა­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ცდი­ლობს ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას და არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, თუ მალე მას ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" ვი­ხი­ლავთ.

უგუ­ლა­ვა სწო­რედ ამ მიზ­ნით ჩაფ­რინ­და კი­ევ­ში. სხვა­თა შო­რის, ნიკა მე­ლია უგუ­ლა­ვას მათ რი­გებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, ამი­ტო­მაც დას­ჭირ­და მას არა თავ­მჯდო­მა­რეს­თან, არა­მედ პირ­და­პირ სა­ა­კაშ­ვილ­თან ჩაფ­რე­ნა”.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
26

"უძღები შვილის დაბრუნება"

გიორგი
466
ორი ნაგვის ტომარა: ერთი ქართული წარმოების, მეორე კი სომხური წარმოების...
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

"ევროპულ საქართველოში" არსებული შიდა დაძაბულობის თაობაზე რამდენიმედღიანი მითქმა - მოთქმის შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტიის ლიდერებს შორის მართლაც აზრთა სხვადასხვაობაა.

პარტიაში განახლების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, რის წინაპირობაც დავით ბაქარაძეს და გიგი უგულავას ლიდერების პარტიის მართვიდან ჩამოშორება მიაჩნიათ, ამ აზრს არ იზიარებს გიგა ბოკერია.

რამდენიმესაათიანი შეხვედრა-თათბირის შემდეგ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარედ მაისამდე დარჩება, შემდეგ კი პარტიას დატოვებს. ბაქრაძის მსგავსად, გიგი უგულავამაც გვერდზე გადგომა გადაწყვიტა და თქვა, რომ ისიც გენერალური მდივნის პოსტს დატოვებს, თუმცა აქტიურ პოლიტიკაში დარჩება და მთელ შესაძლებლობებს “მავნებელი რეჟიმის” გასტუმრებას მოახმარს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიიდან შეიძლება წავიდნენ ზურა ჭიაბერაშვილი და ირმა ნადირაშვილიც. პარტიის წარმომადგენლები პარტიის განახლების მიზეზად საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ შედეგს ასახელებენ, რაც რეალურად არის კიდეც არსებული არეულობის მიზეზი.

ჩვენი ინფორმაციით, ამ შედეგით განსაკუთრებულად უკმაყოფილო დარჩა პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი, რომელმაც პარტიას დაფინანსება შეუზღუდა. ამის თაობაზე Ambebi.ge ჯერ კიდევ იანვარში წერდა.

სად შეიძლება ვიხილოთ დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა, რომლებიც აცხადებენ, რომ პარტიულ აქტიურობას წყვეტენ, მაგრამ პოლიტიკაში რჩებიან.

როგორც გახდა ცნობილი, გიგი უგულავა ახლახან კიევიდან დაბრუნდა, სადაც ის ექსპრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. უგულავას ბრიფინგზე დაუსვეს შეკითხვა, რა მიზნით ჩაფრინდა კიევში და რაზე ისაუბრეს მან და მიხეილ სააკაშვილმა.

"დიახ, სააკაშვილი ვნახე, დიდი საუბარი ჩვენ არ გვქონია, უბრალოდ, გადავიკვეთეთ. ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე, მასთან პარტიულ საკითხებზე არ მისაუბრია, იმიტომ, რომ პარტიას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და თუ "ნაცმოსთვის" რამე მაქვს სათქმელი, მივალ ბატონ ნიკასთან”, - განაცხადა მან.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, გიგი უგულავამ შესაძლოა "აქტიური პოლიტიკა” მართლაც "დედა პარტიას" - “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშიროს. როგორც სანდო წყარო გვეუბნება, "უგულავა მიხეილ სააკაშვილთან ცდილობს ურთიერთობის დალაგებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მალე მას ისევ "ნაციონალებში" ვიხილავთ.

უგულავა სწორედ ამ მიზნით ჩაფრინდა კიევში. სხვათა შორის, ნიკა მელია უგულავას მათ რიგებში დაბრუნების წინააღმდეგია, ამიტომაც დასჭირდა მას არა თავმჯდომარესთან, არამედ პირდაპირ სააკაშვილთან ჩაფრენა”.

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა