მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია - ძმები ალასანიების ამერიკული ცხოვრება ქართველ ცოლებთან დაშორების შემდეგ
ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია - ძმები ალასანიების ამერიკული ცხოვრება ქართველ ცოლებთან დაშორების შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძას თე­მურ ალა­სა­ნი­ას (დე­დის ძმა) სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რის კვალ­დაკ­ვალ პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბო­და ბი­ძის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბი ჯერ მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და ოჯახ­თან ერ­თად, შემ­დეგ კი ამე­რი­კა­ში. თე­მურ ალა­სა­ნია, მე­უღ­ლეს­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად ნიუ-იორკში ცხოვ­რობს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ნი­კო­ლო­ზი და გი­ორ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც, წარ­მა­ტე­ბულ და ლა­მაზ ქარ­თველ ქა­ლებ­ზე იქორ­წი­ნეს.

ნი­კო­ლოზ და გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ე­ბი

ნიკა ალა­სა­ნი­ამ და ლიკა ევ­გე­ნი­ძემ 2011 წელს იქორ­წი­ნეს და ჯვა­რი თბი­ლის­ში, მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს.

გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მთაწ­მინ­დის პარკში გა­და­ი­ხა­დეს. პა­ტარ­ძლის ერთ-ერთი მეჯ­ვა­რე ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და მა­შინ­დე­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სიც. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბი­სა და ორი შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ 2017 წელს ლიკა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

"ვერ გა­ი­გებ რო­დის მო­დის და რო­დის მი­დის ის ემო­ცია, რო­მელ­საც გრძნო­ბას ვე­ძა­ხით. ცხოვ­რობს ორი ადა­მი­ა­ნი, არ­სე­ბობს მათ შო­რის კავ­ში­რიც, სი­ახ­ლო­ვეც, მე­გობ­რო­ბაც და პა­ტი­ვის­ცე­მაც, მაგ­რამ ის, "რა­ღაც სხვა", ქრე­ბა. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ეს ეტა­პიც დამ­თავ­რდა და ასე გა­დავ­წყვი­ტეთ.“ - ასე ახ­სნა და­შო­რე­ბა მა­შინ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა "სი­თი­ში" ინ­ტერ­ვი­უს დროს.

ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ვახ­ტანგ ხუ­ცი­ძის შვი­ლიშ­ვილ ელე­ნე დუმ­ბა­ძე­ზე იქორ­წი­ნა წლე­ბის წინ გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ამ. წყვილ­მა ცხოვ­რე­ბა ამე­რი­კა­ში გა­აგ­რძე­ლა და ვაჟი მი­ხე­ილ-და­ვით ალა­სა­ნია შე­ე­ძი­ნათ.

2015 წელს, შვი­ლის ნათ­ლო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და, ის ბი­ძაშ­ვი­ლის შვი­ლის ერთ-ერთი ნათ­ლია გახ­ლდათ.

ლიკა ევ­გე­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქმარს და­შორ­და ელე­ნე დუმ­ბა­ძეც. ამა­ზე ქალს ხმა­მაღ­ლა არა­სო­დეს უსა­უბ­რია, თუმ­ცა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი დღემ­დე წაშ­ლი­ლი აქვს ინ­სტაგ­რამ­ზე და შვილ­თან ერ­თად დიდ დროს ელე­ნეც სამ­შობ­ლო­ში ატა­რებს.

ლიკა ევ­გე­ნი­ძემ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ მუ­სი­კოს ნიკა კო­ჩა­რო­ვის სა­ხით ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. წყვი­ლი წლე­ბია უკვე ერ­თად ცხოვ­რობს და გრძნო­ბებს აღარ მა­ლა­ვენ.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ნიკა ალა­სა­ნი­აც. მისი რჩე­უ­ლი ამ­ჯე­რად უცხო­ე­ლი ქალი კელი ქენდლია. წყვი­ლი ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს და რო­მან­ტი­კულ ფო­ტო­ებ­საც ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ.

გი­ორ­გი ალა­სა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ იძებ­ნე­ბა, მის ახალ ფო­ტო­ებს მხო­ლოდ ძმის ფე­ის­ბუქ პრო­ფილ­ზე თუ ნა­ხავთ.

ელე­ნე დუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც მე­დი­ას არ წყა­ლობს და არც ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და მისი ინ­სტაგ­რამ გვერ­დი­დან თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
12

აუ რა გამახარეთ!!!! )))))))))))))))

კ ო მ ბ ლ ე
11

რაო? რისთვის არეკლამებთ და რისთვის ამზადებთ? პრეზიდენტად? თუ მომავალი პრემიერი იქნება? იქნებ პარტიის ბოსი? ააააა?

„„ბოსების ბოსი განქსტერი კლოსი!““ უ ნას დლინიე რუკი! თუ ეგრეა, ბარემ ეგეც გეტქვათ რააა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია - ძმები ალასანიების ამერიკული ცხოვრება ქართველ ცოლებთან დაშორების შემდეგ

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია - ძმები ალასანიების ამერიკული ცხოვრება ქართველ ცოლებთან დაშორების შემდეგ

საქართველოს ექს-პრეზიდენტის ბიძას თემურ ალასანიას (დედის ძმა) საზოგადოება კარგად იცნობს. მიხეილ სააკაშვილის კარიერის კვალდაკვალ პერიოდულად ჩნდებოდა ბიძის სახელი, რომელიც წლები ჯერ მოსკოვში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, შემდეგ კი ამერიკაში. თემურ ალასანია, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს.

მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები ნიკოლოზი და გიორგი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც, წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.

ნიკოლოზ და გიორგი ალასანიები

ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.

გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ 2017 წელს ლიკა საქართველოში დაბრუნდა.

"ვერ გაიგებ როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ.“ - ასე ახსნა დაშორება მაშინ სამშობლოში დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა "სითიში" ინტერვიუს დროს.

ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვახტანგ ხუციძის შვილიშვილ ელენე დუმბაძეზე იქორწინა წლების წინ გიორგი ალასანიამ. წყვილმა ცხოვრება ამერიკაში გააგრძელა და ვაჟი მიხეილ-დავით ალასანია შეეძინათ.

2015 წელს, შვილის ნათლობას მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, ის ბიძაშვილის შვილის ერთ-ერთი ნათლია გახლდათ.

ლიკა ევგენიძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქმარს დაშორდა ელენე დუმბაძეც. ამაზე ქალს ხმამაღლა არასოდეს უსაუბრია, თუმცა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები დღემდე წაშლილი აქვს ინსტაგრამზე და შვილთან ერთად დიდ დროს ელენეც სამშობლოში ატარებს.

ლიკა ევგენიძემ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მუსიკოს ნიკა კოჩაროვის სახით ახალი სიყვარული იპოვა. წყვილი წლებია უკვე ერთად ცხოვრობს და გრძნობებს აღარ მალავენ.

შეყვარებულია ნიკა ალასანიაც. მისი რჩეული ამჯერად უცხოელი ქალი კელი ქენდლია. წყვილი ერთად მოგზაურობს და რომანტიკულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.

გიორგი ალასანია სოციალურ ქსელში არ იძებნება, მის ახალ ფოტოებს მხოლოდ ძმის ფეისბუქ პროფილზე თუ ნახავთ.

ელენე დუმბაძე, რომელიც მედიას არ წყალობს და არც ინტერვიუების სიყვარულით გამოირჩევა, ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და მისი ინსტაგრამ გვერდიდან თუ ვიმსჯელებთ, ძალიან უყვარს მოგზაურობა.

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ქერა თმა... ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე" - ეკა მიშველაძე

"ხათუნას არ დაემართოს და სხვას არაფერს დავეძებ" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე კოვიდინფიცირებული ზურა ხაჩიძის მდგომარეობაზე?