სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
USAID-ი "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებას და გაფართოებას გეგმავს
USAID-ი "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებას და გაფართოებას გეგმავს

„სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) დე­ლე­გა­ცია ეწ­ვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პი­ტერ ვიბ­ლე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­დან" აც­ნო­ბეს, მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ მე­ნე­ჯმენტს USAID-ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გა­აც­ნო, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლო მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს. პი­ტერ ვიბ­ლერ­მა „სა­პარტნი­ო­რო ფონდთან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაღ­რმა­ვე­ბი­სა და სრუ­ლი­ად ახალ, გა­ფარ­თო­ე­ბულ დო­ნე­ზე გა­დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ფონდში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხაზი გა­უს­ვეს „სა­პარტნი­ო­რო ფონდსა“ და USAID-ს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უკვე არ­სე­ბულ პო­ზი­ტი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას. მხა­რე­ებ­მა ისა­უბ­რეს ფონ­დის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია „სტარ­ტაპ სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და USAID Zrda -ს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბულ შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ო­კუ­პა­ციო გამ­ყო­ფი ზო­ლის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მე­წარ­მე­თა მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხმობს და რომ­ლის ფარ­გლებ­ში, პი­რო­ბით სა­ზღვარ­თან უკვე რამ­დე­ნი­მე ინო­ვა­ცი­უ­რი სა­წარ­მო შე­იქ­მნა.

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ USAID-ის დე­ლე­გა­ცი­ას ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­აც­ნო. ასე­ვე, მან ფონ­დის რე­ფორ­მი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი აწარ­მო­ებს. და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და USAID-ის მი­სი­ას და ზო­გა­დად, აშშ-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის და გა­მო­ხა­ტა მზად­ყოფ­ნა სა­ა­გენ­ტოს­თან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად.

მხა­რე­ებ­მა სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის კონ­კრე­ტულ სექ­ტო­რებ­ში ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს",-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

USAID-ი "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებას და გაფართოებას გეგმავს

USAID-ი "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებას და გაფართოებას გეგმავს

„საპარტნიორო ფონდს“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დელეგაცია ეწვია, საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის ხელმძღვანელობით.

როგორც “ინტერპრესნიუსს" "საპარტნიორო ფონდიდან" აცნობეს, მისიის ხელმძღვანელმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს USAID-ის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში ახლო მომავალში გეგმავს. პიტერ ვიბლერმა „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებისა და სრულიად ახალ, გაფართოებულ დონეზე გადაყვანის შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

"ფონდში გამართულ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს „საპარტნიორო ფონდსა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის უკვე არსებულ პოზიტიურ გამოცდილებას. მხარეებმა ისაუბრეს ფონდის შვილობილ კომპანია „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID Zrda -ს ერთობლივი პროექტის წარმატებულ შედეგებზე, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მეწარმეთა მხარდაჭერას გულისხმობს და რომლის ფარგლებში, პირობით საზღვართან უკვე რამდენიმე ინოვაციური საწარმო შეიქმნა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ USAID-ის დელეგაციას ფონდის საქმიანობის დეტალები და სხვადასხვა სექტორში განხორციელებული მასშტაბური პროექტები გააცნო. ასევე, მან ფონდის რეფორმირების მიმდინარე პროცესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი ჯგუფი აწარმოებს. დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა USAID-ის მისიას და ზოგადად, აშშ-ს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა მზადყოფნა სააგენტოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებისთვის კონკრეტულ სექტორებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

NS

"დისტანციურ სწავლებაზე რომ არ ვყოფილიყავით, ვიცი, მომიყვებოდა ამ ამბავს..." - რას ამბობს ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მასწავლებელი

ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად

"ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა" - ეკატერინე ტიკარაძე