მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად
ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, ჰუ­ბერტ ქნირშს შეხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

“გერ­მა­ნი­ის შრო­მის ბა­ზარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა 3 თვით შე­ეძ­ლე­ბათ. სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში 1 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა კი 15 თე­ბერ­ვლი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. და­საქ­მე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბე­ლი პირ­ვე­ლად რე­გის­ტრა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლურ სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტალ­ზე http://workabroad.gov.ge/ გა­დის.

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ მო­თხოვ­ნებს: უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე; ასა­კი: 18 წლი­დან 60 წლამ­დე; გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე 3 თვით ადრე პე­რი­ოდ­ში არ უმოგ­ზა­უ­რია შენ­გე­ნის სივ­რცე­ში; ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა; მო­სავ­ლის აღე­ბის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­ტი­ვა­ცია; ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზის (დარ­ღვე­ვის) არარ­სე­ბო­ბა, რაც იწ­ვევს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლახ­ლა შეს­ვლის შე­ზღუდ­ვას;

გერ­მა­ნუ­ლი ან ინ­გლი­სუ­რი ენის ელე­მენ­ტა­რულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო დო­ნე­ზე ცოდ­ნა (ჯგუ­ფუ­რად და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­ნი­მუმ ერ­თმა წევ­რს უნდა შე­ეძ­ლოს გერ­მა­ნულ ან ინ­გლი­სურ ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია). ენის ცოდ­ნის მო­თხოვ­ნას გან­სა­ზღვრავს დამ­საქ­მე­ბე­ლი.

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბა სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნუ­რი მო­სავ­ლის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­საქ­მე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბაა 1-დან 3 თვემ­დე. სა­მუ­შაო დრო: 5-6 დღე კვი­რა­ში; 8 - 10 სა­ა­თი დღე­ში. მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი - 9.50 ევრო სა­ათ­ში (და­რი­ცხუ­ლი), რო­მელ­საც გა­მო­აკ­ლდე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბი, კვე­ბი­სა და სა­ცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯე­ბი.

რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, სსიპ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი ვა­კან­სი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უკავ­შირ­დე­ბი­ან და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს. სერ­ვის­ცენ­ტრში მის­ვლი­სას მსურ­ველს თან უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა და/ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი.

კონ­კრე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ე­წო­დე­ბა გერ­მა­ნელ დამ­საქ­მე­ბელს. და­საქ­მე­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეც­ნო­ბე­ბა თი­თო­ე­ულ მსურ­ველს. გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მსურ­ველს უგ­ზავ­ნის შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩმაც. ჰუ­ბერტ ქნირ­შის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გერ­მა­ნი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­საქ­მე­ბა სე­ზო­ნუ­რად, მაქ­სი­მუმ 90 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

რო­გორც ჰუ­ბერტ ქნირშმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო არის პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, ვის­თა­ნაც გერ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო.

"ვი­წყებთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ქარ­თვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბას გერ­მა­ნი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სე­ზო­ნუ­რად. სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია იწყე­ბა რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში, ასე­ვე შრო­მის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით. ეს არის შე­დე­გი იმ ორ­წლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბი­სა, ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, რა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის სა­ა­გენ­ტო და მი­ნის­ტრი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და მე­ო­რე მხრივ, გერ­მა­ნი­ის მხა­რე და გერ­მა­ნი­ის და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო.

რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ეს არ არის გერ­მა­ნი­ა­ში იმიგ­რა­ცი­ის პრო­ექ­ტი, არა­მედ, ეს არის დრო­ე­ბი­თი სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შაო გერ­მა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმ 90 დღეს გრძელ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კარ­გად იც­ნობს ამ დარ­გს და შე­ეძ­ლე­ბათ წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ რო­გორც გერ­მა­ნი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ასე­ვე, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ თა­ვი­სი ქვეყ­ნის იგი­ვე სფე­რო­ში.

გერ­მა­ნია ამ პრო­ექტს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან არ ახორ­ცი­ე­ლებს, ჩვენ ამას ვი­წყებთ სა­ქარ­თვე­ლო­თი. პირ­ვე­ლად, დიდი ხნის შემ­დეგ ვიწ­ვევთ სა­მუ­შაო ძა­ლას სხვა ქვეყ­ნი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ჩვენ შევ­ძე­ლით და ამას ვა­კე­თებთ იმ რთულ გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში, რაც ამ პან­დე­მი­ამ წარ­მოქ­მნა. მო­უთ­მენ­ლად ველი შე­დე­გებს ამ პრო­ექ­ტი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ჰუ­ბერტ ქნირშმა.

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
opp
1

ნეტა რამდენი კაცი დაბრუნდება უკან? სამუშაო ადგილების შექმნაზე, პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში უნდა იზრუნოთ და მერე უკვე საზღვარგარეთ.

მიუხედავათ იმისა, რომ ეს დიპლომატიური მიღწევა სავარაუდოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ამის როგორც უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტილებად აღქმა არ შეიძლება. იტალიაში-ც არის ეს პრაქტიკა, ვენახებში სეზონურად სამუშაოდ ჩრდილო-აფრიკიდან ჩამოყავთ მუშები. 

heh
36

"პირ­ვე­ლად, დიდი ხნის შემ­დეგ ვიწ­ვევთ სა­მუ­შაო ძა­ლას სხვა ქვეყ­ნი­დან"აუჰ, მართლა? პოლონელები და რუმინელები ყოველ წელიწადს არ ჩამოგყავთ?თუ აღარ კადრულობენ 9,5 ევროზე მუშაობას და ამიტომ უფრო შორიდან გახდა ხალხის ჩამოყვანა იმ საქმისთვის საჭირო, რასაც არცერთი გერმანელი არ გააკეთებს?კვირაში 6 დღე, 10 საათი დღეში, გამოდის 60 საათი. 60-ჯერ 9.5 ევრო გამოდის 2280 ევრო თვეში. რადგან ეს დარიცხულია, გამოაკლდება 30% საშემოსავლო გადასახადი. დარჩება 1596 ევრო. კვების და ბინის ქირის ფულიც თქვენ გადაიხადეთო. ძალიან ხელმომჭირნედაც რომ დახარჯოთ კვების და ბინის ფული, თვეში 500 ევროზე ნაკლებად ვერ გამოხვალთ. დარჩა 1096 ევრო თვეში. ე.ი. სამი თვის განმავლობაში 3288 ევრო. თვითმფრინავის ბილეთიც ხომ უნდა აიღოთ? ესეც სულ მცირე 300 ევრო. გამოდის, რომ 3000 ევროს გულისთვის უნდა შეასრულოთ მძიმე და ბინძური სამუშაო სამი თვე, დღეში 10 საათი. მესმის, რომ ეს ბევრი ქართველისთვის სანატრელი შემოსავალია, მაგრამ მე მაინც ვერაფერს ვხედავ ამაში გასახარელს. საამაყოს ხომ მითუმეტეს (რაღაც ამის მსგავსი: არიქა გერმანელებმა პატივი დაგვდეს, დღეს ჭარხალს გვათხრევინებენ და ხვა ევროკავშირში მიგვიღებენ).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად

ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს.

“გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩმაც. ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმება სეზონურად, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო.

"ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიაში სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია იწყება როგორც ინტერნეტში, ასევე შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის შედეგი იმ ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა, ერთი მხრივ, საქართველოს მხრიდან, რაშიც საქართველოს შრომის სააგენტო და მინისტრი აქტიურად იყო ჩართული და მეორე მხრივ, გერმანიის მხარე და გერმანიის დასაქმების სააგენტო.

როგორც ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის გერმანიაში იმიგრაციის პროექტი, არამედ, ეს არის დროებითი სეზონური სამუშაო გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღეს გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიაში სოფლის მეურნეობის დარგში. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ წვლილი შეიტანონ როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე, ჩამოსვლის შემდეგ თავისი ქვეყნის იგივე სფეროში.

გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოთი. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით და ამას ვაკეთებთ იმ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით რთულ სოციალურ პირობებში, რაც ამ პანდემიამ წარმოქმნა. მოუთმენლად ველი შედეგებს ამ პროექტიდან“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

"სამწუხაროდ, პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები… მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება” - ამირან გამყრელიძე

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს - გუშინ იყო 500 000 მცდელობა" - ცერცვაძე