საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა

ბავ­შვი, რო­მე­ლიც გეს­ტა­ცი­ის 36 კვი­რამ­დე იბა­დე­ბა, დღე­ნაკ­ლად ით­ვლე­ბა. რაც უფრო ადრე იბა­დე­ბა პა­ტა­რა, მით მა­ღა­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრობ­ლე­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ დღე­ნაკ­ლთა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ცი­ბა­ძე გან­მარ­ტავს, რომ დღე­ნაკ­ლთა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რად­გან დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბა ასო­ცირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მას­თან, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ქცე­ვის დარ­ღვე­ვებ­თან, რო­გო­რიც არის იმ­პულ­სუ­რო­ბა, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის და სმე­ნის პრობ­ლე­მებ­თან, კვე­ბით დარ­ღვე­ვებ­თან, ძი­ლის დარ­ღვე­ვებ­სა და აპ­ნო­ეს­თან, მე­ტყვე­ლე­ბის დარ­ღვე­ვებ­თან. შე­საძ­ლე­ბე­ლია აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დარ­ღვე­ვე­ბიც გან­ვი­თარ­დეს.

ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დღე­ნაკ­ლთა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს. დღე­ნაკ­ლი ბავ­შვე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­სა და მათ­თვის შექ­მნი­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ თა­ვად და­ვით ცი­ბა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რას ნიშ­ნავს დღე­ნაკ­ლი ბავ­შვი?

- დღე­ნაკ­ლი ით­ვლე­ბა ბავ­შვი, რო­მე­ლიც გეს­ტა­ცი­ის 36 კვი­რამ­დე და­ი­ბა­და. არ­სე­ბობს დღე­ნაკ­ლო­ბის ხა­რის­ხე­ბი, რომ­ლის დად­გე­ნაც ახალ­შო­ბი­ლის და­ბა­დე­ბის წო­ნით ისა­ზღვრე­ბა. პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დღე­ნაკ­ლო­ბაა, რო­დე­საც ახალ­შო­ბი­ლი 2500-2001გრ. იწო­ნის, მე­ო­რე ხა­რის­ხი­საა - 2000-1501გრ. მე­სა­მე ხა­რის­ხის - 1500-1001გრ. და მე­ო­თხე ხა­რის­ხი­საა – 1000გრამ­ზე ნაკ­ლე­ბი.

- რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს დღე­ნაკლ ბავ­შვს და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა? რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ექი­მე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­აა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მათ­თვის?

- დღე­ნაკ­ლთა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რად­გან დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი­სა და ქცე­ვის დარ­ღვე­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ამი­ტომ დღე­ნაკ­ლი ბავ­შვე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბულ მოვ­ლას და შე­და­რე­ბით ხშირ სა­მე­დი­ცი­ნო გა­სინ­ჯვას. ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, დრო­უ­ლად მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა, რის­თვი­საც სა­ჭი­როა სხვა­დახ­ვა სპე­ცი­ა­ლის­ტის კომ­პლექ­სუ­რი მუ­შა­ო­ბა და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი. „ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში“ ხელ­მი­საწ­ვდო­მია დღე­ნაკ­ლთა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა - პე­დი­ატ­რის ან ნე­ო­ნა­ტო­ლო­გის, ბავ­შვთა ნევ­რო­ლო­გის, ოფ­თალ­მო­ლო­გის, ორ­თო­პე­დის გეგ­მი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა.

- დღე­ნაკ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. რას გუ­ლის­ხმობს ის?

- ყვე­ლა დღე­ნაკ­ლი ახალ­შო­ბი­ლი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბუ­ლია 37 კვი­რა­ზე ადრე, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს ნევ­რო­ლო­გის და­მა­ტე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბულ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას. დღე­ნაკ­ლი ბავ­შვის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი შე­ფა­სე­ბის დროს ტარ­დე­ბა ნევ­რო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გა­სინ­ჯვა. ასე­ვე, ხდე­ბა ბავ­შვის მო­ტო­რუ­ლი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა. ჩვენ­თან ეს ხდე­ბა Hammersmith და ASQ შკა­ლე­ბით.

ნევ­რო­ლო­გის გეგ­მი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მო­ი­ცავს: პო­ლი­სომ­ნოგ­რა­ფი­ას - ძი­ლის მო­ნი­ტო­რინგს, ნე­ი­რო­სო­ნოს­კო­პი­ას, ვი­დეო ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­ფი­ას, მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სულ (MRI) ტო­მოგ­რა­ფი­ას, კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა სრუ­ლი სპექტრი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში.

- რამ­დე­ნი ხანი სჭირ­დე­ბათ დღე­ნაკლ ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა?

- ყვე­ლა ბავ­შვი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბუ­ლია დღე­ნაკ­ლი, წარ­მო­ად­გენს ცალ­კე­ულ ინ­დი­ვიდს დღე­ნაკ­ლო­ბის ხა­რის­ხი­დან და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამი­ტომ მათი ვი­ზი­ტე­ბის სიხ­ში­რე და მკურ­ნა­ლო­ბა-მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ხან­გრძლი­ო­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

- რას გუ­ლის­ხმობს "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ დღე­ნაკლ ბავ­შვთა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პროგ­რა­მა?

- დღე­ნაკ­ლი ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­ცი­ენ­ტებს 0-2 წლამ­დე ასაკს. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ პა­ტა­რას, რო­მე­ლიც ნა­ად­რე­ვად და­ი­ბა­და. მათ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ისარ­გებ­ლონ დღე­ნაკ­ლთა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით, რაც მო­ი­ცავს უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ებს და ფას­დაკ­ლე­ბებს აუ­ცი­ლე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­ზე.

პროგ­რა­მა მო­ი­ცავს: პე­დი­ატ­რის კონ­სულ­ტა­ცი­ას (პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი პე­დი­ატრთან უფა­სოდ. ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ვი­ზი­ტი პე­დი­ატრთან ფას­დაკ­ლე­ბით - 40 ლა­რად 65 ლა­რის ნაც­ვლად), ბავ­შვთა ნევ­რო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია (პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ბავ­შვთა ნევ­რო­ლოგ­თან უფა­სოდ. ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ვი­ზი­ტი ბავ­შვთა ნევ­რო­ლოგ­თან ფას­დაკ­ლე­ბით - 40 ლა­რად 65 ლა­რის ნაც­ვლად), ოფ­თალ­მო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია (ფას­დაკ­ლე­ბით - 40 ლა­რად 65 ლა­რის ნაც­ვლად).

ამ პი­რო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ 6 წლამ­დე ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც დღე­ნაკ­ლი და­ი­ბად­ნენ.

- რა მე­თო­დო­ლო­გი­ით მოხ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა? რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თით ხომ გი­ხელ­მძღვა­ნე­ლი­ათ?

ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა დღე­ნაკ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­თაც აქვთ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა დღე­ნაკ­ლი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მარ­თვა­ში. ჩვენ ვი­ყე­ნებთ მე­თო­დო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ექი­მებ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნეს საფ­რან­გე­თი­დან (პა­რიზ­ში ნე­კე­რის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო), აშშ-დან (მე­ი­ოს კლი­ნი­კა რო­ჩეს­ტერ­ში) და სხვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი კლი­ნი­კის დღე­ნაკლ ბავ­შვთა პროგ­რა­მა სხვა ანა­ლო­გე­ბის­გან?

- "ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი“ კლი­ნი­კა­ში 2019 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და პა­ცი­ენ­ტებს 24 სა­ა­თის მან­ძილ­ზე ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, დღე­ნაკლ ბავ­შვთა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დო­ლო­გია ჩვენ­თან მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სრუ­ლი პე­დი­ატ­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე ცენ­ტრი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, კლი­ნი­კა უპ­რე­ცე­დენ­ტოა ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხით და წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

სარეკლამო, დაფინანსებული სტატია!

ბაჩა
2

1. ნაადრევად დაჭირდება ფული!

2. ნაადრევად დაჭირდება მანქანა!

3. ნაადრევად დაიწყებს ქალებში სიარულს და ღვინის სმას (ენაცვალოს მამა!!!!)

4. ნაადრევად დაჭირდება ბინა და ა.შ. (შენ დაუკარ!!!)

5. ძმაო ჯობდა ეგ სტატია არ დფაგეწერა ეს საფიქრალში ჩამაგდე!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა

ბავშვი, რომელიც გესტაციის 36 კვირამდე იბადება, დღენაკლად ითვლება. რაც უფრო ადრე იბადება პატარა, მით მაღალია შესაძლებლობა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გრძელვადიანი პრობლემები განუვითარდეს. სწორედ ამიტომ დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე განმარტავს, რომ დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან დღენაკლულობა ასოცირდება სხვადასხვა სამედიცინო პრობლემასთან, განვითარებისა და ქცევის დარღვევებთან, როგორიც არის იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა, მხედველობის და სმენის პრობლემებთან, კვებით დარღვევებთან, ძილის დარღვევებსა და აპნოესთან, მეტყველების დარღვევებთან. შესაძლებელია აუტისტური სპექტრის დარღვევებიც განვითარდეს.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვის სპეციალური დღენაკლთა მეთვალყურეობის პროგრამა მოქმედებს. დღენაკლი ბავშვების მეთვალყურეობასა და მათთვის შექმნილი პროგრამის შესახებ თავად დავით ციბაძე გვესაუბრება.

- რას ნიშნავს დღენაკლი ბავშვი?

- დღენაკლი ითვლება ბავშვი, რომელიც გესტაციის 36 კვირამდე დაიბადა. არსებობს დღენაკლობის ხარისხები, რომლის დადგენაც ახალშობილის დაბადების წონით ისაზღვრება. პირველი ხარისხის დღენაკლობაა, როდესაც ახალშობილი 2500-2001გრ. იწონის, მეორე ხარისხისაა - 2000-1501გრ. მესამე ხარისხის - 1500-1001გრ. და მეოთხე ხარისხისაა – 1000გრამზე ნაკლები.

- რა სახის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს დღენაკლ ბავშვს და რა მიმართულებით სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება? რომელი მიმართულების ექიმების კონსულტაციაა აუცილებელი მათთვის?

- დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან დღენაკლულობა საკმაოდ მრავალფეროვანი პრობლემებისა და ქცევის დარღვევების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ დღენაკლი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და შედარებით ხშირ სამედიცინო გასინჯვას. ადრეული დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა, დროულად მოხდეს შესაბამისი სამედიცინო ჩარევა, რისთვისაც საჭიროა სხვადახვა სპეციალისტის კომპლექსური მუშაობა და ამბულატორიული მონიტორინგი. „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ ხელმისაწვდომია დღენაკლთა ამბულატორიული მეთვალყურეობის სრული მომსახურება - პედიატრის ან ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, ორთოპედის გეგმიური მეთვალყურეობა.

- დღენაკლი ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური მეთვალყურეობა. რას გულისხმობს ის?

- ყველა დღენაკლი ახალშობილი, რომელიც დაბადებულია 37 კვირაზე ადრე, აუცილებლად საჭიროებს ნევროლოგის დამატებით და განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. დღენაკლი ბავშვის ნევროლოგიური შეფასების დროს ტარდება ნევროლოგის კონსულტაცია და ნევროლოგიური გასინჯვა. ასევე, ხდება ბავშვის მოტორული და გონებრივი განვითარების შეფასება. ჩვენთან ეს ხდება Hammersmith და ASQ შკალებით.

ნევროლოგის გეგმიური მეთვალყურეობა მოიცავს: პოლისომნოგრაფიას - ძილის მონიტორინგს, ნეიროსონოსკოპიას, ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფიას, მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ რეზონანსულ (MRI) ტომოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

საჭიროების შემთხვევაში ტარდება დამატებითი კვლევები, რომელთა სრული სპექტრი ხელმისაწვდომია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში.

- რამდენი ხანი სჭირდებათ დღენაკლ ბავშვებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა?

- ყველა ბავშვი, რომელიც დაბადებულია დღენაკლი, წარმოადგენს ცალკეულ ინდივიდს დღენაკლობის ხარისხიდან და სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე. ამიტომ მათი ვიზიტების სიხშირე და მკურნალობა-მეთვალყურეობის ხანგრძლიობაც ინდივიდუალურია.

- რას გულისხმობს "ნიუ ჰოსპიტალსის“ დღენაკლ ბავშვთა მეთვალყურეობის პროგრამა?

- დღენაკლი ბავშვების მკურნალობის პროგრამა ითვალისწინებს პაციენტებს 0-2 წლამდე ასაკს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პატარას, რომელიც ნაადრევად დაიბადა. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დღენაკლთა მეთვალყურეობის სპეციალური პირობებით, რაც მოიცავს უფასო კონსულტაციებს და ფასდაკლებებს აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.

პროგრამა მოიცავს: პედიატრის კონსულტაციას (პირველი ვიზიტი პედიატრთან უფასოდ. ყოველი შემდგომი ვიზიტი პედიატრთან ფასდაკლებით - 40 ლარად 65 ლარის ნაცვლად), ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია (პირველი ვიზიტი ბავშვთა ნევროლოგთან უფასოდ. ყოველი შემდგომი ვიზიტი ბავშვთა ნევროლოგთან ფასდაკლებით - 40 ლარად 65 ლარის ნაცვლად), ოფთალმოლოგის კონსულტაცია (ფასდაკლებით - 40 ლარად 65 ლარის ნაცვლად).

ამ პირობებით სარგებლობა შეუძლიათ 6 წლამდე ბავშვებს, რომლებიც დღენაკლი დაიბადნენ.

- რა მეთოდოლოგიით მოხდა სპეციალური პროგრამის შემუშავება? რომელიმე ქვეყნის მაგალითით ხომ გიხელმძღვანელიათ?

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ამბულატორიული მეთვალყურეობა დღენაკლი ბავშვებისთვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს სამედიცინო პერსონალი, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება დღენაკლი ბავშვების პრობლემების მართვაში. ჩვენ ვიყენებთ მეთოდოლოგიას, რომელიც ჩვენმა ექიმებმა ჩამოიტანეს საფრანგეთიდან (პარიზში ნეკერის ბავშვთა საავადმყოფო), აშშ-დან (მეიოს კლინიკა როჩესტერში) და სხვა განვითარებული ქვეყნებიდან.

- რით არის გამორჩეული კლინიკის დღენაკლ ბავშვთა პროგრამა სხვა ანალოგებისგან?

- "ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ კლინიკაში 2019 წლიდან ფუნქციონირებს და პაციენტებს 24 საათის მანძილზე ემსახურება. როგორც გითხარით, დღენაკლ ბავშვთა მკურნალობის მეთოდოლოგია ჩვენთან მართლაც განსაკუთრებულია. სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, კლინიკა უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, სერვისების ხარისხით და წარმოადგენს ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას საქართველოში.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

სიახლე თიბისი ფეიში - გადაიხადე უცხოური ბარათით

გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია

umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია და მსოფლიო ლიდერი მობილური ქსელების ტესტირებაში, საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს