ქართველი ფიტნესინსტრუქტორი და ბლოგერი, სოსო ღლონტი 31 იანვარს მოსკოვში, იმ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სადაც მომიტინგეები ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, დაკავების დროს როგორ ურტყამენ მას ელექტროშოკს რამდენჯერმე. როგორც აღმოჩნდა, ამჟამად უკრაინაში მცხოვრები ახალგაზრდა მოსკოვში სპეციალურად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა...
მომხდარის გამო ღლონტს ციხეში 7 დღის გატარება მიესაჯა, რის შემდეგაც უკვე გათავისუფლდა და მომხდარის, საკუთარი ცხოვრებისა და საპროტესტო აქციაზე გამოსვლის მიზეზების შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა.
- ოზურგეთში დავიბადე, 4 წლის რომ ვიყავი, მე და ჩემი ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში, პუშკინში გადავედით. იქ გავიზარდე, სკოლა და უნივერსიტეტი დავამთავრე. მერე საქართველოში დავბრუნდი და აქაც უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, რის შემდეგაც ცხოვრება უკვე მოსკოვში დავიწყე. კონკრეტული მიზანი მქონდა და ამ ქალაქში ამიტომ გადმოვედი - აქედან დაიწყო ჩემი, როგორც ბლოგერის ცხოვრება. მანამდე უკვე მწვრთნელი, პერსონალური ტრენერი ვიყავი. სწორედ ამის ასახვა დავიწყე "ინსტაგრამზე“, "იუთუბზე“ და ა.შ. მოსკოვში სამი წლის განმავლობაში შემდეგ უკრაინაში გადავედი - ბოლო 6 თვე სწორედ იქ ვცხოვრობდი.
- როდის დაიწყეთ მონაწილეობის მიღება საპროტესტო აქციებში და რატომ?
- პირველად აქციაზე 23 იანვარს გავედი. სწორედ ამის გასაკეთებლად ჩამოვედი კიევიდან. მანამდე, ასე ვთქვათ, აპოლიტიკური ვიყავი, პოლიტიკაში არ ვერეოდი. სპორტით, სწორი ცხოვრებით, სწორი აზრებით, სწორი მუშაობით თვითგანვითარებას მივყვებოდი და ასევე სხვებზე სწორი გავლენის მოხდენას ვცდილობდი. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სპორტსა და ფიზიკურ დატვირთვას, არამედ, წიგნის კითხვას, სწორი მიზნების დასახვას და ა.შ. ჩემი ბლოგი სპორტთან ერთად ცხოვრების წესსაც ეხება და მე როგორც მგონია, ადამიანებს ამას სწორად ვაჩვენებდი.
მაგრამ გადავწყვიტე, რომ ახლა არაა იმის დრო, პოლიტიკის გარეთ ვიყო, რადგან პოლიტიკა ძალიან გაიშალა, ჩემზე უკვე დიდ გავლენას ახდენდა. კიევში ვცხოვრობდი, მაგრამ ელემენტარულად, უკრაინაში წასვლის პრობლემა მქონდა. იყო შემთხვევა, როცა საზღვრიდან უკან დავუბრუნებივარ - ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა მაქვს და რუსეთის პასპორტით უკრაინაში ვერც შევედი. იქ ბევრი მეგობარი მყავს, ისევე, როგორც საქართველოში და ესეც პრობლემაა... იმის თქმა მინდა, რომ უბრალოდ, გადაადგილებაც კი მიჭირს. ჩვენ ვსაუბრობთ დანარჩენ შეზღუდვებსა და იმაზე, რაც ახლა ხდება - ოსეთი, აფხაზეთი, ყირიმი, დონბასი... ეს ყველამ იცის. ეს სიტუაცია უკვე, ასე ვთქვათ, ძალიან მაშფოთებდა. ვიფიქრე, რომ პირიქით, ღიად უნდა ვთქვა ჩემი სამოქალაქო პოზიცია. მყავს აუდიტორია, ვისაც მოსმენა შეუძლია. არავის ვეუბნები, წავიდნენ მიტინგზე თუ - არა, ყველა თავისით იღებს გადაწყვეტილებას, მე უბრალოდ, ჩემი პოზიცია ვაჩვენე და დავაფიქსირე.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by SENSEI (@soso.glonti)

ნავალნის ფილმი ნახვა ბოლო წვეთი იყო, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ არ შეიძლებოდა, ჩუმად ვყოფილიყავი. მანამდეც ვიცოდი, რა სიტუაციაა რუსეთში, ვხედავდი მათ შორის იმასაც, რასაც ნავალნი აკეთებდა. უბრალოდ, ახლა უფრო ახლოს შევიგრძენი ეს ყველაფერი და შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ ცოდნა მაქვს, არამედ, უკვე პრაქტიკითაც გავიცანი უსამართლობა, აქაური სასამართლო სისტემა და საერთოდ, ყველაფერი ის, რაც რუსეთში ხდება. ამიტომ, პროტესტით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, როგორც ადამიანმა, რომელსაც უნდა ცხოვრება უკრაინაშიც, საქართველოშიც, რუსეთშიც; როგორც მსოფლიოს ადამიანმა, რომელსაც უნდა თავისუფალი გადაადგილება და ცხოვრება თავისუფალ ქვეყნებში.
- გარდა თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების შესაძლებლობის დასახელებისა, როგორც გაპროტესტების მოტივის, შეგიძლიათ თქვათ, რომ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ხართ, თუ უფრო - რუსეთში არსებული რეჟიმის წინააღმდეგი?
- ვერ გეტყვით, რომ ვიღაცის მხარდამჭერი ვარ კონკრეტულად. კი, მომწონს, რასაც აკეთებს ნავალნი, მაგრამ არ ვიცი, მისი პრობლემაა თუ არ არის, რომ ერთადერთი რაც მთავარია, ღიად აღნიშნავს და ლაპარაკობს იმაზე, რაც ხდება. ესეც გახდა მოტივაცია, რომ გასაპროტესტებლად ჩამოვსულიყავი - პრინციპში, მოსკოვში დაბრუნებას ახლა არ ვაპირებდი. ახლა მხარს თავისუფლებას და სამართლიანობას ვუჭერ, მთავარი ჩემი გზა და მიზანი ესაა.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by SENSEI (@soso.glonti)

რა თქმა უნდა, არ არის, უკვე ეს ჩემს თავზე პირდაპირ ვიგრძენი. უკრაინაში რომ ვიყავი, ვერავინ შემზღუდავდა, მაგრამ ახლა რომ ჩამოვედი, აქ ამას ვგრძნობ. მე ამაზე ღიად ვსაუბრობ სხვადასხვა არხით, იმასაც ვაჩვენებდი, როგორ და რა მოხდა, და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, როგორც მოქალაქეობრივი კუთხით, ისე, ჩვეულებრივი ადამიანის, რომელსაც სურს ცხოვრება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან სახელმწიფოებში - არა მხოლოდ რუსეთში, უკრაინაშიც, ბელორუსშიც, ყაზახეთშიც, საქართველოშიც და ყველგან, სადაც მინდა, რომ ვიყო.
- მოგვიყევით თქვენი დაკავების შესახებ. ელექტროშოკს გირტყამდნენ, მაშინაც კი, როდესაც ამბობდით, რომ დაემორჩილებოდით და გაჩერებულიყვნენ...
- მშვიდობიანი მარში გვქონდა, უბრალოდ, მივდიოდით, მანქანების გადაადგილებასაც კი არ ვუშლიდით ხელს. პოლიცია ხალხისკენ წამოვიდა და ძალის გამოყენება დაიწყო. თეატრის მეორე სართულზე ავედით, რომელსაც ორივე მხრიდან კიბე აუყვებოდა. ამოვიდნენ, ჩაგვკეტეს - ჩვენ კუთხეში ვიდექით, ყველამ ხელები ავწიეთ. მათ პირდაპირ, უსიტყვოდ დაიწყეს ხელკეტების დარტყმა. მე არ მომხვედრია, ბევრნი ვიყავით და წინ შედარებით მეტი ხალხი იყო. პირველ რიგებში ქალბატონები იყვნენ, ვისაც ურტყეს. ხმას ავუწიე, რომ გაჩერებულიყვნენ, რადგან არ ესმოდათ... აგრესიულად არავინ იქცეოდა, არაფერს ვაკეთებდით, მხოლოდ ვეუბნებოდით, რომ ნუ გვირტყამდნენ. მერე ჩვენი ავტობუსებისკენ წაყვანა დაიწყეს, მე ეგრევე ელექტროშოკი დამარტყეს. პოლიციის თანამშრომელს თან მივყავდი და თან ელექტროშოკს მირტყამდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კიბიდან ჩამოვდივარ და მეხუთეჯერ თუ მეექვსეჯერ დამარტყა, როცა რაღაცის გაკეთება, აგრესიულად მოქცევა დავიწყე. ამით არაფერი შეცვლილა, ჩემ მიმართ კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყო მოქცევა. თავდაპირველად ვიცოდი, რომ დარტყმის შემთხვევაში შეიძლებოდა, 3-5 წელი ჩავესვი ციხეში, ამიტომ ამას არ ვაპირებდი, მაგრამ რა თქმა უნდა, შემდეგ სხვანაირად მოვიქეცი, რადგან ეს უკვე თავდაცვაა - კაცს ვეუბნებოდი, წამიყვანე, არაფერს ვაკეთებ-მეთქი, მაგრამ მაინც მირტყამდა და გაჩერებას არ აპირებდა. მირტყამდნენ ბოლომდე, სანამ განყოფილებაში არ მიმიყვანეს.
როგორც მერე გავარკვიე, ელექტროშოკის ძაბვა დაახლოებით, 100 ათასი ვოლტი იყო, სიმძლავრე კი - 10 ვატი.
პირველ, რაონული უბნის სასამართლოზე ვიდეო, რომელზეც გვქონდა დაფიქსირებული, როგორ მომექცნენ და რომ ეს მხოლოდ თავის დაცვა იყო, საერთოდ არ მიიღეს. ადვოკატთან ერთად სააპელაციო წესით გასაჩივრებსი მერე მიიღეს და მითხრეს, რომ პოლიციის თანამშრომელთან აგრესიულად ვიქცეოდი. მე ვუპასუხე, რომ ვიდეოზე ჩანს, რომ არაფერი მიქნია, სანამ მეხუთეჯერ თუ მეექვსეჯერ არ დამარტყეს. საბოლოოდ, მოსამართლემ უბრალოდ, მითხრა, რომ ციხეში 7 დღეს გავატარებდი. როგორც ახლა ვხვდები, წინასწარ იცოდნენ, ვის რამდენი მოუწევდა. ჩვენ მზად ვიყავით, რადგან ადვოკატმა აგვიხსნა, ასეთ შემთხვევაში რა როგორ ხდება. შემდგომში ევროპის სასამართლოში ვაპირებ წასვლას, რათა მომხდარზე იქ აღვადგინო სამართლიანობა. როგორც ადვოკატმა მითხრა, მხოლოდ ასე თუ შემიძლია, რაღაცას მივაღწიო. ამასაც ბევრი დრო სჭირდება, თანაც, შეიძლება, ყველა საქმე არ მიიღონ. ამაზე სხვა ადვოკატთანაც ვსაუბრობთ და გადაწყვეტის პროცესში ვართ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ.
- როგორც ვიცი, პოლიციამ თქვენზე დაკავების შემდეგაც იძალადა. რა ხდებოდა იმ 7 დღის განმავლობაში, რომელიც პატიმრობაში გაატარეთ?
- ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ თავიდან იზოლატორში არ გვაჭმევდნენ და წყალიც კი არ მოუციათ - დაახლოებით 34 საათი ასე გავატარეთ. ამის შემდეგ ჩვენი გარკვეული უფლებების შეზღუდვას ჰქონდა ადგილი, მათ შორის იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც, მანამ, სანამ ჩვენი უფლებების სხვადასხვა საშუალებით დაცვა არ დავიწყეთ. მათ მიმართ აგრესიულად მოქცევას მივმართეთ, რამდენიმე საჩივარი დავწერეთ, შიმშილობა გამოვაცხადეთ და რამდენიმე, ასე ვთქვათ, ბუნტიც მოვაწყეთ - ეს ყოველდღე ხდებოდა. ფედერალური კანონით 20 პუნქტია განსაზღვრული, თუ როგორც უნდა მოგვქცეოდნენ - მაგალითად, რომ წყალი უნდა მოეცათ, დღეში 15 წუთით ტელეფონზე გვქონოდა წვდომა, შეგვძლებოდა გასეირნება, ასე ვთქვათ, წესიერად მოგვქცეოდნენ და ა.შ. ამიტომ, თუ რამეს გვიზღუდავდნენ ან ჩვენ მიმართ აშავებდნენ, მაშინვე ბუნტს ვიწყებდით. ჩვენი უფლებების დაცვა სულ გამოგვდიოდა, რადგან მზად არ იყვნენ, იქ ბევრი ხალხი იყო, მათ თავისი უფროსებიც ჰყავთ და არავინაა დაინტერესებული, რომ საქმე ჩხუბამდე და შიდა ომამდე მისულიყო.
- “Настоящее Время”-სთან თქვით, რომ ახლა უკვე იცით, როგორც მოიქცევით. როგორ მოიქცევით - აპირებთ თუ არა კვლავ პროტესტის გაგრძელებას?
- ზუსტად ვერ გეტყვით. თუმცა, თქვენ არ მოგცემდით ინტერვიუს, ჩემი უფლებების დაცვა და იმის ღიად თქმა რომ არ მინდოდეს, რაც მოხდა. აგრესიულად არ ვარ განწყობილი, არ ვამბობ: "მიტინგზე გამოდით!“ უბრალოდ ვამბობ, რა მოხდა ჩემს თავს - და კი, გავაგრძელებ ამის თქმას, თუ ამის საჭიროება იქნება. ახლა მოსკოვში შეიძლება არ დავრჩე, მაგრამ თუ ჩემი აქ ყოფნა იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, ჩამოვალ. ამჟამად საპროტესტო აქციები არცაა, თუმცა რომ იყოს, მეც გავიდოდი.
- თქვენ პირადად რისი იმედი გაქვთ ამ აქციებში მონაწილეობით, რისი მიღწევა შეიძლება ამით?
- ვანგა არ ვარ, არც - პოლიტიკური მეცნიერი. ჩემი საქმიანობა მაქვს და ეს ჩემი გზაა, რომელზე სიარულიც ავირჩიე. ერთადერთი, რაც უეჭველად ვიცი, ისაა, რომ თუ ჩუმად, მშვიდად და წყნარად იჯდები სახლში და ხმას არ ამოიღებ, საერთოდ არაფერი მოხდება. საქართველოშიც, "ვარდების რევოლუციის" დროს ისინი არ ყოფილან ადამიანები, რომლებიც სახლში ისხდნენ და ჩუმად იყვნენ. თუ გინდა, რომ რამე შეიცვალოს, პირველ რიგში შენი თავით იწყებ. აქ ასევე სხვა პრინციპია - ვგრძნობ, რომ უსამართლობა, რაც ხდება და რა სისტემაც არსებობს, ჩემზე პირდაპირ მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც ვცხოვრობ. შესაბამისად, თავისუფალი რუსეთი ნიშნავს თავისუფალ საქართველოს, თავისუფალ უკრაინას და ა.შ.
- საქართველოსთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რამე გეგმები?
- წელიწადზე მეტია, საქართველოში არ ვყოფილვარ, მინდა, ჩამოვიდე და ვესტუმრო საქართველოს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს და ა.შ. შეიძლება, მომავალში საქართველოშიც ვიცხოვრო და დავსაქმდე. იმით, რასაც მე ვაკეთებ, ზეგავლენას არა მხოლოდ იმ ქვეყანაში ვახდენ, სადაც ვცხოვრობ, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან მყავს გამომწერები, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან. შესაბამისად, ჩემი საქმიანობა ყველგან ვრცელდება. გეგმები ბიზნესის კუთხითაც მაქვს.
ამხელა სტატია ამ ბიჭს რა მიზნით მიუძღვენით? ეს ადამიანი სრულიად აცდენილია როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში არსებულ რეალობას. საერთოდ კი, "ღამურის" მსგავსი ცხოვრება მიუღებელია. ან რუსი ხარ, ან ქართველი, ანუ ერთ-ერთის ინტერესებს უნდა ემსახურებოდე. ორივე ერთდროულად არ გამოდის. შეუძლებელია რუსეთის ინტერესების დამცველი საქართველოსთვის კარგს აკეთებდეს, ან პირიქით. არასოდეს, არსად ყოფილა მსგავსი რამ და არც იქნება. ტყუილად თავს ნუ იტყუებთ.
ეგეთ წვერებში მუსულმანს ჰგავს:)!