მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა - მას ბერკეტი არ აქვს დარჩენილი, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა" - ადვოკატი
"რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა - მას ბერკეტი არ აქვს დარჩენილი, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა" - ადვოკატი

ის, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკა მე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში აკე­თებს, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი ცეკ­ვაა, ამ სი­უ­ჟეტს და სცე­ნარს პირ­ვე­ლად დგა­მენ, მსგავ­სი პრაქ­ტი­კა­ში არა­ვის ჰქო­ნია, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბის მხა­რემ სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი თვით­ნე­ბუ­რად და­არ­ღვია, როცა ნიკა მე­ლი­ას 50-დღი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად კი­დევ 7-დღი­ა­ნი ვადა გა­ნუ­სა­ზღვრა. რო­გორც ის სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, გი­რა­ოს გა­დახ­დის ვა­დებს სა­სა­მარ­თლო გან­სა­ზღვრავს და არა თვით­ნე­ბუ­რად პრო­კუ­რა­ტუ­რა.

ჩო­მა­ხაშ­ვი­ლის თქმით­ვე, სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა­ში არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა სა­სა­ა­მარ­თლოს გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის დროს ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის გი­რაო გა­ე­ზარ­და. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლით სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის ნორ­მე­ბი და­არ­ღვია.

ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ნიკა მე­ლი­ას შემ­თხვე­ვა­ში იმ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­კე­თა, უწყე­ბას სხვა არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ დარ­ჩა გარ­და პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნი­სა.

„ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლომ თავ­და­პირ­ვე­ლად გი­რაო შე­უ­ფარ­და. გი­რაო რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო, და­მა­ტე­ბით აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექ­ტო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­უ­წე­სა. რე­ა­ლუ­რად, ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი ბევ­რად შემ­ზღუდ­ვე­ლია, ვიდ­რე სხვა და­ნარ­ჩე­ნი და­მა­ტე­ბი­თი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რად­გან მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ელექ­ტო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­ღვე­ვა გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბი, ანუ, ის რის­თვი­საც გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გან­ხორ­ცი­ელ­და. კა­ნო­ნის თან­ხმად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბი და­ირ­ღვე­ვა, ბრალ­დე­ბის მხა­რე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს, რომ უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით შეც­ვა­ლოს შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. გი­რა­ო­ზე უფრო მკაც­რი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძე­ბა არის პა­ტიმ­რო­ბა, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, არ არ­სე­ბობს გი­რა­ოს გაზ­რდის მო­თხოვ­ნა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა გი­რა­ოს პი­რო­ბა დარ­ღვე­უ­ლია, შე­იძ­ლე­ბა გი­რა­ოს შემ­ცი­რე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ გი­რა­ოს გაზ­რდა იმ მო­ტი­ვით, რომ გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბი და­არ­ღვია და კი­დევ გი­რაო უნდა გა­ი­ზარ­დოს, ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს. თუ ადა­მი­ა­ნი გი­რა­ოს არ­ღვევს, უნდა ჩა­მო­არ­თვა ის ფუ­ლა­დი თან­ხა, რო­მე­ლიც გა­და­ი­ხა­და. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ამ თან­ხის გაზ­რდა და­უშ­ვე­ბე­ლია, ეს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსს არ­ღვევს.

აქ უკვე კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლია ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ, როცა გი­რა­ოს გაზ­რდა მო­ი­თხო­ვა და არა სა­სა­მარ­თლოს მიერ, რად­გან სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­თხოვ­ნას ვერ გაც­დე­ბა. თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლოს სა­ერ­თოდ არ უნდა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, სა­ერ­თოდ უარი უნდა ეთ­ქვა და ძა­ლა­ში იგი­ვე გი­რაო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან ეს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო ნორ­მებს ცდე­ბა.

გაზ­რდილ გი­რა­ოს იუ­რის­ტებ­მა იუ­მო­რის­ტუ­ლად „გი­რა­ოს გი­რაო“ და­ვარ­ქვით. როცა ადა­მი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო ეფარ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო გან­სა­ზღვრავს კონ­კრე­ტულ თა­რიღს და არა ბრალ­დე­ბის მხა­რე, ეს შე­იძ­ლე­ბა 50, 20, 10 დღე იყოს. როცა ეს ვადა გავა, გან­ჩი­ნე­ბას ავ­ტო­მა­ტუ­რად ძალა ეკარ­გე­ბა და გი­რა­ოს პი­რო­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად არის დარ­ღვე­უ­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბრალ­დე­ბის მხა­რემ თვით­ნე­ბუ­რად მის­ცეს ბრალ­დე­ბულს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ის ერთ კვი­რა­ში გა­და­ი­ხა­დოს. მა­გა­ლი­თად, ვთქვათ, ნიკა მე­ლი­ას სურს, თან­ხის ნაც­ვლად, გი­რაო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით დატ­ვირ­თოს, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მან სა­სა­მარ­თოს ბი­ნა­ზე ყა­და­ღის და­დე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თოს. სა­სა­მარ­თლოს ყა­და­ღის მო­თხოვ­ნას ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ვი­ნა­ი­დან გან­ჩი­ნე­ბა­ში 50 დღე წე­რია და ვადა უკვე გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია. ბრალ­დე­ბის მხა­რის ეს ქმე­დე­ბა - გი­რა­ოს თან­ხა ერთი კვი­რის მერე გა­და­ი­ხა­დეო, სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და სა­სა­მარ­თლოს ფუნ­ქცი­ას ხელ­ყოფს. ეს არის თვით­ნე­ბო­ბა და ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ დარ­ჩა გარ­და პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნი­სა, მაგ­რამ ამას სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ნება სჭირ­დე­ბა. სა­სა­მარ­თლო უკვე ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პა­ტიმ­რო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ის, რაც ნიკა მე­ლი­ას­თან პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და ანუ გი­რაო რომ გა­უ­ზარ­დეს, ეს პრაქ­ტი­კა­ში არ მომ­ხდა­რა არას­დროს. გი­რა­ოს გაზ­რდა მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა, პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო რა­ღაც თან­ხას რომ შე­უ­ფარ­დებს და ბრალ­დე­ბის მხა­რე მას არ ეთან­ხმე­ბა და ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს. კა­ნონ­ში ნორ­მა­ტი­უ­ლად, სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ წე­რია, როცა გი­ა­როს პი­რო­ბე­ბი დარ­ღვე­უ­ლია, უფრო მძი­მე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა მო­ი­თხო­ვონ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ფან­ტა­ზია უსა­ზღვროა და შე­უძ­ლი­ათ გი­რა­ოს თან­ხის გაზ­რდა კი­დევ მო­ი­თხო­ვონ. იქ, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არის, ყვე­ლას კა­ნო­ნის თა­ნახ­მად მიყ­ვე­ბი­ან. სა­სა­მარ­თლოც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლია, მას ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ უნდა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, რად­გან სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი მსგავს რა­მეს არ იც­ნობს, იგი­ვე გი­რაო უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლო­მაც შეც­დო­მა და­უშ­ვა და პრო­კუ­რა­ტუ­რა ახლა კი­დევ უშ­ვებს შეც­დო­მას, როცა ვა­და­გა­სუ­ლი გი­რა­ოს აღ­დგე­ნას თვით­ნე­ბუ­რად აკე­თებს, სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე, იმის ფონ­ზე, როცა სა­სა­მარ­თლო ვა­დას სა­ერ­თოდ არ აღად­გენს, მი­თუ­მე­ტეს, აქ ვერ გა­დახ­და­ზე კი არა, არ გა­დახ­და­ზეა სა­უ­ბა­რი. სა­სა­მარ­თლოს მი­ღე­ბუ­ლი აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, როცა ვერ გა­და­იხ­დი გი­რა­ოს, რა თქმა უნდა, პა­ტიმ­რო­ბით არ ცვლის და არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რად­გან იმის გამო, რომ ადა­მი­ან­მა კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა ვერ გა­და­ი­ხა­და, არ შე­იძ­ლე­ბა პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დოს. ნიკა მე­ლი­ას შემ­თხვე­ვა­ში არ გა­დახ­და­ზე, პო­ლი­ტი­კურ ბო­ი­კოტ­ზეა სა­უ­ბა­რი და ის, რა­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე აკე­თებს, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი ცეკ­ვაა, პირ­ვე­ლად დგა­მენ ამ სი­უ­ჟეტს და სცე­ნარს. მსგავ­სი პრაქ­ტი­კა­ში არა­ვის ჰქო­ნია“, - აცხა­დებს ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცსექტას
68

აბა ჰეეე, აუგროვეთ ,,გაღლეტილ, ბარბერის კურტკიან, ტვლიპინა" მელაკუდას 2 საათში თანხა, იგი ხომ თქვენი რობინ ჰუდია.

გიორგი
0
საქართველოში ყველა იბრალებს ან ადვოკატობას, ან პოლიტექსპერტობას, ანდა საერთოდ პოლიტიკოსობას, აღარაფერს ვამბობ იმაზე,თუ რამდენი უცოდინარი იბრალებს ეკონომისტობას და ფინანსების ექსპერტობას! რუსული გამოთქმა არსებობს: “თუ ასეთი ჭკვიანი და ყოვლის მცოდნე ხარ, მაშინ რატომ ხარ მათხოვარი და ჯიბეგამოხეული?”
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა - მას ბერკეტი არ აქვს დარჩენილი, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა" - ადვოკატი

"რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა - მას ბერკეტი არ აქვს დარჩენილი, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა" - ადვოკატი

ის, რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა, ამ სიუჟეტს და სცენარს პირველად დგამენ, მსგავსი პრაქტიკაში არავის ჰქონია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თვითნებურად დაარღვია, როცა ნიკა მელიას 50-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ გირაოს გადასახდელად კიდევ 7-დღიანი ვადა განუსაზღვრა. როგორც ის სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, გირაოს გადახდის ვადებს სასამართლო განსაზღვრავს და არა თვითნებურად პროკურატურა.

ჩომახაშვილის თქმითვე, სასამართლო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა სასაამართლოს გირაოს პირობების დარღვევის დროს ბრალდებულისთვის გირაო გაეზარდა. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ აღნიშნულით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები დაარღვია.

ჩომახაშვილი განმარტავს, რომ ნიკა მელიას შემთხვევაში იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც უკვე პროკურატურამ გააკეთა, უწყებას სხვა არანაირი ბერკეტი არ დარჩა გარდა პატიმრობის მოთხოვნისა.

„ნიკა მელიას სასამართლომ თავდაპირველად გირაო შეუფარდა. გირაო რომ უზრუნველყოფილიყო, დამატებით აღკვეთ ღონისძიებად ელექტონული მონიტორინგი დაუწესა. რეალურად, ელექტრონული მონიტორინგი ბევრად შემზღუდველია, ვიდრე სხვა დანარჩენი დამატებითი აღკვეთი ღონისძიებები, რადგან მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს. ელექტონული მონიტორინგის დარღვევის შემთხვევაში, ავტომატურად ირღვევა გირაოს პირობები, ანუ, ის რისთვისაც გირაოს უზრუნველყოფა განხორციელდა. კანონის თანხმად, იმ შემთხვევაში, თუ გირაოს პირობები დაირღვევა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს, რომ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. გირაოზე უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძება არის პატიმრობა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, არ არსებობს გირაოს გაზრდის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა გირაოს პირობა დარღვეულია, შეიძლება გირაოს შემცირება მოხდეს, მაგრამ გირაოს გაზრდა იმ მოტივით, რომ გირაოს პირობები დაარღვია და კიდევ გირაო უნდა გაიზარდოს, ასეთი რამ არ არსებობს. თუ ადამიანი გირაოს არღვევს, უნდა ჩამოართვა ის ფულადი თანხა, რომელიც გადაიხადა. სხვა შემთხვევაში, ამ თანხის გაზრდა დაუშვებელია, ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არღვევს.

აქ უკვე კანონი დარღვეულია ბრალდების მხარის მიერ, როცა გირაოს გაზრდა მოითხოვა და არა სასამართლოს მიერ, რადგან სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნას ვერ გაცდება. თუმცა, სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკმაყოფილებინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, საერთოდ უარი უნდა ეთქვა და ძალაში იგივე გირაო დაეტოვებინა, ვინაიდან ეს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებს ცდება.

გაზრდილ გირაოს იურისტებმა იუმორისტულად „გირაოს გირაო“ დავარქვით. როცა ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ეფარდება, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ თარიღს და არა ბრალდების მხარე, ეს შეიძლება 50, 20, 10 დღე იყოს. როცა ეს ვადა გავა, განჩინებას ავტომატურად ძალა ეკარგება და გირაოს პირობა ავტომატურად არის დარღვეული. შეუძლებელია, ბრალდების მხარემ თვითნებურად მისცეს ბრალდებულს საშუალება, რომ ის ერთ კვირაში გადაიხადოს. მაგალითად, ვთქვათ, ნიკა მელიას სურს, თანხის ნაცვლად, გირაო უძრავი ქონებით დატვირთოს, რისთვისაც აუცილებელია, მან სასამართოს ბინაზე ყადაღის დადების მოთხოვნით მიმართოს. სასამართლოს ყადაღის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან განჩინებაში 50 დღე წერია და ვადა უკვე გადაცილებულია. ბრალდების მხარის ეს ქმედება - გირაოს თანხა ერთი კვირის მერე გადაიხადეო, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და სასამართლოს ფუნქციას ხელყოფს. ეს არის თვითნებობა და ბრალდების მხარის მიერ კანონის დარღვევა.

პროკურატურას არანაირი ბერკეტი არ დარჩა გარდა პატიმრობის მოთხოვნისა, მაგრამ ამას სისხლისსამართლებრივ-პოლიტიკური ნება სჭირდება. სასამართლო უკვე ვალდებული იქნება პატიმრობა დააკმაყოფილოს. ის, რაც ნიკა მელიასთან პირველ შემთხვევაში მოხდა ანუ გირაო რომ გაუზარდეს, ეს პრაქტიკაში არ მომხდარა არასდროს. გირაოს გაზრდა მხოლოდ მაშინ ხდება, პირველი ინსტანციის სასამართლო რაღაც თანხას რომ შეუფარდებს და ბრალდების მხარე მას არ ეთანხმება და ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. კანონში ნორმატიულად, სავალდებულოდ წერია, როცა გიაროს პირობები დარღვეულია, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება უნდა მოითხოვონ.

პროკურატურის ფანტაზია უსაზღვროა და შეუძლიათ გირაოს თანხის გაზრდა კიდევ მოითხოვონ. იქ, სადაც პოლიტიკური ნება არ არის, ყველას კანონის თანახმად მიყვებიან. სასამართლოც სერიოზული გასაკრიტიკებელია, მას ბრალდების მხარის შუამდგომლობა საერთოდ არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს რამეს არ იცნობს, იგივე გირაო უნდა დაეტოვებინა. პირველ შემთხვევაში, სასამართლომაც შეცდომა დაუშვა და პროკურატურა ახლა კიდევ უშვებს შეცდომას, როცა ვადაგასული გირაოს აღდგენას თვითნებურად აკეთებს, სასამართლოს გარეშე, იმის ფონზე, როცა სასამართლო ვადას საერთოდ არ აღადგენს, მითუმეტეს, აქ ვერ გადახდაზე კი არა, არ გადახდაზეა საუბარი. სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, როცა ვერ გადაიხდი გირაოს, რა თქმა უნდა, პატიმრობით არ ცვლის და არ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რადგან იმის გამო, რომ ადამიანმა კონკრეტული თანხა ვერ გადაიხადა, არ შეიძლება პატიმრობა შეეფარდოს. ნიკა მელიას შემთხვევაში არ გადახდაზე, პოლიტიკურ ბოიკოტზეა საუბარი და ის, რასაც ბრალდების მხარე აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა, პირველად დგამენ ამ სიუჟეტს და სცენარს. მსგავსი პრაქტიკაში არავის ჰქონია“, - აცხადებს ჩომახაშვილი.

"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეიტანოს საჩივარი" - შს მინისტრი 14 წლის გოგოს სუიციდის საქმეზე

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა

ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი მათგანი გარდაიცვალა, სიცრუეა - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს