მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედაგოგი ლეჩხუმიდან, რომელმაც ხორბლის ენდემური სახეობა გააცოცხლა - "მაქვს ბოსტანი, მივდევ მეცხოველეობას, ვიღებ თაფლს, ვაყენებ ღვინოს, ძირითადად, მარტო ვმუშაობ"
პედაგოგი ლეჩხუმიდან, რომელმაც ხორბლის ენდემური სახეობა გააცოცხლა - "მაქვს ბოსტანი, მივდევ მეცხოველეობას, ვიღებ თაფლს, ვაყენებ ღვინოს, ძირითადად, მარტო ვმუშაობ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ადრე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხორ­ბლის სა­ხე­ო­ბა ზან­დუ­რი დღეს პრე­ის­ტო­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის უნი­კა­ლურ ძეგ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. "მთის ხორ­ბლის ჯი­შებს შო­რის ის პირ­ველ ად­გილ­ზეა, რად­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია ნი­ა­და­გი­სა და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბით", - ამ­ბო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ამ თე­მა­ზე 2018 წელს ვე­სა­უბ­რეთ ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ ცოლ-ქმარს - მერი შა­ლამ­ბე­რი­ძე­სა და ლე­ვან ოზ­ბე­თე­ლაშ­ვილს, რომ­ლებ­საც ზან­დუ­რის აღ­დგე­ნის­თვის სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა ჰქონ­დათ წა­მო­წყე­ბუ­ლი. ისი­ნი ეწ­ვივ­ნენ იმ რე­გი­ო­ნებ­საც, სა­დაც ის­ტო­რი­უ­ლად მოჰ­ყავ­დათ ზან­დუ­რი, კერ­ძოდ, რაჭა-ლე­ჩხუმს. მოს­წავ­ლე­ებ­სა და პე­და­გო­გებ­თან ერ­თად ლე­ჩხუმ­ში პა­ტა­რა საც­დელ ნაკ­ვეთ­ზე ხორ­ბლის ეს სა­ხე­ო­ბა და­თე­სეს და კარ­გი შე­დე­გიც მი­ი­ღეს. სწო­რედ მა­შინ და­ინ­ტე­რეს­და ზან­დუ­რის მოყ­ვა­ნით იქა­უ­რი პე­და­გო­გი მა­ნო­ნი ახვლე­დი­ა­ნი, ლე­ჩხუ­მის მა­ღალმთი­ან სო­ფელ­ში ხორ­ბლის ეს ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბა გა­ა­ცო­ცხლა და მისი მოყ­ვა­ნის ლე­ჩხუ­მუ­რი ტრა­დი­ცი­აც გა­ნა­ახ­ლა. დღეს ის უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ურ­ნეა, ხორ­ბლის გარ­და, აქვს თაფ­ლი და სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა, წუ­რავს ღვი­ნოს...

მა­ნო­ნი ახვლე­დი­ა­ნი:

- ზან­დუ­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩემი ბე­დის­წე­რაა. ბე­ბია სულ მა­ხა­სა და ზან­დურს ახ­სე­ნებ­და. ზან­დურს რომ ვა­ცხობ­დი­თო, - იტყო­და ყო­ვე­ლი ცხო­ბის დროს და ამ სი­ტყვებ­ში იმ­დენ სიყ­ვა­რულ­სა და სი­ნა­ნულს ჩა­აქ­სოვ­და, ბავ­შვუ­რი ინ­ტე­რე­სი მკლავ­და, რა იყო ეს ზან­დუ­რი.

მერე კი ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რებ­მა ლე­ვან ოზ­ბე­თე­ლაშ­ვილ­მა და მერი შა­ლამ­ბე­რი­ძემ ჩემი ბავ­შვუ­რი ოც­ნე­ბე­ბი გა­ა­ცო­ცხლეს. რაც მეტი გა­ვი­გე, ინ­ტე­რე­სი გა­მი­ორ­მაგ­და. ზან­დუ­რი და მახა ლე­ჩხუ­მის ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბია, ეს ჩემ­თვის პი­რად­ზე მე­ტია და დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე მის აღორ­ძი­ნე­ბას უნდა მი­ვუ­ძღვნა...

- ზან­დურ­მა "ზან­დუ­რის სახ­ლამ­დეც" მი­გიყ­ვა­ნათ... რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ ეს და სა­ხელ­წო­დე­ბა რას ნიშ­ნავს?

- ამ ხორ­ბლის აღორ­ძი­ნე­ბა სა­შუ­რი საქ­მეა, დიდ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და თან­ხას მო­ი­თხოვს, მაგ­რამ რა შე­მეძ­ლო მე, ერთ არ­ცთუ შეძ­ლე­ბულ პე­და­გოგს, საქ­მე ხომ უფუ­ლოდ არ კეთ­დე­ბა?! ჩემს შვილს ვთხო­ვე, გვერ­დით დამ­დგო­მო­და. კრე­დი­ტი ავი­ღეთ, ავა­შე­ნეთ "ზან­დუ­რის სახ­ლი", რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ენ­დე­მუ­რი ხორ­ბლის სა­ხე­ო­ბე­ბი­სა და ჯი­შე­ბის სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თებს, ახ­ლად გა­შე­ნე­ბულ ხე­ხი­ლის ბაღს, ბე­ღელ-მუ­ზე­უმს ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა-მოხ­მა­რე­ბის ეთ­ნო­მა­სა­ლით, მა­რანს ღვი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეთ­ნო­მა­სა­ლით (ვა­ყე­ნებთ ბი­ოღ­ვი­ნოს და გვაქვს ჩემი და აქა­უ­რი მეღ­ვი­ნე­ე­ბის ნა­წარ­მის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვაც). ამა­ვე სივ­რცე­შია სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო და სა­სა­დი­ლო ლე­ჩხუ­მუ­რი ოდა­სახ­ლი­სა და აივ­ნის კომ­ბი­ნა­ცი­ით.

- ხორ­ბლის მოყ­ვა­ნა­ში რა შე­დეგს მი­აღ­წი­ეთ?

- ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვაა. რა­საც ვა­კე­თებ, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, ყვე­ლა­ფე­რი ხორ­ბალს ეხე­ბა. დიდი შე­დე­გი ის არის, რომ ზან­დუ­რის შე­სა­ხებ თით­ქმის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო. თეს­ლი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა წა­ი­ღო და მათ გეგ­მებ­შიც გაჩ­ნდა ფიქ­რი ზან­დუ­რის მო­მა­ვალ­ზე.

თუ შე­მო­სა­ვა­ლი მექ­ნე­ბა, ვი­ყი­დი სა­ცეხ­ველს და მარ­ცვლი­სა და ფქვი­ლის წარ­მო­ე­ბას შევ­ძლებ. გა­მომ­ცხვა­რი პუ­რის პირ­ვე­ლა­დი სა­რეკ­ლა­მო-სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე ჩვე­ნი სახ­ლი იქ­ნე­ბა.

- გვი­ამ­ბეთ თქვენს კუ­თხე­ზეც...

- ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ღვი­რიშ­ში ვცხოვ­რობ და ვსაქ­მი­ა­ნობ. ლე­ჩხუ­მი მთა­გო­რი­ა­ნი, ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხეა. ამის პი­რო­ბა­ზე ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტი გვაქვს, რაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. აქა­უ­რი ხილი, ყუ­რძე­ნი, მარ­ცვლე­უ­ლი და ბოსტნე­უ­ლი მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნია. ჩვენ არ ვი­ყე­ნებთ შხამ­ქი­მი­კა­ტებს.

- უკვე ცნო­ბი­ლი მე­წარ­მე ბრძან­დე­ბით, რო­გორ მი­აღ­წი­ეთ ამას?

- მე­წარ­მის სტა­ტუ­სი არ არის სა­ხუ­მა­რო საქ­მე. ამის­თვის დიდი შრო­მა და თავ­და­დე­ბაა სა­ჭი­რო. ჩემს ბუ­ნე­ბა­შია შრო­მი­სა და მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­დევ­დი მე­ბოსტნე­ო­ბა­სა და მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას, ვი­ღებ თაფლს, ვა­ყე­ნებ ღვი­ნოს, ვამ­ზა­დებ ხი­ლის წვენს. შარ­შან ალუბ­ლის ღვი­ნოც მქონ­და და სტუმ­რე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

- სახ­ლი მუ­ზე­უ­მად გიქ­ცე­ვი­ათ, უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ურ­ნეო ია­რა­ღე­ბია თავ­მოყ­რი­ლი, რო­მელ­თაც უმე­ტე­სად პუ­რის მოყ­ვა­ნი­სას იყე­ნებ­დნენ. ეს ნივ­თე­ბი რო­გორ შე­აგ­რო­ვეთ?

- ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნივ­თე­ბის ძებ­ნა ზან­დუ­რის აღ­მო­ჩე­ნის დღი­დან და­ვი­წყე. ძი­რი­თა­დად, მჩუქ­ნიდ­ნენ და მეც პა­ტარ-პა­ტა­რა სა­მა­გი­ე­რო სა­ჩუქ­რე­ბით მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვას ვცდი­ლობ­დი. ნივ­თე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩემს ოჯახ­ში იყო, ზოგი ახ­ლო­მახ­ლო სოფ­ლებ­ში შე­ვაგ­რო­ვე.

- პან­დე­მი­ამ ხელი რაში შე­გე­შა­ლათ?

- ხე­ლის შეშ­ლა მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერ შეძ­ლო, რად­გან ეს საქ­მე ახა­ლი წა­მო­წყე­ბუ­ლი მაქვს. ყვე­ლა­ფე­რი ერთ სივ­რცე­ში და ერ­თად მო­ვინ­დო­მე. ასა­კის გამო და­სა­კარ­გი დრო აღარ მაქვს. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი მი­ვი­ღე და პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღის ჩა­კეტ­ვა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე. ხორ­ბა­ლი, ღვი­ნო, ფუტ­კა­რი და ვაშ­ლი ჩემი მე­ურ­ნე­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია. სტუმ­რებს სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ ჩემს ნა­წარმს ვთა­ვა­ზობ.

- პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად ამ საქ­მეს მარ­ტო აუ­დი­ხართ?

- ძი­რი­თა­დად, მარ­ტო ვმუ­შა­ობ. თუ გული გუ­ლობს, ქადა ორი­ვე ხე­ლით იჭ­მე­ბაო, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ?! რაც მიყ­ვარს, იმ საქ­მის­თვის ამი­რა­ნი­ვით უძ­ლე­ვე­ლი ვარ. ბოლო დროს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა მეხ­მა­რე­ბა. ჩემს შრო­მა-წვა­ლე­ბას რომ უყუ­რებს, აღარც ის ზო­გავს თავს. გვერ­დით მიდ­გას ჩემი შვი­ლი, ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტებ­ში ჩემ­თან არის და ისიც დღე-ღა­მეს ას­წო­რებს, თუმ­ცა ემო­ცი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად უკვე გა­და­ქან­ცვის ზღვარ­ზე ვარ. ძა­ლი­ან რთუ­ლია, ორ წე­ლი­წად­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქმის მარ­ტომ შექ­მნა, მაგ­რამ ვიცი, გა­ვუძ­ლებ, უფრო სწო­რად, უკვე გა­ვუ­ძე­ლი. მო­მა­ვალ­საც იმე­დით ვუ­ყუ­რებ.

- რას ურ­ჩევ­დით ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მე­ურ­ნე­ო­ბის წა­მო­წყე­ბა უნდა?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სი­ზარ­მა­ცის კომ­პლექ­სი მტან­ჯავს. სა­ღა­მოს დაღ­ლი­ლო­ბის­გან ფეხ­ზე რომ ვერ ვდგე­ბი, მა­ინც იმას ვჯავ­რობ, ზარ­მა­ცი ვარ-მეთ­ქი. ვებ­რძვი სა­კუ­თარ თავს. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა გო­ნი­ე­რე­ბა, შრო­მა, სიყ­ვა­რუ­ლი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა!

ლე­ვან­სა და მის მე­უღ­ლეს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი - ჩვენს კუ­თხე­ში მათ­მა სტუმ­რო­ბამ მი­ბიძ­გა ასე­თი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათი "შე­დე­გი" ვარ. ასე­ვე მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დო ცა­გე­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ ბონ­დო ხე­ცუ­რი­ანს, რო­მელ­მაც ზან­დუ­რის თეს­ლის ნა­წი­ლი მომ­ცა... აქამ­დე მო­ვე­დი დიდი წვა­ლე­ბით. გან­ვლილ­მა წლებ­მა ბევ­რი სირ­თუ­ლე და­ი­ტია - მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ობ­ლე­ბის დაზ­რდა, მტერ-მოყვრის პა­სუ­ხი და არ­სე­ბო­ბის­თვის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც კვლავ გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმონი
1

აჰა, მეგობრებო, ხომ ვხედავთ, რომ მთავარი შრომაა. რა ვთქვა ნაცნობ ოჯახზე, რომელიც კახეთში ცხოვრობს, რომელშიც სამი ახალგაზრდა მამაკაცია და მაინც სულ შიათ და სულ უფულობას და ვალებს სტირიან. 

ლიანა
1

ღმერთმა ბარაქა მისცეს. აღფრთოვანებული ვარ ასეთი ადამიანებით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პედაგოგი ლეჩხუმიდან, რომელმაც ხორბლის ენდემური სახეობა გააცოცხლა - "მაქვს ბოსტანი, მივდევ მეცხოველეობას, ვიღებ თაფლს, ვაყენებ ღვინოს, ძირითადად, მარტო ვმუშაობ"

პედაგოგი ლეჩხუმიდან, რომელმაც ხორბლის ენდემური სახეობა გააცოცხლა - "მაქვს ბოსტანი, მივდევ მეცხოველეობას, ვიღებ თაფლს, ვაყენებ ღვინოს, ძირითადად, მარტო ვმუშაობ"

საქართველოში ადრე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობა ზანდური დღეს პრეისტორიული კულტურის უნიკალურ ძეგლად მიიჩნევა. "მთის ხორბლის ჯიშებს შორის ის პირველ ადგილზეა, რადგან გამორჩეულია ნიადაგისა და კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობით", - ამბობენ სპეციალისტები. ამ თემაზე 2018 წელს ვესაუბრეთ ახალგაზრდა მეცნიერ ცოლ-ქმარს - მერი შალამბერიძესა და ლევან ოზბეთელაშვილს, რომლებსაც ზანდურის აღდგენისთვის სამეცნიერო მუშაობა ჰქონდათ წამოწყებული. ისინი ეწვივნენ იმ რეგიონებსაც, სადაც ისტორიულად მოჰყავდათ ზანდური, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმს. მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად ლეჩხუმში პატარა საცდელ ნაკვეთზე ხორბლის ეს სახეობა დათესეს და კარგი შედეგიც მიიღეს. სწორედ მაშინ დაინტერესდა ზანდურის მოყვანით იქაური პედაგოგი მანონი ახვლედიანი, ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში ხორბლის ეს ენდემური სახეობა გააცოცხლა და მისი მოყვანის ლეჩხუმური ტრადიციაც განაახლა. დღეს ის უკვე წარმატებული მეურნეა, ხორბლის გარდა, აქვს თაფლი და სანერგე მეურნეობა, წურავს ღვინოს...

მანონი ახვლედიანი:

- ზანდური, შეიძლება ითქვას, ჩემი ბედისწერაა. ბებია სულ მახასა და ზანდურს ახსენებდა. ზანდურს რომ ვაცხობდითო, - იტყოდა ყოველი ცხობის დროს და ამ სიტყვებში იმდენ სიყვარულსა და სინანულს ჩააქსოვდა, ბავშვური ინტერესი მკლავდა, რა იყო ეს ზანდური.

მერე კი ახალგაზრდა მეცნიერებმა ლევან ოზბეთელაშვილმა და მერი შალამბერიძემ ჩემი ბავშვური ოცნებები გააცოცხლეს. რაც მეტი გავიგე, ინტერესი გამიორმაგდა. ზანდური და მახა ლეჩხუმის ენდემური სახეობებია, ეს ჩემთვის პირადზე მეტია და დარჩენილი სიცოცხლე მის აღორძინებას უნდა მივუძღვნა...

- ზანდურმა "ზანდურის სახლამდეც" მიგიყვანათ... როგორ გადაწყვიტეთ ეს და სახელწოდება რას ნიშნავს?

- ამ ხორბლის აღორძინება საშური საქმეა, დიდ ძალისხმევასა და თანხას მოითხოვს, მაგრამ რა შემეძლო მე, ერთ არცთუ შეძლებულ პედაგოგს, საქმე ხომ უფულოდ არ კეთდება?! ჩემს შვილს ვთხოვე, გვერდით დამდგომოდა. კრედიტი ავიღეთ, ავაშენეთ "ზანდურის სახლი", რომელიც აერთიანებს ენდემური ხორბლის სახეობებისა და ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთებს, ახლად გაშენებულ ხეხილის ბაღს, ბეღელ-მუზეუმს ხორბლის წარმოება-მოხმარების ეთნომასალით, მარანს ღვინოსთან დაკავშირებული ეთნომასალით (ვაყენებთ ბიოღვინოს და გვაქვს ჩემი და აქაური მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც). ამავე სივრცეშია საოჯახო სასტუმრო და სასადილო ლეჩხუმური ოდასახლისა და აივნის კომბინაციით.

- ხორბლის მოყვანაში რა შედეგს მიაღწიეთ?

- ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. რასაც ვაკეთებ, პირდაპირ თუ ირიბად, ყველაფერი ხორბალს ეხება. დიდი შედეგი ის არის, რომ ზანდურის შესახებ თითქმის მთელმა საქართველომ გაიგო. თესლი უამრავმა ადამიანმა წაიღო და მათ გეგმებშიც გაჩნდა ფიქრი ზანდურის მომავალზე.

თუ შემოსავალი მექნება, ვიყიდი საცეხველს და მარცვლისა და ფქვილის წარმოებას შევძლებ. გამომცხვარი პურის პირველადი სარეკლამო-სარეალიზაციო სივრცე ჩვენი სახლი იქნება.

- გვიამბეთ თქვენს კუთხეზეც...

- ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვირიშში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. ლეჩხუმი მთაგორიანი, ლამაზი და საინტერესო კუთხეა. ამის პირობაზე ზომიერი კლიმატი გვაქვს, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა. აქაური ხილი, ყურძენი, მარცვლეული და ბოსტნეული მაღალხარისხიანია. ჩვენ არ ვიყენებთ შხამქიმიკატებს.

- უკვე ცნობილი მეწარმე ბრძანდებით, როგორ მიაღწიეთ ამას?

- მეწარმის სტატუსი არ არის სახუმარო საქმე. ამისთვის დიდი შრომა და თავდადებაა საჭირო. ჩემს ბუნებაშია შრომისა და მიწის სიყვარული. წლების განმავლობაში მივდევდი მებოსტნეობასა და მეცხოველეობას, ვიღებ თაფლს, ვაყენებ ღვინოს, ვამზადებ ხილის წვენს. შარშან ალუბლის ღვინოც მქონდა და სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.

- სახლი მუზეუმად გიქცევიათ, უძველესი სამეურნეო იარაღებია თავმოყრილი, რომელთაც უმეტესად პურის მოყვანისას იყენებდნენ. ეს ნივთები როგორ შეაგროვეთ?

- ეთნოგრაფიული ნივთების ძებნა ზანდურის აღმოჩენის დღიდან დავიწყე. ძირითადად, მჩუქნიდნენ და მეც პატარ-პატარა სამაგიერო საჩუქრებით მადლიერების გამოხატვას ვცდილობდი. ნივთების დიდი ნაწილი ჩემს ოჯახში იყო, ზოგი ახლომახლო სოფლებში შევაგროვე.

- პანდემიამ ხელი რაში შეგეშალათ?

- ხელის შეშლა მაინცდამაინც ვერ შეძლო, რადგან ეს საქმე ახალი წამოწყებული მაქვს. ყველაფერი ერთ სივრცეში და ერთად მოვინდომე. ასაკის გამო დასაკარგი დრო აღარ მაქვს. ზაფხულში ძალიან ბევრი სტუმარი მივიღე და პანდემიის მეორე ტალღის ჩაკეტვა განვითარებისთვის გამოვიყენე. ხორბალი, ღვინო, ფუტკარი და ვაშლი ჩემი მეურნეობის ძირითადი მიმართულებებია. სტუმრებს სადეგუსტაციოდ ჩემს ნაწარმს ვთავაზობ.

- პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ამ საქმეს მარტო აუდიხართ?

- ძირითადად, მარტო ვმუშაობ. თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო, ხომ გაგიგონიათ?! რაც მიყვარს, იმ საქმისთვის ამირანივით უძლეველი ვარ. ბოლო დროს მეგობარი გოგონა მეხმარება. ჩემს შრომა-წვალებას რომ უყურებს, აღარც ის ზოგავს თავს. გვერდით მიდგას ჩემი შვილი, ყველაზე რთულ მომენტებში ჩემთან არის და ისიც დღე-ღამეს ასწორებს, თუმცა ემოციურად და ფიზიკურად უკვე გადაქანცვის ზღვარზე ვარ. ძალიან რთულია, ორ წელიწადში ეს ყველაფერი თითქმის მარტომ შექმნა, მაგრამ ვიცი, გავუძლებ, უფრო სწორად, უკვე გავუძელი. მომავალსაც იმედით ვუყურებ.

- რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც მეურნეობის წამოწყება უნდა?

- მთელი ცხოვრება სიზარმაცის კომპლექსი მტანჯავს. საღამოს დაღლილობისგან ფეხზე რომ ვერ ვდგები, მაინც იმას ვჯავრობ, ზარმაცი ვარ-მეთქი. ვებრძვი საკუთარ თავს. წარმატების მისაღწევად საჭიროა გონიერება, შრომა, სიყვარული და ყველაზე მთავარი - მიზანდასახულობა!

ლევანსა და მის მეუღლეს დიდ მადლობას ვუხდი - ჩვენს კუთხეში მათმა სტუმრობამ მიბიძგა ასეთი საქმეების დასაწყებად. შეიძლება ითქვას, რომ მათი "შედეგი" ვარ. ასევე მადლობა უნდა გადავუხადო ცაგერის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელ ბონდო ხეცურიანს, რომელმაც ზანდურის თესლის ნაწილი მომცა... აქამდე მოვედი დიდი წვალებით. განვლილმა წლებმა ბევრი სირთულე დაიტია - მეუღლის გარდაცვალება, ობლების დაზრდა, მტერ-მოყვრის პასუხი და არსებობისთვის ბრძოლა, რომელიც კვლავ გრძელდება.

"უსიმპტომო კოვიდის დროს, ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი" - ხათუნა ზახაშვილი

"ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება" - რა რეკომენდაციას გვაძლევს ალერგოლოგი

"კოვიდის გადატანის შემდეგ ფილტვში გაურკვეველი წარმონაქმნი გაუჩნდა..." - 37 წლის კობა ალხაზაშვილს დახმარება ესაჭიროება