საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი
"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნი­დან 6-8 კვი­რის შემ­დგომ, შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღა და­ფიქ­სირ­დეს, მაგ­რამ ის არ იქ­ნე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლოს. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის 95% პირ­ბა­დეს გა­მო­ი­ყე­ნებს, შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მე ტალ­ღის მაქ­სი­მა­ლურ­მა ციფ­რებ­მა 1200, 1500 ან მაქ­სი­მუმ 2 ათასს მი­აღ­წი­ოს.

კუ­ლუმ­ბე­გო­ვის თქმით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ისე­თი მას­შტა­ბუ­რი არ იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ჩა­კეტვე­ბი გახ­დეს სა­ჭი­რო.

„ზო­გა­დად, კო­რო­ნა­ვირუსს თა­ვი­სი გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი მერ­ყე­ობს 3-დან 4-მდე. რო­დე­საც ეს ციფ­რი ხე­ლოვ­ნუ­რად ერთს ქვე­მოთ ჩა­მო­დის, ეს ნიშ­ნავს, რომ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია წყდე­ბა. ჩვენ­თან ბოლო 2-3 კვი­რაა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0,8-0,9-მდე მერ­ყე­ობს. ეპი­დე­მი­ის აღ­მა­ვა­ლი მრუ­დი შე­წყვე­ტი­ლია, მაგ­რამ რამ ჩა­მო­წია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა? ამა­ზე მოქ­მე­დებს ფაქ­ტო­რე­ბი, ყვე­ლა­ზე უფრო ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რი არის შე­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, ასე­ვე არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფაქ­ტო­რიც. თუმ­ცა, ჩვენ­თან ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტი ამო­ვარ­დნი­ლია.

ეს მას­შტაბს დიდ­ხანს ვერ მი­აღ­წევს, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის აცრა სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, ამ ვირუსს გავ­რცე­ლე­ბა­ში ხელი რომ შე­ვუ­შა­ლოთ და 3-4-ზე ისევ არ ავი­დეს, გვაქვს ერთი მხრივ, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც 95%-ზე უნდა ავიყ­ვა­ნოთ, (ახლა არის 72%) მი­თუ­მე­ტეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც შე­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იხ­სნე­ბა, ვირუ­სი ისევ და­ი­წყებს გავ­რცე­ლე­ბას. ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი- 95% პირ­ბა­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს, ვირუ­სი იარ­სე­ბებს და იცირ­კუ­ლი­რებს, ალ­ბათ, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პა­რა­ლე­ლუ­რად, 6-8 კვი­რის შემ­დგომ, აღ­მა­ვა­ლი მრუ­დი, ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღაც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ ჩვენ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლოს.

ახლა რე­ა­ლუ­რად გვაქვს 400, 500 და 600 შემ­თხვე­ვა, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის 95% პირ­ბა­დეს გა­მო­ი­ყე­ნებს, შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მე ტალ­ღის მაქ­სი­მა­ლურ­მა ციფ­რებ­მა მი­აღ­წი­ოს 1200, 1500 ან მაქ­სი­მუმ 2 ათასს. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი არა, რომ ისევ ჩა­კეტვე­ბი იყოს სა­ჭი­რო. მე­სა­მე ტალ­ღა 1500 და 2 ათას მაჩ­ვე­ნე­ბელს არ უნდა აც­დეს, თო­რემ თუ გას­ცდა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში 3 ათა­სი და 4 ათა­სიც არ აყოვ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი თქმით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­წო­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს მა­ინც სტუმ­რო­ბენ და მო­ბი­ლო­ბაც მზარ­დია. ამი­ტომ, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის აზ­რით, ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა ერ­თდრო­უ­ლად არ უნდა მო­იხ­სნას.

„ღა­მით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა არის ერ­თგვა­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ერი­დე­ბი­ან გვი­ან სტუმ­რო­ბას, იცი­ან, მალე უნდა წა­მო­ვიდ­ნენ. ვფიქ­რობ, ცოტა ხანი უნდა იყოს ეს შე­ზღუდ­ვე­ბი და ეტა­პობ­რი­ვად მო­იხ­სნას. ამის მი­ზა­ნი არის ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლო­ბა შემ­ცირ­დეს და მას­შტა­ბუ­რი შეკ­რე­ბე­ბის­გან დრო­ე­ბით თავი შე­ი­კა­ვონ. ყვე­ლა შე­ზღუდ­ვის სწრა­ფად მოხ­სნას არ ვემ­ხრო­ბი“,-გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი ვა­რა­უ­დით, პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის გა­რე­შე სი­ა­რულს შე­საძ­ლოა, კი­დევ რამ­დე­ნი­მე წელი დას­ჭირ­დეს.

„რო­დის მოგ­ვი­წევს პირ­ბა­დის ტა­რე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ჯერ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს. ჩემი მო­საზ­რე­ბით და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ვეც­ნო­ბი, შე­საძ­ლოა, ამას რამ­დე­ნი­მე წე­ლიც კი დას­ჭირ­დეს. თუმ­ცა, ის, რომ ვირუს­ზე ამ­დე­ნი არ ვი­სა­უბ­როთ, ადა­მი­ა­ნე­ბი არ გვიკ­ვდე­ბო­დეს და ჰოს­პიტ­ლე­ბი არ გა­და­იტ­ვირ­თოს, ამას სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის აცრა.

თუ ამას მი­ვაღ­წევთ და ქვეყ­ნის გეგ­მა ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ეს შე­საძ­ლოა წლის ბო­ლომ­დეც მიღ­წე­ვა­დი იყოს. ვირუს­მა, რო­გორც მოვ­ლე­ნამ შე­საძ­ლოა აქ­ტუ­ა­ლო­ბა ერთ წე­ლი­წად­შიც კი და­კარ­გოს, მაგ­რამ პირ­ბა­დე, რო­გორც უსარ­თხო­ე­ბის ზომა, მხო­ლოდ მა­შინ და­კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია პან­დე­მი­ას დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს. ეს შე­საძ­ლოა იყოს 1,5 წლის ან 2 წლის შემ­დეგ. არ მგო­ნია, რომ ეს 2021 წელს მო­ეს­წროს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
George
0

Cixeshi mogivlian chito) 

!!!
0

ეგ პირბადე უნდა დაგაწებონ სახეზო, ცხვირი რომ არ გამოყო პირბადიდან!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი

"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. მესამე ტალღა დაფიქსირდეს, მაგრამ ის არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მოსახლეობის 95% პირბადეს გამოიყენებს, შეიძლება მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა 1200, 1500 ან მაქსიმუმ 2 ათასს მიაღწიოს.

კულუმბეგოვის თქმით, ვირუსის გავრცელება ისეთი მასშტაბური არ იქნება, რომ საქართველოში ისევ ჩაკეტვები გახდეს საჭირო.

„ზოგადად, კორონავირუსს თავისი გავრცელების პოტენციალი აქვს. ამ ვირუსის გავრცელების პოტენციალი მერყეობს 3-დან 4-მდე. როდესაც ეს ციფრი ხელოვნურად ერთს ქვემოთ ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში, ქვეყანაში ეპიდემია წყდება. ჩვენთან ბოლო 2-3 კვირაა, ეს მაჩვენებელი 0,8-0,9-მდე მერყეობს. ეპიდემიის აღმავალი მრუდი შეწყვეტილია, მაგრამ რამ ჩამოწია ვირუსის გავრცელების შესაძლებელობა? ამაზე მოქმედებს ფაქტორები, ყველაზე უფრო ძლიერი ფაქტორი არის შეზღუდავი ღონისძიებები, მობილობის შემცირება, სამედიცინო პირბადის ტარება, ასევე არის ვაქცინაციის ფაქტორიც. თუმცა, ჩვენთან ჯერჯერობით ვაქცინაციის კომპონენტი ამოვარდნილია.

ეს მასშტაბს დიდხანს ვერ მიაღწევს, რადგან მოსახლეობის 60%-ის აცრა სჭირდება. ამიტომ, ამ ვირუსს გავრცელებაში ხელი რომ შევუშალოთ და 3-4-ზე ისევ არ ავიდეს, გვაქვს ერთი მხრივ, პირბადის ტარება, რომელიც 95%-ზე უნდა ავიყვანოთ, (ახლა არის 72%) მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც შეზღუდავი ღონისძიებები იხსნება, ვირუსი ისევ დაიწყებს გავრცელებას. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი- 95% პირბადეს მაქსიმალურად გამოიყენებს, ვირუსი იარსებებს და იცირკულირებს, ალბათ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, აღმავალი მრუდი, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს.

ახლა რეალურად გვაქვს 400, 500 და 600 შემთხვევა, თუ მოსახლეობის 95% პირბადეს გამოიყენებს, შეიძლება მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა მიაღწიოს 1200, 1500 ან მაქსიმუმ 2 ათასს. ვირუსის გავრცელება იქნება, მაგრამ იმდენად დიდი არა, რომ ისევ ჩაკეტვები იყოს საჭირო. მესამე ტალღა 1500 და 2 ათას მაჩვენებელს არ უნდა აცდეს, თორემ თუ გასცდა, რამდენიმე დღეში 3 ათასი და 4 ათასიც არ აყოვნებს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, სპეციალისტების მოწოდებების მიუხედავად, ადამიანები ერთმანეთს მაინც სტუმრობენ და მობილობაც მზარდია. ამიტომ, ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, ყველა შეზღუდვა ერთდროულად არ უნდა მოიხსნას.

„ღამით გადაადგილების შეზღუდვა არის ერთგვარი შემაკავებელი ღონისძიება, რადგან ადამიანები ერიდებიან გვიან სტუმრობას, იციან, მალე უნდა წამოვიდნენ. ვფიქრობ, ცოტა ხანი უნდა იყოს ეს შეზღუდვები და ეტაპობრივად მოიხსნას. ამის მიზანი არის ის, რომ ადამიანების მობილობა შემცირდეს და მასშტაბური შეკრებებისგან დროებით თავი შეიკავონ. ყველა შეზღუდვის სწრაფად მოხსნას არ ვემხრობი“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი ვარაუდით, პანდემიის დასრულებას და პირბადის ტარების გარეშე სიარულს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს.

„როდის მოგვიწევს პირბადის ტარების გარეშე ყოფნა, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს. ჩემი მოსაზრებით და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ვეცნობი, შესაძლოა, ამას რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს. თუმცა, ის, რომ ვირუსზე ამდენი არ ვისაუბროთ, ადამიანები არ გვიკვდებოდეს და ჰოსპიტლები არ გადაიტვირთოს, ამას სჭირდება საზოგადოების დიდი ნაწილის აცრა.

თუ ამას მივაღწევთ და ქვეყნის გეგმა ბოლომდე განხორციელდება, ეს შესაძლოა წლის ბოლომდეც მიღწევადი იყოს. ვირუსმა, როგორც მოვლენამ შესაძლოა აქტუალობა ერთ წელიწადშიც კი დაკარგოს, მაგრამ პირბადე, როგორც უსართხოების ზომა, მხოლოდ მაშინ დაკარგავს აქტუალობას, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ეს შესაძლოა იყოს 1,5 წლის ან 2 წლის შემდეგ. არ მგონია, რომ ეს 2021 წელს მოესწროს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

"სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები" - "სირცხვილია" "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მარშს გეგმავს

"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

"პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის არქონის გამო..." - თენგიზ ცერცვაძე