მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო
2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო

მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის კონ­კურ­სი - "M ვექ­ტო­რი" პრო­ექ­ტის პირ­ველ ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უფ­როსკლა­სე­ლებს იწ­ვევს. მსურ­ვე­ლებს 20 იან­ვრი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ რე­გის­ტრა­ცია "M ვექ­ტო­რის" ვებგ­ვერ­დზე - www.mvector.ge გა­ი­ა­რონ. რე­გის­ტრა­ცი­ის სის­ტე­მის ბმუ­ლი და პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ვე­ბის მსგავ­სად, ოფი­ცი­ა­ლურ Fაცე­ბო­ოკ გვერ­დზეც -https://www.facebook.com/www.mvector.ge გან­თავ­სდე­ბა.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს კონ­კურ­სში ჩარ­თვა მა­ი­სის ბო­ლომ­დე, პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ, ამა­ვე, ძი­რი­თად ეტაპ­ზე ხდე­ბა სა­კონ­კურ­სო თე­მებ­სა და და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბაც.

  • "M ვექ­ტო­რი" მო­ნა­წი­ლე­ებს კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სრულ მხარ­და­ჭე­რას სთა­ვა­ზობს: ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფო­რუმ­ზე გა­ნი­ხი­ლონ. კონ­კურ­სის თე­მა­ტი­კა­სა და პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ ვებ დაFacebook გვერ­დებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ი­მარ­თე­ბა LIVE ჩარ­თვე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი რუბ­რი­კე­ბის ფარ­გლებ­ში, გან­თავ­სდე­ბა გან­მარ­ტე­ბი­თი და შე­მეც­ნე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია.
  • წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის სი­ახ­ლეა - მენ­ტო­რის სა­ა­თი. მო­ნა­წი­ლე­ებს მენ­ტო­რებ­თან ერ­თად სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა კვი­რა­ში ერთხელ, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ დროს ვი­დეო შეხ­ვედ­რის ფორ­მატ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.
  • პრო­ექ­ტის დას­კვნი­თი ნა­წი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მუ­შა­ოს და ექ­სპერ­ტებ­თან ონ­ლა­ინ გა­სა­უბ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2020 წელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და კვლე­ვე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მა­თე­მა­ტი­კი­თა და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უფ­როსკლა­სე­ლებს ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი და ფორ­მა­ტით გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სი შეს­თა­ვა­ზა.

პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - "M ვექ­ტო­რი" თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სია. მისი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი, ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა, ასე­ვე, ამ ცოდ­ნით კონ­კრე­ტუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო გა­დაჭ­რის გზე­ბის მიგ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

"M ვექ­ტო­რი" უპი­რა­ტე­სად მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზეა გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა პრო­ექ­ტი მკაცრ შე­ზღუდ­ვას არ აწე­სებს, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­საც შე­უძ­ლი­ათ.

2020 წელს კონ­კურ­სის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი ფორ­მა­ტი პან­დე­მი­ის გამო სრუ­ლად შე­იც­ვა­ლა და ყვე­ლა ეტა­პი ონ­ლა­ინ წა­რი­მარ­თა. ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და, რაც მთა­ვა­რია, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბის შექ­მნა­ზე "M ვექ­ტო­რის" ექ­სპერ­ტებ­მა, მენ­ტო­რებ­მა იზ­რუ­ნეს. პრო­ექ­ტის ვებ დაFacebook გვერ­დე­ბი კი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის­თვის სას­წავ­ლო და შე­მეც­ნე­ბი­თი სივ­რცის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­და.

2020 წელს "M ვექ­ტო­რის" კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს 55 ქა­ლა­ქი­დან და სოფ­ლი­დან 500-მდე მსურ­ვე­ლი და­რე­გის­ტრირ­და. მათი უმე­ტე­სო­ბა მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. პრო­ექ­ტის დას­კვნით ეტაპ­ზე 76 მო­ნა­წი­ლე შე­ირ­ჩა, მათ­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის, ჭი­ა­თუ­რის, ადი­გე­ნის, ზუგ­დი­დის, ქუ­თა­ი­სის, სა­გა­რე­ჯო­სა და ფო­თის სკო­ლე­ბის 18 მოს­წავ­ლე გახ­და. ამას­თან, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბულ მე-12 კლა­სელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა პრი­ზებ­თან ერ­თად, KIU-ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით შეს­თა­ვა­ზა.

2021 წელს, გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა პრი­ზი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი.

  • კონ­კურ­სის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და კვლე­ვე­ბის ასო­ცი­ა­ცია (EPRA)
  • კონ­კურ­სის ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ქარ­თუ"
  • პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რია სსიპ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU)
  • პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო

მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი - "M ვექტორი" პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულ უფროსკლასელებს იწვევს. მსურველებს 20 იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაცია "M ვექტორის" ვებგვერდზე - www.mvector.ge გაიარონ. რეგისტრაციის სისტემის ბმული და პროექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვების მსგავსად, ოფიციალურ Fაცებოოკ გვერდზეც -https://www.facebook.com/www.mvector.ge განთავსდება.

დაინტერესებულ პირებს კონკურსში ჩართვა მაისის ბოლომდე, პროექტის პირველი ეტაპის დასრულებამდე შეეძლებათ, ამავე, ძირითად ეტაპზე ხდება საკონკურსო თემებსა და დავალებებზე მუშაობაც.

  • "M ვექტორი" მონაწილეებს კონკურსის მიმდინარეობისას სრულ მხარდაჭერას სთავაზობს: ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შინაარსობრივი საკითხები ექსპერტებთან ერთად სპეციალურ ფორუმზე განიხილონ. კონკურსის თემატიკასა და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ვებ დაFacebook გვერდებზე სისტემატურად გაიმართება LIVE ჩართვები, შეხვედრები, ასევე, სპეციალური რუბრიკების ფარგლებში, განთავსდება განმარტებითი და შემეცნებითი ინფორმაცია.
  • წლევანდელი კონკურსის სიახლეა - მენტორის საათი. მონაწილეებს მენტორებთან ერთად საკითხების განხილვა კვირაში ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დროს ვიდეო შეხვედრის ფორმატში შეეძლებათ.
  • პროექტის დასკვნითი ნაწილი დამოუკიდებელ სამუშაოს და ექსპერტებთან ონლაინ გასაუბრებას ითვალისწინებს.

2020 წელს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მათემატიკითა და ალგორითმული აზროვნებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს ახალი, ინოვაციური და ფორმატით გამორჩეული კონკურსი შესთავაზა.

პროექტი სახელწოდებით - "M ვექტორი" თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებზე ორიენტირებული კონკურსია. მისი მიზანია მოსწავლეებში მათემატიკური, ალგორითმული აზროვნების გამოვლენა, ცოდნის გაღრმავება, ასევე, ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნების ხელშეწყობა.

"M ვექტორი" უპირატესად მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, თუმცა პროექტი მკაცრ შეზღუდვას არ აწესებს, მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

2020 წელს კონკურსის წინასწარ განსაზღვრული ფორმატი პანდემიის გამო სრულად შეიცვალა და ყველა ეტაპი ონლაინ წარიმართა. ახალგაზრდებისთვის საინტერესო და, რაც მთავარია, ინტეგრირებული სივრცეების შექმნაზე "M ვექტორის" ექსპერტებმა, მენტორებმა იზრუნეს. პროექტის ვებ დაFacebook გვერდები კი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სასწავლო და შემეცნებითი სივრცის ფუნქციასაც ასრულებდა.

2020 წელს "M ვექტორის" კონკურსზე საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან 500-მდე მსურველი დარეგისტრირდა. მათი უმეტესობა მე-12 კლასის მოსწავლე იყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე 76 მონაწილე შეირჩა, მათგან გამარჯვებული თბილისის, ჭიათურის, ადიგენის, ზუგდიდის, ქუთაისის, საგარეჯოსა და ფოთის სკოლების 18 მოსწავლე გახდა. ამასთან, ყველა გამარჯვებულ მე-12 კლასელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პრიზებთან ერთად, KIU-ში სწავლის შესაძლებლობა სრული დაფინანსებით შესთავაზა.

2021 წელს, გასული წლის მსგავსად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კონკურსის ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული.

  • კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA)
  • კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"
  • პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
  • პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

NS

"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

იქნება თუ არა მოსწავლეებისთვის სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო?