საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა
შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

"ქარ­თუ ჯგუ­ფის” ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ელ­დარ გო­გო­ლა­ძე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ, "მთა­ვარ არხს” ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, 1993 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს (CIA-ის) ჯა­შუ­შის ფრე­დი ვუდრო­ფის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს.

ელ­დარ გო­გო­ლა­ძე, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­თვის სტილ­სა და მე­თო­დებ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, ამ­ბობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბა სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რია ყვე­ლა ის საქ­მე, რო­მე­ლიც ბოლო დროს გა­აქ­ტი­ურ­და.

გო­გო­ლა­ძემ “მთა­ვარ­თან” ასე­ვე გა­ნა­ცხა­და:

“თქვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ი­ბა­რეს, იქ ოქ­რუ­აშ­ვილს ეძა­ხი­ან, კიდე ვი­ღა­ცას და­ი­ბა­რე­ბენ, კი­დევ მე და­მი­ბა­რე­ბენ ანუ ვინც ჩაგ­ვთვა­ლეს ჩვენ რე­ჟი­მის ან ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად მტრე­ბად მი­დის ზე­წო­ლა და იქი­დან იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა უზარ­მა­ზა­რი, იქი­დან წა­მო­ვა დაკ­ვე­თა, დის­კრე­დი­ტა­ცია ჩას­ვით ცი­ხე­ში, უმაღ­ლე­სი ზომა რომ იყოს - დახ­ვრი­ტეთ, თუ მას არ გა­ა­ჩე­რე­ბენ… მაგ­რამ არამ­გო­ნია ივა­ნიშ­ვილს ვინ­მე ჰყავ­დეს გა­რე­მოც­ვა­ში ისე­თი, ვი­საც ენ­დო­ბა, ერთ დროს ჩემს რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და შე­მი­ჩე­რე­ბია არა­სას­რუ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სა­გან, თო­რემ მის ნე­ბა­ზე, რომ იყოს, ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე არ და­ი­ხევს უკან, არა­თუ ცი­ხე­ში ჩას­მა­ზე. ეს ბან­დი­ტუ­რი რუ­სუ­ლი 90–იანი წლე­ბის სკო­ლაა, დის­კრე­დი­ა­ტა­ცია, და­ში­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ლა­ძემ.

გო­გო­ლა­ძის თქმით, ვუდრო­ფის საქ­მე­ზე დიდი ხნის წინ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ვერ და­ად­გი­ნა.

გა­ვიხ­სე­ნოთ 90-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა (სტა­ტია ambebi.ge-ს არ­ქი­ვი­დან):

  • ვუდრო­ფის საქ­მე

90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა მა­შინ მსოფ­ლიო სენ­სა­ცი­ად იქცა - აშშ-ს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის, ფრე­დი ვუდრო­ფის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე, დღე­საც დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ვუდრო­ფი CIA-ს (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო) ოფი­ცე­რი იყო და ოპე­რა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტის კას­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს სექ­ტორს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ვუდრო­ფი თბი­ლის­ში აშშ სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ფარ­ქვეშ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ოპე­რა­ცი­ებს. მისი მო­ნი­ტო­რინ­გით იწ­ვრთნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვა და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფი "ომე­გა".

მკვლე­ლო­ბის დღე1993 წლის აგ­ვის­ტო­ში ვუდრო­ფი შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნელ­თან ელ­დარ გო­გო­ლა­ძეს­თან და ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად "ნი­ვით" ბრუნ­დე­ბო­და ყაზ­ბე­გი­დან თბი­ლის­ში. ქა­ლებს შო­რის ერთ-ერთი სას­ტუმ­რო "მე­ტე­ხი პა­ლა­სის" თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­რი­ნა კ. იყო. ვუდრო­ფი ამ სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­და და ქალს, რო­მე­ლიც კარ­გად ფლობ­და ინ­გლი­სურ ენას, ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მას­თან.

რო­გორც საქ­მის მა­სა­ლებ­შია მო­ცე­მუ­ლი, თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას ნა­ტახ­ტარ­ში გზა სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ გა­და­უ­ღო­ბა და გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვა. მან­ქა­ნას გო­გო­ლა­ძე მარ­თავ­და, ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა მო­თხოვ­ნას, რა­საც ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან გას­რო­ლა მოჰ­ყვა. ინ­ცი­დენ­ტი­სას გას­რო­ლი­ლი ერ­თა­დერ­თი ტყვია თავ­ში სწო­რედ ვუდროფს მოხ­ვდა...

მა­რი­ნა კ. ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბო­და: "ფრე­დი ჩუ­მად იყო... შევ­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე რომ თავ­ზე რა­ღაც სჭირ­და. გა­ჩერ­დი, გა­ჩერ­დი!" - უყ­ვი­რო­და ქალი მძღოლს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყვე­ბო­და: "ყველ­გან სის­ხლი იყო... ჩემი პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რომ ეს რუ­სე­ბი არი­ან, მათ მე ვე­ზი­ზღე­ბო­დი" - იხ­სე­ნებ­და გო­გო­ლა­ძე და მი­სი­ვე თქმით, მან გა­უ­ჩე­რებ­ლად იარა პირ­ველ შემ­ხვედრ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე. თუმ­ცა, ერთი და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რეს კი შუქი არ ჰქონ­და. როცა თბი­ლის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, 45 წლის ვუდრო­ფი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

გო­გო­ლა­ძე იხ­სე­ნებ­და რომ, ვუდრო­ფის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას დაბ­რუნ­და. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს სამი მა­მა­კა­ცი შე­ამ­ჩნია, რო­მე­ლიც იქამ­დე გზა­ზე შე­ნიშ­ნა. ნას­ვა­მი ახალ­გაზ­რდე­ბი - ან­ზორ შარ­მა­ი­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­შინ მკვლე­ლად შე­რა­ცხუ­ლი 20 წლის შარ­მა­ი­ძე, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. შარ­მა­ი­ძე მო­ხა­ლი­სე ჯა­რის­კა­ცი იყო, მან და­კი­თხვა­ზე თქვა, რომ ეგო­ნა პო­ლი­ცი­ამ იმის გამო აიყ­ვა­ნა, რომ და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ია­რა­ღი ჰქონ­და თან.

ამე­რი­კე­ლი მზვე­რა­ვის მკვლე­ლო­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი მე­დია მა­შინ წერ­და: "სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მით უფრო ამე­რი­კე­ლი და რუსი მზვე­რა­ვე­ბი (ან მათი აგენ­ტე­ბი), უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო არ იღუ­პე­ბი­ან. მათ ყო­ველ­თვის ვი­ღაც "ეხ­მა­რე­ბა".

ვუდროფ­საც რომ ვი­ღაც "ეხ­მა­რე­ბო­და" სიკ­ვდილ­ში, ამას საქ­მის რე­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბიც ცხად­ყოფს...

  • "ბრმა შემ­თხვე­ვა"

სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ, მკვლე­ლო­ბი­დან სულ რა­ღაც ერთი დღის შემ­დეგ, თა­ვად შე­ი­თავ­სა გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვა და თა­ვის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში მკვლე­ლო­ბას "ბრმა შემ­თხვე­ვის" კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყველა კგბ-შნიკის დედაც ...
82

კგბს ოფიცრის მოგონებები!

ttt
29
ეხლა თქვით აბა პროკურატურა პოლიტიზირებული არ არისო.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

"ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, "მთავარ არხს” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა, 1993 წელს საქართველოში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ჯაშუშის ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.

ელდარ გოგოლაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილსა და მეთოდებზე ლაპარაკობდა, ამბობს, რომ პროკურატურაში დაბარება სწორედ ამას უკავშირდება.

მისი თქმით, პოლიტიკურია ყველა ის საქმე, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა.

გოგოლაძემ “მთავართან” ასევე განაცხადა:

“თქვენი გენერალური დირექტორი დაიბარეს, იქ ოქრუაშვილს ეძახიან, კიდე ვიღაცას დაიბარებენ, კიდევ მე დამიბარებენ ანუ ვინც ჩაგვთვალეს ჩვენ რეჟიმის ან ივანიშვილის პირად მტრებად მიდის ზეწოლა და იქიდან იქნება ზეწოლა უზარმაზარი, იქიდან წამოვა დაკვეთა, დისკრედიტაცია ჩასვით ციხეში, უმაღლესი ზომა რომ იყოს - დახვრიტეთ, თუ მას არ გააჩერებენ… მაგრამ არამგონია ივანიშვილს ვინმე ჰყავდეს გარემოცვაში ისეთი, ვისაც ენდობა, ერთ დროს ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა და შემიჩერებია არასასრუველი ნაბიჯების გადადგმისაგან, თორემ მის ნებაზე, რომ იყოს, ფიზიკურ განადგურებაზე არ დაიხევს უკან, არათუ ციხეში ჩასმაზე. ეს ბანდიტური რუსული 90–იანი წლების სკოლაა, დისკრედიატაცია, დაშინება", - განაცხადა გოგოლაძემ.

გოგოლაძის თქმით, ვუდროფის საქმეზე დიდი ხნის წინ ჩატარებულმა გამოძიებამ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა.

გავიხსენოთ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა (სტატია ambebi.ge-ს არქივიდან):

  • ვუდროფის საქმე

90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში მომხდარი მკვლელობა მაშინ მსოფლიო სენსაციად იქცა - აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის იდუმალებით მოცული საქმე, დღესაც დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.

ვუდროფი CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ოფიცერი იყო და ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორს ხელმძღვანელობდა. ვუდროფი თბილისში აშშ საელჩოს თანამშრომლის საფარქვეშ ხელმძღვანელობდა სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებს. მისი მონიტორინგით იწვრთნებოდა სახელმწიფოს მეთაურის - ედუარდ შევარდნაძის დაცვა და პირველი ქართული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა".

მკვლელობის დღე1993 წლის აგვისტოში ვუდროფი შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელთან ელდარ გოგოლაძესთან და ორ გოგონასთან ერთად "ნივით" ბრუნდებოდა ყაზბეგიდან თბილისში. ქალებს შორის ერთ-ერთი სასტუმრო "მეტეხი პალასის" თანამშრომელი მარინა კ. იყო. ვუდროფი ამ სასტუმროში ცხოვრობდა და ქალს, რომელიც კარგად ფლობდა ინგლისურ ენას, ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მასთან.

როგორც საქმის მასალებშია მოცემული, თბილისისკენ მიმავალ მანქანას ნატახტარში გზა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე ახალგაზრდამ გადაუღობა და გაჩერება მოსთხოვა. მანქანას გოგოლაძე მართავდა, ის არ დაემორჩილა მოთხოვნას, რასაც ჯარისკაცების მხრიდან გასროლა მოჰყვა. ინციდენტისას გასროლილი ერთადერთი ტყვია თავში სწორედ ვუდროფს მოხვდა...

მარინა კ. ჩვენებაში ყვებოდა: "ფრედი ჩუმად იყო... შევხედე და დავინახე რომ თავზე რაღაც სჭირდა. გაჩერდი, გაჩერდი!" - უყვიროდა ქალი მძღოლს.

მოგვიანებით, შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელი ყვებოდა: "ყველგან სისხლი იყო... ჩემი პირველი ემოცია იყო, რომ ეს რუსები არიან, მათ მე ვეზიზღებოდი" - იხსენებდა გოგოლაძე და მისივე თქმით, მან გაუჩერებლად იარა პირველ შემხვედრ საავადმყოფომდე. თუმცა, ერთი დაკეტილი აღმოჩნდა, მეორეს კი შუქი არ ჰქონდა. როცა თბილისში, საავადმყოფოში მიიყვანეს, 45 წლის ვუდროფი უკვე გარდაცვლილი იყო.

გოგოლაძე იხსენებდა რომ, ვუდროფის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, შემთხვევის ადგილას დაბრუნდა. პოლიციის შენობასთან ახლოს სამი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც იქამდე გზაზე შენიშნა. ნასვამი ახალგაზრდები - ანზორ შარმაიძე და მისი მეგობრები პოლიციაში გადაიყვანეს. მაშინ მკვლელად შერაცხული 20 წლის შარმაიძე, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შარმაიძე მოხალისე ჯარისკაცი იყო, მან დაკითხვაზე თქვა, რომ ეგონა პოლიციამ იმის გამო აიყვანა, რომ დაურეგისტრირებელი იარაღი ჰქონდა თან.

ამერიკელი მზვერავის მკვლელობით აღშფოთებული ამერიკული მედია მაშინ წერდა: "სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, მით უფრო ამერიკელი და რუსი მზვერავები (ან მათი აგენტები), უბედური შემთხვევის გამო არ იღუპებიან. მათ ყოველთვის ვიღაც "ეხმარება".

ვუდროფსაც რომ ვიღაც "ეხმარებოდა" სიკვდილში, ამას საქმის რეალური მასალებიც ცხადყოფს...

  • "ბრმა შემთხვევა"

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, მკვლელობიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, თავად შეითავსა გამოძიებისა და სასამართლოს პრეროგატივა და თავის საჯარო გამოსვლაში მკვლელობას "ბრმა შემთხვევის" კვალიფიკაცია მისცა. გააგრძელეთ კითხვა

სისხლიანი დაპირისპირება კრწანისის რაიონში - მოკლულია 1 ადამიანი, დაჭრილია - 3

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება