პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია
„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა სლო­გა­ნი „დარ­ჩი სახ­ლში“ აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, საქ­მი­ა­ნო­ბა არ შე­უ­წყვი­ტავთ - სა­კუ­თარ­მა პრო­ფე­სი­ამ მათ სახ­ლში დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. მუ­შა­ობ­დნენ სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის ფა­სად, მუ­შა­ობ­დნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ოჯა­ხე­ბის­თვის და ჩვენ­თვის.

და­ვით ჟღენ­ტი რუს­თავ­ში ცხოვ­რობს და ტაქ­სის მძღო­ლია. მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი ჰყავს, მათ შო­რის, ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი. Yandex Go - ს პარტნი­ო­რი ტაქ­სო­პარ­კის მძღო­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­დან­ვე იცო­და - საქ­მე „უხი­ლავ მტერ­თან“ ჰქონ­და. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ცნო­ბი­ლი აფო­რიზ­მია - „შიში ვერ იხ­სნის სიკ­ვდილ­სა“, ჰოდა „დაღ­რე­ჯი­ლო­ბას“ არც თა­ვად მი­ე­ცა. პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­შა­ო­ბა არ შე­უ­წყვი­ტავს. თვლის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს, როცა ამ რთულ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამი­ტომ, საქ­მი­ა­ნო­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით აგ­რძე­ლებ­და იქამ­დე, ვიდ­რე თა­ვად არ და­ინ­ფი­ცირ­და ოჯა­ხის წევ­რისგსნ.

ახა­ლა როცა მძღოლ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, თავს კარ­გად გრძნობს და მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს, თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს:

„რა თქმა უნდა, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქტსაც კი ერი­დე­ბი­ან, მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ვი­დან, როცა ჯერ არც კი ვი­ცო­დით რას­თან გვქონ­და საქ­მე, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, „შიში ვერ იხ­სნის სიკ­ვდილს“. ჩემი სახ­ლში დარ­ჩე­ნა იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­კე­ტი­ლია, ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავ­და ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნას. გარ­და ამი­სა, ვთვლი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ვა­კე­თებ, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბი, რაც არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­შა­ო­ბა არ შე­მი­წყვი­ტავს, ვი­ცავ­დი ყვე­ლა­ნა­ირ წესს და რე­გუ­ლა­ცი­ას: პირ­ბა­დე, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რი, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და მან­ქა­ნა­ში. რე­გუ­ლა­რუ­ლად ვუ­კეთბ­დი მან­ქა­ნას დე­ზინ­ფექ­ცი­ას, ბევ­რს ვფრ­თხი­ლობ­დი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ვირუ­სი მა­ინც შემ­ხვდა,“- აღ­ნიშ­ნავს და­ვით ჟღენ­ტი.

რო­გორც იხ­სე­ნებს, ერთ დღეს, როცა ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად, დი­ლის 8 სა­ათ­ზე გა­იღ­ვი­ძა, თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო და სი­ცხეც და­უ­ფიქ­სირ­და. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის რომ საფრ­თხე არ შე­ექ­მნა, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტეს­ტიც გა­ი­კე­თა და და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. და­ვით­მა კო­ვიდ 19 რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა, ოჯა­ხის წევ­რებს მას­თან შე­და­რე­ბით გა­უ­მარ­თლათ - ვირუ­სი იოლ ფორ­მებ­ში გა­და­ი­ტა­ნეს და სახ­ლში იმ­კურ­ნა­ლეს.

„მე ძა­ლი­ან გა­მირ­თულ­და, დავმძიმ­დი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­მი­წია საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შიც ვი­ყა­ვი 5 დღე.

თა­ვი­დან სახ­ლში ვმკურ­ნა­ლობ­დი, ეს ის პე­რი­ო­დია, როცა სას­წრა­ფო­საც უჭირ­და დრო­უ­ლად მის­ვლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, რა თქმა უნდა, მე­გო­ბარ­საც ვერ და­ვუ­რე­კავ­დი რომ წა­ვეყ­ვა­ნე. ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, პრო­დუქ­ტი მოჰ­ქონ­დათ და კარ­თან გვი­ტო­ვებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვე­დი, ძა­ლი­ან რომ დავმძიმ­დი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს,“- ამ­ბობს და­ვით ჟღენ­ტი. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მის­თვის საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ოდ­ში ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა Yandex Go გა­უ­წია. და­ვით ჟღენ­ბტი გვიყ­ვე­ბა, რომ Yandex - ტაქ­სის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში 2 წლის წინ ჩა­ერ­თო. ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში დახ­მა­რე­ბის ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­დან აღარც ახ­სოვ­და.

„პან­დე­მია რომ და­ი­წყო, ჯერ კი­დევ მა­შინ მო­ვი­და ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ Yandex Go ეხ­მა­რე­ბა იმ მძღო­ლებს რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს აღარც მახ­სოვ­და მა­შინ, როცა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­სა­ხუ­რი­დან და­მი­რე­კეს და შე­მახ­სე­ნეს ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. Yandex Go-მ გა­მი­წია ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა. გავ­გზავ­ნე ფორ­მა ასი, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და მარ­თვის მოწ­მო­ბა, ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­მი­რი­ცხეს თან­ხა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ნამ­დვი­ლად არ მო­ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბას. ასეთ დროს თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მათი. ჩვენ დიდი ოჯა­ხი გვაქვს და ყო­ველ­თვის ვერ ვა­ხერ­ხებთ და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბას, ამი­ტომ ეს თან­ხა, რო­მე­ლიც ჩა­ი­რი­ცხა, ძა­ლინ დიდი დახ­მა­რე­ბა იყო ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის, მით უმე­ტეს იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სრუ­ლი­ად ყო­ველ­გვა­რი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დავ­რჩით. ძა­ლი­ან კარ­გი და დრო­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, ვიცი რომ ფონ­დის დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა გრძელ­დე­ბა, რად­გან ამ რთულ პე­რი­ოდ­ში გვჭირ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა და გვერ­დში დგო­მა“,-აღ­ნიშ­ნავს და­ვით ჟღენ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა ვირუ­სის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბის­თვის Yandex Go-ს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის ფონ­დი მოქ­მე­დე­ბას 2021 წლის ბო­ლომ­დე აგ­რძე­ლებს. პროგ­რა­მა ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა იმ მძღოლ­ზე, რო­მე­ლიც სერ­ვის­თან დღე­ში 2 სა­ა­თი მა­ინც მუ­შა­ობს. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა კი­დევ შვიდ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს. ფონ­დის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბა 6 მი­ლი­ონ დო­ლარს აჭარ­ბებს. ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მსურ­ვე­ლე­ბი უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ მხარ­და­ჭე­რის სამ­სა­ხურს, Yandex Go-ს აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიტო
8

ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ მაინტერესებს (ამ გაჭირვების პერიოდში),უფასოდ დაატარებდა ხალხს,თუ რამე შეავათით,??/ სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ სამმაგი ფასები ტაქსისტებს აგდებული,,არ გაწყობს,,,გაიარე>>>>>

მარიამი
2

დიტო შვილო მართალ ხარ. ქარტველი რის ქართველია, თუ გაჭირვების ჟამს არ დაგაჭირა ფეხი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ პანდემიამდე, თი ორ ლარად მივყავდი ტაქსს, პანდემიის დროს იგივე მანძილზე 12 ლარი მთხოვესო.

ავტორი:

„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა სლოგანი „დარჩი სახლში“ აქტუალური იყო, საქმიანობა არ შეუწყვიტავთ - საკუთარმა პროფესიამ მათ სახლში დარჩენის საშუალება არ მისცა. მუშაობდნენ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, მუშაობდნენ საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენთვის.

დავით ჟღენტი რუსთავში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლია. მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. Yandex Go - ს პარტნიორი ტაქსოპარკის მძღოლი აღნიშნავს, რომ თავიდანვე იცოდა - საქმე „უხილავ მტერთან“ ჰქონდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ცნობილი აფორიზმია - „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“, ჰოდა „დაღრეჯილობას“ არც თავად მიეცა. პანდემიის მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვიტავს. თვლის, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, როცა ამ რთულ პერიოდში ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება. ამიტომ, საქმიანობას ყველანაირი რეგულაციების დაცვით აგრძელებდა იქამდე, ვიდრე თავად არ დაინფიცირდა ოჯახის წევრისგსნ.

ახალა როცა მძღოლმა კორონავირუსი დაამარცხა, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს, თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

„რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტსაც კი ერიდებიან, მუშაობა რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით თავიდან, როცა ჯერ არც კი ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ როგორც ამბობენ, „შიში ვერ იხსნის სიკვდილს“. ჩემი სახლში დარჩენა იმ პირობებში, როცა ყველაფერი ჩაკეტილია, ავტომატურად ნიშნავდა ოჯახის შემოსავლის გარეშე დარჩენას. გარდა ამისა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, ამ რთულ პერიოდში ადამიანებს გადაადგილებაში ვეხმარები, რაც არსებული რეგულაციებით სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ პანდემიის მიუხედავად, მუშაობა არ შემიწყვიტავს, ვიცავდი ყველანაირ წესს და რეგულაციას: პირბადე, ანტისეპტიკური ხსნარი, ყველაფერი მქონდა მანქანაში. რეგულარულად ვუკეთბდი მანქანას დეზინფექციას, ბევრს ვფრთხილობდი, მაგრამ საბოლოოდ ვირუსი მაინც შემხვდა,“- აღნიშნავს დავით ჟღენტი.

როგორც იხსენებს, ერთ დღეს, როცა ჩვეულებრივ სამსახურში წასასვლელად, დილის 8 საათზე გაიღვიძა, თავი შეუძლოდ იგრძნო და სიცხეც დაუფიქსირდა. გარშემომყოფებისთვის რომ საფრთხე არ შეექმნა, თვითიზოლაციაში გადავიდა. მოგვიანებით ტესტიც გაიკეთა და დადებითი აღმოჩნდა. დავითმა კოვიდ 19 რთულად გადაიტანა, ოჯახის წევრებს მასთან შედარებით გაუმართლათ - ვირუსი იოლ ფორმებში გადაიტანეს და სახლში იმკურნალეს.

„მე ძალიან გამირთულდა, დავმძიმდი და საავადმყოფოში მომიწია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, რეანიმაციაშიც ვიყავი 5 დღე.

თავიდან სახლში ვმკურნალობდი, ეს ის პერიოდია, როცა სასწრაფოსაც უჭირდა დროულად მისვლა გამოძახებაზე, რა თქმა უნდა, მეგობარსაც ვერ დავურეკავდი რომ წავეყვანე. ნათესავები, მეგობრები, ახლობლები გვეხმარებოდნენ, პროდუქტი მოჰქონდათ და კართან გვიტოვებდნენ. მოგვიანებით კოვიდ სასტუმროში გადავედი, ძალიან რომ დავმძიმდი, საავადმყოფოში გადამიყვანეს,“- ამბობს დავით ჟღენტი. როგორც თავად ამბობს, მისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში ფინანსური დახმარება Yandex Go გაუწია. დავით ჟღენბტი გვიყვება, რომ Yandex - ტაქსის აპლიკაციაში 2 წლის წინ ჩაერთო. ავადმყოფობის პერიოდში დახმარების ეს შესაძლებლობა თავიდან აღარც ახსოვდა.

„პანდემია რომ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა ტელეფონზე შეტყობინება, რომ Yandex Go ეხმარება იმ მძღოლებს რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ეს აღარც მახსოვდა მაშინ, როცა თვითიზოლაციაში გადავედი. მოგვიანებით, სამსახურიდან დამირეკეს და შემახსენეს ეს შესაძლებლობა. Yandex Go-მ გამიწია ფინანსური დახმარება. გავგზავნე ფორმა ასი, პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა. ძალიან გამიხარდა, ნამდვილად არ მოველოდი ამხელა ყურადღებას. ასეთ დროს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მადლიერი ვარ მათი. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს და ყოველთვის ვერ ვახერხებთ დანაზოგის გაკეთებას, ამიტომ ეს თანხა, რომელიც ჩაირიცხა, ძალინ დიდი დახმარება იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა სრულიად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩით. ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა, ვიცი რომ ფონდის დახმარებების გაცემა გრძელდება, რადგან ამ რთულ პერიოდში გვჭირდება ყურადღება და გვერდში დგომა“,-აღნიშნავს დავით ჟღენტი.

საქართველოში კორონა ვირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის Yandex Go-ს ფინანსური მხარდაჭერის ფონდი მოქმედებას 2021 წლის ბოლომდე აგრძელებს. პროგრამა ვრცელდება ყველა იმ მძღოლზე, რომელიც სერვისთან დღეში 2 საათი მაინც მუშაობს. საქართველოს გარდა, მხარდაჭერის პროგრამა კიდევ შვიდ ქვეყანაში მოქმედებს. ფონდის მთლიანი მოცულობა 6 მილიონ დოლარს აჭარბებს. ფინანსური დახმარების მისაღებად, მსურველები უნდა დაუკავშირდნენ მხარდაჭერის სამსახურს, Yandex Go-ს აპლიკაციის საშუალებით.

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა

ყველაზე აქტუალური და საინტერესო სასაჩუქრე იდეები ვალენტინობისთვის

ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად საწვავისა და რეცხვის ვაუჩერები მოყვება