სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა
გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა

„მი­მაჩ­ნია, რომ, რაც დავ­წე­რე, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო იყო. სხვაგ­ვა­რად არა­ფერს დავ­წერ­დი“, – ეს სი­ტყვე­ბი ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ მწე­რალს, გუ­რამ გე­გე­ში­ძეს, ეკუთ­ვნის. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ნაც­ნო­ბი და ძვირ­ფა­სია; ხოლო მათ­თვის, ვი­საც ჯერ კი­დევ არ წა­უ­კი­თხავს გუ­რამ გე­გე­ში­ძის რო­მა­ნე­ბი და მო­თხრო­ბე­ბი (ან ყვე­ლა ტომი ჯერ კი­დევ არ აქვს), გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ 11-თე­ბერ­ვლი­დან კლა­სი­კო­სი მწერ­ლის 6-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მას იწყებს. ყო­ვე­ლი ტომი 2 კვი­რა­ში ერთხელ ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 12 ლარი.

გუ­რამ გე­გე­ში­ძე 1934 წლის 21 ივ­ლისს და­ი­ბა­და. მის­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ კი პირ­ვე­ლად 1957 წელს იხი­ლა მზის სი­ნათ­ლე, რო­დე­საც მწერ­ლის მო­თხრო­ბა ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“ და­ი­ბეჭ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმა­ვე ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და პირ­ვე­ლად გუ­რამ გე­გე­ში­ძის ახლო მე­გობ­რის, მწე­რალ გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბაც. ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა უმალ იგ­რძნო, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ას­პა­რეზ­ზე ორმა დიდ­მა მწე­რალ­მა შე­ა­ბი­ჯა.

პირ­ველ­მა რო­მა­ნებ­მა – „ცოდ­ვი­ლი“ და „სტუ­მა­რი“– იმ­თა­ვით­ვე აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა მწე­რალს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, გუ­რამ გე­გე­ში­ძის ექ­ვსტო­მე­უ­ლი უკვე მე­ო­რედ გა­მო­ი­ცე­მა:

„ექ­ვსტო­მე­უ­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­ვე­ცით და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ იმით, რომ ამ ნამ­დვი­ლად დიდ და თვალ­სა­ჩი­ნო პრო­ზა­ი­კოსს სი­ცო­ცხლე­ში­ვე მი­ვა­გეთ პა­ტი­ვი, და­ვუ­დას­ტუ­რეთ პა­ტი­ვის­ცე­მაც და აღ­ტა­ცე­ბაც. დღეს კი ამ აქ­ცი­ით - ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად ექ­ვსტო­მე­უ­ლის გავ­რცე­ლე­ბით - კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ მკი­თხველს, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბა შექ­მნა და და­ტო­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კოს­მა, გუ­რამ გე­გე­ში­ძემ“, – აღ­ნიშ­ნავს მაია ალუ­და­უ­რი.

გუ­რამ გე­გე­ში­ძის 6-ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი ტომი სწო­რედ პირ­ველ რო­მა­ნებს - „ცოდ­ვი­ლი“ და „სტუ­მა­რი“ – აერ­თი­ა­ნებს. რო­გორც წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ორი­ვე რო­მა­ნი იმ თე­მე­ბის შე­სა­ხე­ბაა, რომ­ლე­ბიც არა­ხა­ლია და მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს:

„რო­მან „ცოდ­ვი­ლის“ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს, ვა­მეხ გუ­რა­მიშ­ვილს, ბე­დის­წე­რამ თუ შემ­თხვე­ვი­თო­ბამ ძმის უნებ­ლიე მკვლე­ლის ტრა­გი­კუ­ლი ბედი არ­გუ­ნა. ამის შემ­დეგ იწყე­ბა ვა­მე­ხის ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის, ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მოს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის ძი­ე­ბა. რო­მა­ნის ეთი­კურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მხატ­ვრულ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მო­ტი­ვე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ბიბ­ლი­უ­რი ცოდ­ვის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა გუ­რამ გე­გე­ში­ძის მე­ო­რე რო­მა­ნი - „სტუ­მა­რი“. აქ მწე­რალ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რა მკი­თხვე­ლი ცხოვ­რე­ბის საზ­რის­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. სტუ­მა­რი თა­ვად რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი თარ­ხუ­ჯია, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნად თავს უცხოდ, სტუმ­რად გრძნობს; მის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ცხოვ­რე­ბის ის სტი­ლი, რო­მე­ლიც მისი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რად­გან თარ­ხუ­ჯი ვერ ეგუ­ე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და სა­კუ­თარ თავს ვერ პო­უ­ლობს, დე­და­ქა­ლაქს ტო­ვებს...“– აღ­ნიშ­ნავს მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე.

გუ­რამ გე­გე­ში­ძის ექ­ვსტო­მე­უ­ლის მე­ო­რე ტომი ნო­ვე­ლებ­სა და მო­თხრო­ბებს ეთ­მო­ბა, შემ­დეგ ტო­მებ­ში კი მწერ­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პანო – ტეტ­რა­ლო­გია „ქარ­თლის ჭირი“ –შე­ვი­და. ამ ქუდ­ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოთხი რო­მა­ნი – „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა“, „სის­ხლის წვი­მე­ბი“, „ნაც­რის კოშ­კი“ და „ცე­ცხლის­ქ­რო­ბა“ – XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან XX-ის მი­წუ­რუ­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხატ­ვრუ­ლი მა­ტი­ა­ნეა.

რო­გორც გუ­რამ გე­გე­ში­ძის ახლო მე­გო­ბა­რი, მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, გუ­რამ გე­გე­ში­ძე წერს „წრფე­ლი სი­სა­და­ვით“, ხალ­ხს ხიბ­ლავს, იზი­დავს, აჯე­რებს და ყო­ველ­თვის აღ­წევს ჩა­ნა­ფიქ­რის ადა­მი­ა­ნურ რე­ა­ლი­ზე­ბას“. ამ­დე­ნად მკი­თხვე­ლის წი­ნა­შეა თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწე­რა­ლი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ყვე­ლა ქარ­თვე­ლი უნდა იც­ნობ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­რამ გე­გე­ში­ძის 6-ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი ტომი 11 თე­ბერ­ვალს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 12 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა

„მიმაჩნია, რომ, რაც დავწერე, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. სხვაგვარად არაფერს დავწერდი“, – ეს სიტყვები ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალს, გურამ გეგეშიძეს, ეკუთვნის. მისი შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი და ძვირფასია; ხოლო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს გურამ გეგეშიძის რომანები და მოთხრობები (ან ყველა ტომი ჯერ კიდევ არ აქვს), გამომცემლობა „პალიტრა L“ 11-თებერვლიდან კლასიკოსი მწერლის 6-ტომეულის გამოცემას იწყებს. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

გურამ გეგეშიძე 1934 წლის 21 ივლისს დაიბადა. მისმა შემოქმედებამ კი პირველად 1957 წელს იხილა მზის სინათლე, როდესაც მწერლის მოთხრობა ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ იმავე ნომერში დაიბეჭდა პირველად გურამ გეგეშიძის ახლო მეგობრის, მწერალ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაც. ქართველმა მკითხველმა უმალ იგრძნო, რომ ლიტერატურულ ასპარეზზე ორმა დიდმა მწერალმა შეაბიჯა.

პირველმა რომანებმა – „ცოდვილი“ და „სტუმარი“– იმთავითვე აღიარება მოუტანა მწერალს. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, გურამ გეგეშიძის ექვსტომეული უკვე მეორედ გამოიცემა:

„ექვსტომეული რამდენიმე წლის წინ გამოვეცით და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ამ ნამდვილად დიდ და თვალსაჩინო პროზაიკოსს სიცოცხლეშივე მივაგეთ პატივი, დავუდასტურეთ პატივისცემაც და აღტაცებაც. დღეს კი ამ აქციით - ჟურნალ „გზასთან“ ერთად ექვსტომეულის გავრცელებით - კიდევ ერთხელ შევახსენებთ მკითხველს, რამდენად მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შექმნა და დატოვა თანამედროვე კლასიკოსმა, გურამ გეგეშიძემ“, – აღნიშნავს მაია ალუდაური.

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი სწორედ პირველ რომანებს - „ცოდვილი“ და „სტუმარი“ – აერთიანებს. როგორც წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე აღნიშნავს, ორივე რომანი იმ თემების შესახებაა, რომლებიც არახალია და მთელი კაცობრიობის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:

„რომან „ცოდვილის“ მთავარ პერსონაჟს, ვამეხ გურამიშვილს, ბედისწერამ თუ შემთხვევითობამ ძმის უნებლიე მკვლელის ტრაგიკული ბედი არგუნა. ამის შემდეგ იწყება ვამეხის ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობის, ცხოვრების საზრისისა და დანაშაულის გამოსყიდვის საშუალების ძიება. რომანის ეთიკურ-ფსიქოლოგიური და მხატვრულ-ფილოსოფიური მოტივების ნაწილი სწორედ ამ ბიბლიური ცოდვის გარშემო ტრიალებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა გურამ გეგეშიძის მეორე რომანი - „სტუმარი“. აქ მწერალმა კიდევ ერთხელ დააფიქრა მკითხველი ცხოვრების საზრისზე, ადამიანური ფასეულობებსა და ღირებულებებზე. სტუმარი თავად რომანის მთავარი გმირი თარხუჯია, რომელიც ამ ქვეყნად თავს უცხოდ, სტუმრად გრძნობს; მისთვის რთული აღმოჩნდა ცხოვრების ის სტილი, რომელიც მისი ნაცნობ-მეგობრებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რადგან თარხუჯი ვერ ეგუება სინამდვილეს და საკუთარ თავს ვერ პოულობს, დედაქალაქს ტოვებს...“– აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.

გურამ გეგეშიძის ექვსტომეულის მეორე ტომი ნოველებსა და მოთხრობებს ეთმობა, შემდეგ ტომებში კი მწერლის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პანო – ტეტრალოგია „ქართლის ჭირი“ –შევიდა. ამ ქუდქვეშ გაერთიანებული ოთხი რომანი – „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ცეცხლისქრობა“ – XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX-ის მიწურულამდე საქართველოს ისტორიის ამსახველი, უმნიშვნელოვანესი მხატვრული მატიანეა.

როგორც გურამ გეგეშიძის ახლო მეგობარი, მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი, ნუგზარ წერეთელი აღნიშნავს, გურამ გეგეშიძე წერს „წრფელი სისადავით“, ხალხს ხიბლავს, იზიდავს, აჯერებს და ყოველთვის აღწევს ჩანაფიქრის ადამიანურ რეალიზებას“. ამდენად მკითხველის წინაშეა თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედებას ყველა ქართველი უნდა იცნობდეს.

შეგახსენებთ, გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვალს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამოვა

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად