პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი, რომ თუ დააშავებ დაისჯები!" - რას წერს აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭის დედა
"გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი, რომ თუ დააშავებ დაისჯები!" - რას წერს აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭის დედა

აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე 10 წლის გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის დე­დამ, რო­მე­ლიც მის შვილ­ზე სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას მო­ი­თხოვ­და, მი­ზანს მი­აღ­წია და მო­ძა­ლა­დის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

თა­მუ­ნა ია­რა­ჯუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ვი­საც, გაბ­რი­ე­ლის სკო­ლა­ში მომ­ხდარ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ გახ­სოვთ, მინ­და გი­თხრათ, აი, ამ წუ­თებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით ვა­კის პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც გაბ­რი­ე­ლი სცნეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად. და­ი­წყო პი­როვ­ნე­ბის მი­მართ დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" პუნ­ქტით.

ეს არის პირ­ვე­ლი პრე­ცენ­დენ­ტი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­ი­ცავს სხვა ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო სწავ­ლე­ბას სკო­ლებ­ში. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა და­ნა­შა­უ­ლია და ეს დას­ჯა­დია! სა­ში­ნე­ლი ცხოვ­რე­ბის გზის გავ­ლა გვი­წევს, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის გარ­და - სა­მარ­თა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ და­ი­ცა­ვენ ჩვენს შვი­ლებს, მათი მო­მა­ვა­ლი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ბა­ტონ ირაკ­ლი შო­თა­ძეს ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის! მე არა ერთხელ მო­მე­ცა პი­რო­ბა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, დიდი ხანი გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი, მაგ­რამ ეს გა­მო­ძი­ე­ბის უფ­ლე­ბაა, რათა ამომ­წუ­რა­ვად მი­ი­ღონ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ესეც პრობ­ლე­მაა ჩვენს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მაგ­რამ იმე­დია, გაბ­რი­ელ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტან­ჯვა და ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი იმის, რომ და­ა­შა­ვებ და­ის­ჯე­ბი!

ამ ფაქტს უფრო მეტი დამ­ნა­შა­ვე ჰყავს და იცით რა­ტომ? რო­დე­საც ფაქტს შე­ეს­წრე­ბი და არ რე­ა­გი­რებ, ესეც და­ნა­შა­უ­ლია! მე ასე ვის­წავ­ლე. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მკვლე­ლის და­კა­ვე­ბის დრო­საც კი აკ­რძა­ლუ­ლია ხე­ლე­ბის გა­დაგ­რეხ­ვა, ზურ­გში ხე­ლის ჩარ­ტყმა, კე­დელ­ზე მი­ხეთ­ქე­ბა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს ისევ ნორ­მად რჩე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა ის კად­რე­ბი რისი ნახ­ვაც მი­წევს, გაგ­ვა­ნად­გუ­რა ყვე­ლა, ოჯა­ხის წევ­რი, თუმ­ცა, ერთი რამ მაძ­ლი­ე­რებს - ეს დღე იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის სა­მა­გა­ლი­თო, რომ მიდ­გო­მა/მე­თო­დე­ბი გა­მოს­წორ­დეს, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს შე­ი­ცავს.

მეც მქო­ნია გა­ბის ქცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და ეს მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ იმ დროს, რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, იყო და­ნა­შა­უ­ლი და არა ვი­თომ "სა­ჭი­რო­ე­ბა." კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს - სის­ტე­მა ძა­ლა­დობს ბავ­შვებ­ზე! რო­მე­ლიც მერე ამ­ძი­მებს მათ მდგო­მა­რე­ო­ბას! მერე აუ­ტიზ­მი ხდე­ბა "სა­ში­ში" დი­აგ­ნო­ზი, მერე ისა­კა­ძე მე­ტყვის, რომ მე­დი­კა­მენ­ტი მივ­ცე ამას ვერც ერთი მე­დი­კა­მენ­ტი ვერ უშ­ვე­ლის.

ექ­ვსი თვე ბავ­შვს ჰქონ­და დეპ­რე­სია და მძი­მე დღე­ე­ბი. ასე აღ­ვი­ვებთ სკო­ლა­ში სი­ძულ­ვილს და ას­წავ­ლით ძალ­დო­ბას ბავ­შვებს და მერე?! მერე აუ­ტიზ­მია აგ­რე­სი­უ­ლი და თქვენ ყვე­ლა კომ­პე­ტენ­ტუ­რი. გაბ­რი­ე­ლის უფ­ლე­ბებს სა­სა­მარ­თლო­ში და­ვი­ცავ მე, გაბ­რი­ე­ლის დედა, იმი­ტომ არა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბაა ჩემი მი­ზა­ნი, არა, ეს არაა მთა­ვა­რი,რად­გან მას ისევ ისე­თი დამ­ნა­შა­ვე შეც­ვლის. ჩვენ დღეს გა­დავ­დგით უდი­დე­სი ნა­ბი­ჯი,და ამ ნა­ბი­ჯით შე­ვეც­დე­ბი მთელს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ვა­გე­ბი­ნო - მე­გობ­რე­ბო, და­ნა­შა­უ­ლი და­ი­სა­ჯა! დას­ჯა­დია! სა­სა­მარ­თლოს და­ვე­ლო­დოთ სა­ბო­ო­ლო შე­დე­გის­თვის, ახლა კი მინ­და გი­თხრათ, რომ მშო­ბელს იმე­დი და კა­ნო­ნი აძ­ლი­ე­რებს!" - წერს თა­მუ­ნა ია­რა­ჯუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
9

რაში გამოიხატა ძალადობა, რა ფორმით? არ ვიცი ამ ისტორიაზე არაფერი, ძალიან მაინტერესებს ვინმემ დაწერეთ

fsiuuuu
2

თანატოლმა თუ მასწავლებელმა სცემა, ვერ გავიგე? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი, რომ თუ დააშავებ დაისჯები!" - რას წერს აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭის დედა

"გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი, რომ თუ დააშავებ დაისჯები!" - რას წერს აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭის დედა

აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის დედამ, რომელიც მის შვილზე სკოლაში მომხდარი ფიზიკური ძალადობის გამო გამოძიების დაწყებას მოითხოვდა, მიზანს მიაღწია და მოძალადის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

თამუნა იარაჯული შემთხვევის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ვისაც, გაბრიელის სკოლაში მომხდარ ფიზიკურ ძალადობაზე გამოძიების დაწყების შესახებ გახსოვთ, მინდა გითხრათ, აი, ამ წუთებში ვიმყოფებით ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც გაბრიელი სცნეს დაზარალებულად. დაიწყო პიროვნების მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" პუნქტით.

ეს არის პირველი პრეცენდენტი, ყოველ შემთხვევაში გახმაურებული, რომელიც დაიცავს სხვა ბავშვების უსაფრთხო სწავლებას სკოლებში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვზე ძალადობა დანაშაულია და ეს დასჯადია! საშინელი ცხოვრების გზის გავლა გვიწევს, მაგრამ მშობლების გარდა - სამართალი და სამართლიანი ადამიანები თუ დაიცავენ ჩვენს შვილებს, მათი მომავალი დაცული იქნება.

მადლობა საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ ირაკლი შოთაძეს ობიექტურობისთვის და სამართლიანობისთვის! მე არა ერთხელ მომეცა პირობა, რომ პროკურატურის მხრიდან იქნება ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერებული. მართალია, დიდი ხანი გრძელდება გამოძიების პროცესი, მაგრამ ეს გამოძიების უფლებაა, რათა ამომწურავად მიიღონ ყველა ინფორმაცია. ესეც პრობლემაა ჩვენს მდგომარეობაში. მაგრამ იმედია, გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი იმის, რომ დააშავებ დაისჯები!

ამ ფაქტს უფრო მეტი დამნაშავე ჰყავს და იცით რატომ? როდესაც ფაქტს შეესწრები და არ რეაგირებ, ესეც დანაშაულია! მე ასე ვისწავლე. ქვეყანაში, სადაც მკვლელის დაკავების დროსაც კი აკრძალულია ხელების გადაგრეხვა, ზურგში ხელის ჩარტყმა, კედელზე მიხეთქება, ჩვენი შვილების შემთხვევაში, ეს ისევ ნორმად რჩება ძალიან მძიმეა ის კადრები რისი ნახვაც მიწევს, გაგვანადგურა ყველა, ოჯახის წევრი, თუმცა, ერთი რამ მაძლიერებს - ეს დღე იქნება ყველასთვის სამაგალითო, რომ მიდგომა/მეთოდები გამოსწორდეს, რომელიც დანაშაულს შეიცავს.

მეც მქონია გაბის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემა და ეს მარტივი არ არის, მაგრამ იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, იყო დანაშაული და არა ვითომ "საჭიროება." კიდევ ერთხელ მივმართავ განათლების სამინისტროს - სისტემა ძალადობს ბავშვებზე! რომელიც მერე ამძიმებს მათ მდგომარეობას! მერე აუტიზმი ხდება "საშიში" დიაგნოზი, მერე ისაკაძე მეტყვის, რომ მედიკამენტი მივცე ამას ვერც ერთი მედიკამენტი ვერ უშველის.

ექვსი თვე ბავშვს ჰქონდა დეპრესია და მძიმე დღეები. ასე აღვივებთ სკოლაში სიძულვილს და ასწავლით ძალდობას ბავშვებს და მერე?! მერე აუტიზმია აგრესიული და თქვენ ყველა კომპეტენტური. გაბრიელის უფლებებს სასამართლოში დავიცავ მე, გაბრიელის დედა, იმიტომ არა, რომ კონკრეტული პირის დაკავებაა ჩემი მიზანი, არა, ეს არაა მთავარი,რადგან მას ისევ ისეთი დამნაშავე შეცვლის. ჩვენ დღეს გადავდგით უდიდესი ნაბიჯი,და ამ ნაბიჯით შევეცდები მთელს საქართველოს გავაგებინო - მეგობრებო, დანაშაული დაისაჯა! დასჯადია! სასამართლოს დაველოდოთ საბოოლო შედეგისთვის, ახლა კი მინდა გითხრათ, რომ მშობელს იმედი და კანონი აძლიერებს!" - წერს თამუნა იარაჯული.

"დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც კოვიდინფიცირებული ვარ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"?

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?