მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათ წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - რას წერს გვარამია წულუკიანზე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა
"ათ წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - რას წერს გვარამია წულუკიანზე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ რაც გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზი­დან სა­ჯა­როდ გა­მო­ა­ცხა­და, მის ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი არ წყდე­ბა.

გვა­რა­მია ინ­ტე­რეს­დე­ბა, რამ­დე­ნად და­ირ­ღვა მისი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა ამ ფაქ­ტით და სა­ხალ­ხო დამ­ცველს და­ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს:

"ახლა გა­სა­გე­ბია, რა­ტომ გა­ნახ­ლდა მხო­ლოდ ჩემი პრო­ცე­სი და რა­ტომ ეჩ­ქა­რე­ბათ ჩემი იზო­ლა­ცია - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე არ ვუშ­ვებ ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში, აი, ასე, მო­ნე­ბად მყავს. ასე გო­ნია თა­ვად მო­ნას და სხვა­რი­გად არ ძა­ლუძს. რა შე­სა­ნიშ­ნა­ვია ხოლ­მე ქალ­ბა­ტო­ნი წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ვის უკი­დე­გა­ნო სიშ­ტე­რე­ში და უსა­ზღვრო ბო­რო­ტე­ბა­ში. ნინო ლომ­ჯა­რია, უფ­ლებ­რი­ვად რამ­დე­ნად სწო­რია ჩემი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა, ასე­ვე რამ­დე­ნა­დაა ეს მო­რი­გი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, თქვენ გა­და­წყვი­ტეთ.

ps ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს ჩემი მო­კი­თხვა. ასე­ვე ცნო­ბად, დღეს სამ­ზე პრო­ცე­სი მაქვს და ერთი სა­ა­თით ადრე ბუკ­ვა­ლუ­რად არ ჩერ­დე­ბა ჩემი ტე­ლე­ფო­ნი. ბოლო 10 წთ 50 მდე უც­ნო­ბი ზარი შე­მო­მი­ვი­და და ახ­ლაც გრძელ­დე­ბა" - წერს გვა­რა­მია "ფე­ის­ბუქ­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ნიკა გვა­რა­მი­ას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მას შემ­დეგ გა­მო­ა­ცხდა, რაც დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­კუ­თა­რი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი და მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ მას.

"ბა­ტო­ნო ალე­კო, თქვენ დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი გვაჩ­ვე­ნეთ, რო­გორ უნდა იურ­თი­ერ­თო ხალ­ხთან და ნო­მე­რიც ჩაგ­ვა­წე­რი­ნეთ. მეც მინ­და ჩემი ნო­მე­რი ჩა­გა­წე­რი­ნოთ. ეს არის - 577 201212 და იქ­ნებ მო­ი­ნიშ­ნოთ, ხალ­ხმაც რომ იცო­დეს. მო­ი­ნიშ­ნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნო­მე­რი არ არის, ეს ნიკა გვა­რა­მი­ას ნო­მე­რია, და­უ­რე­კეთ და ის რა­საც გი­კარ­ნა­ხებთ, გა­ყალბ­და თუ არა არ­ჩევ­ნე­ბი, იმა­ზე ისა­უბ­რეთ ამ პარ­ლა­მენ­ტში. თუ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, აქ რას აკე­თებთ?" - მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ელი­საშ­ვილს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
39

რა გატინგიცებს, თუ გატუტუცებს ამხელა კაცს? თავი კიტრად რომ მოგაქვს, ხოლო მაიმუნს ბანანი სჭირდება. ეს შენი ტუტუცობა სრულებით არაა არც ბანანი, კამფეტი და არც საქმე. შეცვალე ტელეფონის ნომერი და განუახლე იმას, ვისაც ქონდა ურთიერთობაში. რა რთულია ნომრის შეცვლა, მაგრამ „გენიოსისათვის“ მართლაც რთულია, ვერა ხედავ ეს შენი ნომრებიც მობეზრდა ადამიანს? მთავარი ესაა, რაც თრობაში არ ეძლევა ადამიანს და ესაა უმთავრესი ადამიანის სისუსტეებს შორის. ეს არ შეგვხდა სად, როდის თამასში გენიოსო?

რობერტი
11

აუჰ ეხლა აღარ გაჩერდება წამებულად წარმოაჩენს თავს, კიბატონო წულუკიანი ქაჯივით მოიწცა მაგრამ ერთი ამბავს გავიხსენებ, "რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს GDI-ს თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ მიმართა. მან დემონსტრანტებს მოუწოდა, მობილური ტელეფონებიდან გიორგი გახარიასთვის გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება "წადი". შს მინისტრის ტელეფონის ნომერი გიორგი მშვენიერაძემ საჯაროდ გამოაცხადა," - აი ამ დროს არ იყო პირადი ინფორმაციის გასაჯაროება დანაშაული? ისევ ორმაგ სტანდარტებში გაიხლართეთ ნაცებო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ათ წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - რას წერს გვარამია წულუკიანზე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

"ათ წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - რას წერს გვარამია წულუკიანზე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მას შემდეგ რაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მისი ტელეფონის ნომერი პარლამენტის დარბაზიდან საჯაროდ გამოაცხადა, მის ტელეფონზე ზარები არ წყდება.

გვარამია ინტერესდება, რამდენად დაირღვა მისი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა ამ ფაქტით და სახალხო დამცველს დაინტერესებისკენ მოუწოდებს:

"ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში და უსაზღვრო ბოროტებაში. ნინო ლომჯარია, უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

ps ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50 მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - წერს გვარამია "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გამოაცხდა, რაც დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გაასაჯაროვა საკუთარი მობილურის ნომერი და მოქალაქეებს მოუწოდა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაუკავშირდნენ მას.

"ბატონო ალეკო, თქვენ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის - 577 201212 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. მოინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?" - მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

გიორგი ვაშაძე ათეულობით ბიტკოინს ფლობს - როგორია პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია

"ნიკა მელიას ზედმეტები მოსდის, თუმცა ამას მძიმე ემოციურ ფონს მივაწერ" - ალეკო ელისაშვილი