პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელისაშვილი ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს ოპოზიციონერის როლს და ამაშიც ფულს აიღებს" - რას ამბობს ბურჯანაძე ელისაშვილსა და იოსელიანზე
"ელისაშვილი ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს ოპოზიციონერის როლს და ამაშიც ფულს აიღებს" - რას ამბობს ბურჯანაძე ელისაშვილსა და იოსელიანზე

ვინ არი­ან ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი, რომ მათ ბა­ლან­სი შეც­ვა­ლონ პარ­ლა­მენ­ტში?! ყვი­რი­ლით იყ­ვი­რებს, შერ­ცხვე­ბა თუ რა? კარ­გად ითა­მა­შებს, ალ­ბათ, ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის როლს, ამა­შიც ფულს აი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ერ­თპარ­ტი­უ­ლია და ამას ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ვერ შეც­ვლის.

ბურ­ჯა­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით, პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ებს“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ეხ­მა­რა, რათა მას ის როლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ოპო­ზი­ცი­ა­ში, რაც შე­ას­რუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, ალე­კო ელი­საშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტში ის თე­მე­ბიც კი გან­სა­ზღვრუ­ლი ექ­ნე­ბა, რომ­ლებ­ზეც ის კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვას შეძ­ლებს, პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას.

„იყ­ვი­რებს ოღონდ იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი რაზე შე­იძ­ლე­ბა იყ­ვი­როს და რაზე არა, რა­ღა­ცებ­ზე ხმა­მაღ­ლა იყ­ვი­რებს და არ ვიცი, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისე ბრიყ­ვი თუ იქ­ნე­ბა, რომ მა­გის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბას და­ი­ჯე­რებს, ეგ ცალ­კე თე­მაა. ბა­ლან­სი პარ­ლა­მენ­ტში არ შეც­ვლი­ლა, პარ­ლა­მენ­ტი რო­გორც იყო ერ­თპარ­ტი­უ­ლი, ისე­ვე ერ­თპარ­ტი­უ­ლია. ჯერ ერთი პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, რო­გორც პარ­ტია, სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მას ჰქვია პარ­ტია და ეს ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით და რაც არის, ისიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფუ­ლით არის შექ­მნი­ლი.

არ მინ­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­ზე და არც ამ მე­მო­რან­დუმ­ზე სა­უ­ბა­რი, ეს არ არის დო­კუ­მენ­ტი, ეს არის დო­კუ­მენ­ტის პრო­ვო­კა­ცია. არ მი­მაჩ­ნია სე­რი­ო­ზუ­ლად. ელი­საშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე გა­ყი­დუ­ლი იყო, რო­მე­ლიც წინა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ახ­ლაც იმი­ტომ და­ეხ­მა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ეს როლი ეთა­მა­შა ოპო­ზი­ცი­ა­ში, რა რო­ლიც ითა­მა­შა და რა­ტომ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ ამ არა­რა­ო­ბა­ზე ამ­დე­ნი?“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ბურ­ჯა­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი არის სირ­ცხვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტიც და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტაც თა­ვის დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნა და „ბოს­ტანს“ და­ამ­სგავ­სა.

„მე ის პარ­ლა­მენ­ტე­ბიც კი არ მომ­წონ­და, რომ­ლის წევ­რი და თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი და კი­დევ უკე­თე­სი მინ­დო­და ჩემი ქვეყ­ნის­თვის და ეს რაც არის, ეს არის ნულს ქვე­მოთ, ეს არის სირ­ცხვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. სა­ერ­თოდ ეს გუნ­დი და ლი­დე­რე­ბი, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­იყ­ვა­ნა, პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, ეს არის ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო ფურ­ცე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, ბოსტნის დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნა. მე ბოსტნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი არ მაქვს, მაგ­რამ ბოს­ტანს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს და ეს ად­გი­ლი არ არის პარ­ლა­მენ­ტში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში. ბოსტნის დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლო გა­და­აქ­ცია უსა­ხურ, ცუდი გა­გე­ბით პრო­ვინ­ცი­ად და სა­ერ­თოდ და­ა­კარ­გი­ნა სახე ქვე­ყა­ნას და პო­ლი­ტი­კას. ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი და კი­დევ იმი­სი კა­რი­კა­ტუ­რა შექ­მნეს,“ - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" წევ­რე­ბი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბას ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ელი­საშ­ვი­ლი და იო­სე­ლი­ა­ნი მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პირ­ველ სხდო­მას და­ეს­წრე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა“ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 4 დღის წინ მი­ი­ღეს. შე­თან­ხმე­ბის დღეს­ვე „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ებს“ შო­რის მე­მო­რან­დუ­მიც გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუ­მის ტეს­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ხელ­მომ­წე­რი პარ­ტი­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, იმ სა­კი­თხე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­რე­ბა, რომ­ლებ­ზეც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, პირ­ველ მარ­ტამ­დე უნდა მოხ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის და ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი პარ­ლა­მენტს კვლავ და­ტო­ვე­ბენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
28

იმისთანა კონცერტებს ჩაატარებს ალეკა, ოცნების დეპუტატებს სიცოცხლეს შეაძულებს!

???????????????
7

ყველა ერთი გორისა ხართ, თავად რაში იღებდით და იღებთ მთელი ოჯახი ფულს, შემოულაწუნეც ხომ შეტენე პოლიტიკაში, ეტყობა მაგრად იწველება ხომ ქვეყანა ???????????????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ელისაშვილი ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს ოპოზიციონერის როლს და ამაშიც ფულს აიღებს" - რას ამბობს ბურჯანაძე ელისაშვილსა და იოსელიანზე

"ელისაშვილი ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს ოპოზიციონერის როლს და ამაშიც ფულს აიღებს" - რას ამბობს ბურჯანაძე ელისაშვილსა და იოსელიანზე

ვინ არიან ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომ მათ ბალანსი შეცვალონ პარლამენტში?! ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს, ალბათ, ვითომ ოპოზიციონერის როლს, ამაშიც ფულს აიღებს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და ამას ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყება ვერ შეცვლის.

ბურჯანაძის შეფასებით, პარტია „მოქალაქეებს“ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დაეხმარა, რათა მას ის როლი შეესრულებინა ოპოზიციაში, რაც შეასრულა. მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში ის თემებიც კი განსაზღვრული ექნება, რომლებზეც ის კრიტიკული აზრის გამოხატვას შეძლებს, პარლამენტში ოპოზიციონერის როლის შესრულებისას.

„იყვირებს ოღონდ იქნება განსაზღვრული რაზე შეიძლება იყვიროს და რაზე არა, რაღაცებზე ხმამაღლა იყვირებს და არ ვიცი, ჩვენი საზოგადოება ისე ბრიყვი თუ იქნება, რომ მაგის ოპოზიციონერობას დაიჯერებს, ეგ ცალკე თემაა. ბალანსი პარლამენტში არ შეცვლილა, პარლამენტი როგორც იყო ერთპარტიული, ისევე ერთპარტიულია. ჯერ ერთი პარტია „მოქალაქეები“, როგორც პარტია, საერთოდ არ არსებობს, მას ჰქვია პარტია და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და რაც არის, ისიც ბიძინა ივანიშვილის ფულით არის შექმნილი.

არ მინდა ალეკო ელისაშვილზე და არც ამ მემორანდუმზე საუბარი, ეს არ არის დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტის პროვოკაცია. არ მიმაჩნია სერიოზულად. ელისაშვილი არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე გაყიდული იყო, რომელიც წინა ადგილობრივ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით იღებდა მონაწილეობას და ახლაც იმიტომ დაეხმარა ხელისუფლება, რომ ეს როლი ეთამაშა ოპოზიციაში, რა როლიც ითამაშა და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამ არარაობაზე ამდენი?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის შეფასებით საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის სირცხვილი საქართველოს ისტორიაში. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტიც და პოლიტიკური ელიტაც თავის დონეზე დაიყვანა და „ბოსტანს“ დაამსგავსა.

„მე ის პარლამენტებიც კი არ მომწონდა, რომლის წევრი და თავმჯდომარე ვიყავი და კიდევ უკეთესი მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის და ეს რაც არის, ეს არის ნულს ქვემოთ, ეს არის სირცხვილი საქართველოს ისტორიაში. საერთოდ ეს გუნდი და ლიდერები, ვინც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, პრეზიდენტიდან დაწყებული, ეს არის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილმა თავის დონეზე დაიყვანა საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ბოსტნის დონეზე დაიყვანა. მე ბოსტნის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ბოსტანს თავისი ადგილი აქვს და ეს ადგილი არ არის პარლამენტში და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში. ბოსტნის დონეზე დაიყვანა საქართველო და საქართველო გადააქცია უსახურ, ცუდი გაგებით პროვინციად და საერთოდ დააკარგინა სახე ქვეყანას და პოლიტიკას. ერთპარტიული პარლამენტი და კიდევ იმისი კარიკატურა შექმნეს,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ელისაშვილი და იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 დღის წინ მიიღეს. შეთანხმების დღესვე „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის ტესტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ.

"გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია" - მელია

"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან