საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი გადაურჩა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა
"იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი გადაურჩა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზუგ­დიდ­ში 10 წლის ბავ­შვი ნა­ნაგ­რე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ზუგ­დიდ­ში მომ­ხა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი გა­ავ­რცე­ლა.

"112"-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია ზუგ­დიდ­ში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ნგრე­ვის შე­სა­ხებ. ინი­ცი­ა­ტო­რის გად­მო­ცე­მით, ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი იყო არას­რულ­წლო­ვა­ნი. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გილ­ზე დრო­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ და და­ი­წყეს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია.

მაშ­ვე­ლებ­მა ბავ­შვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ნან­გრე­ვე­ბის­გან უმოკ­ლეს დრო­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და 10 წლის გო­გო­ნა უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­მო­იყ­ვა­ნეს. არას­რულ­წლო­ვა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ ის გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, სა­დაც უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი, რო­მე­ლიც 10 წლის გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, დი­მიტ­რი ბა­რა­მი­აა. ის ზუგ­დი­დის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია.

ბა­რა­მი­ას AMBEBI.GE ესა­უბ­რა:

- ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი­ვით შე­ნო­ბაა, კა­პი­ტა­ლუ­რი, ადრე დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ეს დედა და შვი­ლი ყო­ფი­ლან. ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­ვი­და, შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა და ბავ­შვია მო­ყო­ლი­ლიო... ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ვე­დით ად­გილ­ზე. ეს არის ე.წ. სა­კონ­სერ­ვოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა - გა­ფით­რე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი დედა ად­გილს გვი­თი­თებ­და, სა­დაც ბავ­შვი იყო მო­ყო­ლი­ლი...

მიშ­ვე­ლეთ, ვერ სუნ­თქავ­სო - სა­სო­წარ­კვე­თი­ლი კი­ო­და. ბავ­შვი ორ ბე­ტო­ნის ფი­ლას შო­რის იყო მო­ყო­ლი­ლი და უკვე სუნ­თქვა უჭირ­და. ის ფი­ლე­ბი კე­დელ­ზე იყო მიბ­ჯე­ნი­ლი, თუმ­ცა მათ შო­რის მცი­რე­დი სივ­რცე იყო, სა­დაც ბავ­შვი იყო გა­ჭე­დი­ლი... ანუ ორი­ვე სარ­თუ­ლი ჩა­ინ­გრა და კედ­ლე­ბი მო­ი­ყო­ლა.

- კონ­ტაქ­ტუ­რი იყო?

- კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ... თავი ქვი­ში­თა და ნან­გრე­ვე­ბის მტვრით ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი და ძლივს სუნ­თქავ­და. პირ­ველ რიგ­ში, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით და მერე თან­და­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ნან­გრე­ვე­ბის­გან.. შოკი ჰქონ­და. ჯერ ხმა ვერ ამო­ი­ღო, მერე ტი­რი­ლი და­ი­წყო. დე­და­მი­სი ეძახ­და, მა­რი­ამ, ხმა გა­მე­ციო... მერე თან­და­თან მო­ვი­და აზ­რზე. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც იქ იყო და შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

ბავ­შვს გა­რეგ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. დე­და­მი­სიც ეკი­თხე­ბო­და, რამე ხომ არ გტკი­ვაო, მაგ­რამ უა­რობ­და... სახე და ტან­საც­მე­ლი ჰქონ­და მტვრით მოს­ვრი­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. ჩვენ მა­შინ­ვე სა­კა­ცე­ზე და­ვაწ­ვი­ნეთ. იქვე და­ჩო­ქი­ლი დედა ვერ იჯე­რებ­და, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი და უვ­ნე­ბე­ლი გა­და­ურ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
10

ეს სასიხარულო და გმირული ამბავი გააშუქეთ, ნოდარა მელაძის ინდურ მიხვრა მოხვრაზე რომ იხარჯებით.

niko
0

martla gmiroba chaidines zugdidshi mashvelebma,matloba mat amistvis.ratom duman televiziebi gaashuqon,achvenon sazogadoebas rom chvens gverdit cxovroben da mushaoben ketilsindisieri adamianebi.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი გადაურჩა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა

"იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი გადაურჩა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდან გამოიყვანეს. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზუგდიდში მომხარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაავრცელა.

"112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.

მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ერთ-ერთი მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, დიმიტრი ბარამიაა. ის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველოს სამმართველოს უფროსია.

ბარამიას AMBEBI.GE ესაუბრა:

- ორსართულიანი, მიტოვებულივით შენობაა, კაპიტალური, ადრე დევნილები ცხოვრობენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს დედა და შვილი ყოფილან. ინფორმაცია შემოვიდა, შენობა ჩამოინგრა და ბავშვია მოყოლილიო... ძალიან სწრაფად მივედით ადგილზე. ეს არის ე.წ. საკონსერვოს ტერიტორიაზე არსებული შენობა. ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა - გაფითრებული და შეშინებული დედა ადგილს გვითითებდა, სადაც ბავშვი იყო მოყოლილი...

მიშველეთ, ვერ სუნთქავსო - სასოწარკვეთილი კიოდა. ბავშვი ორ ბეტონის ფილას შორის იყო მოყოლილი და უკვე სუნთქვა უჭირდა. ის ფილები კედელზე იყო მიბჯენილი, თუმცა მათ შორის მცირედი სივრცე იყო, სადაც ბავშვი იყო გაჭედილი... ანუ ორივე სართული ჩაინგრა და კედლები მოიყოლა.

- კონტაქტური იყო?

- კი, საბედნიეროდ... თავი ქვიშითა და ნანგრევების მტვრით ჰქონდა დაფარული და ძლივს სუნთქავდა. პირველ რიგში, სუნთქვის საშუალება მივეცით და მერე თანდათან, სპეციალური ხელსაწყოებით გავათავისუფლეთ ნანგრევებისგან.. შოკი ჰქონდა. ჯერ ხმა ვერ ამოიღო, მერე ტირილი დაიწყო. დედამისი ეძახდა, მარიამ, ხმა გამეციო... მერე თანდათან მოვიდა აზრზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იქ იყო და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

ბავშვს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დედამისიც ეკითხებოდა, რამე ხომ არ გტკივაო, მაგრამ უარობდა... სახე და ტანსაცმელი ჰქონდა მტვრით მოსვრილი და შეშინებული იყო. ჩვენ მაშინვე საკაცეზე დავაწვინეთ. იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი და უვნებელი გადაურჩა.

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"დათო ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო" - 2000-ინი წლების ცნობილი კლიპების რეჟისორის ახალი ცხოვრება კეთილი ნახატების სამყაროში

როდემდე იქნება ძალაში ძველი სანომრე ნიშნები