მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს - შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას შეეხება
ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს - შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას შეეხება

ევ­რო­კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის ექ­სპორტზე კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბას გუ­ლის­ხმობს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ევ­რო­ნი­უ­სი“ ავ­რცე­ლებს.

შე­ზღუდ­ვა მსოფ­ლი­ოს 100-მდე ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, კა­ნა­და­სა და ავ­სტრა­ლი­ას შე­ე­ხე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სარ­მა ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხებ­ში ვალ­დის დომ­ბროვ­სკის­მა გან­მარ­ტა, რომ არ­სე­ბობს იმ ქვეყ­ნე­ბის გრძე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც ახა­ლი ზო­მე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან. ამ ქვეყ­ნებ­ში შე­დი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ქვეყ­ნე­ბი, შვე­ი­ცა­რია, ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ სა­მე­ზობ­ლო, ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი, COVAX სქე­მის მო­ნა­წი­ლე 90-ზე მეტი ქვე­ყა­ნა.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ძა­ლა­ში მარ­ტის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ევ­რო­კავ­შირს ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია AstraZeneca- სთან ვაქ­ცი­ნის მი­წო­დე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბა აქვს მას შემ­დეგ, რაც კომ­პა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ წარ­მო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის ვაქ­ცი­ნის შე­პი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­წო­დე­ბას ვერ შეძ­ლებ­და და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი დო­ზე­ბი, ქვე­ყა­ნა­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, იქვე დარ­ჩე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როდრიგო
18

ვინც ვაკცინას გაიკეთევთ უშვილობა გარანტირებული გაქვთ და ჯობია დაფიქრდეთ ....

იმნაძე
7

ხალხო ბილ გეითსმა ახალი რამ თქვა ვინც ვაკცინას არ გაიკეთებს სამსახურს დაემშვიდობოსო მოგზაურობას დაემშვიდობოსო და წავიდეს ტყეშიო . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს - შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას შეეხება

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს - შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას შეეხება

ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი“ ავრცელებს.

შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება.

ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განმარტა, რომ არსებობს იმ ქვეყნების გრძელი ჩამონათვალი, რომლებიც ახალი ზომებისგან თავისუფლდებიან. ამ ქვეყნებში შედიან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები, შვეიცარია, ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო, ბალკანეთის ქვეყნები, COVAX სქემის მონაწილე 90-ზე მეტი ქვეყანა.

ახალი რეგულაცია ძალაში მარტის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, ევროკავშირს ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca- სთან ვაქცინის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვს მას შემდეგ, რაც კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წარმოებაში შექმნილი პრობლემების გამო, ევროკავშირისთვის ვაქცინის შეპირებული რაოდენობის მიწოდებას ვერ შეძლებდა და გაერთიანებულ სამეფოში დამზადებული დოზები, ქვეყანასა და კომპანიას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იქვე დარჩებოდა.

ექიმი ალექსეი ნავალნის შესახებ: "პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს"

ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

მიმდინარე წელს აშშ-ი უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს - რას აცხადებს ჯო ბაიდენი