საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აკაკი ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა" - ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს
"აკაკი ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა" - ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს

ჟურ­ნა­ლის­ტი დათო ლიკ­ლი­კა­ძე სა­მეგ­რე­ლოს ერთ-ერთი სოფ­ლი­დან სა­ო­ცა­რი სა­სახ­ლის ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს. სახ­ლი, რო­მე­ლიც ერთი სა­უ­კუ­ნის წინ აშენ­და, ქარ­თველ მე­ცე­ნატს აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას ეკუთ­ვნო­და. დღეს­დღე­ო­ბით იქ დე­და­ო­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­საც უვ­ლი­ან.

"სო­ფელ სუ­ჯუ­ნა­ში გახ­ლავთ ეს სახ­ლი, რო­მე­ლიც 1915 წელს იტა­ლი­ე­ლებ­მა და­აპ­რო­ექ­ტეს. სა­მეგ­რე­ლოს ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს სახ­ლი უდი­დე­სი ქარ­თვე­ლის, მე­ცე­ნა­ტის, ეროვ­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის დამ­ფი­ნან­სებ­ლის აკა­კი ხოშ­ტა­რი­ა­სი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც დე­დას აუ­შე­ნა.

თა­ვად აკა­კიც ამ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ვიდ­რე მი­ლი­ო­ნე­რი გახ­დე­ბო­და. აკა­კი ხოშ­ტა­რია გახ­ლდათ ბა­ქო­სა და ირან­ში მსხვი­ლი სა­ნავ­თო­ბო კომ­პა­ნი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი და ექ­სპორ­ტი­ო­რი უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში. ასე­ვე სტამ­ბულ­ში იყო "ხოშ­ტა­რია ბან­კის" და­მა­არ­სე­ბე­ლი. მოკ­ლედ, ძაან მდი­და­რი კაცი. მთე­ლი თა­ვის ქო­ნე­ბა მან ეროვ­ნულ საქ­მეს მო­ახ­მა­რა.

აფი­ნან­სებ­და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ დე­მოკ­რა­ტი­ულ მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე ინა­ხავ­და საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ის დროს (თა­ვა­დაც საფ­რან­გეთ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი, პა­რი­ზის პერ-ლა­შე­ზის სა­საფ­ლა­ო­ზე, ჰი­უ­გოს, მო­დი­ლი­ა­ნი­სა და ოს­კარ უა­ილ­დის გვერ­დით). და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ძი­ნა 4 სამ­ხედ­რო გემი. სწო­რედ მან იყი­და აუქ­ცი­ონ­ზე სა­რა­ჯიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­დას­ცა სა­ხელ­მწი­ფოს (სა­დაც დღემ­დე მწე­რალ­თა კავ­ში­რია). აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სტუ­დენტს აფი­ნან­სებ­და, ვინც ევ­რო­პა­ში სწავ­ლობ­და. მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უ­მის­თვის ბა­ქო­დან გად­მო­რი­ცხა 8 ათა­სი მა­ნე­თი.

მოკ­ლედ, ძაან მა­გა­რი კაცი იყო და უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი. სწო­რედ მის ბავ­შვო­ბის სო­ფელს და უმაგ­რეს სახ­ლს ვსტუმ­რობ­დი, სა­დაც დე­და­მი­სი ცხოვ­რობ­და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. სახ­ლი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია უნი­კა­ლუ­რად, რა­საც უნდა ვუ­მად­ლო­დეთ აქა­ურ ეპარ­ქი­ას და მო­ნაზვნებს. ამ სახ­ლში სწო­რე­დაც რომ დე­და­ო­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ და უვ­ლი­ან ის­ტო­რი­ას. მად­ლო­ბა, მათ რომ გვი­მას­პინ­ძლეს" - წერს ლიკ­ლი­კა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" და მეგ­რუ­ლი სა­სახ­ლის ფო­ტო­ებ­საც უზი­ა­რებს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს.

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია AMBEBI.GE-ს არ­ქი­ვი­დან: ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ირან­ში რკი­ნიგ­ზას და ბა­ქო­ში ნავ­თობ­სა­ბა­დოს ფლობ­და - აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას გა­სა­ო­ცა­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის

აკა­კი ხოშ­ტა­რია ქარ­თვე­ლი ფი­ნან­სის­ტი, მრეწ­ვე­ლი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და ქველ­მოქ­მე­დი იყო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც AMBEBI.GE-მ გა­სულ წელს სტა­ტი­აც მო­ამ­ზა­და. მის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი ლალი მი­ქე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რა:

"და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას პი­როვ­ნე­ბა­ზე, მის დიდ ეროვ­ნულ საქ­მე­ებ­ზე, პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბებ­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ირ­ჩე­ო­და თვი­თონ და მისი ოჯა­ხი უდი­დე­სი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით, ახ­ლობ­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბით და მზრუნ­ვე­ლო­ბით.

იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის პი­როვ­ნე­ბა იყო - პი­რა­დად იც­ნობ­და ჩერ­ჩილს, რუზ­ველტს, ჰქო­ნია მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბი თე­ი­რან­ში შა­ჰის კარ­ზე... თა­ვის დრო­ზე დიდ­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ აღ­ტა­ცე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით უსახ­სოვ­რა ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი წარ­წე­რით, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ ქარ­თველ­სა და საქ­მით პატ­რი­ოტს.

ხოშ­ტა­რი­ამ ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლი გზა გან­ვლო. წარ­მო­შო­ბით სუ­ჯუ­ნე­ლი აზ­ნა­უ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი შტო­დან იყო. ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან­ვე ხელი მიჰ­ყო ფარ­თო სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბას. ხოშ­ტა­რი­ას მთა­ვა­რი სამ­რეწ­ვე­ლო და სა­ვაჭ­რო ას­პა­რე­ზი სპარ­სე­თი იყო. იგი მი­ღე­ბუ­ლი პირი იყო სპარ­სე­თის შა­ჰის კარ­ზე, ვი­ნა­ი­დან იყო მო­ჰა­მედ რეზა-შაჰ ფეჰლე­ვის ნათ­ლია"... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას შე­სა­ხებ

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Luca
0

1000 uazro ragaceebs ro wert xolme, daweret ra eseti adamianebis shesaxeb rom xalxma erma icodes es yvelaperi 

mimino
2

ზოგიერთი მილიარდელი აფინანსებს იმას, საიდანაც სარგებელს ელოდება.... პირველი რაც უნდა გააკეთოს მილიონერმა და მილიარდელმა უნდა დააფინანსოს ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ ისწავლიან და ამით ქვეყანას დიდ კაპიტალს მოუტანენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აკაკი ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა" - ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს

"აკაკი ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა" - ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდან საოცარი სასახლის ფოტოებს უზიარებს ინტერნეტმომხმარებელს. სახლი, რომელიც ერთი საუკუნის წინ აშენდა, ქართველ მეცენატს აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა. დღესდღეობით იქ დედაოები ცხოვრობენ და ისტორიულ შენობასაც უვლიან.

"სოფელ სუჯუნაში გახლავთ ეს სახლი, რომელიც 1915 წელს იტალიელებმა დააპროექტეს. სამეგრელოს ერთ პატარა სოფელზეა საუბარი. ეს სახლი უდიდესი ქართველის, მეცენატის, ეროვნული საქმეების დამფინანსებლის აკაკი ხოშტარიასი გახლდათ, რომელიც დედას აუშენა.

თავად აკაკიც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა. აკაკი ხოშტარია გახლდათ ბაქოსა და ირანში მსხვილი სანავთობო კომპანიის დამაარსებელი და ექსპორტიორი უამრავ ქვეყანაში. ასევე სტამბულში იყო "ხოშტარია ბანკის" დამაარსებელი. მოკლედ, ძაან მდიდარი კაცი. მთელი თავის ქონება მან ეროვნულ საქმეს მოახმარა.

აფინანსებდა საქართველოს პირველ დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც ბოლომდე ინახავდა საფრანგეთში ემიგრაციის დროს (თავადაც საფრანგეთშია დაკრძალული, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ჰიუგოს, მოდილიანისა და ოსკარ უაილდის გვერდით). დამოუკიდებელ საქართველოს შეუძინა 4 სამხედრო გემი. სწორედ მან იყიდა აუქციონზე სარაჯიშვილების სახლი, რომელიც შემდეგ გადასცა სახელმწიფოს (სადაც დღემდე მწერალთა კავშირია). აბსოლუტურად ყველა სტუდენტს აფინანსებდა, ვინც ევროპაში სწავლობდა. მაშინდელი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმისთვის ბაქოდან გადმორიცხა 8 ათასი მანეთი.

მოკლედ, ძაან მაგარი კაცი იყო და უდიდესი ქართველი. სწორედ მის ბავშვობის სოფელს და უმაგრეს სახლს ვსტუმრობდი, სადაც დედამისი ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. სახლი შენარჩუნებულია უნიკალურად, რასაც უნდა ვუმადლოდეთ აქაურ ეპარქიას და მონაზვნებს. ამ სახლში სწორედაც რომ დედაოები ცხოვრობენ და უვლიან ისტორიას. მადლობა, მათ რომ გვიმასპინძლეს" - წერს ლიკლიკაძე "ფეისბუქზე" და მეგრული სასახლის ფოტოებსაც უზიარებს ინტერნეტმომხმარებელს.

წაიკითხეთ სტატია AMBEBI.GE-ს არქივიდან: ქართველი, რომელიც ირანში რკინიგზას და ბაქოში ნავთობსაბადოს ფლობდა - აკაკი ხოშტარიას გასაოცარი ქველმოქმედება საქართველოსთვის

აკაკი ხოშტარია ქართველი ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი იყო, საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება, რომლის შესახებაც AMBEBI.GE-მ გასულ წელს სტატიაც მოამზადა. მის შესახებ ისტორიკოსი, პროფესორი ლალი მიქელაძე გვესაუბრა:

"დაუსრულებლად შეიძლება საუბარი აკაკი ხოშტარიას პიროვნებაზე, მის დიდ ეროვნულ საქმეებზე, პიროვნულ ღირსებებზე, თუ როგორ გამოირჩეოდა თვითონ და მისი ოჯახი უდიდესი კეთილშობილებით, სტუმართმოყვარეობით, მოყვასისადმი სიყვარულით, ახლობლებისადმი ყურადღებით და მზრუნველობით.

იგი საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება იყო - პირადად იცნობდა ჩერჩილს, რუზველტს, ჰქონია მათთან შეხვედრები თეირანში შაჰის კარზე... თავის დროზე დიდმა ილია ჭავჭავაძემ აღტაცებითა და სიყვარულით უსახსოვრა ლექსების კრებული წარწერით, როგორც ჭეშმარიტ ქართველსა და საქმით პატრიოტს.

ხოშტარიამ ცხოვრების საინტერესო და რთული გზა განვლო. წარმოშობით სუჯუნელი აზნაურების ისტორიული შტოდან იყო. ყმაწვილობიდანვე ხელი მიჰყო ფართო სავაჭრო საქმიანობას. ხოშტარიას მთავარი სამრეწველო და სავაჭრო ასპარეზი სპარსეთი იყო. იგი მიღებული პირი იყო სპარსეთის შაჰის კარზე, ვინაიდან იყო მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის ნათლია"... წაიკითხეთ ვრცლად აკაკი ხოშტარიას შესახებ

მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

თემქაზე ავეჯის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას მთავრობის ინიციატივით მოწყობილ გამოფენას უმასპინძლა