მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში" - რას წერს ბორის ჯონსონი გახარიას
"ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში" - რას წერს ბორის ჯონსონი გახარიას

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხე­ლახ­ლა და­ნიშ­ვნას ულო­ცავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

ოფი­ცი­ა­ლურ მი­ლოც­ვა­ში ბო­რის ჯონ­სო­ნი ხაზს უს­ვამს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას და კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რას.

„გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო აფა­სებს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ჩვე­ნი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ხედ­ვე­ბი წარ­მო­ად­გენს მტკი­ცე სა­ფუძ­ველს შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე, მათ შო­რის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. ქედს ვიხ­რი თქვე­ნი და თქვე­ნი მთავ­რო­ბის შე­უ­პოვ­რო­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­საც თქვენ იჩენთ რუ­სე­თის ზე­წო­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო მო­მა­ვალ­შიც მტკი­ცედ და­უ­ჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ასე­ვე თქვენს მის­წრა­ფე­ბებს ნა­ტოს წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნა­ტოს ალი­ანსს სა­ფუძ­ვლად უდევს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვენ­მა მთავ­რო­ბამ გა­აგ­რძე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მა, ხოლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი, მზად არის, მხარ­ში და­გიდ­გეთ ამ პრო­ცეს­ში“, - აღ­ნიშ­ნავს ბო­რის ჯონ­სო­ნი.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს COVID-19 პან­დე­მი­ის შე­დე­გე­ბის დაძ­ლე­ვის კუ­თხით ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

„ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი იბ­რძვი­ან COVID-19 პან­დე­მი­ის შე­დე­გე­ბის და­საძ­ლე­ვად, რომ­ლე­ბიც დღე­საც უქ­მნის საფრ­თხეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს და კე­თილ­დღე­ო­ბას. გა­მოვ­თქვამ იმედს, რომ წელს, როცა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო მას­პინ­ძლობს გა­ე­როს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის 26-ე კონ­ფე­რენ­ცი­ას, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ მტკი­ცე სა­ფუძ­ვლის შექ­მნა­ზე COVID-19-ის და­საძ­ლე­ვად, მათ შო­რის უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი, მწვა­ნე და მდგრა­დი გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. სა­მო­მავ­ლოდ, არ­სე­ბობს ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გეგ­მა და რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ვაჭ­რო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ნა­კა­დე­ბის ზრდას. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბა მო­უთ­მენ­ლად ელის თქვენ­თან და თქვენს გუნდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. გი­სურ­ვებთ ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია ბო­რის ჯონ­სო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ლოც­ვა­ში, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
12

ქედს ვიხ­რი თქვე­ნი და თქვე­ნი მთავ­რო­ბის შე­უ­პოვ­რო­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­საც თქვენ იჩენთ რუ­სე­თის ზე­წო­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში - ე.ი. კარგი წიტელი ნაჭერი ვართ

)
6

დილიდან კაიფის ხასიათზეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში" - რას წერს ბორის ჯონსონი გახარიას

"ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში" - რას წერს ბორის ჯონსონი გახარიას

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალურ მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„გაერთიანებული სამეფო აფასებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მთავრობამ გააგრძელოს საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროგრამა, ხოლო გაერთიანებული სამეფო, როგორც საქართველოს მეგობარი, მზად არის, მხარში დაგიდგეთ ამ პროცესში“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს COVID-19 პანდემიის შედეგების დაძლევის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

„ჩვენი ქვეყნები იბრძვიან COVID-19 პანდემიის შედეგების დასაძლევად, რომლებიც დღესაც უქმნის საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და კეთილდღეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს, როცა გაერთიანებული სამეფო მასპინძლობს გაეროს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციას, გაერთიანებული სამეფო და საქართველო ითანამშრომლებენ მტკიცე საფუძვლის შექმნაზე COVID-19-ის დასაძლევად, მათ შორის უფრო სამართლიანი, მწვანე და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. სამომავლოდ, არსებობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ბევრი შესაძლებლობა. 2019 წლის ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ჩვენი სამომავლო ურთიერთობების გეგმა და რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოუთმენლად ელის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელებას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო.